განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
180100119003012465
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/128-19 16 ივლისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თ----- ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ--–-------------;

 

ბრალდებული - გ------- ხ----ს ძე გ------–---რი (დაბადებული 1--- წლის 20 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: დაბა თიანეთი, 9 ა-----–-ს ქ. N-- ბინა N3--ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (2018 წლის 30 მაისის რედაქცია).

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის დეკემბრის თვეში, დაბა თ------–ი, 9 ა-----–-ს ქუჩა, N-, ბინა N3--ში, სახლში ყოფნის დროს, გ------- გ------–---რი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ბებიას, ნ-----–ი ფ------–---–ს და ამცირებდა, რის გამოც ნ-----–ი ფ------–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

1.2. 2018 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, დაბა თ------–ი, 9 ა-----–-ს ქუჩა, N-, ბინა N3--ში, გ------- გ------–---რმა ღუმელში შეყარა თავისი ტანსაცმელი და ბებიის ნ-----–ი ფ------–---–ის სათვალე, ასევე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ეზოში გადმოყარა საოჯახო ნივთები, რის გამოც ნ-----–ი ფ------–---–მა სთხოვა შეჩერებულიყო. ამის შემდეგ გ------- გ------–---რი ბებიას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ აივნიდან გადმოგდებით, ვინაიდან აივნის კარი იყო ღია, გ------- გ------–---რი იყო აგრესიული და წინა დღეებშიც აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას და ეუბნებოდა ბებიას აივნიდან გამდმოგდებით და ყელის გამოჭრით, რის გამოც ნ-----–ი ფ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. გ------- გ------–---რმა 2018 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მცხოვრები დაბა თ------–ი, 9 ა-----–-ს ქუჩა, N-- ბინა N3--ში, ბებია ნ-----–ი ფ------–---–თან სახლში ყოფნისას, ღუმელში შეყარა თავისი ტანსაცმელი და ნ-----–ი ფ------–---–ის სათვალე, ასევე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ეზოში გადმოყარა საოჯახო ნივთები, რის გამოც ნ-----–ი ფ------–---–მა სთხოვა შეჩერებულიყო. ამის შემდეგ გ------- გ------–---რი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ აივნიდან გადმოგდებით, ნ-----–ი ფ------–---–ს აღნიშნულის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა გ------- გ------–---რმა თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ბრალდებულმა აჩვენა, რომ დაზარალებული ნ-----–ი ფ------–---–ი არის მისი ბებია, მათ შორის არის კარგი დამოკიდებულება. მან იმკურნალა ორი კვირა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური პრევენციის ცენტრში. მკურნალობის დასრულების შემდეგ ის გამოწერეს და მისცეს დანიშნულება, თუმცა იმ წამლების ფონზე, ოფლიანობდა, ლოგინს მთლიანად ასველებდა, რის გამოც მან წამლების მიღებას თავი დაანება და დაიწყო ვარჯიში. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ძალებით თავისი თავისთვის თავად ემკურნალა. ბებია, ნ-----–ი ფ------–---–ი მას აწუხებდა, „ტვინს უბურღავდა“ და სთხოვდა, რომ წამლები მიეღო. ბებია მას ეუბნებოდა, რომ თითქოს მას ნარკოტიკი უნდოდა, სწყუროდა და შიოდა. აღნიშნული სიტყვები გ------- გ------–---რს ძალიან აღიზიანებდა. მას თუ სურდა ნარკოტიკის მიღება, ჩაერთვებოდა მეტადონის პროგრამაში. გ------- გ------–---რი ეუბნებოდა ნ-----–ი ფ------–---–ს, რომ ის იყო ზრდასრული ადამიანი და თავის თავს თავად მიხედავდა, ის ნუ ერეოდა მის ცხოვრებაში და მან იცოდა თავისი საქმის. ბრალდებულის ჩვენებით, მას ცხოვრებაში არასდროს შეუგინებია ნ-----–ი ფ------–---–ისთვის, მისი თანდასწრებითაც კი არ შეუგინებია. მისი დაკავების წინა დღეს, მან გაიგო რომ მისი ნათესავი ავარიაში მოხვდა, რის გამოც იგინებოდა იმ ადამიანის მისამართით, ვინც მის ნათესავს ავტომანქანა ათხოვა. იმ დღეს სტადიონზე იყო გადასული, თოვლი იყო, გ------- გ------–---რს დაუსველდა შარვალი, ბოტასები. მივიდა სახლში, მეზობლად მცხოვრები მამაოს შვილებმა ის დაპატიჟეს კონცერტზე. სახლში რომ შევიდა, იქ დახვდა მეზობელი ქალი. ბებია ტოლმას აკეთებდა. მეზობლის ქალი ნ-----–ი ფ------–---–ს სთხოვდა, რომ სკამი მიეყიდა ორ ლარად. მეზობელი ქალის თხოვნა მან ჩათვალა შეურაცხყოფად. ბებიას უთხრა, რომ ეჩუქებინა მისთვის აღნიშნული სკამი, რაზეც ბებია გაჩუმდა. ამიტომ გაბრაზებულმა ეს სკამი გადმოაგდო აივნიდან. შემდეგ მან ვერ იპოვა შარვალი, რის გამოც ივარაუდა, რომ შეიძლება ბებიას ვინმესთვის მიეცა, ამაზე გაბრაზებულმაც ტანსაცმელის გადაყარა დაიწყო აივნიდან. ნ-----–ი ფ------–---–ი ეუბნებოდა, ნუ ყრიდა ტანსაცმელს, რაზეც ხუმრობით უთხრა, „გაიწიე ქალო, თორემ შენც გაგაყოლებ ამ ტანსაცმელს“-ო. მისი განმარტებით, თუ მას სურდა ბებიის აივნიდან გადაგდება, ხელს ვერავინ შეუშლიდა. ბებიას, ნ-----–ი ფ------–---–ს, იაღოველები აკითხავდნენ ხოლმე და ის ბებიას ეუბნებოდა ხუმრობით, თუ როდის გაფრინდებოდა. ბებია მის ამ სიტყვებზე ბრაზობდა და ჩხუბობდა. ის კი განერვიულებული იყო ბიძაშვილის გამო, რომ ავარიაში მოყვა. მეზობელი იმ მომენტისათვის სახლიდან წასული იყო, როდესაც გ------- გ------–---რმა ნივთების აივნიდან გადაყრა დაიწყო. თავიდან ტანსაცმლის შეყრა დაიწყო ღუმელში, ტანსაცმელს შეყვა ბებიის სათვალეც. მას შემდეგ, რაც ტანსაცმელი არ შეეტია ღუმელში, გ------- გ------–---რმა დაიწყო ტანსაცმელის აივნიდან გადაყრა. მისი განმარტებით, ლუდის ბოკალი და დოქები იყო მისი საკუთრება და ისინიც გადაყარა. წინა დღეს, ბებიამ და პაპამ, გ------- გ------–---რი დატოვეს სახლში. ისინი რომ დაბრუნდნენ, მას ნივთები ჯერ არ ჰქონდა გადაყრილი, არამედ გადაყრა დაიწყო მას შემდეგ, რაც მეზობლის ქალი, რომელიც სთხოვდა ბებიას სკამის ყიდვას, გავიდა მათი სახლიდან. ზალა, სადაც გ------- გ------–---რი მოძრაობდა არის დიდი, ამიტომ მას მოუწია რამდენჯერმე გარდერობთან მისვლა, რათა ტანსაცმელი აივნიდან გადაეყარა. აივნის კარებიც სწორედ ამ მიზეზით იყო ღია. ნ-----–ი ფ------–---–ი იქვე იდგა და იყო გაბრაზებული. თავად გ------- გ------–---რსაც გაბრაზებული სახე ჰქონდა იმიტომ, რომ ვერ იპოვა შარვალი, მას არ შეუგინებია ნ-----–ი ფ------–---–ისთვის, უბრალოდ მისი თანდასწრებით იგინებოდა, თუ შარვალი რატომ ვერ იპოვა. გ------- გ------–---რის ჩვენებით, ის არ დამუქრებია ბებიას, ნ-----–ი ფ------–---–ს ყელის გამოჭრით. წინა დღეებშიც შეიძლება შეაგინა ბებიას თანდასწრებით ვინმეს. მართალია, იგი ეუბნებოდა ნ-----–ი ფ------–---–ს, რომ ტანსაცმელს მიაყოლებდა, მაგრამ გ------- გ------–---რი ამას არ აპირებდა, მას ადამიანის მოკვლა არ შეუძლია, მით უმეტეს ბებოსი. გ------- გ------–---რის ჩვენებით, მას გაბრაზებული სახე ჰქონდა, რათა ნ-----–ი ფ------–---–ისთვის ეჩვენებინა, რომ გაბრაზებული იყო.

3.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს გ------- გ------–---რის პოზიციას იმის შესახებ, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რადგან ბრალდების ამ ეპიზოდში გ------- გ------–---რის ბრალეულობა დადასტურებულია როგორც თავად ბრალდებულ გ------- გ------–---რის სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ასევე აღნიშნული ჩვენების დამადასტურებელი სხვა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (2018 წლის 30 მაისის რედაქცია), სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ------–---რის ბრალეულობა ბრალდების ამ ეპიზოდში არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რის გამოც სასამართლო მთლიანად იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გამართლების შესახებ.

3.3. დაზარალებულ ნ-----–ი ფ------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს დაბა თ------–ი 9 ა-----–-ს ქუჩაზე ხუთ სართულიანი ბინის მეოთხე სართულზე, მეუღლესთან რ----- გ------–---რსა და შვილიშვილ გ------- გ------–---რთან ერთად. გ------- გ------–---რი საბერძნეთიდან ჩამოვიდა 2018 წლის ოქტომბრის თვის ბოლო რიცხვებში. იგი საბერძნეთში წავიდა 2017 წლის ოქტომბერში. საბერძნეთში წასვლის წინ მან შეიცვალა გვარი და სახელი და გახდა გ------- გ------–---რი, ვინაიდან საბერძნეთიდან იყო დეპორტირებული. მისი ბავშვობის ნამდვილი სახელი და გვარია ს------ მ---------–-. მოწმის განმარტებით, საბერძნეთიდან ჩამოსული გ------- გ------–---რი ძალიან ცუდად იყო. ნ-----–ი ფ------–---–მა და მისმა მეუღლემ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური პრევენციის ცენტრში სამკურნალოდ, მისამართზე ქავთარაძის ქუჩა №21ა, სადაც ჩაუტარდა ორ კვირიანი მკურნალობის კურსი. დაახლოებით 2018 წლის ნოემბრის თვის ნახევარში გ------- გ------–---რი სახლში გავიდა ნორმალურ მდგომარეობაში, თუმცა ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს არ იღებდა. მან დაიწყო ალკოჰოლური სასმლის მიღება, აჰქონდა ბინაში და მარტო სვამდა ერთდროულად არაყსა და ლუდს, სახლში ნასვამი მიდიოდა. გ------- გ------–---რი სისტემატურად სთხოვდა ნ-----–ი ფ------–---–ს მიეცა მისთვის სიგარეტისა და სასმლის ფული. თავიდან არ იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ ბოლო პერიოდში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, გ------- გ------–---რი უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს - ოთახში გაივლიდა, გამოივლიდა, იყურებოდა უაზროდ, მას ეუბნებოდა ,,რა გინდა ქალო, რა ყურები გამომიჭედე, ჩემს ფსიქიკაზე რატო მოქმედებო“, მაშინ, როდესაც ნ-----–ი ფ------–---–ს მისთვის არაფერი არ ჰქონდა ნათქვამი. შემდეგ იწყებდა გინებას უმისამართოდ და მას ემუქრებოდა მეოთხე სართულის აივნიდან გადაგდებით. ნ-----–ი ფ------–---–ის თქმით, იგი მუქარას რეალურად აღვიქვამდა, არის მოხუცებული, გულით ავადმყოფი, ის კი არის ახალგაზრდა, სასმლის გამო გაუწონასწორებელი და მისგან ყველანაირი დანაშაულის ჩადენა იყო მოსალოდნელი. ნ-----–ი ფ------–---–ის მეუღლე ხშირად არის ოჯახიდან გასული სამუშაოდ და მან იფიქრა, რომ შეიძლებოდა გ------- გ------–---რს მართლა გადაეგდო აივნიდან. შიში გაუმძაფრა იმ მომენტმა, რომ გ------- გ------–---რი უდანაშაულოდ ილანძღებოდა. 2018 წლის 28 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით ექვს საათზე, გ------- გ------–---რმა მას და მის მეუღლეს, რ----- გ------–---რს უთხრა, რომ მარტო ყოფნა უნდოდა, წასულიყვნენ სახლიდან. ნ-----–ი ფ------–---–ი და მისი მეუღლე გაერიდნენ ბინიდან დაბა თ------–ი მათ საკუთრებაში არსებულ მეორე საცხოვრებელ სახლში. მეორე დღეს, დილით დაახლოებით 09 საათზე ნ-----–ი ფ------–---–ი და მისი მეუღლე რ----- გ------–---რი მივიდნენ ბინაში და ნახეს ბინის წინ ეზოში გადმოყრილი გ------- გ------–---რის კუთვნილი ტანსაცმელი, ნ-----–ი ფ------–---–მა აღნიშნული ტანსაცმელი აიტანა ბინაში, დივანზე წამოწოლილი გ------- გ------–---რი ტელევიზორს უყურებდა. გ------- გ------–---რმა მას ჰკითხა, თუ რატომ აიტანა ეს „ბარახლო“. ნ-----–ი ფ------–---–მა შეკითხვაზე თუ რატომ გადაყარა ტანსაცმელი, პასუხად მიიღო, რომ იგი მოიქცა სურვილის შესაბამისად. ნ-----–ი ფ------–---–ის მეუღლის სახლიდან წასვლის შემდეგ, როდესაც ბინაში დარჩნენ ნ-----–ი ფ------–---–ი და გ------- გ------–---რი, დაახლოებით დღის სამ საათზე, გ------- უეცრად წამოხტა ფეხზე, ნ-----–ი ფ------–---–ის მიერ ეზოდან ამოტანილი ტანსაცმელი შეყარა ანთებულ შეშის ღუმელში, სადაც შეაგდო ასევე ნ-----–ი ფ------–---–ის კუთვნილი მხედველობის სათვალე, ხოლო რაც ღუმელში არ შეეტია - ტანსაცმელი, ჭურჭელი, სკამები აივნიდან დაბლა გადაყარა. ის იგინებოდა, ყვიროდა. გ------- გ------–---რის სიტყვებზე - „შენით გადახტები აივნიდან, თუ მე გადაგაგდო“-ო, ნ-----–ი ფ------–---–ს შეეშინდა, რადგან აივანზე გასასვლელი კარები ღია იყო და მისი გადაგდება აივნიდან შესაძლებელი იყო. შეშინებულმა ნ-----–ი ფ------–---–მა გ------- გ------–---რისაგან მალულად დაურეკა მეუღლეს, უთხრა წასულიყო პოლიციაში და განეცხადებინა მომხდარის შესახებ. მას შემდეგ, რაც მეზობელი თ----- ქ---–-–---–- ჩაერია აღნიშნულ სიტუაციაში, გ-------მ შეწყვიტა ჩხუბი და დაწვა ტახტზე, თუმცა ნ-----–ი ფ------–---–მა ბინა მაინც შეშინებულმა დატოვა და პოლიციის მოსვლას თ----- ქ---–-–---–-ს კუთვნილ მეზობელ ბინაში დაელოდა. ნ-----–ი ფ------–---–ს გაუჩნდა სერიოზული შიში იმისა, რომ გ------- გ------–---რს შეიძლება მართლა განეხორციელებინა მის მიმართ მუქარა და გადაეგდო აივნიდან. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლის თანდასწრებით გ------- გ------–---რი ვერ ბედავდა მსგავს ქმედებებს. ხოლო მომხდარის შესახებ მეუღლის ინფორმირებისა და მეუღლის მიერ გ------- გ------–---რისათვის გაფრთხილების მიცემის შემდეგ, გ------- გ------–---რი საუბრობდა აგდებულად. მოწმე ნ-----–ი ფ------–---–მა არ დაადასტურა გამოძიებაში გამოკითხვის დროს მის მიერ მიცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას გ------- გ------–---რი ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, კერძოდ, მისი განმარტება, რომ მან გაიხსენა ერთ-ერთ საუბარში გ------- გ------–---რის სიტყვები -„ბაბო ყელის გამოჭრის ხომ არ გეშინია?“-ო. ასევე, მოწმემ არ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტანჯვის ფაქტი. მისი ჩვენებით, მას გ------- გ------–---რი ეპყრობოდა პატივისცემით, ფულს სთხოვდა მორიდებით, მას შეეძლო ნებისმიერ დროს სახლიდან დაეთხოვა გ------- გ------–---რის ის ამხანაგი, ვინც არ მოეწონებოდა. მისი შვილიშვილი, გ------- გ------–---რი მისი თანდასწრებით შეგინებასაც კი ვერ ბედავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, ორი კვირის მანძილზე, რადგან წამლებს არ იღებდა გ------- გ------–---რი, ის იყო ძალიან არეული, აგინებდა არა მას, არამედ ზოგადად იგინებოდა. ნ-----–ი ფ------–---–ს გული სტკიოდა იმის გამო, რომ მისი შვილიშვილი იყო ამ მდგომარეობაში და ის ძალიან ეცოდებოდა. ნ-----–ი ფ------–---–მა პოლიციას მიმართა იმ მიზნით, რომ გ------- გ------–---რს დახმარებოდნენ და მისთვის ემკურნალათ და არა დაეჭირათ.

3.4. თ----- ქ---–-–---–მა, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) აღნიშნა, რომ ცხოვრობს დაბა თ------–ი 9 ა-----–-ს ქუჩა N8-ში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. კორპუსის მეოთხე სართულზე ცხოვრობენ რ----- გ------–---რი და მისი მეუღლე ნ-----–ი ფ------–---–ი, მათთან ოჯახში ცხოვრობს მათი შვილიშვილი გ------- გ------–---რი, რომელიც დაახლოებით ორი თვეა რაც გამოჩნდა უბანში, მანამდე სად იმყოფებოდა გ------- გ------–---რი თ----- ქ---–-–---–-სთვის უცნობია. 2018 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით დღის ოთხ საათზე, თ----- ქ---–-–---–- გავიდა საკუთარი ბინის აივანზე ეზოს მხრიდან და დაინახა, რომ მისი მეზობლის ნ-----–ი ფ------–---–ის ბინის აივნიდან ვიღაცამ გადმოყარა საოჯახო ნივთები, ძირითადად ტანსაცმელი. ამ დროს ნ-----–ი ფ------–---–ი გამოსული იყო სადარბაზოს აივანზე და ტიროდა. თ----- ქ---–-–---–მა ივარაუდა, რომ გ------- გ------–---რი გადმოყრიდა ნივთებს ბინის აივნიდან, ვინაიდან მას რამდენჯერმე გაგონილი ჰქონდა მათი ბინიდან ხმამაღალი საუბარი, რა დროსაც ესმოდა ნ-----–ი ფ------–---–ის სიტყვები „ნუ ყვირიხარ, კარგი გაჩერდი“. თ----- ქ---–-–---–- დაინტერესდა და შეეკითხა სადარბაზოში მყოფ ნ-----–ი ფეტვიაშვილს, თუ რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ გ------- იყო გაგიჟებული და ყველაფერს დაბლა ყრიდა. თ----- ქ---–-–---–- ავიდა გ------- გ------–---რთან ბინაში იმ მომენტისთვის, როდესაც გ------- გ------–---რი კარადის კარებს აღებდა. თ----- ქ---–-–---–მა მას უთხრა გაეშვა ხელი და არ გადაეყარა ტანსაცმელი. ამის შემდეგ თ----- ქ---–-–---–- გამოვიდა გარეთ, სადაც ნ-----–ი ფ------–---–მა უთხრა რომ გ------- მას აივნიდან გადაგდებით ემუქრებოდა. თ----- ქ---–-–---–- პირადად მათ კამათს ან მუქარას არ შესწრებია.

3.5. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, 2018 წლის 29 დეკემბერს გამოძიება დაიწყო შსს თიანეთის რაიონულ სამმართველოში, ნ-----–ი ფ------–---–ისა და მისი მეუღლის რ----- გ------–---რის მიმართ, გ------- გ------–---რის მიერ განხორციელებული მუქარისა და სისტემატური დამცირების ფაქტზე.

3.6. 2018 წლის 29 დეკემბრის 17:10 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის მიხედვით, შსს თიანეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ-----–ი ფ------–---–მა მასზედ, რომ მისი შვილიშვილი გ------- გ------–---რი სახლში ანადგურებს პირად ნივთებს და ემუქრება აივნიდან გადაგდებით.

3.7. 2018 წლის 29 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა თიანეთის 9 ა-----–-ს ქ. კორპუსი N8. კორპუსს აქვს ოთხი სადარბაზო, კორპუსი დგას წინა მხრით, აღმოსავლეთით, არის 5-სართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სადარბაზოში, მეოთხე სართულზე N3- ბინაში ცხოვრობს რ----- გ------–---რი მეუღლესთან, ნ-----–ი ფ------–---–თან ერთად. ბინას აქვს ხის ერთფრთიანი კარები, საიდანაც შევდივართ შესასვლელში, შესასვლელთან მარჯვნივ არის სამზარეულო ოთახი, საიდანაც კარები გადის მისაღებ ოთახში, მისაღებ ოთახში აივნის მხარეს დგას შეშის ღუმელი, მისაღები ოთახიდან მარჯვნივ არის ხის აივნის კარები. აივანს აქვს 80 სმ. სიმაღლის მოაჯირი. აივანი არის 80 სმ. სიგანის და 2,50 მ. სიგრძის. მისაღებ ოთახში ჩრდილოეთის მხარეს კედელთან მთლიანად დგას ტანსაცმლის და ჭურჭლის კარადები. კარადა დაცარიელებულია და ორივე კარები არის გამოღებული. კორპუსის აღმოსავლეთ მხარეს სადარბაზოში შესასვლელის წინ, ეზოში ყრია საოჯახო ნივთები და სხვადასხვა ქვემო აღნიშნული ტანსაცმელი: ხუთი ცალი მამაკაცის პერანგი; სამი ცალი ქურთუკი; ხუთი ცალი შარვალი; ოთხი ცალი ჯემპრი; სამი ცალი კაბა; წინდები; ორი ცალი ლოგინის გადასაფარებელი „ადიელა“. შემთხვევის დათვალიერების დროს ექსპერტის მიერ მოხდა დასურათება, ეზოდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხის სკამი, რკინის სკამი, ორი ცალი დამტვრეული კათხა, ორი ცალი ყანწი, ყავის სერვიზი, თეფშის ნატეხები, ტკბილეულის ვაზა. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა: ერთი ცალი ხის სკამი; რკინის სკამი; ყავის სერვიზი; ტკბილეულის ვაზა; ორი ცალი დამტვრეული მინის ლუდის კათხა; თეფშის ნატეხები; ორი ცალი დამტვრეული ყანწი; ზემოთაღნიშნული ამოღებული ნივთმტკიცებები დათვალიერების შემდგომ დაილუქა.

3.8. 2018 წლის 29 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირმა ნ-----–ი ფ------–---–მა, დაბა თ------–ი, 9 ა-----–-ს ქუჩა, კორპუსი N-- ბინა N3--ში, ნ-----–ი ფ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდა ბრალდებული გ------- გ------–---რი, მიუთითა ის ადგილი - კარადა, საიდანაც 2018 წლის 29 დეკემბერს მისმა შვილიშვილმა გ------- გ------–---რმა გამოიღო ტანსაცმელი, ჭურჭელი და გადაყარა ბინის მეოთხე სართულის აივნიდან დაბლა, ეზოში. ნ-----–ი ფ------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა, როდესაც გ------- გ------–---რმა უთხრა ,,შენით გადახტები აივნიდან, თუ მე გადაგაგდო“-ო. ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა, როდესაც გ------- გ------–---რმა უთხრა ,,ბაბო ყელის გამოჭრის ხომ არ გეშინია“-ო. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ყველა მოქმედება გადაღებული იქნა. ნ-----–ი ფ------–---–მა ოქმის შინაარსის სისწორე გაცნობის შემდეგ სრულად დაადასტურა.

3.9. სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ს---–----–---–მა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ვ------- ტ----–---–-ა და თ-------- გ--------მ მთლიანად დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების სისწორე, რაც მათ დადასტურებული აქვს აღნიშნულ ოქმებზე ხელმოწერებით. ამასთან, მოწმეებმა აჩვენეს, რომ ისინი გახლდნენ თვითმხილველები იმ ფაქტობრივი გარემოების, რომ გ------- გ------–---რის საცხოვრებელი ბინის ეზოში იყო გადმოყრილი ნივთები: ტანსაცმელი, დამტვრეული ჭურჭელი. ამასთან, დაზარალებულმა ნ-----–ი ფ------–---–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა, თუ საიდან იღებდა გ------- გ------–---რი ამ საგნებს, საიდან ყრიდა და თვითონ სად იდგა, როდესაც გ------- გ------–---რი მას დაემუქრა აივნიდან გადაგდებით და ყელის გამოჭრით

3.10. 2018 წლის 31 დეკემბრის სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის 2016 წლის 23 მარტის ჩანაწერით დადგენილია, რომ გ------- გ------–---რის სახელი და გვარი მის შეცვლამდე იყო ს------ მ---------–-.

3.11. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გ------- გ------–---რის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ნ-----–ი ფ------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

3.12. სასამართლო პროცესზე ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა დაადასტურა, რომ ნ-----–ი ფ------–---–ს ჩაუტარდა ამბოლატორიული კვლევა, რა დროსაც მ------ მ-----–---–ი დაეყრდნო ნ-----–ი ფ------–---–ის მიერ მისთვის მიცემულ ინფორმაციას და გამოძიების ეტაპზე მიცემულ გამოკითხვის ოქმებს.

3.13. სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გ------- გ------–---რს აღენიშნება სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობით და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- გ------–---რს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული ქცევითი აშლილობა არ მიეკუთვნება განუკურნებელ დაავადებათა კატეგორიას. იმგვარი ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას, გ------- გ------–---რს არ აქვს. გ------- გ------–---რი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

3.14. სასამართლო სხდომაზე ფსიქიატრ-ექსპერტმა ი-------- ს--------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას მთლიანად დაადასტურა გ------- გ------–---რის მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნა. მოწმემ დამატებით აჩვენა, რომ გ------- გ------–---რს აღენიშნებოდა ნარკოტიკების ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ნარკოტიკით ფსიქიკური აშლილობა, რაც გამოიხატებოდა შფოთვაში, ჰალუცინაციებში, ფსიქიკური სიმპტომების გამოვლენაში. მას პერიოდულად ჰქონდა არაადეკვატური ქცევა, რასაც გამოხატავდა ბებიის ნ-----–ი ფ------–---–ის მიმართ აგრესიულობით, კონფლიქტურობით. გ------- გ------–---რს გამოკვლევის პერიოდში რაიმე ფსიქოზური მოვლენები არ გამოუვლენია. დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იგი იყო შერაცხადი. ის აღიარებდა დანაშაულს, აცხადებდა, რომ ბებიასთან მოუვიდა ჩხუბი, რის გამოც ტანსაცმელი გადმოყარა.

3.15. 2018 წლის 29 დეკემბრის სიმთვრალეზე შემოწმების შესახებ ოქმით, დაკავებულ გ------- გ------–---რს ჩაუტარდა ალკო-ტესტის საშუალებით სიმთვრალეზე შემოწმება, რის შედეგად ალკო-ტესტმა აჩვენა ნული პროცენტი. შესაბამისად, გ------- გ------–---რს სიმთვრალე არ დაუდგინა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლს სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება სისტემატიურ შეურაცხყოფაში, დამცირებაში, რამაც ტანჯვა გამოიწვია.

4.2. სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------- გ------–---რის მიმართ საქართველოს სისხლს სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი.

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ამ ეპიზოდში ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ ნ-----–ი ფ------–---–ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიცემულ ინფორმაციას, რომელიც ბრალდების ამ ეპიზოდში არ დაადასტურა დაზარალებულმა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას სისტემატიურად.

4.4. სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ პირის ქმედებებმა სისტემატური შეურაცხყოფით, დამცირებით გამოიწვია თუ არა ტანჯვა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს. ბრალდების მხარე სისტემატური შეურაცხყოფის არსებობის დასაბუთებისთვის ეფუძნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ასევე გამოძიების დაწყების შემდგომ შედგენილ შემაკავებელ ორდერს, რომლის გამოცემამდე ნ-----–ი ფ------–---–ის მიერ შევსებულ ანკეტაში აღნიშნულია დადებითი პასუხი კითხვაზე „მოძალადე ხშირად გაყენებთ თუ არა შეურაცხყოფას?“. ფსიქოლოგიური დასკვნის მომზადებისთვის ექსპერტი მ------ მ-----–---–ი და თავის მხრივ ნ-----–ი ფ------–---–ის მიერ შევსებული ანკეტაც ეყრდნობა დაზარალებულ ნ-----–ი ფ------–---–ის გამოძიების სტადიაზე გამოკითხვის დროს მიცემულ ინფორმაციას, რომელიც შემდგომში, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში - ფსიქოლოგიური ტანჯვის არსებობას უპირისპირდება სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ნ-----–ი ფ------–---–ის სიტყვები - „განვიცდიდი ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არა იმიტომ, რომ ჩემმა შვილიშვილმა მე მომაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი გაზრდილი შვილიშვილი ამ მდგომარეობაში იყო“. ხოლო ანკეტაში აღნიშნულ დადებით პასუხს კითხვაზე „მოძალადე ხშირად გაყენებთ თუ არა შეურაცხყოფას?“ უპირისპირდება ასევე ნ-----–ი ფ------–---–ის მიერ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვები, რომ გ------- გ------–---რი „იგინებოდა, სახელს და გვარს არ ამბობდა, თვითონაც არ იცოდა ვის აგინებდა“, „ჩემთვის არ შეუგინებია“, „ჩვენთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია“.

4.5. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ნ-----–ი ფ------–---–მა აჩვენა, რომ მის მიმართ არანაირ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ ჰქონია ადგილი მისი შვილიშვილის გ------- გ------–---რის მხრიდან. ბოლო პერიოდში მისი შვილიშვილი მართალია იყო აგრესიული, ანერვიულებული, მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, მაგრამ ეს არ ხდებოდა მუდმივად. ბოლო პერიოდში მისი შვილიშვილი არ იღებდა დანიშნულ წამლებს, რის გამოც მას დაუმძიმდა მდგომარეობა. ამასთან, სისტემატურობასთან მიმართებით სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებსა და ჩვენებაში აღნიშნულია „ბოლო პერიოდი“, „ბოლო ორი კვირა“, „ბოლო ერთი კვირა“. საქმეში იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდს ეხება სადავო ქმედებები, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ 126¹ მუხლით წარდგენილი ბრალდების დადგენილებაში ალტერნატიულ ქმედებად მითითებული დამცირება. დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა. მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით გ------- გ------–---რისა და ნ-----–ი ფ------–---–ს შორის არ არსებობდა იერარქიული ურთიერთობა, „დამონების“ სურვილი, რაც აუცილებელია ქმედების ოჯახში ძალადობით კვალიფიკაციისათვის. პირიქით, გ------- გ------–---რი ფინანსურად დამოკიდებულიც კი იყო ბებია ნ-----–ი ფ------–---–ზე - გ------- გ------–---რი ხშირად სთხოვდა მას მიეცა სიგარეტისა და სასმლის ფული. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- გ------–---რის მიერ ნ-----–ი ფ------–---–ის მიმართ სისტემატურ დამამცირებელ ქმედებებს.

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ვერც ერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტით, რომ გ------- გ------–---რი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ბებიას, ნ-----–ი ფ------–---–ს და ამცირებდა, რის გამოც ნ-----–ი ფ------–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

4.8. საქართველოს სისხლს სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, მუქარა გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.

4.9. მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული გ------- გ------–---რი არ დამუქრებია ნ-----–ი ფ------–---–ს ყელის გამოჭრით ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხოლო აივნიდან გადაგდების მუქარა არ იყო რეალური, გ------- გ------–---რი ამ სიტყვებს ხუმრობით ეუბნებოდა ბებიას, ნ-----–ი ფ------–---–ს, რაც ბებიამ აღიქვა რეალურად, რის გამოც სამართალდამცავ ორგანოს მიმართა დასახმარებლად.

4.10. სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე, ნ-----–ი ფ------–---–ის მიერ მიცემული არაერთი ინფორმაციით, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო პროცესზე, ნ-----–ი ფ------–---–მა დაადასტურა და გამოძიების ეტაპზე არ შეცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------- გ------–---რი მას დაემუქრა ყელის გამოჭრით. ამასთან, ნ-----–ი ფ------–---–მა აღნიშნული შინაარსის მუქარის შესახებ ასევე განაცხადა ექსპერტ მ------ მ-----–---–თან, რომელმაც მას ჩაუტარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

4.11. რაც შეეხება აივნიდან გადაგდების მუქარის ფაქტს, ეს გარემოება დასტურდება როგორც თავად ბრალდებულ გ------- გ------–---რის და დაზარალებულ ნ-----–ი ფ------–---–ის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით, ასევე თ----- ქ---–-–---–-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და შსს თიანეთის რაიონულ სასამართლოს დანაშაულის შესახებ შეტყობინებით.

4.12. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

4.13. სასამართლო აღნიშნავს, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ------- გ------–---რმა ჯერ გაბრაზებულმა იმაზე, რომ მეზობლის ქალი სთხოვდა ორ ლარად სკამის ყიდვას, მან ვერ იპოვა შარვალი, რის გამოც დაიწყო ჯერ ღუმელში ტანსაცმლის შეყრა, რასაც თან მიაყოლა ბებიას სათვალე, ხოლო შემდეგ რაც ვერ შეეტია ღუმელში გადმოყარა აივნიდან, საიდანაც ასევე გადმოყარა ჭურჭელი, სკამები, რაზეც ბებია სთხოვდა შეჩერებას, მან კი ბებიას უთხრა, რომ მასაც მიაყოლებდა ტანსაცმელს, თუ თავს არ დაანებებდა, რაც, როგორც ავღნიშნეთ, დაადასტურა თავად ბრალდებულმა გ------- გ------–---რმაც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, - არის ის ვითარება, რა დროსაც ნ-----–ი ფ------–---–ს საფუძვლიანად გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების შიში.

4.14. მტკიცებულებებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემობები, რომ გ------- გ------–---რს ამ დროს ჰქონდა გაბრაზებული სახე, იყო განერვიულებული იმით, რომ ახლობელი მოყვა ავარიაში, ვერ პოულობდა შარვალს და ამის გამო იგინებოდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფორმით წარმოთქმული მუქარა იყო მისი განხორციელების შიშის წარმოქმნის საფუძველი დაზარალებულ ნ-----–ი ფ------–---–ში. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- გ------–---რის მდგომარეობას, კერძოდ იმას, რომ გ------- გ------–---რი ბოლო პერიოდში წამლების მიღების შეწყვეტის შემდგომ იყო არეული, არაადეკვატური, დადიოდა ბინაში, იყურებოდა უაზროდ, იგინებოდა უმისამართოდ.

4.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი მახასიათებლების მქონე პირის მიერ წარმოთქმული მუქარის განხორციელების დაშვების ალბათობა დიდია, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ გ------- გ------–---რს, რომც მოენდომებინა მუქარის განხორციელება, მართლაც შეძლებდა მის რეალიზაციას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური განსხვავების გათვალისწინებით.

4.16. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებული გ------- გ------–---რი არ ფიქრობდა ბებიას აივნიდან გადაგდებას და მისთვის ყელის გამოჭრას, მის მიერ განხორციელებული ძალადობა მუქარის სახით, შემდეგი სიტყვებით „ტანსაცმელს მიგაყოლებ და ყელს გამოგჭრი“, რა დროსაც მას ჰქონდა გაბრაზებული სახე და იგინებოდა, სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ აღნიშნული სიტყვები რეალურად აღექვა ნ-----–ი ფ------–---–ს, რაც მოცემული დანაშულის შემადგენლობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია და არ აქვს მნიშვნელობა, ბრალდებულის განზრახვის რეალურობას. არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე. ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდე მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა, რაც აღნიშნულ შემთხვევაში უტყუარად არის დადასტურებული.

4.17. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა მუქარის ფორმის, ვითარების და ბრალდებულის მახასიათებლების შესახებ, რაც ეყრდნობა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ბრალდებულ გ------- გ------–---რის ჩვენებას, მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ-----–ი ფ------–---–ის ჩვენებას და საქმეზე წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს,- თ----- ქ---–-–---–-ს გამოკითხვის, 2018 წლის 29 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, -გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- გ------–---რი დაემუქრა ნ-----–ი ფ------–---–ს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ აივნიდან გადმოგდებით, რამაც ნ-----–ი ფ------–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ბრალდებულ გ------- გ------–---რს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და არც დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

6.1. სასამართლო ბრალდებულ გ------- გ------–---რის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, მისი ქმედების სიმძიმეს.

6.2. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულ გ------- გ------–---რს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისიწინებულ დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- გ------–---რი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და გამართლდეს.

2. გ------- გ------–---რი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

3. გ------- გ------–---რის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

4. გ------- გ------–---რს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 29 დეკემბრიდან.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი ხის სკამი, ერთი ცალი რკინის სკამი, ყავის ე.წ. ,,სერვიზი“, ერთი ცალი ტკბილეულის ვაზა დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო ორი ცალი მინის დამტვრეული კათხა, თეფშის ნატეხები და ორი ცალი დამტვრეული ყანწი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი