განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002749188
საქმე №1ბ/698-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ან---------–---–ის
ადვოკატ - ნა-------------ის
მსჯავრდებულ - მა-–-----------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მა-–-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბნის რაიონი, ს------–-----–-------––-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განაჩენით:
მა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის, ნა-------------ის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მა-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 01 ნოემბრის, სა-–-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მა-–-----------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მა-–-----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, თბილისში, თ-------------------------------------------------------------–-- ასევე 2018 წლის 27 ოქტომბერს დუშეთის რაიონის ს------–-------------–-, მა-–-----------–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ნა-------------ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მა-–-----------–---–ის ქმედების შედეგად ნა-------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
2018 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, თ-------------------------------------------------------------–-- მა-–-----------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მუღლეს, ნა-------------ს, დაარტყა ხელი სახის არეში, მოქაჩა თმები ძლიერად და მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მა-–-----------–---–ის ქმედებით ნა-------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 1 ნოემბერს, თბილისში, თ-------------------------------------------------------------–-- მა-–-----------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მუღლეს, ნა-------------ს, არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით, დაარტყა ხელი და ფეხი სახის და ტანის არეში, მოქაჩა თმები ძლიერად და მიანარცხა კედელს, აღნიშნული ქმედებებით ნა-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მა-–-----------–---–ის ქმედებით ნა-------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 27 ოქტომბერს, დუშეთის რაიონ ს------–-------------–-, მა-–-----------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნა-------------ს დაარტყა მუშტი არაერთხელ სახის და ტანის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მა-–-----------–---–ის ქმედებით ნა-------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 1 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, თ-------------------------------------------------------------–-- მა-–-----------–---–მა არასრუწლოვან შვილს 9 წლის სა-–-------------ს დაარტყა ფეხი ტანის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მა-–-----------–---–ის ქმედებით სა-–-------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
აღნიშნული ქმედებებისათვის მა-–-----------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის, ნა-------------ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის, სა-–-------------ის ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მა-–-----------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორიცელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 ოქტომბრის და 27 ოქტომბრის ეპიზოდები; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 ნოემბრის, ნა-------------ის ეპიზოდი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) ცნობილ უნდა ყოფილიყო უდანაშაულოდ, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ცო-----–---–---ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მა-–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრისა და 31 ოქტომბრის ეპიზოდები), 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მა-–-----------–---–ის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ეპიზოდის ჩადენა. მართალია, დაზარალებულმა ნა-------------მა არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში მოიპოვება მოწმეების - სა-–-------------ისა და ლე--–----------–---–ის ჩვენებები, ასევე შეტყობინება დანაშაულის შესახებ, სადაც ნა-------------მა განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ნა-------------ის მონაწილეობით, რა დროსაც ნა-------------მა დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარებაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მა-–-----------–---–მა ადგილისა და თარიღის მითითებით, ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ექსპერტთან პირადი შემოწმებისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა რა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, არ გაითვალისწინა ამავე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად. ბრალდების მხარე სწორედ ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად მიიჩნევს მოცემულ საქმეს და განმარტავს, რომ დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მას მოძალადისაგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისკენ და აღნიშნულის გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი ნების - მართლმსაჯულების ხელშეწყობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება. გარდა ამისა, აპელანტის აზრით, დაზარალებულის განცხადება, რომ არ სურს მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, იმთავითვე უნდა განიხილოს, როგორც მსხვერპლისათვის მნიშვნელოვანი მიზეზობრივი ბარიერის არსებობა ჩვენების მიცემის საწინააღმდეგოდ, რაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ირიბი ჩვენების თანაბარმნიშვნელოვნად მიჩნევის ფორმალურ საფუძველს ქმნის.
აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ დაზარალებულ ნა-------------ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ცალსახად ქმნის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებისათვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გამომძიებლების, ბრალდებულის მეზობლის, შვილის და ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს ნამდვილად ანიჭებს პირველწყაროს მნიშვნელობას.
აპელანტმა ასევე მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულს აქვს უფლება, თუ იგი წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. აპელანტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლებამოსილებით დაზარალებული პროცესუალურად არ არის აღჭურვილი, რომც დავუშვათ, რომ ახლო ნათესავის ინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება მას აღნიშნულ უფლებასაც ანიჭებს, იმ შემთხვევაში არამართებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულის მიერ დაფიქსირებული პოზიციის მის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა. განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, აპელანტმა დაასკვნა, რომ დაზარალებულის შეტყობინება, ასევე, ექსპერტთან განცხადებული ინფორმაცია, რომელიც აშკარად მიუთითებს მის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, განხილულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებად. გარდა ამისა, მსჯავრდებულის შვილმა სა-–-------------მა პირდაპირ მიუთითა, რომ მამას დედისთვის ფულის გამო დაურტყამს ხელი.
ამდენად, ბრალდების მხარის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა და წარდგენილმა წერილობითმა მტკიცებულებებმა უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც იქნა წარმოდგენილი. სწორედ მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა. ამასთან, სასამართლოს მიერ უნდა დაინიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში პირს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც, თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა მა-–-----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნა-------------ემ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მა-–-----------–---–ის მიერ მეუღლის - ნა-------------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტები.
უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აპელანტი მიუთითებს ამავე გადაწყვეტილების შინაარსში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.
პალატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევას მა-–-----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულმა ნა-------------მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
პალატა განმარტავს, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ეს უფლება დაზარალებულის მიერ გამოყენებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო, არ დასტურდება მა-–-----------–---–ის მხრიდან მისი დაშინების ან სხვაგვარი გავლენის ნიშნები, რაც დაზარალებულს აიძულებდა დასახელებული პროცესუალური უფლებით სარგებლობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა, ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სახეზე არ გვაქვს.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მა-–-----------–---–ის მხრიდან მეუღლის - ნა-------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები დადასტურებულია მოწმეების - სა-–-------------ისა და ლე--–----------–---–ის ჩვენებებით, ასევე შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, სადაც ნა-------------მა განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ნა-------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც ნა-------------მა დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარებაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მა-–-----------–---–მა ადგილისა და თარიღის მითითებით, ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც ექსპერტთან პირადი შემოწმებისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის სურათის შესაქმნელად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული მტკიცებულებების ცალ-ცალკე წარმოჩენა, კერძოდ:
არასრულწლოვანი სა-–-------------ის ჩვენების თანახმად, იგი სახლში ცხოვრობს დედასთან და და-ძმასთან ერთად. გაბრიელი არის 4 წლის, თომა - 3 წლის და მისი პატარა და - 10 თვის. მის დედას ნა-------------ი ჰქვია. ის ძალიან ცუდად იყო, გული სტკიოდა და სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული. მამა არის მა-–-----------–---–ი. დედამ ის გააღვიძა ღამის 2 საათზე, რადგან ცუდად იყო. ამ დროს მამამ უთხრა, უნდა გიყურო როგორ მოკვდებიო. ჩაიცვა და დედას უთხრა, მე წავალ და წამალს მოგიტანო, მაგრამ დედა არ უშვებდა, იგი მაინც გაიპარა და წამალი მოუტანა დედას. დედა და მამა ჩხუბობდნენ ხოლმე ერთმანეთში. დედას უზრდელურ სიტყვებს ეუბნებოდა მამა. ფულის გულისთვის მამას დედისთვის დაურტყამს ხელი. მამამ იცოდა, რომ დედას ფული უნდა აეღო, მივიდა და უთხრა, რომ მიეცა მისთვის ფული, მაგრამ დედა არ აძლევდა, რადგან ვალები ჰქონდა გადასახდელი. მამამ ხელი წამოარტყა დედას თავში. დედას ეტკინა თავი, რადგან გამწარებული იყო. მისთვის ძალიან ბევრჯერ დაურტყამს მამას ხელი, რადგან აბრაზებდა ხოლმე. მამა ბეჭებში ურტყამდა ხოლმე. თავში და ბეჭებში ურტყამდა ხოლმე მეტი არსად, და სტკიოდა. ერთხელ მივიდა მამასთან ეფერებოდა და მამა ძალიან ნერვებმოშლილი იყო, იქვე ,,შნური“ იყო, რომელიც გადაარტყა ბეჭებზე, ეტკინა დარტყმული. ის დედას ეხმარებოდა ხოლმე ბავშვის მოვლაში, დალაგებაში. მამა სვამდა ხოლმე ხშირად. ფხიზელი ეფერებოდა, ყველაფერს აკეთებდა, თამაშობდნენ ხოლმე, მაგრამ რომ დათვრებოდა ყველაფერი ავიწყდებოდა, ცემდა ხოლმე მას. მამა უყვარს ძალიან. არ უნდა მამამ მათთან იცხოვროს, იმიტომ რომ არც დედას უნდა და არც მას, არ უნდა იგივე განმეორდეს.
მოწმე ლე--–----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მასთან ერთად ცხოვრობს მისი შვილი ნა-------------ი, არასრუწლოვან შვილებთან და მეუღლესთან მა-–-----------–---–თან ერთად. მა-–-----------–---–ი ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს. მის შვილს ნა-------------ს და მა-–-----------–---–ს ხშირად მოსვლიათ კომფლიქტი. მ--–----- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თავად არ შესწრებია. 2018 წლის 31 ოქტომბერს მა-–-----------–---–ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მეუღლეს. თავად წავიდა დასაძინებლად, რადგან არ ერეოდა მათ კონფლიქტში. მეორე დღეს, 1 ნოემბერს დილას გავიდა სახლიდან, როდესაც დაბრუნდა მისმა შვილმა ნა-------------მა მოუყვა, რომ მთელი დღე მისი მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას და აგინებდა მას. ის წავიდა დასაძინებლად, თუმცა გაიგონა ცოტა ხანში მ--–-----ს გინების ხმა, რომელიც ნ-----ს ეჩხუბებოდა, ასევე გაიგო ს--–----ს ტირილის ხმა. როდესაც ნ-----მ დაუძახა, იგი გამოვიდა ოთახიდან. ნ-----მ მას უთხრა, რომ მალხაზმა წაიყვანა მათი შვილი თომა და მან გამოიძახა პოლიცია. ზოგადად მისი შვილისგან იცის, რომ მა-–-----------–---–ი სისტემატურად ცემს მას.
N2------ შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს თბილისში, ე------------------–---------------------------------–- მოქალაქე ნა-------------ის განცხადებით, მას და მის შვილს - სა-–-------------ს, დაბადებულს 2009 წელს მისმა ყოფილმა მეუღლემ მა-–-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 1 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული ნა-------------ი. მან მიუთითა ის ადგილი, სადაც მა-–-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მიუთითა ასევე, თბილისში, თ-------------------------------------------------------------–-- საძინებელ ოთახზე, სადაც მა-–-----------–---–მა 2018 წლის 31 ოქტომბერს თავის არეში დაარტყა მუშტი, ასევე თმებში მოქაჩა და მიანარცხა კედელზე, ამის შემდეგ ნა-------------მა მიუთითა სამზარეულოს ოთახზე და განმარტა, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს მა-–-----------–---–მა თავის და ტანის არეში დაუწყო ცემა, მოქაჩა თმებში და თავი მიარტყმევინა კედელზე, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე მა-–-----------–---–მა მის შვილს სა-–-------------ს ამოარტყა ფეხი საჯდომზე და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ნა-------------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით 2018 წლის 1 ნოემბერს ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოქაჩა თმები, ასევე კისერზე მოუჭირა ხელი.
აღნიშნულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას არასრულწლოვანი მოწმის სა-–-------------ის ჩვენებაში აღწერილ მოვლენებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მართალია, სა-–-------------ი აღწერს მამის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, თუმცა, მისი მონათხრობი ზოგადი ხასიათისაა და არ ადასტურებს კონკრეტულად იმ ეპიზოდების მა-–-----------–---–ის მიერ ჩადენის ფაქტებს, რომლებიც მას ნა-------------ის მიმართ ბრალად აქვს წარდგენილი. ხოლო, მოწმე ლე--–----------–---–ის ჩვენება თავისი შინაარსით ირიბი ხასიათისაა, რადგან მხოლოდ მისი შვილის მიერ მონათხრობს გადმოსცემს და აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თავად არ შესწრებია.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ჩათვლის საკითხს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი გახდა დაზარალებულ ნა-------------ის გამოკითხვის ოქმი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ნა-------------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. შესაბამისად, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემავსებელ მტკიცებულებად ჩათვლას, რომელშიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა. დასახელებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით შემოწმებითი ხასიათისაა და ამ საგამოძიებო მოქმედების დროს სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ გამოვლენილა.
ბრალდების მხარე აქცენტს აკეთებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოქალაქე ნა-------------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამგვარი დასკვნის პირობებში, არ შეიძლება მტკიცებულების სახით იქნეს გაზიარებული შესამოწმებლის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მოქაჩა თმები და კისერზე მოუჭირა ხელი. მითუმეტეს, რომ აღნიშნული მას სასამართლოში არ დაუდასტურებია. საბოლოოდ, მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ შეტყობინების ოქმში აღნიშნული ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, რაც მა-–-----------–---–ის მიმართ გამართლებულ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გიორგი პაქსაშვილმა განახორციელა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანი შვილის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი ირიბი მტკიცებულებები საკმარისია გიორგი პაქსაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გიორგი პაქსაშვილის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი პაქსაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მა-–-----------–---–ის ბრალეულობის დასადგენად გამართლებულ ეპიზოდებში და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
რაც შეეხება მა-–-----------–---–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 1 ნოემბრის, სა-–-------------ის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, ასევე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები, მხედველობაში მიიღო, მა-–-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახე, (ფიზიკურად იძალადა არასრუწლოვან შვილზე სა-–-------------ზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი), არასრუწლოვანი დაზარალებულის სა-–-------------ის პოზიცია, სადაც იგი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უყვარს მამა, არ სურს მამამ მათთან იცხოვრობს, რადგან არ უნდა იგივე განმეორდეს, მა-–-----------–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და მის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი მა-–-----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
მა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
მა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 1 ნოემბრის, ნა-------------ის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
მა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
მა-–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 1 ნოემბრის, სა-–-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მა-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია. მა-–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 ნოემბრიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე