განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2018
საქმის ნომერი
330100118002429675
ინსტანცია
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002429675, №1/ბ-1282-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ინ----------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ზუ-----–-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------------;

 

მსჯავრდებული - ლა–----------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------------;

 

ადვოკატები - მა-------------ე, ლი-------------ე, სუ-–-----------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ზუ-----–-------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).

 

ლა–----------–-–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

განაჩენის მიხედვით:

 

ზუ-----–-------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ლა–----------–-–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სასჯელი:

 

ზუ-----–-------ე - განაჩენთა ერთობლიობით 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლა–----------–-–---–ი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ინ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ზუ-----–-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ხოლო ლა–----------–-–---–ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

▪ ზუ-----–-------ე უსაფუძვლოდ იქნა გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაზარალებულის პიროვნების და სამსახურებრივი საქმიანობის გათვალისწინებით, მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე მეზობლების ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ იციან და---------–--ის სამსახურის შესახებ, რადგან არაერთხელ უნახავთ პოლიციელის ფორმით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული ეცოდინებოდა ზუ-----–-------ესაც, რომელიც დაახლოებით 30 წელია ცხოვრობს და---------–--ის საცხოვრებელი კორპუსის იმავე სადარბაზოში და არიან თანატოლები.

▪ ის ფაქტი, რომ შემთხვევის დღეს, და---------–--ეს ზუ-----–-------ემ მისალმების შემდეგ აგრესიულად მიმართა და დაუწყო გინება იმის გამო, რომ იყო პოლიციელი, მიუთითებს ზუ-----–-------ის უარყოფით დამოკიდებულებაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლებმა ავ--------–------------–---–მა და გ--------------ემ აჩვენეს, რომ მათ დააკავეს ზუ-----–-------ე, რომელიც პოლციის თანამშრომლების დანახვაზე გახდა აგრესიული.

▪ დაზარალებულსა და მსჯავრდებულებს შორის შემთხვევის დროს კონფლიქტის არსებობის ფაქტი დადასტურდა მოწმეების: ან---------–---–ის, ლუ----------------–--ის და ნა------------ის ჩვენებებით. მოწმე ან---------–---–ის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც მოესმა ყვირილის და წივილის ხმა, ნახა, რომ ზუ-----–-------ე და მისთვის უცნობი პირი სცემდნენ და---------–--ეს.

▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა და---------–--ის მხრიდან რაიმე სახის პირადი ან სხვა ინტერესი ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის მიმართ.

▪ მოწმეებმა ლა–-----–------ემ და ნი------------–---–მა განმარტეს, რომ დაკავებულები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და არა ძალიან მთვრალები, როგორც ამას დაცვის მხარე განმარტავს, იყვნენ კონტაქტურები, შეეძლოთ საუბარი და წერა-კითხვა, რასაც ადასტურებს სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმებზე მათ მიერ გაკეთებული ხელმოწერები.

▪ მოწმე მა---------------ის ჩვენება, რომ არაფერი დაუნახავს და არ იცის კონფლიქტის შესახებ, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ზუ-----–-------ის ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა და არის მიკერძოებული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

მსჯავრდებულ ზუ-----–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მა-------------ის და ლი-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ზუ-----–-------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

▪ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

▪ მოწმე ან---------–---–ი არის ხანდაზმული ქალბატონი, რომელმაც აჩვენა, რომ უსათვალოდ გადაიხედა კორპუსიდან და ეზოში სიბნელეში დაინახა ზუ-----–-------ე, რაც არის არასარწმუნო, ვინაიდან მან პოლიციის განყოფილებაში ვერ შეძლო სათვალის გარეშე წაკითხვა და მით უფრო ვერ დაინახავდა სიბნელეში, საკმაოდ მოშორებით მყოფ ზუ-----–-------ეს.

▪ არასარწმუნოა დაზარალებულ და---------–--ის ჩვენება, რადგან ზუ-----–-------ის მხრიდან მასზე თავდასხმის და ცემის ფაქტი არ დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებით. გარდა ამისა, თავზე დაზიანების კვალის არსებობა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი არ არის.

▪ ლა–----------–-–---–ი აღიარებს, რომ დაზარალებულთან ჩხუბი მოუვიდა მხოლოდ მას და არა ზუ-----–-------ეს.

▪ დაზარალებული შემთხვევის დროს სამსახურებრივი ფორმით არ იმყოფებოდა და არც მანამდე ჰქონია სამსახურებრივი შეხება ზუ-----–-------ესთან. მხოლოდ მეზობლად ცხოვრების ფაქტი ვერ დაადასტურებს, რომ ზუ-----–-------ისთვის ცნობილი იყო და---------–--ის პოლიციელობის შესახებ.

▪ დაზარალებულის განმარტება, რომ იგი ყოველ წელს ხედავდა ზუ-----–-------ეს, წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ ზუ-----–-------ე ექვსი წელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, შემდეგ სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, გათავისუფლების შემდეგ კი იშვიათად გადიოდა სახლიდან და ხშირად იმყოფებოდა ბიძასთან ბორჯომში.

▪ ზუ-----–-------ე ხასიათდება დადებითად, არის განათლებული, წესრიგის მოყვარული პიროვნება, არ არის აგრესიული და მოჩხუბარი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ ლა–----------–-–---–ის და მისი ადვოკატის სუ-–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენში, ლა–----------–-–---–ის მიმართ ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასჯელი არის მკაცრი, ლა–----------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, უდავო გახადა მტკიცებულებები, არის ნასამართლობის არმქონე, არის დასაქმებული და საზოგადოებაში ინტეგრირებული, საქმეში არ მოიპოვება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რაც სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზუ-----–-------ეს ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმაში პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ლა–----------–-–---–ს ცემაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ და---------–--ეს, რომელიც სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, საცხოვრებელ კორპუსთან - ქ. თბილისი, გ-–------------------------------- კორპუსთან შეხვდა იმავე კორპუსში მცხოვრები ზუ-----–-------ე. ვინაიდან და---------–--ე და ზუ-----–-------ე ცხოვრობდნენ ერთ სადარბაზოში და ზუ-----–-------ისათვის ცნობილი იყო, რომ და---------–--ე იყო პოლიციის თანამშრომელი, ზუ-----–-------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და---------–--ეს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ, თავისა და სახის არეში დაუწყო ხელებით ცემა. მათ შორის კონფლიქტს შეესწრო მეზობელ კორპუსში მცხოვრები ზუ-----–-------ის მეგობარი - ლა–----------–-–---–ი, რომელმაც ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და---------–--ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში. ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის ქმედებებით და---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუ-----–-------ემ და ლა–----------–-–---–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ და---------–--ეს, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, თავის საცხოვრებელ კორპუსთან შეხვდა იმავე კორპუსში მცხოვრები ზუ-----–-------ე, რომელმაც და---------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაუწყო ხელებით ცემა თავისა და სახის არეში. მათ შორის კონფლიქტს შეესწრო მეზობელ კორპუსში მცხოვრები ზუ-----–-------ის მეგობარი - ლა–----------–-–---–ი, რომელმაც ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და---------–--ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში. ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის ქმედებებით და---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, ზუ-----–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ზუ------–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ზუ-----–-------ის მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ზუ-----–-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატა 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზუ-----–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

ზუ-----–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მარტიდან.

 

ლა–----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

ლა–----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 03 სექტემბრიდან. ასევე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ზუ-----–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა და---------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 00:00 საათიდან 00:30 საათამდე პერიოდში სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც კორპუსის შესასვლელში დაინახა მისივე სადარბაზოში მცხოვრები ზუ-----–-------ე, რომელსაც მიესალმა. ზუ-----–-------ემ აგრესიულად უთხრა ,,ეე, ბიჭო მოდი აქ“. მიახლოვებისას ზუ-----–-------ე გახდა უფრო აგრესიული და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, შემდეგ კი ფიზიკური. ზუ-----–-------ეს ახლდა ლა–----------–-–---–ი, რომელიც ასევე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კითხვაზე ზუ-----–-------ემ უპასუხა, რომ აგინებდა, რადგან იყო პოლიციელი და ,,ძაღლი“. ზუ-----–-------ე ურტყამდა სახეში და რამდენჯერმე დაარტყმევინა მარჯვენა ხელის შუა თითი ავტომანქანის წინა ნაწილზე. იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამდენჯერმე თავში უკნიდან ჩაარტყა ხელი ლა–----------–-–---–მა. მსჯავრდებულთა დარტყმების შედეგად განიცადა ტკივილი, კერძოდ, თავზე ჰქონდა კოპი და დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ხელის შუა თითი, ასევე თავის არეში აწუხებდა ტკივილი. იგი თავდასხმისგან ხელებით იცავდა თავს და ვერ უწევდა წინააღმდეგობას. მისთვის უცნობია, რომელმა რა დაზიანება მიაყენა. ჩხუბი გაგრძელდა რამდენიმე წუთს. ჩხუბის დროს ზუ-----–-------ეს აღენიშნებოდა ალკოჰოლური თრობა. მხოლოდ ეს უკანასკნელი აგინებდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ხმაურზე მათთან მივიდნენ მეზობლები, მათ შორის ზუ-----–-------ის მშობლები, რომლებმაც გაიყვანეს შვილი, ხოლო იქ მყოფებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზუ-----–-------ის წარსული ნასამართლობების შესახებ, თუმცა მისი ბრალდების საქმეზე რაიმე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე განმარტა, რომ ძირითადად მოძრაობს სამსახურებრივი ფორმით, მაგრამ შემთხვევის დღეს სამსახურებრივი ფორმით არ იმყოფებოდა. იგი კორპუსთან ხშირად ხვდებოდა ზუ-----–-------ეს, მათ შორის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ესალმებოდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტამდე მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ლ---- მ---------–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის ადგილსამყოფელის თაობაზე, რაზეც შეადგინა პატაკი.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმებით დგინდება, რომ 2018 წლის 28 მარტს, 04:08 საათზე, თბილისი, გ-–------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლა–----------–-–---–ი. ამავე დღეს, 04:05 საათზე, თბილისი, გ-–------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზუ-----–-------ე.

 

მოწმე ზვ---- უ-----ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში. ხელმძღვანელის დავალებით გ--------------ესთან ერთად მივიდა გ-–--------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს ლა–----------–-–---–ი, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

მოწმე ავ--------–------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 28 მარტს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილესთან გ------------ესთან ერთად, რა დროსაც შეატყობინეს, რომ თბილისში, გ-–--------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა ზუ-----–-------ე, რომელიც აპირებდა მიმალვას. ისინი მივიდნენ მითითებულ ადგილზე და დაახლოებით 04:00 საათზე დააკავეს ზუ-----–-------ე, რომელსაც ეტყობოდა, რომ პოლიციელების დანახვა არ გაუხარდა და აგდებულად პასუხობდა შეკითხვებს, თუმცა დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ ზუ-----–-------ეს გააცნეს დაკავების ოქმი, რომლის ხელმოწერაზეც განაცხადა უარი. დაკავებულს ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება არ ემჩნეოდა, თუმცა დათვალიერებისას ნახეს, რომ ორივე ხელის კიდურებზე, კერძოდ, თითებზე აქერცლილი ჰქონდა კანი.

 

ზუ-----–-------ის დაკავების ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე გ------------ემაც.

 

ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 მაისს, და---------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილ პირებს შორის ამოიცნო ლა–----------–-–---–ი და განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს, გ-–------------------------------- კორპუსის წინ აღნიშნულმა პირმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმებით, 2018 წლის 28 მარტს, ზუ-----–-------ეს დაუდგინდა სიმთვრალე - 1,176%0, ხოლო ლა–----------–-–---–ს 1,336 %0.

 

მოწმე ნი------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს, განყოფილებაში შეიყვანეს ორი დაკავებული პირი. მან გამომძიებლის თხოვნით, დაკავებულთა თრობაზე შესამოწმებლად დარეკა სსიპ ,,112-ში“ და გამოიძახა ეკიპაჟი. ზუ-----–-------ეს დაუდგინდა თრობა - 1,176 პრომილე, ხოლო ლა–----------–-–---–ს - 1,336 პრომილე. მითითებული პირები შეკითხვებს პასუხობდნენ ადეკვატურად და არ იყვნენ ძალიან მთვრალები, თუმცა ჰქონდათ ალკოჰოლის სუნი.

 

მოწმე რე---- კ--–------ემ ასევე დაადასტურა ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის ალკოტესტით შემოწმების ფაქტი.

 

მოწმე ან---------–---–მა განმარტა, რომ ზუ-----–-------ეს და და---------–--ეს იცნობს ბავშვობიდან, ხოლო ლა–----------–-–---–ს არ იცნობს. მისი ჩვენებით, ცხოვრობს მეორე სართულზე. 2018 წლის 28 მარტს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ყვირილი, გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ზუ-----–-------ე და უცნობი პირი ეჩხუბებოდნენ და ურტყამდნენ პირს, რომელიც ვერ იცნო, რადგან ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით თავზე იფარებდა ხელს. ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ მა-----, ლუ---- და ნა------------ე აშველებდნენ მოჩხუბრებს, ხოლო მთვრალი ზუ-----–-------ე მიჰყავდათ მშობლებს, რომლებსაც იგი უწევდა წინააღმდეგობას. მან დაინახა და---------–--ე, რომელიც გავდა ნაცემს და ხელები ედო თავზე. იგი მივიდა მისთვის უცნობ, კონფლიქტში მონაწილე პირთან და უთხრა წასულიყო, თუმცა ხსენებული პირი და---------–--ეს მოუწოდებდა მასთან სალაპარაკოდ მისვლისკენ. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ნახა და---------–--ე, რომელიც სახეზე იყო გაწითლებული. ასევე განმარტა, რომ არაერთხელ უნახავს პოლიციის ფორმაში ჩაცმული და---------–--ე, თუმცა ინციდენტის დროს მას ეცვა სამოქალაქო ფორმა.

 

მოწმე ლუ----------------–--ის ჩვენებით, არის ზუ-----–-------ის და და---------–--ის მეზობელი. 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე მოესმა ხმაური, გაიხედა ფანჯრიდან და ეზოში დაინახა ხალხი. ჩავიდა ეზოში, სადაც ჩხუბი დასრულებული იყო. და---------–--ე ამბობდა, რომ ცემა ზუ-----–-------ემ. ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია.

 

მოწმე ნა------------ემ განმარტა, რომ ზუ-----–-------ე და და---------–--ე არიან მისი მეზობლები, ლა–----------–-–---–ს კი არ იცნობს. 2018 წლის 28 მარტს 00:30 საათზე მოესმა ხმაური, გადაიხედა ფანჯრიდან და ეზოში დაინახა ხალხი, მათ შორის მ-----–-------ე და მა---------------ე. იგი ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. ჩავიდა ეზოში და იდგა და---------–--ისგან მოშორებით. ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია და ავიდა სახლში. მოწმის განმარტებით, და---------–--ე ამბობდა, რომ ეჩხუბა ზუ-----–-------ე.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე მა---------------ემ განმარტა, რომ ზუ-----–-------ე არის მისი მეზობელი. 2018 წლის 28 მარტს გაიგო ხმაური, გადაიხედა მე-3 სართულიდან და დაინახა ზუ-----–-------ის დედა - მ----. ჩავიდა ეზოში, თუმცა ჩხუბი იყო დასრულებული. სადარბაზოსთან იმყოფებოდა ძალიან ნასვამი ზუ-----–-------ე, რომელიც ხელის მოკიდებით აიყვანეს სახლში. მ----მ კი და---------–--ეს ჰკითხა, ვინ იყო და რა მოხდა. ამ დროს და---------–--ე თითქოს ისწორებდა თმას, სახეზე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა და არ ეცვა პოლიციის ფორმა. ამის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზუ-----–-------ე სახლიდან წაიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოგვიანებით გაიგო, რომ ზუ-----–-------ეს შელაპარაკება მოსვლია და---------–--ესთან. ასევე განმარტა, რომ ლა–----------–-–---–ს არ იცნობს და ეზოში ყოფნისას არ დაუნახავს.

 

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამმართველოს) უფროსის მოადგილის 2018 წლის 28 მარტის წერილით, დაკავებულ ზუ-----–-------ეს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება, კერძოდ: ორივე ხელის მტევანზე მრავლობითი მცირე ზომის ნაკაწრები ფუფხით და მარჯვენა მუხლზე ნაჭდევი. მისი გადმოცემით დაზიანება მიიღო დაკავებამდე ქუჩაში ჩხუბის შედეგად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ლა–----------–-–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. მისი ჩვენებით, ზუ-----–-------ესთან აქვს ახლო ურთიერთობა. 2018 წლის 28 მარტს დალია მეგობრებთან ერთად, რის შემდეგაც მეგობრის სანახავად მივიდა გ-–--------------------------------- კორპუსთან, თუმცა იგი სახლში არ დახვდა. სადარბაზოსთან შეხვდა და---------–--ე, რომელთანაც მოუვიდა შელაპარაკება, თუმცა მიზეზი არ ახსოვს და ერთმანეთს სწვდნენ საყელოში. მან რამდენჯერმე დაარტყა და---------–--ეს სახის არეში, თუმცა დაზარალებული არ ურტყამდა. მათ შორის შელაპარაკება გრძელდებოდა დაახლოებით 10 წამის განმავლობაში და კამათი ვინ დაიწყო არ ახსოვს. ამის შემდეგ მათ გასაშველებლად მივიდა რამდენიმე ქალბატონი და მათ შეწყვიტეს შელაპარაკება და წავიდა სახლში, თუმცა სადარბაზოში დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. შემთხვევის დროს მას ზუ-----–-------ე არ უნახავს. მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. ასევე განმარტა, რომ მისთვის ცნობილია რაში ედება ბრალი, თავს დამნაშავედ ცნობს და მიიჩნევს, რომ და---------–--ესთან კონფლიქტი არ უნდა მოსვლოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებების გაანალიზების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით, საჭიროა, რომ 1. დაზარალებული იყოს პოლიციის თანამშრომელი, 2. განხორციელდეს მასზე თავდასხმა და 3. თავდასხმა უნდა იყოს დაკავშირებული მის სამსახურებრივ საქმიანობასთან.

 

პალატას ეჭვი არ შეაქვს იმ გარემოებაში, რომ და---------–--ე არის პოლიციის თანამშრომელი, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარემოების არსებობა და თუნდაც ზუ-----–-------ის მიერ აღნიშნული ფაქტის ცოდნა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირების ავტომატურ საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თავდასხმის თვითმხილველი მოწმე არ არსებობს. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩხუბს კი ადასტურებს მხოლოდ დაზარალებული და---------–--ე, რომელიც ჩვენებაში უთითებს, რომ თავდაპირველად ზუ-----–-------ემ აგრესიულად მიმართა, რომ მისულიყო მასთან, შემდეგ კი მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. კითხვაზე რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზუ-----–-------ემ უპასუხა, რომ აგინებდა, რადგან იყო პოლიციელი და ,,ძაღლი“.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რომლითაც აღინიშნა, რომ შემთხვევის დღეს და---------–--ე იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, კონკრეტულ ვითარებაში არ ახორციელებდა რაიმე ფორმით სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ასევე მას არანაირი სამსახურებრივი კავშირი, ან შეხება არ ჰქონდა ზუ-----–-------ის წარსულ ნასამართლობებსა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. კვალიფიკაციის ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ დაზარალებულ და---------–--ის ჩვენება, რომ ზუ-----–-------ე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სწორედ დაზარალებულის სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, რაც არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებიდანაც ჩანს, რომ ადგილი არ ჰქონია თავდასხმას.

 

ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა მოწმე მა---------------ის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა შეცვლილი ჩვენება ზუ-----–-------ის ოჯახთან ახლო ურთიერთობის გამო, არ წარმოადგენს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველს, ისევე, როგორც სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული სხვა საფუძვლები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ვრცლად იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მხოლოდ მისი ჩვენება არ წარმოადგენს საკმარისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით ზუ-----–-------ის მსჯავრდებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების ჭრილში პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა - როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის განხორციელებაც ყველა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე სასამართლო პრაქტიკა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია: “ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს [...], ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები”. იმავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი განაჩენის კანონიერების კონტექსტში მოიაზრებს მსჯავრდებულის ქმედებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემას. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახეებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ სახედ მოიაზრებს განაჩენს, რომელითაც სააპელაციო სასამართლოს “ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში”, რაც ბუნებრივია, კვალიფიკაციის ცვლილებასაც გულისხმობს და არა მარტო მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო დებულებებს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებით თანმიმდევრულია, ბუნებრივია, მთავარი პირობის - ბრალდებულის სასარგებლოდ - დაცვით (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები: N420აპ-16 (2016 წლის 29 დეკემბერი), N227აპ-16 (2016 წლის 29 სექტემბერი), N128აპ-16 (2016 წლის 28 ივლისი) და სხვ.).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომ ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: “DALLOS v. HUNGARY”, (no. 29082/95 ), 2001 წლის 1 მარტი, პარ. 47-53; SIPAVIČIUS v. LITHUANIA, (no. 49093/99 ), 2002 წლის 21 თებერვალი, პარ.23-34; JUHA NUUTINEN v. FINLAND, (no. 45830/99 ), 2007 წლის 24 აპრილი, პარ. 33).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულ ზუ-----–-------ისთვის ცნობილი (ჯერ კიდევ ბრალდების წარდგენიდან მოყოლებული) ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მის მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისგან.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ზუ-----–-------ის და ლა–----------–-–---–ის ქმედებებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ობიქტური შემადგენლობა, რაც, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. ამავე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია, რომ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს. ასეთი შედეგის არსებობის შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, არამედ 120-ე მუხლით.

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ და---------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დაზარალებულის ჩვენებით, თავდაპირველად მასზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო ზუ-----–-------ემ, რომელსაც შეუერთდა ლა–----------–-–---–ი. მან დაადასტურა, რომ ორივე პირის მიერ მიყენებული დარტყმების გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს მოწმე ან---------–---–ი, რომელმაც 2018 წლის 28 მარტს სახლში ყოფნისას გაიგო ყვირილის ხმა, ფანჯრიდან კი დაინახა, რომ ზუ-----–-------ე და უცნობი პირი ურტყამდნენ პირს, რომელიც თავდაცვის მიზნით თავზე იფარებდა ხელებს. ეზოში ჩასვლისას ნახა, რომ პირი, რომელსაც მისთვის უცნობ პირთან ერთად ურტყამდა ზუ-----–-------ე, იყო და---------–--ე.

 

მითითებულ დროს, ზუ-----–-------ის მითითებულ ადგილზე ყოფნის ფაქტი დაადასტურა მოწმე მა----------------ემაც. აღსანიშნავია, რომ და---------–--ისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი დაადასტურა თავად ლა–----------–-–---–მაც, შესაბამისად, ის გარემოება, რომ და---------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წარმოადგენს დადასტურებულ გარემოებას.

 

რაც შეეხება ტკივილის ფაქტს, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა განმარტა, რომ ორივე პირის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არსებობს მაშინ, როდესაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც კი, ე.ი. ისეთი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

უდავოა, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მაისის დასკვნით, პირადი გასინჯვით 28.03.2018 წელს და---------–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, III თითის შუა და საფრჩხილე ფალანგების შუასახსრების საპროექციოდ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 28.03.2018 თარიღს. დასკვნაშივეა მითითებული, რომ პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილებსაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ქმედებად მიჩნევისათვის, აუცილებელია პირმა განიცადოს არა ძლიერი, არამედ ფიზიკური ტკივილი. კანონმდებელმა სწორედ ტკივილის ხარისხით, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია, განასხვავა ერთმანეთისგან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებები. მაგალითისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1443 მუხლებით მსჯავრდებისთვის, სხვა აუცილებელ პირობებთან ერთად, სავალდებულოა პირმა განიცადოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ან ფსიქიკური, ან მორალური ტანჯვა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რაც დამოკიდებულია არა დაზარალებულის აღქმით ტკივილის ხარისხზე, არამედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დაზიანების ხარისხზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მსჯავრდებისთვის კი ფიზიკური ტკივილის შეგრძნება შეფასებითი ცნებაა და მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულის მიერ ტკივილის აღქმაზე. მაშინ, როდესაც დადასტურებულია ძალადობის ფაქტი და---------–--ის მიმართ, ქმედების დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელია თავად დაზარალებულმა მიუთითოს განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ და---------–--ეს არ დაუდგინდა სხვა მექანიკური დაზიანება, გარდა მტევანზე ნაჭდევისა, არ მიუთითებს მისი ჩვენების არაგულწრფელობაზე.

სხდომაზე დაკითხვისას, ლა–----------–-–---–ი ეცადა დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას და განმარტა, რომ და---------–--ეს მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენება და ზოგადად დაცვის მხარის ეს პოზიცია გამომდინარეობდა ნასამართლობის მქონე ზუ-----–-------ისთვის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

 

ზუ-----–-------ემ უარყო კონფლიქტში მონაწილეობა და და---------–--ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. დაცვის მხარე უთითებს, რომ სასამართლო ზუ-----–-------ეს დანაშაული არ ჩაუდენია და სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის და მოწმე ან---------–---–ის არასანდო ჩვენებას და არ გაიზიარა სხვა მეზობლების ჩვენებები.

ლა–----------–-–---–ის ჩვენების არასარწმუნოობაზე მიუთითებს გამოკვლეული მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ და---------–--ეს ფიზიკურ შეურაცხყოფას ზუ-----–-------ეც აყენებდა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმე ან---------–---–მა ფანჯრიდან დაინახა თუ როგორ ურტყამდდნენ პირს ზუ-----–-------ე და მისთვის უცნობი პირი. დადგენილია, რომ პირი, რომელსაც ურტყამდა ზუ-----–-------ეც, არის და---------–--ე.

 

დაცვის მხარე შეეცადა მოწმე ან---------–---–ის ჩვენების დისკრედიტაციას და განმარტა, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომელიც ვერ კითხულობს სათვალის გარეშე, კორპუსის მე-3 სართულიდან გაერჩია პირები. პალატა დაცვის მხარის არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგან მოწმის ჩვენება შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მითითებული ტერიტორია განათებული იყო ლამპიონით. მოწმე ან---------–---–მა განმარტა, რომ ზუ-----–-------ე მის თვალწინ გაიზარდა და ცნობა არ გაჭირვებია. რაც შეეხება სათვალეს, მოწმისავე განმარტებით, მას შორს ხედვა არ უჭირს და სწორ ჩვენებას აძლევს სასამართლოს. პირის ასაკი და სათვალის ტარება კი უპირობოდ არ ნიშნავს, რომ მოწმე ვერ შეძლებდა შორიახლოს მყოფი პიროვნების აღქმას და მისი ვინაობის დადგენას. ასევე არ დადასტურებულა, რომ ხსენებულ მოწმეს რაიმე ინტერესი ჰქონდა მიეცა ზუ-----–-------ის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

მოწმე მა---------------ე ის მოწმეა, რომელიც ხმაურის ხმაზე ერთ-ერთი პირველი იყო ჩასული ეზოში. მიუხედავად იმისა, რომ მოწმემ არ დაადასტურა ჩხუბის და გაშველების ფაქტი, განმარტა, რომ ეზოში იმყოფებოდნენ და---------–--ე, ზუ-----–-------ე და ზურას დედა მ----. ზუ-----–-------ე იყო ძალიან ნასვამი და აიყვანეს სახლში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისთვის ზუ----–-------ის ოჯახი არის ძალიან ახლობელი და ეს ოჯახი მისთვის არის ყველაფერი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობის შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს მოწმეთა ჩვენებებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ჩხუბის ფაქტი, და---------–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, შემთხვევის ადგილზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზუ-----–-------ის ყოფნის ფაქტი და ამ პირობებში დაუსაბუთებელია დაცვის მხარის არგუმენტები და---------–--ის და ან---------–---–ის ჩვენებების გაუზიარებლობის თაობაზე.

 

მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს გამოკითხული ჰყავდა მეზობლები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოწმე ლუ----------------–--ემ, ნა------------ემ და მა---------------ემ განმარტეს, რომ სწორედ ყვირილის და ლანძღვის ხმაზე გამოიხედეს გარეთ, ხოლო ეზოში ჩასვლისას ჩხუბი დახვდათ დასრულებული. შესაბამისად, თუნდაც ის გარემოება, რომ აღნიშნული მოწმეები არ შესწრებიან დარტყმის ფაქტს, არ მიუთითებს ზუ-----–-------ის უდანაშაულობაზე და დაზარალებულის და მოწმე ან---------–---–ის მიერ ცრუ ჩვენებების მიცემაზე.

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც სახელმწიფო ბრალმდებლის და ზუ-----–-------ის ადვოკატების მა-------------ის და ლი-------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო ლა–----------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სუ-–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლა–----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ლა–----------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენში მითითებულია: „... საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური... ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათავლისწინებებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნით მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები...“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულთა წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ზუ-----–-------ეს და ლა–----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა ლა–----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება, პალატა ვერ გაიზიარებს. გასათვალისწინებელია, რომ ლა–----------–-–---–ი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და არაერთი დარტყმა მიაყენა და---------–--ეს. მისივე ჩვენებით, მას არ ახსოვს მოტივი, რამაც განაპირობა მისი მხრიდან დაზარალებულისათვის დარტყმების მიყენება. პალატას მიაჩნია, რომ ლა–----------–-–---–ის პიროვნება და ნაწილობრივი აღიარება გათვალისწინებული იქნა სასჯელის დანიშვნის დროს და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მხოლოდ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და ლა–----------–-–---–ის რესოციალიზაციას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ინ----------–---–ის, მსჯავრდებულ ზუ-----–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მა-------------ის და ლი-------------ის, მსჯავრდებულ ლა–----------–-–---–ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სუ-–-----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი.

 

ზუ-----–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ზუ-----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ზუ-----–-------ის მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ზუ-----–-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზუ-----–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ზუ-----–-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 მარტიდან.

 

ლა–----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლა–----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2018 წლის 03 სექტემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლა–----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე