1. სამსახურში გამოუცხადებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში გამოუცხადებლობად ითვლება:
ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან 12 საათამდე გვიან, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაო დროის დასრულებისა;
ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობ