საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2011
საქმის ნომერი
2კ-163აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

163აპ-11 თბილისი

11 მაისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2011 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მ. ჩ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; სსკ-ის 128-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ძირითადი სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასაჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 24 ივლისიდან.

იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. გ-სა და ბრალდებულებს _ დ. ა-ს, ვ. ბ-სა და ზ. მ-ს შორის, რომლის თანახმადაც, დ. ა-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი, დამატებითი სასჯელის სახით კი დაეკისრა ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ დ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 10 დეკემბრამდე.

ვ. ბ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, დამატებითი სასჯელის სახით კი დაეკისრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 10 დეკემბრამდე.

ზ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, დამატებითი სასჯელის სახით კი დაეკისრა ჯარიმა _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ზ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 10 დეკემბრამდე.

მსჯავრდებულებზე _ დ ა-ზე, ვ. ბ-სა და ზ. მ-ზე, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათვე დაევალათ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ დაამყარონ ურთიერთობა იმათთან, ვინც ისინი შეიძლება, ჩააბან ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ. ჩ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა და იმავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2011 წლის 28 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.