განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100116001336411
საქმე № 1ბ/655-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
9 მარტი, 2020 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე, ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე-–------- გ------–-–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - დ--------ი შ--------ა, საქართველოს მოქალაქე, პირადი N 3----------, დაბადებული 1----–-–---------–---, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--–-----------------------------------------------
ადვოკატები: მ----- ჩ-------ი, გ--- მ-----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარი (საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2016 წლის 16 მარტიდან - 2016 წლის 18 მარტის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით).
მსჯავრდებული - გ---- ე------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი N 3----------, დაბადებული 1-----–-–----------–---, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქალაქი ს----------–------------------
ადვოკატები: მ----- ჩ-------ი, გ--- მ-----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი (საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2016 წლის 16 მარტიდან - 2016 წლის 18 მარტის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. მხარეთა პოზიცია:
1.1. დაცვის მხარე
1.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის, 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მსჯავრდებულების დ--------ი შ--------ას და გ---- ე------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----- ჩ-------მა და გ--- მ-----–---–მა. სააპელაციო საჩივრისა და სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა სათანადო სტანდარტით არ დასტურდება. შესაბამისად, საჩივრით მოთხოვნილია გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ შ--------ას დაბადების თარიღად, ნაცვლად 1----–-–---------–-----------------------–-–------------–ი. სასამართლო ასევე უთითებს, რომ შ--------ა დაკავებულ თანამადებობაზე მუშაობს 2009 წლიდან - 2009 წლის 22 იანვრის N---ე ბრძანების თანახმად, მაშინ, როდესაც რეალურად ის მოცემულ თანამდებობაზე 2014 წლის 7 ნოემბრის N 2---- ბრძანებით დაინიშნა. დაცვის მხარის მოსაზრებით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებით, მისი სათანადოდ შესწავლის გარეშე.
1.1.3. მსჯავრდებულები აღმოჩნდნენ სახელმწიფო ორგანოებთან მოთანამშრომლე პირების - მ-----ა მ------–---–ის და კ------- თ-------ის პროვოკაციის მსხვერპლი. სასამართლომ კი არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და შედეგად არ გამოკვეთა მათი აქტიური როლი, რამაც დანაშაულის პროვოცირება გამოიწვია. ნაცვლად ამისა სასამართლომ დაადგინა, თითქოს შ--------ამ და ე------ემ მოითხოვეს თანხა.
1.1.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, თითქოს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში დაფიქსირებული პირები იყვნენ ბრალდებულები. ხმის და ვიზუალის კუთვნილების განმსაზღვრელად არ უნდა გვევლინებოდეს მოსამართლე და ამ საკითხების გადაწყვეტა არ უნდა ხდებოდეს მისი სუბიექტური აღქმის შედეგად. ეს უნდა გადაწყდეს, როგორც მინიმუმ ფონოსკოპიური და როგორც მაქსიმუმ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების შედეგად. ამავე საკითხის გარკვევას ნათელს ვერ მოჰფენს ის გარემოება, რომ ჩანაწერების მოპოვების კანონიერებას გავლილი აქვს სასამართლოს კონტროლი.
1.1.5. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ჩანაწერების შინაარსობრივი მხარე ადასტურებს დანაშაულის პროვოცირების ფაქტს. 2016 წლის 23 თებერვლის ჩანაწერის თანახმად არ ჩანს დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის ინიციატივა. პირიქით, მ------–---–ი ცდილობს უკანონობა ჩაადენინოს მათ. დაცვამ საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა აღნიშნული ჩანაწერის შინაარსი და აღნიშნა, რომ მ------–---–მა მისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მოიტყუა თითქოს ბიზნესმენი იყო და გააჩნდა თანხები და ინვენტარი ბავშვთა გასართობი ც-------ს მოსაწყობად. მანვე, შ--------ას ქარალდზეც დააწერინა ნაანგარიშევი, რათა კიდევ ერთი მტკიცებულება შეექმნა და წარუდგინა ის გამოძიებას. ამ დროს შ--------ას ინტერესი იყო მხოლოდ კანონიერი - არ დაეკარგა ინვესტორი და სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა.
1.1.6. გამოძიებას არც კი უცდია დაედგინა, 2016 წლის 23 თებერვლის, ჩანაწერი მართლაც ტელეფონით ჩაიწერა მ------–---–მა, თუ სხვა საშუალებით. არ დაუთვალიერებია ტელეფონი და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩანაწერი (გადატანილი დისკზე)წარედგინა გამოძიებას. აღნიშნული ადასტურებს გამოძიების ჭარბ ნდობას ამ პიროვნების მიმართ, სანაცვლოდ კი საეჭვოა ზოგადად ჩანაწერის წარმომავლობა და ისიც კი, მართლაც ამ დღესაა თუ არა ის ჩაწერილი.
1.1.7. დაცვის აზრით, არასწორია განაჩენში განვითარებული მსჯელობა, თითქოს დ-------ნ შ--------ამ აუდიტ თ-------- ტ--------ს დაავალა ა--------- დასკვნით იჯარის ქირა შეეფასებინა იმაზე გაცილებით იაფად, ვიდრე რეალურად უნდა შეფასებულიყო. შ--------ა არ იყო ტ--------ს ხელმძღვანელი და ასეთ დავალებას ვერ გასცემდა. პირიქით, როდესაც მსჯელობა მიდიოდა იჯარის თანხაზე, შ--------ა აცხადებდა, რომ უნდა გაკეთებულიყო რეალური შეფასება.
1.1.8. 2016 წლის 7 მარტის და 10 მარტის ვიდეოჩანწერები გაკეთებულია იმ პირობებში, როდესაც გამოძიებამ მ------–---–ი აღჭურვა ორი დამოუკიდებელი ჩამწერი მოწყობილობით. დაცვა აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში ასეთი რამ არ ხდება, მხოლოდ ერთი მოწყობილობით ხდება ხოლმე ჩანაწერების გაკეთება და კონკრეტულ შემთხვევაში ორის გამოყენება ადასტურებს გამოძიების დაინტერესებაზე შ--------ასა და ე------ის მიმართ.
1.1.9. 2016 წლის 7 მარტის, 10 მარტის და 14 მარტის ჩანაწერებიც ვრცლად მიმოიხილა დაცვის მხარემ და აღნიშნა შემდეგი: შ--------ა და ე------ე მ------–---–თან საუბრისას არსად ითხოვდნენ რაიმე უკანონო თანხას. პირიქით, შ--------ამ უარი განაცხადა ასეთის მიღებაზე და უთხრა, რომ ეს ე------ესთანაც შეთანხმებული იყო. მიუხედავად ამისა, მ------–---–მა არაერთხელ შეატრიალა მისი საუბარი და ქცევა ისე, რომ გამოეკვეთა მისგან არალეგალურად ფულის მოთხოვნის ფაქტი.
1.1.10. გაიგეს რა, რომ შ--------ა და ე------ე მ------–---–ისაგან ფულს არ იღებდნენ, 2016 წლის 15 მარტს, გამოძიებამ მათთან გაგზავნა კ------- თ-------ი. გამოძიებამ იცოდა, რომ ეს უკანასკნელი მათი ნდობით სარგებლობდა, მისი გაგზავნის მიზანი იყო გაერკვია, რატომ არ იღებდნენ ფულს შ--------ა და ე------ე. დაცვის მხარისათვის მიუღებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მისაზრება ამ საკითხის შეფასებისას, რომლის თანახმადაც თ-------ის ს----–ი გაგზავნის მიზეზი იყო გამოძიებისაგან „გაჟონილი“ ინფორმაციის დაგენა. დაცვა ამ მოქმედებას აფასებს, როგორც დანაშაულის პროვოცირებას, კერძოდ შ--------ას და ე------ის იძულებად, აეღოთ თანხა. კ------- თ-------მა მოატყუა ეს პირები, თითქოს მ------–---–ი იყო ბიზნესმენი და დიდი ფულის პატრონი, მისთვის 30 000 არაფერი არ იყო, ამიტომ შესთავაზა აეღოთ ფული და გაეკეთებინათ საქმე. დაცვა არ ეთანხმება სასამართლოს ამ ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ თ-------ი, 2016 წლის 15 მარტს, მოქმედებდა აქტიური წამქეზებლის სახით, ხოლო მისი ქმედება იყო მაპროვოცირებელი. შედეგად თ-------მა შეძლო შ--------ასა და ე------ის დარწმუნება, ამისათვის კი გამოიყენა მის მიმართ არსებული დიდი ნდობა.
1.1.11. 2016 წლის 16 მარტს, შენობის ჩხრეკის შედეგად სარდაფიდან (და არა გ---- ე------ისაგან) ამოღებულია თანხა სულ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. გ---- ე------ის დაკავების ოქმში კი აღნიშნულია, რომ დააკავეს მას შემდეგ, რაც მ------–---–ისაგან აიღო ფულადი თანხა, ეს მაშინ, როდესაც პირადი ჩხრეკისას მას არაფერი აღმოაჩნდა. უთითებს რა აღნიშნულზე, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ეს გარემოებაც ადასტურებს დ-------- ე------ისა და გ---- ე------ის მიმართ დანაშაულის პროვოცირების ფაქტს.
1.1.12. დაცვის მითითებით არ არსებობს არანარი მტკიცებულება იმისა, რომ თუნდაც გ---- ე------ეს აეღო თანხა, მან ეს დ-------- ე------ის მითითებით და მასთან შეთანხმებით გააკეთა. საქმის მასალების თანახმად ე------ე შ--------ასგან განცალკევებით შეხვდა მ------–---–ს, 2016 წლის 15 მარტს. დ-------- შ--------ამ არაფერი იცოდა ე------ის მიერ შედგენილი ტექსტის - თანხის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შესახებ.
1.1.13. დაცვის მხარის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა კ------- თ-------ის და მ-----ა მ------–---–ის ჩვენებები, ვინაიდან ისინი სასამართლოს აწვდიან ცრუ ინფორმაციას და არაერთგზის თანამშრომლობდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან სხვდასხვა პირების მხილების მიზნით. კერძოდ, მ------–---–მა სასამართლოს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. მისი ჩვენების საწინააღმდეგოდ დადგენილია, რომ იგი არასდროს ყოფილა მეწარმე და არ ჰქონდა ფული ს----–ი ბიზნენსის დასაწყებად. არასწორი ჩვენება მისცა თითქოს ამისათვის თანხა კონკრეტული პირებისაგან უნდა მოეზიდა, არ ჰქონია შედგენილი გასართობი ც-------ს ამუშავებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა, რაც თუ ბიზნესის დაწყებას ნამდვილად აპირებდა აუცილებლად უნდა ჰქონოდა. მან ასევე მოიტყუა სასამართლოში, თითქოს არასდროს უთანამშრომლია სამართალდამცავ ორგანოებთან. მსგავს საკითხებზე უთითებს დაცვის მხარე მოწმე კ------- თ-------ის მიმართაც.
1.1.14. კ------- თ-------ს და მ-----ა მ------–---–ს ამ საქმეში პასიური როლი არ ჰქონიათ და ეს მათვე დაადასტურეს თავის ჩვენებებში. მ------–---–ის ჩვენებით, ის ს----–ი ჩადიოდა გამომძიებლის დავალებით, სუს-ის თანამშრომლებთან ერთად და მოქმედებდა გამომძიებლის ინსტრუქციით. სასამართლოში დაკითხვისას ინსტრუქციის მიცემა არ უარყო გამომძიებელმა ზაქრო ჩივიაშვილმა. მანვე განმარტა, რომ უთითებდათ თვითონ არ ეაქტიურათ.
1.1.15. დაცვამ ყურადღება გაამახვილა ასევე ქირის თანხის ოდენობის დასადგენად ჩატარებულ ა--------- დასკვნაზე და მიუთითა, რომ შეფასებაზე გავლენა იქონია არა დ-------- შ--------ამ, არამედ იმჟამინდელმა გამგებელმა გ---- დ-------ემ.
1.2. ბრალდების მხარე
1.2.1. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაცი საჩივარს და აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სრულიად დასტურდება დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. პროკურორის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაჟღერებული პოზიციის თანახმად, დაცვის მხარეც აცნობიერებს, რომ სახეზეა ასეთი მტკიცებულებების ერთობლიობა. ამიტომ მან თავისი სტრატეგია ააგო არა მტკიცებულებების არ არსებობაზე, არამედ მასზედ, თითქოს მოხდა დანაშაულის პროვოცირება, რაც არასწორია. მ-----ა მ------–---–ი და კ------- თ-------ი დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ესთან ურთიერთობაში არ იყვნენ აქტიურები. მათ მხოლოდ და მხოლოდ ამ პირების დანაშაულებრივი ქმედება ამხილეს.
1.2.2. აღნიშნულს ადასტურებს შ--------ასა და ე------ის ქცევა, რაც დადასუტებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. მათ შორის ბრალდების მხარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა შ--------ას მიერ ფურცელზე შესრულებულ ჩანაწერს, სადაც ეს უკანასკნელი წერილობით უფიქსირებს ფართის ქირავნობის მსურველ პირს რა თანხას გადაიხდის ის ცენტრალურ ბიუჯეტში, ანუ ოფიაციალურად და რა რა თანხა უნდა გადაუხადოს პირადად მათ. პროკურორის მითითებით, ამ ჩანაწერის ავტორი დ-------- შ--------აა და ეს დადგენილია გრაფიკული ექსპერტიზით.
1.2.3. ბრალდების მხარის მითითებით, დ-------- შ--------ას აქტიურ როლს ადასტურებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლის შინაარსითაც დადგენილია, რომ ის პირადად ითხოვდა ა---------აგან ფართის იაფად შეფასებას.
1.2.4. პროკურორმა მიუთითა ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების იმ შინაარსზე, რომლის თანახმადაც შ--------ა მეტად ფრთხილი იყო მ------–---–თან და თ-------თან ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი თანხის აღებას ეხებოდა. ეუბნებოდა მათ, რომ შესაძლებელია მათი საუბარი იწერებოდა, ან მათ უსმენდნენ, ამიტომ არ უნდოდა ზედმეტი პრობლემები. სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებით, ეს გარემოება დ-------- შ--------ას დანაშაულებრივ განზრახვას პირდაპირ ადასტურებს. თუ ის დარწმუნებული იყო მასში, რომ კანონიერად მოქმედებდა და არანაირი უკანონო ქმედების ჩადენის განზრახვა არ ჰქონდა, მაშინ არც არაფრის შიში არ უნდა ჰქონოდა.
1.2.5. ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის განზრახ, ერთობლივ მოქმედებას ადასტურებს არაერთი მტკიცებულება. მათ შორის დადგენილია ის გარემოება, რომ გ---- ე------ემ თავის დასაზღვევად შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმადაც შეადგინა თანხის ჩაბარების აქტი, თითქოს, მ------–---–ი ფულს აძლევდა გარკვეული მიზნებისათვის (რაც ემსახურებოდა საბავშვო ც-------ს მოწყობას) და არა ფართის ნაწილის არაოფიციალურად ქირავნობისათვის. როდესაც თ-------ს შ--------ა ესაუბრებოდა დანაშაულის ჩადენაში შესაძლო მხილების თაობაზე, ამ გეგმის შესახებ ე------ე მოუყვა დ-------- შ--------ას. ამ უკანასკნელმა მოიწონა ე------ის გადაწყვეტილება, რამეთუ ასეთი ფორმით თანხის გამორთმევის შემთხვევაში, ისინი უფრო დაზღვეული იქნებოდნენ დანაშაულში მხილებისაგან.
1.2.6. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა, დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება. ბრალდება უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელები ვერ უზრუნველყოფს კანონის ამ ნორმის მიზნებს და ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი სასჯელის გამოყენებით, როგორიცაა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
2. პალატამ დაადგინა
2.1. სე-----------–----–-------- გ------–--, 2009 წლის 22 იანვრის N-------------ს თანახმად, დ-------- შ--------ა დაინიშნა ა(ა)იპ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორის თანამდებობაზე. სე-----------–----–-------- გ------–--, 2014 წლის 7 ნოემბრის N 2---- ბრძანების თანახმად, დ-------- შ--------ა კვლავ დაინიშნა იგივე თანამდებობაზე.
2.2. ა(ა)იპ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორ დ-------- შ--------ას 2009 წლის 2 თებერვლის N--- ბრძანების თანახმად, გ---- ე------ე დაინიშნა ც-------ს სამნეო ნაწილის გამგის თანამდებობაზე.
2.3. 2016 წლის თებერვალში მ-----ა მ------–---–მა და კ------- თ-------მა, სე-----------–----–-------- საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ს----–ი მდებარე, კ---–-------- სახლის შენობაში ფართის იჯარით აღების მიზნით მიმართეს ა(ა)იპ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორს - დ-------- შ--------ას და ამავე ც-------ს სამნეო ნაწილის გამგეს გ---- ე------ეს.
2.4. დ-------- შ--------ამ და გ---- ე------ემ, მ-----ა მ------–---–ს და კ------- თ-------ს შესთავაზეს, რომ 5 წლის ვადით, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, იჯარით გადასცემდნენ კ---–-------- სახლის შენობის ნაწილს, ხოლო ამავე შენობის ფართის სხვა ნაწილს - დამატებით სარგებლობაში გადასცემდნენ ხელშეკრულებაში მითითების გარეშე, რის სანაცვლოდაც ოფიციალური იჯარის თანხის გარდა, მოითხოვეს 30 000 ლარი. 2016 წლის 16 მარტს, ქალაქ ს----–ი, გ---- ე------ემ მ-----ა მ------–---–ს გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 ლარი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
3.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლში დაყენებული არ ყოფილა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ და შესაბამისად მას რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, სე-----------–----–-------- მ---–---–- - ა---–------------ს ც------- წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.
3.1.3. სე-----------–----–-------- გ------–--, 2009 წლის 22 იანვრის, N-------------ს თანახმად, დ-------- შ--------ა დაინიშნა ა(ა)იპ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორის თანამდებობაზე. სე-----------–----–-------- გ------–--, 2014 წლის 7 ნოემბრის N 2---- ბრძანების თანახმად, დ-------- შ--------ა კვლავ დაინიშნა ა(ა)იპ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორის თანამდებობაზე.
3.1.4. ა(ა)იპ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორ დ-------- შ--------ას, 2009 წლის 2 თებერვლის, N--- ბრძანების თანახმად, გ---- ე------ე დაინიშნა ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–- - ა---–------------ს ც-------ს“ სამნეო ნაწილის გამგის თანამდებობაზე.
3.1.5. მოწმე მ-----ა მ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2016 წლის იანვრის თვეში, ხაშურში შეხვდა ახლობელს, კ------- თ-------ს, რომელიც პროფესიით ვიდეოოპერატორია. სხვადასხვა ბიზნესსაკითხებზე საუბრისას თ-------მა უთხრა, რომ ს----–ი, კ---–-------- სახლში იყო უფუნქციო ფართი, სადაც ბავშვთა გასართობი ც-------ს გახსნა შეეძლოთ. მოეწონა კ------- თ-------ის იდეა და 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ფართის სანახავად, ჩავიდნენ ქალაქ ს----–ი. თ-------მა დაურეკა ნაცნობს, რომელმაც ისინი შეახვედრა გ---- ე------ეს, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, მათ კ---–-------- ც-------ს დირექტორი, დ-------- შ--------ა გააცნო. გ---- ე------ეს და დ-------- შ--------ას აუხსნეს, რომ ბავშვთა გასართობი ც-------ს გასახსნელად კ---–-------- ცენტრში ფართის დაქირავება სურდათ. ვინაიდან ფართი გამგეობის ბალანსზე იყო, ისინი იმავე დღეს შეხვდნენ და გაესაუბრნენ სე-----------–----–-------- გამგებელსაც. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კ------- თ-------თან ერთად, ისევ ჩავიდა ს----–ი, სადაც შეთანხმების პირობებზე სასაუბროდ კვლავ შეხვდნენ დ-------- შ--------ას და გ---- ე------ეს. დ-------- შ--------ამ მათ უთხრა, რომ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ცენტრში“ გასაქირავებელი საერთო ფართი იყო 350 მ2, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულებას ნახევარ ფართზე გააფორმებდა, მეორე ნახევარს კი პატივისცემის სანაცვლოდ გადასცემდა სარგებლობაში. შ--------ას განმარტებით, მართალია ქალაქის ამ ნაწილში 1 მ2 ფართის ქირის ღირებულება 20-22 ლარს შეადგენდა, მაგრამ აუდიტორს პატივისცემის ნიშნად 6 ლარად შეაფასებინებდა. დ-------- შ--------ას შეთავაზება კანონსაწინააღმდეგოდ ჩათვალა და სამომავლოდ შესაძლო პროვოკაციებისგან თავის დაზღვევის მიზნით, გადაწყვიტა გ---- ე------ესა და დ-------- შ--------ასთან მიმდინარე საუბრები მობილური ტელეფონით ჩაეწერა. ფართის დათვალიერების შემდეგ შ--------ასთან დაბრუნებულებს მასთან აუდიტორი დახვდათ, რომელმაც დაუდასტურა, რომ „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ შენობაში გასაქირავებელი ფართი ღირდა ძვირი, თუმცა დ--------ის გამო 1მ2-ს 6 ლარად შეაფასებდა. აუდიტორის წასვლის შემდეგ შ--------ას დააზუსტებინეს პირობები, რა დროსაც ამ უკანასკნელმა კვლავ განმარტა და თაბახის ფურცელზეც გაწერა, რომ ოფიციალურად ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდებოდა 170 კვ2-ზე, ბიუჯეტში თვეში 1 000 ლარის გადახდის პირობით, ხოლო ფართის დარჩენილ ნაწილზე კი თვეში გადაუხდიდნენ 500 ლარს, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია უნდა ჰქონოდათ ე------ესთან. დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ესთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი და ზემოაღნიშნული თაბახის ფურცელი წარუდგინა ანტიკორუფციულ სააგენტოს. გამოძიებასთან თანამშრომლობის პერიოდში იგი რამდენჯერმე შეხვდა დ-------- შ--------ას და გ---- ე------ეს, რა დროსაც განიხილავდნენ ფართის ქირავნობასთან, აუტიდის დასკვნასა და ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. მოწმემ ასევე აჩვენა შემდეგი - შეხვედრებისას დ-------- შ--------ა ამბობდა, რომ არაოფიციალურად გადასახდელ თანხასთან (5 წლის გადასახდელი - 30 000 ლარი) დაკავშირებით კავშირზე უნდა ყოფილიყო გ----სთან, თანხა უშუალოდ გ----სთვის უნდა გადაეცა, თუმცა, ერთ-ერთი შეხვედრისას შ--------ამ განუცხადა, რომ ფულზე არ დალაპარაკებოდა, რადგან არანაირი ფინანსური დაინტერესება მას არ გააჩნდა. იმავე დღეს მოწმე შეხვდა ე------ეს და შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნილი 30 000 ლარიდან, უახლოეს დღეებში მას გადასცემდა მხოლოდ თანხის ნახევარს. ამ შეხვედრის შემდეგ, დაურეკა გ---- ე------ემ, რომელმაც უთხრა 15 ყუთი სამშენებლო მასალა წამოეღო მისთვის. რადგან ე------ესთან მასალაზე არასდროს უსაუბრია, მისი ნათქვამი ჩათვალა მინიშნებად, რომ დაპირებული 15 000 ლარი ჩაეტანა მისთვის. იგი მართლაც ჩავიდა ს----–ი, შეხვდა ე------ეს და შ--------ას, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ იჯარით გასაცემ ფართში გ---- ე------ეს გადასცა თანხა - მისივე მითითებით დაუდო მაგიდაზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაკავებული იქნა.
3.1.6. მოწმე კ------- თ-------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2015 წლის ბოლოს, მისმა ხაშურელმა ნაცნობმა, ვახომ, მასთან საუბრისას გამოთქვა საქართველოს რომელიმე დიდ ქალაქში კვების ობიექტის გახსნის სურვილი. ვ----- დაჰპირდა დახმარებას შესაფერისი ფართის მოძიებაში. ნაცნობს, თათია შ--------ას სთხოვა ს----–ი, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობდა, ინფორმაცია მოეძია გასაქირავებელი ფართის შესახებ. თათია შ--------ამ უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი, გ---- ე------ე, რომელიც კ---–-------- ცენტრში მუშაობდა და მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო. ვ-----თან და სხვა რამდენიმე პირთან ერთად ჩავიდა ს----–ი, სადაც გ---- ე------ე და მისი უფროსი - დ-------- შ--------ა გაიცნეს, ასევე - დაათვალიერეს კ---–-------- ც-------ს ქვედა სართულზე არსებული გასაქირავებელი ფართი. აღნიშნულის შემდეგ ვახო აღარ შეხმიანებია. 2016 წლის იანვრის თვეში, ხაშურში შეხვდა მეგობარს, მ-----ა მ------–---–ს. სხვადასხვა ბიზნესიდეებზე საუბრისას მ------–---–ს გააცნო ს----–ი გასაქირავებელ ზემოაღნიშნულ ფართში ბავშვთა გასართობი ც-------ს გახსნის იდეა, რაც მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ფართის ნახვა. თებერვლის თვეში ჩავიდნენ ს----–ი, შეხვდნენ გ---- ე------ეს და დ-------- შ--------ას და დაათვალიერეს გასაქირავებლად შეთავაზებული ფართი. მას შემდეგ, რაც გ---- ე------ისა და დ-------- შ--------ასგან შეიტყვეს, რომ ფართი გამგეობის ბალანსზე იყო, ქირავნობის საკითხის შესათანხმებლად შეხვდნენ გამგებელსაც. რამდენიმე დღეში, მ------–---–თან ერთად, ისევ ჩავიდა ს----–ი და შეხვდა ე------ესა და შ--------ას, რომელთაც ფართის ხელმეორე დათვალიერების შემდეგ განუცხადეს, რომ მისი დაქირავება გადაწყვეტილი ჰქონდათ და გარიგების პირობები აინტერესებდათ. შ--------ამ და ე------ემ განმარტეს, რომ გასაქირავებელი ფართი იყო 350 მ2, ფართის ნახევარი ხელშეკრულების საფუძველზე გაქირავდებოდა, დარჩენილი ნაწილი კი - მის გარეშე. 1 მ2-ის ფასი, ზოგადად, დაახლოებით 20 ლარს შეადგენდა, მაგრამ აუდიტორს ბევრად დაბალ ფასად შეაფასებინებდნენ. მართლაც, იმავე დღეს შეხვდნენ აუდიტორსაც, რომელიც დაჰპირდა, რომ ფართის ქირას, დ-------- შ--------ას პატივისცემით, მცირე თანხით შეაფასებდა. საბოლოოდ შ--------ამ და ე------ემ შესთავაზეს, რომ ხელშეკრულებით მოცული ფართისთვის თვეში 1 000 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილისთვის კი - 500 ლარი გადაეხადათ. საერთო ჯამში შ--------ასა და ე------ისთვის, ფართის 5 წლით ქირავნობისათვის, არაოფიციალურად 30 000 ლარი უნდა გადაეხადათ, რომელიც უნდა გადაეცათ უშუალოდ ე------ისთვის. ვინაიდან ჩათვალეს, რომ დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას, მ------–---–მა ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართა და წარუდგინა შეხვედრის ამსახველი აუდიო ჩანაწერი. მარტის თვეში დაიბარა გამომძიებელმა, რომელმაც აუხსნა, რომ შ--------ას და ე------ეს მ-----ა მ------–---–ის მიმართ გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ და არსებობდა ამ ეჭვების განმაპირობებელი მიზეზების დადგენის საჭიროება. გამომძიებელმა მას სთხოვა ჩასულიყო ს----–ი და შეძლებისდაგვარად გარკვეულიყო სიტუაციაში. იგი ჩავიდა ს----–ი, შეხვდა დ--------სა და გ----ს, რომლებმაც უთხრეს, რომ მ-----ას სანდოობაში ეჭვი ეპარებოდათ, ვინაიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას აგროვებდა, როგორც პირადად მათზე, ისე - მ------–---–ზე. მან შეძლო შ--------ას და ე------ის დარწმუნება იმაში, რომ მ------–---–ი სანდო პირი იყო და მისგან არანაირი საფრთხე არ ელოდათ. ამის შედეგად შ--------ამ და ე------ემ აღუთქვეს, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა და ყოველთვიურ 500 ლართან დაკავშირებით მ-----ა მ------–---–ს გ----სთან ექნებოდა საქმე.
3.1.7. მ-----ა მ------–---–ის მიერ, გამომძიებელთან წარდგენილი თაბახის ფურცელი შეიცავს შემდეგი შინაარის ჩანაწერს: „თვეში 167 კვადრატულზე გადასახდელია ცენტრალურ ბიუჯეტში 1002 ლარი. წელიწადში იქნება გადასახდელი 12 024 ლარი, ხუთ წელიწადში - 60, 120 ლარი, დარჩენილ ფართზე, თვეში - 500 ლარი, წელიწადში 6 000 ლარი, 5 წელიწადში - 30 000 ლარი. ხელშეკრულებაში: მ/ა ცენტრთან თანამშრომლობა: 1. ღონისძიებებში ჩართულობა, ლიტ-ული საღამოები, სადღესასწაულო საღამოები 2. ფესტივალებზე გასვლა.“ გრაფიკული ექსპერტზის N------- დასკვნით (ექსპერტი: ს--------–-–---–-) დგინდება, რომ ამ თაბახის ფურცელზე ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია დ-------- შ--------ას მიერ.
3.1.8. .,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორ დ-------- შ--------ას, N 14 წერილით დგინდება, რომ 2016 წლის 25 თებერვალს მან მიმართა სე-----------–----–-------- გამგებელ დ-------ეს და ითხოვა მოქალაქე მ-----ა მ------–---–ისათვის ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ პირველ სართულზე არსებული ფართის (167 კვ/მ) 5 წლის ვადით იჯარით გადაცემის ნებართვა.
3.1.9. სე-----------–----–-------- გამგებელ დ-------ის, დ-------- შ--------ასადმი, 2016 წლის 1 მარტს, მიწერილი N 738 წერილის თანახმად, სე-----------–----–-------- გამგეობა, დ-------- შ--------ას თანხმობის შემთხვევაში, წინააღმდეგი არ იყო წერილში აღნიშნული ფართის იჯარით გაცემაზე.
3.1.10. სე-----------–----–-------- გ------–--,N----- ბრძანებით დამტკიცებული, ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ წესდების თანახმად, ა(ა)იპ უფლებამოსილია გ------–-- თანხმობით მოახდინოს მასზე გადაცემული ქონების განკარგვა.
3.1.11. მოწმე ნ--- ზ---------მ, სე-----------–----–-------- გ------–-- იურიდიული სამსახურის უფროსმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------“ არის გამგეობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში გადაცემული აქვს გამგეობის კუთვნილი შენობა. 2016 წლის თებერვალში, მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს დირექტორ დ-------- შ--------ას წერილის თანახმად, გამგეობის მიერ გაიცა 170 მ2 თავისუფალი ფართის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის ნებართვა. მოწმე ზ---------ს განმარტებით, ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ცენტრს“ უფლება არ ჰქონდა იჯარით გაექირავებინა ზემოაღნიშნული ნებართვით გათვალისწინებულ ფართზე მეტი.
3.1.12. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს სე-----------–----–-------- გამგებელმა, მოწმე გ---- დ-------ემ.
3.1.13. „სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორ დ-------- შ--------ას, N 17 წერილით დგინდება, რომ 2016 წლის 7 მარტს, დ-------- შ--------ამ ც-------ს შენობაში მდებარე ფართის შეფასების მოთხოვნით მიმართა შპს ,,ე---------------“. „ე----- ა---------“, 2016 წლის 7 მარტის, აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ „სე-----------–----–-------- მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ შენობაში (მდებარე: ქ--–------------–-----------------–-------------), პირველ სართულზე არსებული ფართის 170 მ2-ის საიჯარო ქირა, კომუნალური გადასახადების გარეშე, თვეში 1020 ლარია. დასკვნას ხელს აწერენ „ე----- ა---------“ წარმომადგენელი თ-------- ტ-------- და აუდიტორი გ------ გ---------ი.
3.1.14. მოწმე თ-------- ტ--------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ შპს თვითონ ,,ე----- ა---------“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო ფირმის აუდიტორი გ------ გ---------ია. 2016 წლის თებერვალში, დ-------- შ--------ამ სთხოვა მ---–---–- - ა---–------------ს ც-------ს ფართით დაინტერესებული პირებისათვის საიჯარო თანხის განსაზღვრა. იგი შ--------ასთან ერთად ც-------ს შენობაში შეხვდა მ-----ა მ------–---–ს და მის თანმხლებ პირს, რა დროსაც დ--------მა 170 მ2 ფართის 1 მ2-ის 5 ლარად შეფასება სთხოვა. დ-------- შ--------ას წინადადება მას არარეალურად ეჩვენა და საბოლოოდ 1 მ2 ფასზე 6 ლარზე შეჯერდნენ. იგი დაუკავშირდა აუდიტორ გ------ გ---------ს, რომელიც მ---–---–- - ა---–------------ს ც-------ს საიჯარო თანხის ექვსი ლარის შეფასებაზე დასთანხმდა.
3.1.15. მოწმე გ------ გ---------მა, შპს ,,ე----- ა---------“ აუდიტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ როგორც წესი, ქონების შეფასებას ახდენენ საბაზრო ფასისა ან ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით. ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ შეფასების, 2016 წლის 7 მარტის, აუდიტორული დასკვნა გაცემული აქვს თ-------- ტ--------ს თხოვნით, რომელმაც აცნობა, რომ ფართის გაქირავებით დაინტერესებული იყო „მ---–---–- ა---–------------ს ც-------“ და სასურველი იყო 170 მ2 ფართის იჯარის ყოველთვიურ თანხად 1 000 ლარის განსაზღვრა. მოწმემ განმარტა, რომ დასკვნა ც-------ს შენობის 170 მ2 საიჯარო ფართის, თვეში 1 000 ლარად შეფასების შესახებ, დაწერა ქონების სავარაუდოდ დაანგარიშებული საბაზრო ფასისა და მთავრობის N 328 დადგენილების გათვალისწინებით, - რომლის თანახმად იჯარის გასაცემი ფართის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო ქონების საბაზრო ფასის 5 %-ზე ნაკლები.
3.1.16. ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ ქალაქ ს----–ი, შ-----------------–---------------–- მდებარე ააიპ ,,ს-----------–----–-------- მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ პირველ სართულზე არსებულ ფართში, 1 მ2 ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება, მისი ერთიანად გაქირავების შემთხვევაში, შეადგენს, საორიენტაციოდ, 14 ლარს, ხოლო ყოველწლიური - 168 ლარს.
3.1.17. ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ იურისტმა ნ----- ე-----ა დაკითხვისას აჩვენა, რომ 2016 წლის თებერვალში, ც-------ს დირექტორმა დ-------- შ--------ამ დაავალა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველი სართულის ნაწილის იჯარით გაქირავებისათვის ხელშეკრულების მომზადება. უკვე არსებობდა ფართის შეფასებაზე აუდიტორ თ-------- ტ--------ს დასკვნა. დ-------- შ--------ასთან ერთად შეხვდა ფართის დაქირავების მსურველ პირებს - მ-----ა მ------–---–ს და მის თანმხლებ პირს. რამდენჯერმე მოამზადა იჯარის შესახებ ხელშეკრულების პროექტი, სადაც დ-------- შ--------ას მითითებით შეჰქონდა მონაცემები. გამგეობიდან არსებობდა ც-------ს პირველ სართულზე არსებული ფართის ნაწილის - 170 მ2 გაქირავებაზე ნებართვა, თუმცა ხელშეკრულების ბოლო ვარიანტში ფართი დაზუსტდა და 204 მ2 ჩაიწერა, რაც დ-------- შ--------ას განმარტებით, ასევე შეთანხმებული იყო გამგეობასთან. ორივე შეთხვევაში ფასი 1020 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
3.1.18. 2016 წლის 7 მარტს, დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ესთან მ-----ა მ------–---–ის შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არის გაგრძელება შეხვედრებისა, სადაც მიდის საუბარი კორუფციულ გარიგებაზე. შ--------ა დეტალების განხილვისას განმარტავს, რომ გასაქირავებელი ფართი შეადგენს 350 კვ.მ-ს. აქედან, ოფიციალურ ხელშეკრულებაში ჩაიწერებოდა 170 კვ.მ, რაც შეეხება დანარჩენ არაოფიციალურად გასაქირავებელ ფართს, შ--------ა თავს იზღვევს და აცხადებს, რომ თანხასთან დაკავშირებით ის მ-----ას არ იცნობს, მ-----ას კავშირი უნდა ჰქონდეს გ----სთან. საყურადღებოა, რომ დეტალებზე საუბრის დროს შ--------ა, განსხვავებით წინა შეხვედრისა, 7 მარტს იყო შედარებით ფრთხილი. დ-------- შ--------ამ და გ---- ე------ემ განმარტეს მათი სიფრთხილის მიზეზი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ შ--------ასთვის ცნობილი გახდა გარკვეული უწყებების მიერ მ-----ას და გ----ს პიროვნებებით დაინტერესების შესახებ, რაც საეჭვოდ ეჩვენა - „დღეს ადამიანები იმაში, ღილზე იმაგრებენ მოსასმენებს“... დ-------- შ--------ამ საუბარში აღნიშნა ისიც, რომ მისი „დაჭერის“ შემთხვევაშიც, ასაკის გამო, ციხეში ჩასმა არ ემუქრება, რაზეც გ---- ე------ემ აღუთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა. შეხვედრის ბოლოს, მ------–---–ი ბრალდებულებს ეკითხება, 30 000 ლართან დაკავშირებით როგორ მოიქცეს. ე------ემ მ------–---–ს უპასუხა, რომ მოილაპარაკებენ - „ამაზე მოვითათბირებთ... აგერ ვარ და ჯიბეში ჩავიდებ...“, ხოლო შ--------ა მ------–---–ის ნათქვამს - „მაშინ ასე ვქნათ, გ----, როგორც მითხრა ქალბატონმა დ--------მა, იმ თანხასთან, 30 000-სს, დაგირეკავ ამ დღეებში და გნახავ“, - გამოეხმაურა შემდეგნაირად: „მ-----ა, ჩათვალე, რომ ა---–------------ს ცენტრში ხარ შენ ამ ოჯახის წევრი“.
3.1.19. 2016 წლის 10 მარტს, დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ესთან მ-----ა მ------–---–ის შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შინაარსის თანახმად შეხვედრის დასაწყისშივე შ--------ა კვლავ ატყობინებს მ------–---–ს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტერესდებოდა მისი (შ--------ას), მ-----ას და გ----ს პიროვნებებით, რაც, მისი აზრით, დაკავშირებული იყო მ------–---–ის ბიზნესსაქმიანობასთან. შემდეგ შ--------ა მ------–---–ის მიერ იჯარის ხელშეკრულების პროექტის დეტალური გაცნობისას მ------–---–ს ეუბნება, რომ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის შეუცვლელად, 1 მ2 ფასს აუდიტს შეამცირებინებს 5 ლარამდე, გასაქირავებელი ფართის მოცულობას კი გაზრდის 200 მ2-მდე. როცა მ------–---–ი ინტერესდება, როგორ მიაწოდოს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფართისთვის განსაზღვრული 30 000 ლარი („ის თანხა, ის 30 000, როგორ და რანაირად მოგაწოდოთ ეგ მითხარით“), შ--------ა პასუხობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ე------ეს („გ---- იქნება თქვენთან ერთად“) და იგი მიჰყავს გ----სთან. მოგვიანებით, მ------–---–ის მიერ, ე------ის თანდასწრებით, იმავე საკითხის წამოწევისას („აი, ისა, მითხრა, რომ ფულის თაობაზე რა... აი ქალბატონმა დ--------მა რა...“ „იმ 30 000, რაც მთხოვა, მე მოგცემ“), დ-------- შ--------ა გ---- ე------ეს ეუბნება, რომ ფულთან დაკავშირებულ საკითხზე ის იქნება მ------–---–თან კავშირზე („შენ იქნები პირადად“), რაზეც ე------ე თანხმდება.
3.1.20. 2016 წლის 14 მარტს, დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ესთან მ-----ა მ------–---–ის შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ მ-----ა მ------–---–ისა და დ-------- შ--------ას მიერ ხელმოწერილი იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ყოველთვიური საიჯარო ქირის - 1020 ლარის სანაცვლოდ, მ------–---–ს სარგებლობაში იჯარით გადაეცემოდა 200 მ2 მიწა და მასზე წილობრივად დამაგრებული 170 მ2 შენობის ფართი. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, როცა მ------–---–ი საუბარს იწყებს დანარჩენ, არასახელშეკრულებო ფართზე და ამ ფართით სარგებლობის საფასურზე, შ--------ა აწყვეტინებს - „არანაირ დანარჩენზე არ ილაპარაკო, შენ შენი საქმე გააკეთე“, „ჩვენ არაფერი არ გვინდა, არცერთი თეთრი, არც მე, არც გ----ს. მე ვუთხარი, ველაპარაკე გ----ს და დაილაპარაკეთ თქვენს შორის“. იმავე ჩანაწერში ასახული ე------ისა და მ------–---–ის შეხვედრისას, როცა ეს უკანასკნელი ე------ესთანაც იწყებს იმავე საკითხზე საუბარს („ჰოდა, რა მაინტერესებს, როგორც მითხრა ქალბატონმა დ--------მა რა, იმ ფულთან დაკავშირებით, იმ 30 000-თან დაკავშირებით“... „როდესათ თქვენ მეტყვით, მაგ თანხას მოგაწვდით ამ დღეებში“...), ე------ე ფრთხილობს და პასუხობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საჩქარო არ არის, ჯერ მუშაობა დაიწყონ („რა ვიცი, დაიწყეთო, რაღაცა და რა საჩქაროა...“ „საპრობლემო რომ არ იყოს და რაღაცა, დაიწყეთ მუშაობა, რაღაცა და აქ ვიქნებით ჩვენ და ეხლა მაგი „პაჟარი“ კი არაა. თქვენც ხომ ჩამოხვალთ და ხომ იქნებით აქ...“); ხოლო როცა მ------–---–ი ეუბნება, რომ 30 000 ლარიდან პირველ ეტაპზე მხოლოდ ნახევრის - 15 000 ლარის მიცემას შეძლებს, ე------ე პასუხობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ჯერ მუშაობა დაიწყონ.
3.1.21. 2016 წლის 15 მარტს, დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ესთან კ------- თ-------ის შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ შეხვედრა მიმდინარეობს ს----–ი, „მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ შენობაში, რა დროსაც შ--------ა თ-------ს მობილური ტელეფონის გათიშვას სთხოვს და ეუბნება, რომ მ-----ასაც მიანიშა ტელეფონის გათიშვა, მაგრამ ვერ მიახვედრა. შემდეგ შ--------ა მას ატყობინებს, რომ მათთვის ცნობილი გახდა უშიშროების სამსახურის მხრიდან მათი პიროვნებებითა და მ------–---–ით დაინტერესების შესახებ, რის გამოც არ სურთ შარში გახვევა. შ--------ა თ-------ს უხსნის, რომ მ-----ამ ფული შესთავაზა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, უთხრა უარი, რადგან ჩათვალა, რომ საქმის ასაწყობად დასჭირდებოდა ფული. როცა თ-------მა განუმარტა ბრალდებულებს, რომ მ------–---–ს ჰქონდა საკმაოდ ბევრი ფული, ე------ე ეუბნება - „აბა ეხლა ეს ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ჩვენ კიდევ პირიქით, იქით გვინდოდა პატივი გვეცა.“ ე------ე, თავის მხრივ, თ-------ს ეუბნება, რომ გარკვეული ეჭვების არსებობის გამო, იმ შემთხვევისთვის, თუ მ------–---–ი ფულს დაუტოვებდა, საკუთარი თავის დასაზღვევად, შედგენილი აქვს თანხის ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, თითქოს, მ------–---–ი ფულს აძლევდა გარკვეული მიზნებისათვის. შ--------ამ ე------ეს მოუწონა აზრი და აღნიშნა, რომ თავადაც შეშინებული იყო და ფრთხილობდა, რადგან ფულზე საუბრის დროს მ-----ას ტელეფონი სულ წინ ედო, არაერთხელ იფიქრა, რომ იგი საუბარს იწერდა. გ---- ე------ე კ------- თ-------ს აფრთხილებს, რომ თანხასთან დაკავშირებით ახლობლებთან არ ილაპარაკოს, საკითხის დელიკატურობის გამო, დ--------ი კი ეუბნება, რომ მოვიდეს მ-----ა და შეუდგეს საქმეს, რაც შეეხება იმ პრობლემას, რაც მას აწუხებს, გ----სთან მოაგვაროს. ჩანაწერის დასასრულს თ-------ი, შ--------ა და ე------ე ერთად მიდიან რესტორანში.
3.1.22.ფულადი თანხის ფიქსაციისა და გადაცემის ოქმებით დგინდება, რომ 2016 წლის 16 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს სპეციალური ხარჯებიდან, მ-----ა მ------–---–ს გადაეცა 75 ცალი 200 ლარიანი კუპიურა.
3.1.23. მ-----ა მ------–---–სა და გ---- ე------ეს შორის, 2016 წლის 15 მარტს, 15:11 და 15:31 სთ-ზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებით დგინდება, რომ მ------–---–ი ე------ეს ეუბნება, რომ მეორე დღეს ს----–ი ჩასვლას აპირებს. ამის გაგონებაზე ე------ე ეკითხება მოაქვს თუ არა ინსტრუმენტები თუ რაღაც საშენი მასალა. მ------–---–ის შეკითხვაზე, გუშინ რომ ილაპარაკეს, იმ საშენ მასალას გულისხმობს თუ არა, 15 ყუთი რომ იყო? - ე------ე ეთანხმება.
3.1.24. დ-------- შ--------ას და აუდიტორ თ-------- ტ--------ს შორის, 2016 წლის 16 მარტს, 14:43 სთ-ზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერით აშკარა და მკაფიოა დ-------- შ--------ას განსაკუთრებული დაინტერესება არ ჩაიშალოს შეთანხმება. იგი პირდაპირ მიუთითებს აუდიტორს 5 ლარად შეაფასოს ფართი, ,, ...5 ლარში რომ გაკეთდეს..., ...გამიკეთე რა, ჩემი ძმა თუ ხარ, რატომ იცი? ცოტა შიში მაქვს, რომ არ გამექცეს...“, ,, ...კვადრატი მოვუმატოთ, თუ არადა გამექცევა“.
3.1.25. 2016 წლის 16 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ მ-----ა მ------–---–ი ს----–ი, „მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ შენობაში ხვდება დ-------- შ--------ას და გ---- ე------ეს, რა დროსაც მ------–---–ი და შ--------ა ხელს აწერენ ხელშეკრულებას. შ--------ა მ------–---–ს უმარტავს ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებს და გადასცემს ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს, სადაც სახელშეკრულებო ფართი განსაზღვრულია 204 მ2-ით, ყოველთვიური ფასი - 1020 ლარით, კვარტალური ფასი კი - 3060 ლარით. ამის შემდეგ მ------–---–ი და ე------ე ჩადიან ქვედა სართულზე, სადაც მ------–---–ი ე------ეს ეუბნება, რომ თანხა აქვს წამოღებული, რაზეც გ---- პასუხობს, რომ საჩქარო არ იყო. მ------–---–ი ეუბნება, რომ ყველაფერი ისეა, როგორც წინასწარ იყო განსაზღვრული, ის ამ საქმისთვის იყო ჩამოსული. გ---- ეთანხმება. ფულის გადათვლის შემდეგ მ------–---–ი ე------ეს აწვდის თანხას. ე------ე უთითებს ადგილს - „იმაში დადე“. მ------–---–ი დებს თანხას, რის შემდეგაც ისინი ემშვიდობებიან ერთმანეთს.
3.1.26. გ---- ე------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 16 მარტს, გ---- ე------ე დააკავეს ქალაქ ს----–ი, რ--------–-- ქუჩა N---- შენობის წინ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით. დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ე------ისგან ამოღებული იქნა მიღება-ჩაბარების ხელნაწერი აქტი.
3.1.27. გ---- ე------ისგან ამოღებული, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მ-----ა მ------–---–ი მისი ნდობით აღჭურვილ პირს - გ---- ე------ეს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ანდობს თანხას (მისი ოდენობა დაფიქსირებული არ არის).
3.1.28. დ-------- შ--------ას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 16 მარტს, დ-------- შ--------ა დააკავეს ქალაქ ს----–ი, რ--------–-- ქუჩა N-----ში არსებულ შენობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით.
3.1.29. ა(ა)იპ ,,მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ შენობის ჩხრეკის ოქმით (შემდგენი: დ----- ფ--------ე) დგინდება, რომ 2016 წლის 16 მარტს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ ფართში შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე მაგიდიდან, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების - ეზარ სამუშიას და დ----- შარაშენიძის მიერ, ამოღებული იქნა 75 ც. 200-ლარიანი კუპიურა, სულ 15 000 ლარი, ხოლო ბარის ტიპის მაგიდიდან - 2016 წლის 1 აპრილით დათარიღებული ხელშეკრულება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–- - ა---–------------ს ც-------ს“ ფართში, შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე მაგიდიდან ამოღებული თანხა 15 000 ლარი, რომელიც თანხვედრაშია ფულადი თანხის ფიქსაციისა და გადაცემის ოქმებში მითითებულ 75 ცალ 200-ლარიანი კუპიურის ნომრებთან.
3.1.30. სასამართლო განხილვისას მოწმე ლ---- ა------მა, სე-----------–----–-------- გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა აჩვენა, რომ 2016 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ შენობის პირველ სართულზე არსებული ფართის ჩხრეკაში, რა დროსაც შესასვლელი კარიდან მარჯვნივ განთავსებული ერთი მაგიდიდან ამოღებული იქნა 75 ცალი 200 - ლარიანი კუპიურა, სულ 15 000 ლარი, ხოლო მეორე მაგიდიდან - ხელშეკრულება.
3.1.31. 2016 წლის 1 აპრილით დათარიღებული, იჯარის ხელშეკრულებით დგინდება, რომ იგი დადებულია „სე-----------–----–-------- მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ დირექტორ დ-------- შ--------ასა და მოიჯარე მ-----ა მ------–---–ს შორის. ხელშეკრულების საგანია ქალაქ ს----–ი, რ---------–-ს ქუჩა N-----ში მდებარე „მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ პირველ სართულზე არსებული 254 მ2 ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 204 მ2 მიწის ნაკვეთის იჯარის ფორმით გადაცემა, 2021 წლის 1 აპრილამდე. საიჯარო ქირის თანხად წლიურად 12 240 ლარია განსაზღვრული. ხელშეკრულებას ხელს აწერენ დ-------- შ--------ა და მ-----ა მ------–---–ი.
3.1.32. ბრალდებულებმა დ-------- შ--------ამ და გ---- ე------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და ისარგებლეს დუმილის უფლებით.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. პირველ რიგში პალატა ყურადღებას მიაპყრობს მ------–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი აუდიო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების მოპოვების კანონიერებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილის შესაბამისად კი კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე უდავოა, რომ განსახილველი ჩანაწერი, გადატანილი დისკზე წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს შემთხვევაში განხილვის ობიექტია სწორედ ჩანაწერი, როგორც კომპიუტერული მონაცემი და არა დისკი, როგორც საგანი.
3.2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მეოთხე ნაწილით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ მოცემული კომპიუტერული მონაცემის მოპოვებასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-14310-ე მუხლების დებულებები. საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით, განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. განსახილველ შემთხვევაში არც ჩანაწერის გაკეთებას და არც კერძო პირის ინიციატივით გამოძიებისათვის კომპიუტერიული მონაცემის გადაცემას არ გაუვლია სასამართლო კონტროლი. მოქმედი კანონმდებლობის და მის შესაბამისად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად თუ, მტკიცებულების მოპოვებისათვის სავალდებულოა სასამართლოს ნებართვა, მაგრამ ასეთი არ არსებობს, სახეზეა კანონის არსებითი დარღვევა. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებას განაჩენის დადგენისას პალატა ვერ გამოიყენებს.
3.2.3. აღნიშნული მით უმეტეს არსებითია განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკითხი ეხება შემთხვევას, როდესაც დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მის მიმართ პოლიციის ფარული აგენტის დახმარებით, განხორციელდა დანაშაულის პროვოცირება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული აგენტის მიერ ლეგიტიმურ ჩართვასა და დანაშაულის წაქეზებას შორის ხაზის გავლება რთული ამოცანა იქნება, თუ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში არ იარსებებს მკაფიო და განჭვრეტადი პროცედურა, ფარული ოპერაციების ავტორიზაციისა და მისი განხორციელების თვალსაზრისით; ხოლო ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდება, თუ სათანადოდ არ განხორციელდება მათზე ზედამხედველობა. სტრასბურგის სასამართლომ ფარული ოპერაციის საქმეებზე, ყველაზე ადეკვატურ საშუალებად სასამართლო ზედამხედველობა მიიჩნია. ფარული ოპერაციის განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემის დროს პროცედურული გარანტიების არარსებობა ქმნის თვითნებობისა და პოლიციის მხრიდან დანაშულის პროვოცირების რისკს. (იხილე გადაწყვეტილება ჭოხონელიძე საქართველს წინააღმდეგ, საჩივარი N 31536/07, 28 ივნისი, 2018 წელი, პუნქტი 45). აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ამ განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნობა ხსენებულ ჩანაწერს.
3.2.4. ამავრდოულად პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ამავე დროს სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
3.2.5. მტკიცებულებების შეფასებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის იმ ძირითად არგუმენტებზე, რომელზეც დაყრდნობითაც წარდგენილ ბრალდებაში დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის გამართლებას ითხოვს. ამავე საკითხის გადაწყვეტისას პალატა ერთიანობაში ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. მათ შორის ეთანხმება სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენების ნაწილში. სააპელაციო საჩივრის განხილვისას დაცვის მხარე (ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში), მის პოზიციას ძირითადად ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლნი არიან.
3.2.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მისთვის ცნობილია პოლიციის საქმიანობაში არსებული სირთულეები, რაც დაკავშირებულია დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ სახელისუფლებო ორგანოები სულ უფრო მეტად საჭიროებენ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების, საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, მითუფრო, - ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 05.02.2008, §49; ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira De Castro) პორტუგალიის წინააღმდეგ, განაცხადი №44/1997/828/1034, 09.06.1998, §35-36; ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89;). ევროსასამართლოს განმარტებით, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ განსაკუთრებული საგამოძიებო მოქმედებები, ფარული ოპერაციები, თუმცა, ამ დროს გარანტირებული უნდა იყოს პირის დანაშაულის პროვოცირებისგან დაცვის აბსოლუტური უფლება, რომელიც მე-6 მუხლში ნაგულისხმევ უფლებად მოიაზრება.
3.2.7. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად (ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §103), მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიცავს დანაშაულის პროვოკაციის მკაფიო დეფინიციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის პროვოკაცია განმარტებულია, როგორც სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
3.2.8. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, „დანაშაულის პროვოცირების“ („პოლიციის მიერ წაქეზების“) ცნების დეფინიცია ასახულია არაერთ, მათ შორის „რამანაუსკასის საქმეზე“ მიღებულ გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის მიხედვით, დანაშაულის პროვოცირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები ან მათი მითითებებით მოქმედი კერძო პირები „არ იზღუდებიან დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების არსებითად პასიური მეთოდით, არამედ ისეთ გავლენას ახდენენ სუბიექტზე, რომ აქეზებენ ჩადენას დანაშაულისა, რაც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი.” (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 05.02.2008, §55). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობისას, დანაშაულის პროვოცირების ფაქტის არსებობის გამოკვლევისას უპირველეს ყოვლისა, აფასებს, რამდენად მოქმედებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები „არსებითად პასიურად“ და ამგვარი მიდგომა რელ----ტურია კერძო პირის მიმართაც (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 05.02.2008, §55).
3.2.9. ევროპული სასამართლო ასევე ინტერესდება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე, ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო ორგანოებს განმცხადებლის მიმართ ეჭვის სათანადო საფუძვლები. ასეთად კი განიხილავს განმცხადებლის დანაშაულებრივ წინასწარგანწყობას (ბანიკოვა (Bannikova) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №18757/06, 04.11.2010, §38) ან მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების დაწყების დამადასტურებელ, შემოწმებულ და დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს (ტრიფონცოვი (Trifontsov) რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), 12025/02, 09.10.2012, §§.30,33). ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ არ არის საკმარისი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად (ვანიანი (Vanyan) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №53203/99, 15.12.2005, §49).
3.2.10. საქმეზე ედვარდსი და ლუისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (EDWARDS AND LEWIS V. THE UNITED KINGDOM; N 39647/98 და N 40461/98; 27/10/2004), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგენტ-პროვოკატორის ინსტიტუტის „სამართლიანი სასამართლოს“ გარანტიასთან შესაბამისობისთვის კონც-------რება მოახდინა საკითხზე სარგებლობდა თუ არა დაცვის მხარე სათანადო პროცესუალური გარანტიებით. ევროპული სასამართლოს პრაქტიკას პალატა ქვემოთ კვლავ დაუბრუნდება. მოხსენიებულ გარანტიებთან დაკავშირებით კი პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს, კანონით დადგენილი წესით, პირთა ბრალდებულად ცნობისთანავე გადაეცა ბრალდების ყველა მტკიცებულება (შედარებისათვის იხილე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ედვარდსი და ლუისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (EDWARDS AND LEWIS V. THE UNITED KINGDOM; N 39647/98 და N 40461/98; 27/10/2004)). დაცვას საშუალება ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის საკითხი წამოეჭრა გამოძიებისა თუ საქმის სასამართლოში განხილვის ყველა სტადიაზე. ამ ფარგლებში სასამართლომ დაუშვა დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის ვერსიით ადასტურებდა დანაშაულის პროვოკაციას. ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაცვამ დაკითხა საქმის მთავარი მოწმეები, რომლებიც დაცვის ვერსიით წარმოადგენდნენ აგენტ პროვოკატორებს. დაცვას მიეცა შესაძლებლობა ჩამოეყალიბებინა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე და მიეღო სრულყოფილი მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტები, რათა გამოვლენილიყო სიმართლე დანაშაულის პროვოკაციის ფაქტის და აგენტ პროვოკატორების დადგენის მიზნით. ამ კუთხით სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის არგუმენტები, რომელიც შეადარა ბრალდებულების მამხილებელ მტკიცებულებებს და შედეგად დაადგინა, რომ არ არსებობდა ,,დანაშაულის პროვოკაციის“ ფაქტი.
3.2.11. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ-----ა მ------–---–ის განცხადება, რომლითაც იგი დ-------- შ--------ას და გ---- ე------ეს ამხელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მ------–---–ის დაკითხვისა და მის მიერ წარდგენილი თაბახის ფურცელზე არსებული ჩანაწერის გამოკვლევის შემდეგ საქართველოს სუს ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მ------–---–ის მიერ გაცხადებული დანაშაულის გახსნის და დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, დაგეგმა ღონიძიებათა ერთობლიობა, რომლებშიც მონაწილეობაზეც მ-----ა მ------–---–მა და კ------- თ-------მა ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა. გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასამართლოს ნებართვით, მ------–---–ის და თ-------ის მონაწილეობით ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და შედეგად მოპოვებული იქნა მტკიცებულებები.
3.2.12. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა საფუძველი ბრალდებულების მიმართ ასეთი ღონისძიებების გატარების. მ-----ა მ------–---–ის და კ------- თ-------ის ჩვენებები არ იყო მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის შემცველი. მას თან ახლდა დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების დაწყების (ჩადენის) დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. ასეთი ინფორმაციის ერთობლიობა უდავოდ იმსახურებდა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ყურადღებას და როგორც მინიმუმ საჭიროებდა შემოწმებას. აღნიშნული კი შესაძლებელი იყო მხოლოდ გამოძიების ჩატარების მეშვეობით.
3.2.13. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად და უტყუარად დადგენას ემსახურება კანონის არაერთი ნორმა, ასევე სასამართლო პრაქტიკა. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
3.2.14. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.2.15. ის, თუ რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
3.2.16. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.
3.2.17. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ამავე საკითხზე ევროსასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.2.18. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმარტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. განსახილველ საქმეში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მითითებული სტანდარტით შეფასებისას და შედეგად ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, პირველ რიგში პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოწმეების მ-----ა მ------–---–ის და კ------- თ-------ის ჩვენებები შინაარსობრივად სრულ შესაბამისობაშია ყველა სხვა მტკიცებულებასთან. ეს შეეხება როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე წერილობით მტკიცებულებებსა და სასამართლოს კონტროლით ჩატარებულ ყველა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.
3.2.19. მ------–---–ის და თ-------ის ჩვენებების მიხედვით, შენობის ფართის ნაწილის უკანონოდ გაქირავების და შედეგად აღებული ფულის მითვისების ინიციატორი იყო დ-------- შ--------ა. ეს ყველაფერი შ--------ას გ---- ე------ესთან წინასაწრი შეთანხმებით და ამ უკანასკნელის აქტიური დახმარებით უნდა განეხორციელებინა. ამ მიზნის მისაღწევად შ--------ა მზად იყო შენობის ის ნაწილი, რომელზედაც ხელშეკრულება დაიდებოდა რეალურზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაექირავებინა. უფრო მეტიც, დ--------ი მათ შეპირდა, რომ ქირის დაბალი ფასის განსაზღვრას, ნაცნობი ა--------- მეშვეობით, თვითონ უზრუნველყოფდა. მოიწვია კიდეც მათი თანდასწრებით აუდიტი თ-------- ტ-------- და დაითანხმა აღნიშნულზე. ამ საუბრისას შ--------ამ მ------–---–ს და თ-------ს ფურცელზე გაუწერა ფართის ქირავნობისათვის ყოველთვიურად, ყოველწლიურად და მთელი სახელშეკრულებო პერიოდის მანძილზე გადასახდელი თანხები, - მათ შორის პირადად მისთვის და ე------ისათვის გადასაცემი კორუფციული თანხა. ის, რომ აღნიშნული ჩვენებები შესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სარწმუნოა, დასტურდება არაერთი სხვა მტკიცებულებით.
უდავოდ დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შეხვედრის შემდეგ მ------–---–ს ხელთ მართლაც ჰქონდა ამ შინაარსის ტექსტის შემცველი ხელნაწერი ფურცელი და წარადგინა საგამოძიებო ორგანოში. გრაფიკული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მ------–---–ის მიერ გამომძიებლისთვის გადაცემულ ფურცელზე ტექსტი შესრულებულია დ-------- შ--------ას მიერ. ზემოაღნიშნული უტყუარი დასტურია იმისა, რომ შ--------ა ნამდვილად იყო მითითებული შეთავაზების მონაწილე.
აუდიტ ტ--------ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მ------–---–ის და თ-------ის ჩვენებებთან. ტ--------მ დაკითხვისას აჩვენა, რომ შეფასება ითხოვა შ--------ამ და თანაც იაფად. დ-------- შ--------ას წინადადება მას არარეალურად ეჩვენა და საბოლოოდ 1 მ2-ის ფასზე, 6 ლარზე შეჯერდნენ. ამავე ჩვენებით, მ------–---–თან და თ-------თან საუბარში, შ--------ასთან ერთად მონაწილეობდა გ---- ე------ეც. თავის მხრივ თ-------- ტ--------ს ჩვენების სისწორე დაადასტურა ტ--------ს კოლეგამ - მოწმე გ------ გ---------მა. ტ--------ს ეს ჩვენება პირდაპირ ადასტურებს შ--------ასა და ე------ის განზრახვასა და ერთობლივ მოქმედებას დანაშაულის ჩასადენად.
დაცვის მხარემ მიუთითა, რომ შ--------ამ და აუდიტორმა დაასახელეს თანხა, რაც ა--------- დასკვნის მიხედვით, ოფიციალურად გაქირავებული ფართის ქირის სახით იქნებოდა გადასახდელი. ამის შემდეგ კი შესთავაზეს მისულებს, თუ ჩვენი ა--------- შეფასება არ მოგწონთ, თქვენ თვითონ მოიძიეთ აუდიტიო. ამ შეთავაზებას დაცვა მისი პოზიციის დამადასტურებელ გარემოებად მიიჩნევს და ამტკიცებს, თითქოს ეს შეთავაზება ადასტურებს მსჯავრდებულების დაუინტერესებლობას. პალატის აზრით კი პირიქით, ეს უდავო ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს სწორედ შ--------ას დაინტერესებას. შეთავაზება - თუ ამ ა--------- წინადადება არ მოგწონთ თქვენ მოიძიეთ აუდიტი, ნიშნავდა იმას, რომ ოღონდაც ვინმეს დაეწერა მ------–---–სათვის მისაღები ა--------- დასკვნა (ასეთი დოკუმენტის გარეშე, კანონის თანახმად ვერანაირად ვერ გაქირავდებოდა ქონება) და შ--------ას სულ არ აინტერესებდა ამ დასკვნის შედეგი. არ აინტერესებდა იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც შეფასება, თ-------- ტ--------ს მიერ შეთავაზებულზე, კიდევ უფრო არარეალური ყოფილიყო. მთავარია როგორმე დასკვნა მიეღო და მისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა. ამასვე ადასტურებს მის მიერ ქაღალდზე შესრულებული ჩანაწერი, სადაც გასაგებად და ნათლად წერია, რომ შ--------ა ითხოვს უკანონო თანხას 30 000 ლარის ოდენობით. ეს ყველაფერი ადასტურებს ინიციატივის გამოჩენას სწორედ დ-------- შუღაიას მხრიდან.
ამასვე ადასტურებს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც საიჯარო ქირა ერთ კვადრატულ მეტზე შეადგენს რვა ლარს. პალატა თვლის, რომ აღნიშნული დასკვნის ხარვეზებზე და საბოლოო მის არგაზიარების მიზეზებზე სავსებით სწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ. თუმცა, მსჯელობის დონეზე, რომც დაუშვას პალატამ ამ დასკვნის სისწორე, ამ შემთხვევაშიც გამოდის, რომ შუღაია მზად იყო ბიუჯეტში შესულიყო რეალური ქირის მხოლოდ 75% (სწორედ ამდენია ექვსი ლარი რვა ლართან მიმართებაში). აღნიშნული კი არაა უმნიშვნელო სხვაობა და ასევე უთითებს შ--------ას დანაშაულებრივ განზრახვაზე. ამასთან ყურადღების გარეშე ვერ დარჩება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, 1 მ2 ყოველთვიური საიჯარო ქირის საორიენტაციო თანხა შეადგენს 14 ლარს.
ობიექტური დამკვირვებლის მიერ, გონივრული შეფასების საფუძველზე შ--------ას ასეთი ქმედება სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ არა პირადი დაინტერესება. მას თუ სახელმწიფო ინტერესი - ფართის კანონიერად გაქირავების სურვილი ამოძრავებდა, პირიქით, უნდა მოეთხოვა რეალური შეფასება. ამასვე (რეალურ შეფასებას) ავალდებულებდა დ-------- შ--------ას მისი სამსახურებრივი მდგომარეობაც.
აღსანიშნავია, რომ გარდა ერთობლივი შეხვედრისა, მ------–---–ი და თ-------ი აუდიტს ცალკე არასოდეს შეხვედრიან, მით უმეტეს მისთვის ცალკე არაფერი უთხოვიათ. აუდტის დასკვნით დადგენილი გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით, მათ არც შ--------ასათვის მიუმართავთ. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 16 მარტს, შ--------ამ თავისი ინციატივით დაურეკა ტ--------ს და სთხოვა დასკვნაში ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 1020 ლარი იგივე დატოვოს, მაგრამ გაზარდოს ფართობი და ნაცვლად 170-ის, 204 კვადრატული მეტრი მიუთითოს. ეს ქმედება კიდევ უფრო ამცირებს ქირის თანხას, თუმცა შ--------ამ აღნიშნული ტ--------სთან ახსნა კლიენტის არ დაკაგვის სურვილით. ესეც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ მოწმეების მიერ დასახელებული სქემა მართლაც შ--------ას მოგონილია. ამასთან ის ყველაფერს აკეთებს გეგმის სისრულეში მოსაყვანად, რომლის საბოლოო მიზანი უკანონო თანხის მიღებაა.
ამ სატელეფონო საუბრის შინაარსს, გარდა თვითონ ჩანაწერისა, ადასტურებს ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ იურისტ ნ----- ე-----ას ჩვენება. ამ ჩვენების თანახმად, 2016 წლის თებერვალში, ც-------ს დირექტორმა, დ-------- შ--------ამ დაავალა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველი სართულის ნაწილის იჯარით გაქირავებისათვის ხელშეკრულების მომზადება. რამდენჯერმე მოამზადა ამ ხელშეკრულების პროექტი, სადაც დ-------- შ--------ას მითითებით შეჰქონდა მონაცემები. გამგეობიდან არსებობდა ც-------ს პირველ სართულზე არსებული ფართის ნაწილის - 170 მ2 გაქირავებაზე ნებართვა, თუმცა ხელშეკრულების ბოლო ვარიანტში ფართი დაზუსტდა და 204 მ2 ჩაიწერა, რაც დ-------- შ--------ას განმარტებით, ასევე შეთანხმებული იყო გამგეობასთან. ორივე შეთხვევაში ფასი 1020 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. ამოღებულია დადებული ხელშეკრულებაც, რომელსაც ხელს აწერენ შ--------ა და მ------–---–ი.
ფარული საგამოძიებო მოქმედებებით (რომელთა შინაარსი ზემოთ დეტალურადაა მითითებული) მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ საუბრებში მ------–---–ი და თ-------ი არაერთხელ ახსენებენ ხსენებულ უკანონო შეთანხმებას და 30 000-ის გადახდის საჭიროებას. ამაზე, არც შ--------ას და არც ე------ეს არასდროს უჩნდებათ კითხვა რა ფულზეა საუბარი, რომ ასეთი არ მოუთხოვიათ და სხვა. მათი პასუხების შინაარსში იკითხება მხოლოდ სიფრთხილე, რადგან არ სურთ დანაშაულში მხილება. უფრო მეტიც, 2016 წლის 15 მარტს, კ------- თ-------ს შეხვდნენ დ-------- შ--------ა და გ---- ე------ე. საუბრისას შურღია უხსნის თ-------ს, რომ ყველანაირად პატივი სცა მ------–---–ს, რასაც ითხოვდა ყველაფერი გაუკეთა, ერთი კვადრატი ღირს 25 ლარი და მან კი ეს 6 ლარში გააკეთებინა.
ამრიგად, პალატას დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ------–---–ის და თ-------ის ჩვენებები არის სწორი და სწორედ დ-------- შ--------ა და გ---- ე------ე იყვნენ ინიციატორები საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, იჯარით გადაეცათ შენობის ნაწილი, ხოლო ამავე შენობის ფართის სხვა ნაწილს - დამატებით სარგებლობაში გადასცემდნენ 30 000 ლარის უშუალოდ მათთვის გადახდის შედეგად.
3.2.20. პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესამოწმებლად, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების არ არსებობა არ წარმოადგენს საფუძველს მრკიცებისათვის, რომ მასში არ მონაწილეობენ ბრალდების მხარის მიერ მითითებული პირები. მით უმეტეს არ წარმოადგენს საფუძველს ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობისათვის. პალატა უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც: „თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა“. განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებების შესწავლა მოხდა მათი ვიზუალური გამოკვლევის და მოსმენის შედეგად. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პროცესში, მოპოვებული ვიდეოჩანაწერების ხარისხმა სასამართლოს და მხარეებს მისცა მათში ასახული შეხვედრების მონაწილეთა, მათ შორის - ბრალდებულთა, თვალნათლივ დანახვის და მათი ხმის მკაფიოდ გაგონების შეუზღუდავი შესაძლებლობა. საწინააღმდეგოზე არც დაცვის მხარეს არ მიუთითებია. გარდა ამისა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მოპოვება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ფარული მეთვალყურეობის ობიექტის ვინაობას. ამასთან, არანაირი საფუძველი არ არსებობს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას, შესაბამის თანამდებობის პირთა საქმიანობის კანონიერებაში ეჭვის შეტანისათვის. პალატა განმარტავს, რომ როგორც სამართლის ზემოთ მოყვანილი ნორმა უთითებს, სისხლის სამართლის პროცესში მხარე ექსპერტიზას ატარებს იმ მიზნით, რათა სპეციალური ცოდნის გამოყენებით, გასაგები გახადოს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება თუ ზოგადად არგუმენტი. იმ შემთხვევაში კი, თუ სადავო საკითხი სასამართლოსათვის ისედაც გასაგებია, ექსპერტიზის ჩატარება საჭირო არ არის. აღსანიშნავია ასევე შემდეგი ფაქტობრივი გარემობაც: იმ ფაქტს, რომ ჩანაწერებში საუბრობენ სწორედ შ--------ა და ე------ე ადასტურებს ამ საუბრების შემსწრე არაერთი მოწმე, მათ შორის ნ----- ე-----ა. ამრიგად, იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 7 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შემდგარი შეხვედრების (რაც ასახულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში) მონაწილეები სწორედ სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული პირები - დ-------- შ--------ა და გ---- ე------ე არიან, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს.
3.2.21.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას სასამართლო გასცემს პირთა კონკრეტული წრის (ან კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ტექნიკის: ტელეფონის, ინტერნეტის მისამართის და ასე შემდეგ) მიმართ. 2016 წლის 14 მარტს, სასამართლოს ნებართვით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ჩანაწერში დაუგეგმავად აღმოჩნდა ა(ა)იპ ,,სე-----------–----–-------- მ---–---–--ა---–------------ს ც-------ს“ იურისტი ნ----- ე-----ა. იმის გასარკვევად, გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა კანონის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებული, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველია, პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ეს პიროვნება ჩანაწერში მოხვდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე. ფარულად არ ჩაწერილა უშუალოდ ე-----ას პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია და დაფიქსირდა მხოლოდ მისი სამსახურებრივი საქმიანობა. მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ე-----ას სამსახურებრივი საქმიანობა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ისედაც საჯაროა. ჩანაწერი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმობას, ან ე-----ას, როგორც პიროვნების მაკომპრომენტირებელ ცნობებს. მთლიანობაში ეს ჩანაწერი განხორციელდა სასამართლოს ნებართვით და ემსახურებოდა საზოგადოებისათვის ინტერესის მქონე ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის გამოძიებას, როგორიცაა კორუფციული დანაშაული. ასეთ გამონაკლის შემთხვევაში, სასამართლოსათვის დაუყოვნებლივ მიმართვას, მომხდარის (ჩანაწერში გაუთვალისწინებლად სხვა პირის მოხვედრის) კანონიერების შემოწმების მიზნით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ეს მტკიცებულება დაცვას გადაეცა ბრალდებულად ცნობისთანავე, კანონით დადგენილ ვადაში და დაუყოვნებლივ. შესაბამისად, მას საშუალება ჰქონდა ედავა მტკიცებულების კანონიერებაზე. დასახელებული მტკიცებულება არაა ერთადერთი, რომელიც ადასტურებს შ--------ასა და ე------ის ბრალდებას. მის გარდა ბრალდებას წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებათა მთელი რიგი ერთობლიობა.
3.2.22. მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას პალატა საჭიროდ თვლის მოიხმოს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. 06.05.2003 წლის გადაწყვეტილებაში პერნა იტალიის წინააღმდეგ ევროსასამართლომ განმარტა, რომ (პუნქტი 29) მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ევროკონვენციის შესაბამისად, ევროსასამართლოს ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, გაარკვიოს იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები განხილული სათანადო წესით, არამედ იმაში იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ავითარებს რა ამ მოსაზრებას, თავის მხრივ სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ ანალოგიური მას დადგენილი აქვს სხვა საქმეებშიც, მათ შორის საქმეში „ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ“. მართალია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბელჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). თავის მხრივ იმის განსასაზღვრად, რამდენად სამართლიანი იყო მთლიანობაში სამართალწარმოება და ხომ არ გამოიწვია კონკრეტული მტკიცებულების გამოყენებამ ბრალდებულის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: 1. მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი, 2. რამდენად უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებები - შეეძლო თუ არა ბრალდებულს ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, სხვადსხვა ეტაპზე ესარგებლა წარმომადგენლით/ადვოკატით, 3. მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა - რამდენად ხარისხიანია მტკიცებულება, რამდენად სანდო და ზუსტია მისი მოპოვების გარემოებები, რაც ეჭვს გააჩენდა მის ავთენტურობასა და სანდოობაზე, რამდენად ძირითადი და გადამწყვეტია მტკიცებულება, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ არ არსებობს, 2016 წლის 14 მარტს, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
3.2.23. ზემოთ პალატამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი სქემის განხორციელების და თანხის მოთხოვნის ინიციატორები იყვნენ შ--------ა და ე------ე. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ფონზე, სასამართლოს კონტროლით განხორციელებული შეხვედრებისას, უკვე მოთხოვნილ თანხაზე მ-----ა მ------–---–ის მიერ საუბრის დაწყება (რაც ძირითადად გამოიხატება კითხვებში, თუ როდის და რა გზით მიაწოდოს ფული) არ წარმოადგენს დანაშაულში წაქეზებას. ეს დასკვნა კიდევ უფრო ჭეშმარიტია იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი ბრალდება ფორმალური ხასიათის დანაშაულია და იგი დასრულებულია თანხის მოთხოვნის მომენტიდან. ამავე გარემოებების გათვალისწინებით, საფუძველს მოკლებულია მსჯელობა დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღების შესახებ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებაყოფლობით ხელის აღება შესაძლებელია იმ დანაშაულზე, რომელიც ჯერ არ არის ჩადენილი.
3.2.24. დ-------- შ--------ამ და გ---- ე------ემ, გამოძიების მსვლელობისას მ------–---–ს და თ-------ს უთხრეს, რომ მათთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მხრიდან მათი პიროვნებებით დაინტერესების შესახებ. შესაბამისად გადაწყვიტეს ფრთხილად მოქცეულიყვნენ და ამის გამო, შ--------ამ შეხვედრებზე რამდენჯერმე უარი განაცხადა ფულზე საუბარსა და რაიმე თანხის მიღებაზე. ითვალისწინებს რა აღნიშნულს, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შ--------ას უარი არასდროს არ ყოფილა კატეგორიული. მიუხედავად დანაშაულის ჩადენაში მხილების შიშის, მას საბოლოდ არ გადაუფიქრებია თანხის აღება. საუბრებში ის ხან ორაზროვან მინიშნებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი თანხის მიღება უნდა, თუმცა დანაშაულში მხილების შიშის გამო იკავებს თავს. ხან თითქოს უარს ამბობს თანხის აღებაზე, მაგრამ იქვე მიანიშნებს, რომ ახლა აცხადებს უარს, მაგრამ მომავალში აიღებს. 2016 წლის 15 თებერვალს, თ-------თან საუბარში შურღიამ განაცხადა, რომ მ------–---–ს იმ ეტაპზე უთხრა ფულის გამორთმევაზე უარი (ჯერ დაიწყოს მუშაობა, ისედაც ბევრი ხარჯი ექნებაო). ამავე საუბრისას შურღიამ ასევე განაცხადა - მისი „დაჭერის“ შემთხვევაშიც, ასაკის გამო, ციხეში ჩასმა არ ემუქრებოდა. ამ ფრაზის გამო გ---- ე------ემ დაამშვიდა - საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა. დ-------- შ--------ას რომ შეთანხმების ჩაშლა არ სურდა დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ 2016 წლის 16 მარტს, სატელეფონო საუბრისას, აუდიტორს ტ--------ს კვლავ სთხოვა დახმარება, ამჯერად უკვე გასაქირავებელი ფართის 5 ლარად შეფასების გზით. ამით ის ცდილობდა მ------–---–ის დაინტერესებას და რეალურად არასდროს უთქვამს უარი დაგეგმილის განხორციელებაზე.
3.2.25. ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც თითქოს უარს ამბობდა ფულის აღებაზე, შ--------ა მ------–---–ს და თ-------ს უცხადებდა, რომ უშუალოდ ეს პროცედურა გ---- ე------ესთან უნდა მომხდარიყო და ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალები მასთან შეეთანხმებინათ. 2016 წლის 15 მარტს, მ-----ა მ------–---–სა და გ---- ე------ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსი ასევე გამორიცხავს დანაშაულის პროვოცირების ფაქტს. საქმე ისაა, რომ ინიციატივა ს----–ი „15 ყუთი სამშენებლო მასალის“ ჩატანის თაობაზე მოდის გ---- ე------ისაგან. რეალურად მასში იგულისხმება მ------–---–ის მიერ, ბრალდებულებისთვის გადასაცემი 15 000 ლარი. ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სასამართლოს აძლევს შემდეგ გარემოებათა ერთობლიობა:
სატელეფონო საუბრის წინა დღეს შემდგარი შეხვედრისას, მ------–---–ი ე------ეს შეუთანხმდა, რომ პირველ ეტაპზე შეთანხმებული თანხის, 30 000 ლარის ნახევარს, 15 000 ლარს გადასცემდა.
სატელეფონო საუბრიდან მეორე დღეს კი მ------–---–მა ე------ეს მართლაც გადასცა 15 000 ლარი და ამ შეხვედრის დასრულებისთანავე დაკავებულ ე------ეს ჯიბეში აღმოაჩნდა „მიღება-ჩაბარების“ აქტი, რომელიც, როგორც საქმის მასალებით დგინდება, საკუთარი თავის დაზღვევის (უკანონო ქმედების კანონიერად შენიღბვის) მიზნით ჰქონდა შედგენილი იმ შემთხვევისათვის, როცა მ------–---–ისგან თანხას მიიღებდა. ის გარემოება, რომ გ---- ე------ეს შეხვედრაზე თან ჰქონდა თანხის აღების შემთხვევისთვის განკუთვნილი, მისი „დამზღვევი“ დოკუმენტი, მოწმობს მის მზადყოფნას ამ შეხვედრისას მიეღო თანხა. ამასთან დადგენილია, რომ არანაირ სამშენებლო მასალაზე მ------–---–სა და ე------ეს შორის რეალურად საუბარი არასდროს ყოფილა.
აღნიშნული გარემოებები, იმ ფარულ ჩანაწერთან, რომელზეც ასახულია თანხის გადაცემის ფაქტი (სადაც გადათვლის შემდეგ, ე------ის მითითებით თანხა დადო მ------–---–მა), ჩხრეკის ოქმთან და სხვა მტკიცებულებეთან ერთად, უტყუარად ადასტურებს მ------–---–ისაგან ე------ის მიერ თანხის აღების ფაქტს.
3.2.26. მ------–---–ისა და თ-------ის, აუდიტორ ტ--------ს, იურისტ ნ----- ე-----ას ჩვენებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ფართის გაქირავების საკითხზე შ--------ა და ე------ე ერთად მუშაობდნენ. როგორც აღინიშნა, შ--------ამ მ------–---–ს და თ-------ს უთხრა, რომ უშუალოდ თანხის გადაცემაზე გ---- ე------ესთან ექნებოდათ საქმე. 2016 წლის 15 თებერვლის ჩანაწერში, სადაც საუბრობენ შ--------ა, ე------ე და თ-------ი შურღია აცხადებს, რომ ეშინია დანაშაულში მხილების და თუნდაც ამხილონ, ასაკის გამო არ დაიჭერენ. ე------ე კი ამშვიდებს და ეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. ამავე საუბრისას ე------ემ გაამხილა, თუ რა გეგმა ჰქონდა თანხის აღებასთან დაკავშირებით, რათა არ ემხილათ დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, მას მომზადებული ჰქონდა „მიღება-ჩაბარების“ აქტი რომლის მიხედვითაც, თითქოს მ------–---–ი მას თანხას გადასცემდა მისი ბიზნესის მართვისას წარმოშობილი გაუთვალისწინებელი ხარჯების (ენერგო, წყალკანალის, მუშახელის) დასაფარად. ეს გადაწყვეტილება მიწონა შ--------ამ. მანვე თ-------ს აუხსნა, რომ ე------ის მოქმედება ლოგიკური იყო, რამდენადაც მხილების საფრთხე არსებობდა. უშიშროებამ მოიკითხა ე------ის და მ------–---–ის ვინაობა, რაც პირადად მოისმინა და იცის. ხსენებული „მიღება-ჩაბარების“ აქტი ე------ეს თან ჰქონდა მისთვის ფულის გადაცემის და მისი დაკავების დროს. ამავე ჩანაწერში შ--------ა ეუბნება თანაგარს, რომ იყო რა მხილების საფრთხით შეშინებული მან მ-----აშვის უთხრა შემდეგი: - „არცერთი კაპიკი არ არის საჭირო არც ჩემთვის და არც გ----სთვის“. მითითებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ცალსახად ადასტურებს, რომ შ--------ა და ე------ე მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებთ, განზრახ და ერთობლივად.
3.2.27. პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, რომ საქმეზე არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს დანაშაულის პროვოცირებას ან თანხის აღებაზე მსჯავრდებულების დაყოლიებას. ამ კონტექსტში უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, რომ თ-------ის მიმართ მსჯავრდებულების დიდმა ნდობამ, დანაშაულის პროვოცირება ან თანხის აღებაზე მათი დაყოლიება გამოიწვია. ფაქტია, რომ 2016 წლის 15 მარტს, თ-------ი, გამოძიების ფარგლებში და როგორც გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირი, შეხვდა შ--------ასა და ე------ეს. შეხვედრისას აღჭურვილი იყო სათანადო ტექნიკით და ჩაწერა მათი საუბრის შინაარსი. ეს მტკიცებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათ შორის, რომელიც საშუალებას აძლევს სასამართლოს გაარკვიოს მსჯავრდებულთა საბოლოო მიზანი. საუბარი მიმდინარეობს თავისუფლად, რაიმე უკანონო ზემოქმედების გარეშე. თ-------ის საუბრის შინაარსი არ სცდება პასიურ როლს. მისი ინტერესია გაიგოს რა ხდება და რატომაა გაურკვევლობა იმ საკითზე, რაზედაც შეთანხმებული იყვნენ. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შ--------ას და ე------ეს არც კატეგორიული უარი უთქვავთ, ანუ კატეგორიულად არ უარყვიათ მათივე შეთავაზება. მსჯავრდებულები თ-------ს, როგორც სანდო პირს უხსნიან, რომ გაიგეს უშიშროების თანამშრომლების დაინტერესების შესახებ და შეშინდნენ. რეალურად კი მათ განზრახვაზე უარი არ უთქვავთ. ის, რომ ამ საკითხის გასარკვევად გამოძიებამ თ-------ი ჩართო, ლოგიკური და გასაგებია. მით უფრო მაშინ, როდესაც მასაც გააჩნდა ინფორმაცია გამოძიების საიდუმლოების სავარაუდო გამჟღავნების შესახებ. პალატა სადავოდ არ მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხის გარკვევის ლეგიტიმური ინტერესი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა. რაც შეეხება მსჯავრდებულების მხრიდან თ-------ის მიმართ დიდ ნდობას, პალატა განმარტავს, რომ გამოძიებასთან მოთანამშრომლე ყველა პირი სანდო უნდა იყოს პოტენციური დამნაშავისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო ინფორმაციის მოპოვების ალბათობა ნულის ტოლია. მთავარია მოთანამშრომლე პირის მოქმედება არ გასცდეს პასიურ როლს და არ გადაიზარდოს წაქეზებაში.
3.2.28. პირველი ინსტანციის სასამართლომ, განაჩენის დასაბუთებისას მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარის მოსაზრებების სრულყოფილად გაანალიზების და ზოგადად საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, პალატა საჭიროდ მიიჩნევს უფრო დეტალურად და სიღრმისეულად შეეხოს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას მსგავს საქმეებზე, მათ შორის იმ გადაწყვეტილებებსაც, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დანაშაულის პროვოცირებასთან დაკავშირებული არაერთი საჩივარი აქვს განხილული და დადგენილი აქვს სათანადო პრაქტიკაც. განსახილველ საქმეშიც დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ გამოძიების მხრიდან შ--------ასა და ე------ის მიმართ იკვეთება წაქეზება და დაყოლიება დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, პალატა საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენებს სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს რომლებიც, დავის ფაქტობრივი გარემოებებითა და ზოგადად მისი შინაარსით, უფრო მეტად ემსგავსება განსახილველ საქმეს. ამ ნიშნით აღსანიშნავია საქმე ჭოხონელიძე საქართველს წინააღმდეგ, საჩივარი N 31536/07, 28 ივნისი, 2018 წელი. ამ საქმეშიც, მოქალაქემ განუცხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თანამდებობის პირმა მისგან მოითხოვა ქრთამი, დაიწყო გამოძიება და ეს მოქალაქე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. შედეგად თანამდებობის პირი დააკავეს და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარე აპელირებდა, რომ ეს მოქალაქე ადრეც არაერთხელ თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან. აღნიშნული საქმე პრეცენდენტული თვალსაზრისით საინტერესოა იმიტომაც, რომ მასში ვრცლად და მკაფიოდაა გადმოცემული ის პრაქტიკა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მსგავსი დავების გადაწყვეტისათვის.
3.2.29. პირველ რიგი უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის გამოძიებისას პოლიციასთან მოთანამშრომლე პირების გამოყენებას სტრასბურგის სასამართლო ზოგადად დასაშვებად მიიჩნევს. საქმეში ჭოხონელიძე საქართველს წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლომ სერიოზულ დანაშულთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ ფარული აგენტების გამოყენება ცნო ლეგიტიმურ საგამოძიებო საშუალებად და აღნიშნა შემდეგი: აღნიშნული საშუალება კვლავაც მოითხოვს მკაფიო, ადეკვატურ და საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც დანაშულის პროვოცირების გარდა, პოლიციას სხვა საშუალებების გამოყენების უფლებას მისცემს, რადგანაც საზოგადოებრივი ინტერესი ვერ გაამართლებს იმ მტკიცებულების გამოყენებას, რომელიც პოლიციამ დანაშულის პროვოცირების შედეგად მიიღო (იხ.Teixeira de Castro v. Portugal, 9 ივნისი 1998, § 36, ანგარიში 1998-IV, და Nosko and Nefedovv. Russia, N 5753/09 და 11789/10, § 50, 30 ოქტომბერი 2014). ამავდროულად სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, სასამართლოს მიერ დანაშაულის პროვოკაციის ფაქტის გამოკვლევა განვითარდა ორი ტესტის საფუძელზე: დანაშაულის პროვოცირების მატერიალურ-სამართლებრივი ტესტი და პროცედურული ტესტი (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia N 18757/06, §§ 37 და 51, 4 ნოემბერი 2010). მატერიალურ-სამართლებრივი ტესტის მიხედვით, დანაშაულის პროვოცირების შესახებ მომჩივნის საჩივრის განხილვისას, სტრასბურგის სასამართლო, პირველ რიგში, გამოიძიებს, ჰქონდათ თუ არა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს საფუძვლიანი მიზეზები, რათა ჩაეტარებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება. კერძოდ, მათ უნდა აჩვენონ, რომ ფლობდნენ კონკრეტულ, ობიექტურ და სარწმუნო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ გადაიდგა თავდაპირველი ნაბიჯები, რათა განხორციელებულიყო დანაშაულის შემადგენელი ქმედებები; მათ ასევე უნდა აჩვენონ, რომ პოლიციის ჩართვის მომენტში სისხლის სამართლის დანაშაული უკვე სახეზე იყო (იხ. ზოგადად, Shannon v. the United Kingdom (განჩინება), N 67537/01, ECHR 2004-IV; Eurofinacom v. France (განჩნება), N 58753/00, ECHR 2004-VII; და Furcht v. Germany, N 54648/09, § 51, 23 ოქტომბერი 2014). ეს პრინციპი გამორიცხავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შეიძლება განიმარტოს როგორც მომჩივნის პროვოცირება დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა ჩადენილი, მაგალითად, როგორიცაა მომჩივანთან დაკავშირების ინიციატივა, შეთავაზების გამეორება მიუხედავად თავდაპირველი უარისა, დაჟინებული მოთხოვნა, ფინანსური მოგების დაპირება ან მომჩივნის თანაგრძნობაზე აპელირება (შედარებისთვის იხ. სხვა საქმეებთან ერთად Ramanauskas v. Lithuania [დიდი პალატა], N 74420/01, § 67, ECHR 2008; Malininas v. Lithuania, N10071/04, § 37, 1 ივლისი 2008; და Vanyan v. Russia, N 53203/99, §§ 11 და 49, 15 დეკემბერი 2005) (იხილე გადაწყვეტილება ჭოხონელიძე საქართველს წინააღმდეგ, საჩივარი N 31536/07, 28 ივნისი, 2018 წელი, პუნქტი 44).
3.2.30. როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მოქმედებდნენ კერძო პირისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან ასხვავებს ინდივიდუალურ საჩივრებსა და პოლიციის ინფორმატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (იხ. სხვა საქმეებთან ერთად Shannon, ციტირებული ზემოთ; Gorgievski v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”, N 18002/02, §§ 52 და 53, 16 ივლისი 2009; და Milinienė v. Lithuania, N 74355/01, §§ 37-38, 24 ივნისი 2008). ინფორმატორები თუ მონაწილეობას მიიღებდნენ პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციაში, დგებოდნენ სერიოზული რისკის წინაშე, რომ მათი როლი გაიზრდებოდა და დაემსგავსებოდნენ აგენტ-პროვოკატორებს, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის შესაძლო დარღვევით. აქედან გამომდინარე, თითოეულ საქმეზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედება დაწყებული იმ დროისთვის, როდესაც წყარომ თანამშრომლობა დაიწყო პოლიციასთან. დანაშაულის პროვოცირების თაობაზე საჩივრის შეფასებისას, ასევე მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, ჰქონდა თუ არა კერძო პირს, რომელმაც ხელისუფლებას აცნობა მომჩივნის სავარაუდო უკანონო ქმედების თაობაზე, ფარული განზრახვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული აგენტის მიერ ლეგიტიმურ ჩართვასა და დანაშაულის წაქეზებას შორის ხაზის გავლება რთული ამოცანა იქნება, თუ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში არ იარსებებს მკაფიო და განჭვრეტადი პროცედურა, ფარული ოპერაციების ავტორიზაციისა და მისი განხორციელების თვალსაზრისით; ხოლო ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდება, თუ სათანადოდ არ განხორციელდება მათზე ზედამხედველობა. სტრასბურგის სასამართლომ ფარული ოპერაციის საქმეებზე, ყველაზე ადეკვატურ საშუალებად სასამართლო ზედამხედველობა მიიჩნია. ფარული ოპერაციის განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემის დროს პროცედურული გარანტიების არარსებობა ქმნის თვითნებობისა და პოლიციის მხრიდან დანაშულის პროვოცირების რისკს (იხილე გადაწყვეტილება ჭოხონელიძე საქართველს წინააღმდეგ, საჩივარი N 31536/07, 28 ივნისი, 2018 წელი, პუნქტი 45).
3.2.31. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის ცნობილი საქმის გარემოებები ან მოვლენათა თაობაზე მხარეთა განსხვავებული ინტერპრეტაცია საშუალებას არ აძლევს სტრასბურგის სასამართლოს ზუსტად დაადგინოს იყო თუ არა მომჩივანი პოლიციის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების მსხვერპლი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროცედურულ ასპექტს. ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული სამართალწარმოების განხილვისას, სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის პროვოცირების თაობაზე საჩივრის პოტენციური შედეგი. ამრიგად, პირველ ყოვლისა, სასამართლო დაადგენს დანაშულის პროვოცირების თაობაზე საჩივარი წარმოადგენს თუ არა არსებით დაცვას ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ან იძლევა თუ არა მტკიცებულების გამორიცხვის საფუძველს ან იწვევს თუ არა მსგავს შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლო ზოგადად ეროვნულ ხელისუფლებას ანდობს, გადაწყვიტოს თუ რომელი პროცედურა უნდა გატარდეს სასამართლოს მიერ, დანაშაულის პროვოცირების თაობაზე საჩივრის არსებობის შემთხვევაში, ის მოითხოვს, ასეთი პროცედურა იყოს შეჯიბრებითი, ყოველმხრივი და ამომწურავი; ამასთანავე, ბრალდების განმახორციელებელ ორგანოს უნდა ეკისრებოდეს მტკიცების ტვირთი, რათა დაამტკიცოს დანაშაულის პროვოკაციის არარსებობა. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაადგინონ ის მიზეზები თუ რატომ დაიწყო მომჩივნის წინააღმდეგ ფარული ოპერაცია, აგრეთვე რა მოცულობით იყო ჩართული სამართალდამცავი ორგანო დანაშაულებრივ საქმიანობაში და რა სახის პროვოკაციას ან ზეწოლას დაექვემდებარა მომჩივანი. ეროვნული სასამართლოების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის ზოგადი სამართლიანობა, სხვებს შორის, ფარულ აგენტებსა და დანაშაულის პროვოცირების სხვა მოწმეებს უნდა მოუსმინონ სასამართლო პროცესზე და მოხდეს მათი ჯვარედინი დაკითვა დაცვის მხარის მიერ ან მინიმუმ ცნობილი უნდა გახდეს ის მიზეზები, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამის გაკეთება. პროცედურული ტესტის მიხედვით, სასამართლოს დასკვნებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის გამოსარკვევად, სისხლის სამართლის საქმის წარმოება განხორციელდა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად (იხილე გადაწყვეტილება ჭოხონელიძე საქართველს წინააღმდეგ, საჩივარი N 31536/07, 28 ივნისი, 2018 წელი, პუნქტი 45).
3.2.32. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ განსახილველ, ე------ისა და შ--------ას ბრალდების საქმეში გვაქვს სწორედ ის შემთხვევა, როდესაც საქმის გარემოებების და მოვლენათა თაობაზე მხარეებს წარმოდგენილი აქვთ არსებითად განსხვავებული ინტერპრეტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში ბანიკოვა რუსეთის წინააღმდეგ, 2010 წლის 4 ნოემბერი, განაცხადი N 18757/06, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ აგენტ პროვოკატორებზე სარჩელის განხილვის აუცილებელი შემადგენელია პროცედურული ასპექტის განხილვა (პუნქტი 51), ამავდროულად სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „გარდა ამისა, პროცედურული ასპექტები გადამწყვეტი მნიშვნელობისა ხდება საქმეებში, სადაც მასალის ნაკლებობის ან მხარეების მიერ მოვლენათა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო სასამართლო სათადო ხარისხით ვერ ადგენს ფაქტების უტყუარობას - დაექვემდებარა თუ არა განმცხადებელი პოლიციის წამქეზებლობას.
3.2.33. ჭოხონელიძის საქმეში, სტრასბურგის სასამართლომ დანაშაულის პროვოცირების პროცედურული ტესტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ერთადერთი ძირითადი პროცედურულ ხარვეზი, რომელიც ღია დარჩა ეროვნულ დონეზე - არის ამ უკანასკნელის (მომჩივნის) განცხადება, რომ ის იყო პოლიციის მიერ დანაშულის პროვოცირების მსხვერპლი და ეროვნულმა სასამართლოებმა არ განიხილეს აღნიშნული განცხადება (იხ. პუნქტი 47).
3.2.34. სასამართლომ შეაფასა საკითხი სამართალდამცავი ორგანოები შემოფარგლული იყვნენ თუ არა დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიების არსებითად პასიური მეთოდით. ამ პროცესში სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მომჩივანს, აღნიშნულ ინციდენტამდე ჩადენილი ჰქონდა კორუფციასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულები, ნასამართლეობის არ ქონა, საქმის სხვა გარემოებებისგან განცალკევებით, არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დამადასტურებელი იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები, მას შემდეგ, რაც ქ-ნმა ქ-მ მათ აცნობა გუბერნატორის მოადგილის მიერ ქრთამის მოთხოვნის თაობაზე, ფარული ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტექნიკური და ფინანსური თანადგომა, იმ პირის მიმართ რომელმაც დადასტურებულად მიიღო ქრთამზე მოთხოვნა - ისე რომ ამ უკანასკნელს შეძლებოდა დანაშაულის ჩაწერა - არ შეიძლება გაიგივებული იყოს პოლიციის მიერ ფარული ოპერაციის ჩატარების დასაშვები ფარგლების გადამეტებასთან (იხ. პუნქტი 48).
3.2.35. სტრასბურგის სასამართლომ, დანაშაულის პროვოცირების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ტესტების შეფასებისას მიუთითა შემდეგზე: ქალბატონი ქ. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობდა არაერთ სხვა სისხლის სამართლის საგამოძიებო პროცესში და მან სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ 2005 წლის 1-ლ დეკემბერს, როდესაც პირველად მივიდა მომჩივანთან, იგი უკვე მოქმედებდა სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუქციების მიხედვით. თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვერსიით, მომჩივნისთვის ქრთამის შეთავაზება არ ყოფილა ქ-ნი ქ-ს იდეა, არამედ ინიციატივა მომდინარეობდა სწორედ მომჩივნისგან, რომელმაც დახმარების გაწევის სანაცვლოდ მოითხოვა 30 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი ეროვნული სასამართლოების წინაშე ამტკიცებდა, რომ მას არ ჰქონია მიღებული ფულის პირადი მოხმარების განზრახვა, ეს მტკიცება ვერ ამართლებს, ქ-ნ ქ-სთან საუბრის დროს, მის მიერ თანხის მიღების ინიციატივის გამოჩენასა და ფინანსური ასპექტების წამოჭრას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საქმის მასალებში არსებული მასალების საფუძველზე, სასამართლო ვერ შეძლებს განსაზღვრული სიზუსტით დაასკვნას, რომ ქ-ნ ქ-ს ჰქონდა აქტიური და გადამწყვეტი როლი იმ გარემოებების შექმნაში, რომელმაც წარმოშვა ქრთამის აღების დანაშაული. ამრიგად, სასამართლოს მატერიალურ-სამართლებრივი ტესტი არასაკმარისია (იხ. პუნქტი 49).
3.2.36. ევროპულმა სასამართლომ პროცედურული ტესტის გამოყენებისას გამოიკვლია ეროვნული სამართალწარმოების დროს ჰქონდა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა, ეფექტურად წამოეჭრა პოლიციის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების საკითხი. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის გამოყენებით ფარული აგენტის ჩართვა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქალბატონი ქ-ს ფარული მისიით მომჩივანთან გაგზავნა, არ მომხდარა სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების ან ზედამხედველობის ფარგლებში (იხ. პუნქტი 51). გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს სხვა მთავარი მოწმის, ქ-ნი ნ-ს, სასამართლო პროცესზე დასწრება და მისი დაკითხვა; მომჩივნისა და ქ-ნი ქ-ს განცხადებით, აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, სამართალდამცავების კიდევ ერთი ფარული აგენტი იყო. ასეთ გარემოებებში, არ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის პროვოკაციის ბრალდებები სასამართლომ განიხილა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით; გარდა ამისა, სასამართლოს არ წარმოუდგენია ადეკვატური მიზეზები, თუ რატომ უარყო მომჩივნის დაცვის პოზიცია (იხ. პუნქტი 52). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, წინამდებარე საქმეში არ არსებობდა საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოაწესრიგებდა მომჩივნის წინააღმდეგ ფარული ოპერაციის დაწყებას, საქმიანობის ფარგლებში ფარული აგენტები არ მოქმედებდნენ მკაცრად პასიური ფორმით, პროკურატურამ ვერ შეასრულა დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სასამართლომ სათანადოდ არ განიხილა მომჩივნის დასაბუთებული არგუმენტი დანაშაულის პროვოკაციის შესახებ - სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს ცნებას (იხ. პუნქტი 53).
3.2.37. პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებულთაგან არცერთი დარღვევა განსახილველ საქმეში არ არსებობს. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება გასაჩივრებული განაჩენი, მოქმედი კანონმდებლობის დაცვითაა მოპოვებული. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თავდაპირველად შ--------ასა და ე------ისათვის მიმართვისას მ------–---–ი და თ-------ი უკვე მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუქციების მიხედვით. განცხადების შემდგომი ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია სასამართლოს კონტროლით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გადრა ამ ორი პირის, მსჯავრდებულებთან სხვა ისეთ პირსაც ჰქონდა კავშირი, ვინც სასამართლოში არ დაკითხულა და დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა ასეთი პირის ჩვენების უშუალოდ გამოკვლევის. ამ მოცემულობების გათვალისწინებით განსახილველი საქმე არსებითად განსხვავდება ჭოხონელიძის საქმისაგან და ტოვებს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მსჯავრდებულების შუღაიასა და ე------ის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
3.2.38. ამ დასკვნის სისწორეს ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის ფაქტობრივი გარემოებები პრაქტიკულად განსახილველი საქმის ანალოგიურია. საქმეში მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ დადგენილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა პიროვნებამ და განაცხადა, რომ განმცხადებელმა, იყო რა თანამდებობის პირი, მისი სარჩელის მისსავე სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის მოითხოვა ქრთამის სახით ახალი ავტომანქანა. განცხადებას თან ერთვოდა ფარული ჩანაწერი, რომელიც მოქალაქემ განახორციელა თავისი ინიციატივით და ასახული იყო ქრთამის მოთხოვნის ფაქტი. ამ შინაარსის განაცხადის მიღების შემდეგ პოლიციამ განმცხადებელი აღჭურვა თანხით, ტექნიკური საშუალებებით და განახორციელეს არაერთი ფარული ჩაწერა. საჩივრის გადაწყვეტისას, იმის დასადგენად, შემოიფარგლა თუ არა პოლიცია დანაშაულებრივი საქმიანობის არსებითად პასიური გზით გამოძიებით, სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა: არ არსებობდა მტკიცებულება, რომ განმცხადებელმა ადრეულ ეტაპზევე ჩაიდინა დანაშაულები, განსაკუთრებით კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულები. თუმცა აღნიშნულ საქმეში ინიციატივა გამოიჩინა SS-მ, ფიზიკურმა პირმა, რომელმაც საჩივრით მიმართა პოლიციას, როდესაც გაიგო, რომ განმცხადებელს შეიძლება მის საქმეში სასურველი შედეგის მისაღწევად ქრთამი მოეთხოვა. შესაბამისად, პოლიციამ მიმართა გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელმაც განახორციელა გამოძიების ავტორიზაცია და განაგრძო აღნიშნული გამოძიება დანაშაულებრივი საქმიანობის სიმულაციური მოდელის სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში (იხ, მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება, 2008 წლის 24 ივნისი, განაცხადი N 74355/01, პუნქტი 37).
3.2.39. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ იმის მსგავს ქმედებებს, რაც გამოძიებამ ჩვენს მიერ განსახილველ საქმეში განახორციელა მ------–---–ის და თ-------ის მეშვეობით, სრტასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს იმგვარ აქტიურ ქმედებად, რომელიც დანაშაულის ჩადენაში პირის წაქეზებად ჩაითვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმავე მილინიენეს საქმეში სტრასბურგის სასამართლომ განმარტა შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ SS-ს პოლიციის მხარდაჭერა ჰქონდა, რათა განმცხადებლისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური სტიმულირება შეეთავაზებინა და მას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს მათი საუბრის ჩასაწერად, აშკარაა, რომ პოლიციამ ზეგავლენა მოახდინა განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა სასამართლო არ მიიჩნევს, რომ პოლიციამ საკუთარი როლი ბოროტად გამოიყენა სისხლისსამართლებრივი საჩივრების ვერიფიკაციის ვალდებულებებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობაზე სასამართლო კორუფციის მავნე ზემოქმედების აღმოფხვრის მნიშვნელობის გათვალისწინებით. სასამართლო არც იმას მიიჩნევს, რომ პოლიციის როლი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გადამწყეტი ფაქტორი SS-ისა და განმცხადებლის ქმედება იყო. ამის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება იმ ფაქტს, რომ დასაბალანსებლად პოლიციას შეიძლება უფრო მეტად „მიეღო მონაწილეობა“ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ვიდრე მოეხდინა მათი ინიცირება. შესაბამისად, მათი ქმედებები ფარული საქმიანობის საზღვრებს არ გასცდენია (იხ, მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება, 2008 წლის 24 ივნისი, განაცხადი N 74355/01, პუნქტი 38).
3.2.40. ევროსასამართლოს ამ განმარტებიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების მხრიდან მ------–---–ის და თ-------ის ფინანსური სტიმულირება, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევდა საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ იმ ოდენობის თანხები, რაც მათ რეალურად არ გააჩნდათ, ასევე მათი აღჭურვა და საუბრის ჩაწერა, არ წარმოადგენს დარღვევას. ეს დასკვნა გამომდინარეობს იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ მსგავსად ზემოთ მითითებულის, განსახილველ შემთხვევაშიც გადამწყვეტია მსჯავრდებულ შ--------ასა და ე------ის ქმედება, მათი აქტიური როლი დანაშაულებრივი სქემის დაგეგმვის და შესრულების დროს.
3.2.41. მილინიენეს საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა ასევე შემდეგ გარემოებებს: განმცხადებელს ეროვნულ სასამართლოებში დანაშაულის წაქეზების მკაფიო არგუმენტების წარდგენა შეეძლო; მას შემდეგ რაც SS-ი დაუკავშირდა პოლიციას, გამოძიების დასაწყებად აშკარად საკმარისი საფუძვლები არსებობდა; SS-ს არ ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა განმცხადებელთან, რომლისაგანაც შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას განმცხადების დასმენის ფარული (იგულისხმება პირადი) მოტივი არ ჰქონია; მოდელი კანონიერად იქნა ჩამოყალიბებული და დანერგილი; სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია განმცხადებლის მიერ დაწყებული დავის გადაწყვეტა ეროვნული სასამართლოების მიერ ფაქტების შესახებ გაკეთებული დასკვნების მიხედვით. საკმარისა აღნიშნოს, რომ განმცხადებელს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, გაესაჩივრებინა მის წინააღმდეგ გამოყენებული მტკიცებულების ავთენტურობა და სისწორე (იხ, მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება, 2008 წლის 24 ივნისი, განაცხადი N 74355/01, პუნქტი 39-40). პალატა აღნიშნავს, რომ ეს პრინციპები სრულად დაცულია განსახილველ საქმეშიც. მათ შორის არ გამოკვეთილა და არც დაცვის მიერ დასახელებულა რაიმე პირადი მოტივი, რის გამოც მ------–---–ის და თ-------ს შესაძლოა ემხილათ მსჯავრდებულები. დაცვის მხარეს ბრალდების ყველა მტკიცებულება გადაეცა კანით დადგენილ ვადაში, ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ ყოფილა. შესაბამისად, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია დაცვის ყველა მოსაზრება და შეაფასა მათზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გზით.
3.2.42. დაცვა მ------–---–ის და ბ--------ს წარსულში არაერთ თანამშრომლობას გამოძიების ორგანოებთან მიიჩნევს მათ მაკომპრომენტირებელ გარემოებად. გარდა ამისა, დაცვა აღნიშნავს, რომ შ--------ასა და ე------ესთან ურთიერთობისას მათ იცრუეს არაერთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ. ისინი რეალურად არ არიან ბიზნესმენები და არანაირი გასართობი ც-------ს გაკეთება არ სურდათ, მათი მიზანი იყო მხოლოდ თანამდებობის პირების მხილება. მ-----აშვლს არც თანხები ჰქონდა ასეთი ც-------ს გასაკეთებლად და არც რაიმე ბიზნეს გეგმა. მან იცრუა ასევე იმის შესახებაც, თითქოს კონკრეტული პირებისაგან უნდა მოეზიდა ეს თანხები. მიიჩნევს რა დადგენილად ამ ფაქტობრივ გარემოებებს, დაცვა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის არ შეიძლება სარწმუნო იყოს ასეთი პირების ჩვენებები.
3.2.43. პალატა განმარტავს, რომ მოწმის ვინაობა, მისი წარსული, წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი ჩვენების საწმუნოობის ასპექტში შეფასებისათვის, მაგრამ არა ერთადერთს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამისათვის საჭიროა არაერთი იმ გარემოების ერთობლიობაში შეფასება, რაზედაც მითითებულია ამ განაჩენის 3.2.15. პუნქტში. პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, მოწმის ვინაობა, მისი ეკონომიური მდგომარეობა, საქმიანობა და სხვა მსგავსი გარემოებები, რაც უშუალო შეხებაში არ არის ბრალდების შინაარსთან, არ წარმოადგენს სასამართლოს კვლევის საგანს. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მ------–---–ი და თ-------ი რეალურად არ იყვნენ ბიზნესმენები, არ გააჩნდათ ამისათვის სათანადო სახსრები და ადრეც თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან დანაშაულის გამოვლენის მიზნით. ამ მოტივით არ შეიძლება მათი ჩვენებების გაზიარება.
3.2.44. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც ასეთი გარემოებები, უტყუარადაც რომ იყოს დადგენილი, უპირობოდ ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი. ევროსასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ჯონ ჯეიმს შენონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, არსებობდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჟურნალისტმა მ-მ მიიღო სატელეფონო ზარი ინფორმატორისაგან, რომლის თანახმადაც მსახიობი ჯონ ჯეიმს შენონი ნარკოტიკებით ამარაგებდა „შოუ ბიზნესის“ წარმომადგენლებს. მხილების მიზნით, ჟურნალისტმა მ-მ მსახიობთან შეხვედრა დაგეგმა სასტუმროში. შეხვედრის ოთახი წინასწარ აღჭურვა აუდიო და ვიდეო აპარატურით. შეხვედრა მოაწყო ისე, რომ თვითონ გამოვიდა შეიხის როლში, ხოლო გაზეთის სხვა თანამშრომლებს ათამაშა მისი ამალის როლი. შეხვედრის დროს ჟურნალისტმა მ-მ წამოჭრა ნარკოტიკების თემა და აღნიშნა, რომ კოკაინი სჭირდებოდა დუბაიში გასამართი წვეულებისათვის. საუბარში აქტიურობდა ასევე მ-ის ასისტენტი, რომელიც თამაშობდა შეიხის ასისტენტის როლს. შედეგად ჯონ ჯეიმს შენონმა იშოვა და გადასცა ნარკოტიკი მ-ს. მეორე დღეს მ-მ გაზეთში დაბეჭდა სტატია სადაც აღწერა მომხდარი და ამხილა ჯონ ჯეიმს შენონი. სტატიის ბოლოს ჟურნალისტი პოლიციას სთავაზობდა მასალის გადაცემას, რაც რეალურადაც განახორციელა და ამის შედეგად ჯონ ჯეიმს შენონი დააპატიმრეს. ამავდროულად ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას ადრეც არაერთხელ განუხორციელებია მსგავსი ოპერაციები და მისი წყალობით წარმატებით გაიხსნა 89 დანაშაული. როგორც ვხედავთ, დასახელებული გარემოებები მთლიანად და უფრო მკვეთრი სიმწვავით მოიცავს იმ კომპონენტებს (სიცრუე, დამაჯერებლობისათვის ლეგენდის გამოგონება, ადრე პოლიციასთან თანამშროლობა), რაზედაც განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე უთითებს და რაც მისი აზრით, ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ შემთხვევაში არ დაუდგენია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევა. შესაბამისად, ჩამოთვლილი ქმედებები სასამართლოს არ შეუფასებია იმგვარად, რაც უპირობოდ გამორიცხავს ამის ჩამდენი პირის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯონ ჯეიმს შენონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, საჩივრის N67537/01, 6 აპრილი, 2004 წელი, (სრულად)).
3.2.45. როგორც აღინიშნა, მ------–---–ისა და თ-------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები თანხვედრაშია საქმეზე გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებებათან რაც მათ საწმუნოს ხდის. აღნიშნული მოცემულობა იმდენად მყარია, რომ მასზე გავლენას ვერ ახდენს დაცვის მხარის მიერ დასახელებული ფაქტორები. რიგ შემთხვევებში ბიზნესსაქმიანობის, პირადი ურთიერთობების, სამართალდამცველ ორგანოებთან წარსული ურთიერთობის და სხვა გარემოებების შესახებ, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე მათი არადამაჯერებელი პასუხები ვერ გახდება ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. მით უმეტეს მათი ამგვარი პასუხები შეიძლება განპირობებული იყოს საქმესთან კავშირში არმყოფი პირადი მიზეზებითაც. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ გამოძიებასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობა როგორც წესი მოიცავს, ამ პროცესში მიღებული ინფორმაციის გაუთქმელობას. შესაბამისად სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომლის თანახმადაც, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე (ან საქმეებზე) დასმული კითხვების ირგვლივ, მოწმის პასუხი, რომ არ ახსოვს მოვლენები, შესაძლოა სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნით იყოს გამოწვეული. მთავარი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი არის ის, რომ მოცემული საქმის ფარგლებში არ დადასტურდა მ-----ა მ------–---–ის და კ------- თ-------ის თავდაპირველადვე თანამშრომლობა გამოძიებასთან.
3.2.46. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია დ-------- შ--------ასა და გ---- ე------ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნევს, რომ შ--------ასა და ე------ის ბრალეულობის საკითხი უნდა გადაწყდეს სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად.
4. სამართლებრივი შეფასება
4.1. კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით კრიმინალიზებულია კომერციული მოსყიდვა, - სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ზემოაღნიშნული მუხლი წარმოადგენს სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირთა, ასევე იმ პირთა მიერ, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში თავიანთი ულებამოსილების განხორციელებისას ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად კანონმდებლის მიერ შექმნილ გარანტიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ხელყოფის ობიექტია სამეწარმეო ურთიერთობათა სფერო, ნორმალური კომერციული ურთიერთობები, რაც ირღვევა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც უკანონო გასამრჯელოს (ქონებრივ მომსახურებას) იღებენ ან გადასცემენ მას.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ამ მუხლით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმით, მათ შორის - იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ასევე მუშაობს ორგანიზაციაში, პირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნასა და მიღებაში, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება პირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნის მომენტიდან. რაც შეეხება მოსყიდვით განპირობებული მოქმედების შესრულებას თუ შეუსრულებლობას, იგი დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს გარეთ რჩება.
4.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დ-------- შ--------ამ, გააჩნდა რა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და გ---- ე------ემ, მუშაობდა რა ამ ორგანიზაციაში, მ-----ა მ------–---–სა და კ------- თ-------ს, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ „სე-----------–----–-------- მ---–---–- - ა---–------------ს ცენტრში“ მდებარე ფართის იჯარით აღებაში, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მოსთხოვეს ფულადი თანხა - 30 000 ლარი. აღნიშნულის სანაცვლოდა დაჰპირდნენ, რომ ფართის ერთ ნაწილს იჯარით მისცემდნენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, მეორე ნაწილს კი, დამატებით სარგებლობაში ხელშეკრულების გარეშე გადასცემდნენ. მოგვიანებით, მოთხოვნის შესაბამისად დ-------- შ--------ამ და გ---- ე------ემ მიიღეს თანხის ნაწილი - 15 000 ლარი. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის ქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
4.5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლის თანახმადაც: დ-------- შ--------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად; გ---- ე------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - კომერციული მოსყიდვა, იმ პირის მიერ, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში, პირდაპირ თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. შესაბამისად, დ-------- შ--------ა და გ---- ე------ე დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით და განესაზღვროთ ამ დანაშაულისათვის კანონით დადგენილი სასჯელი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. დ-------- შ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებლები: ის არაერთხელ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სამსახურებრივი საქმიანობის სფეროში, რამდენჯერმე გამოეცხადა მადლობა. დ-------- შუარღაიას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.2. გ---- ე------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება
6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე დამნაშავის პიროვნება დ-------- შ--------ას მიმართ მხედველობაში მიიღო 5.1. პუნქტში მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. ამავე საკითხის გადაწყვეტისას, გ---- ე------ესთან მიმართებაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მას ჰყავს პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული ოჯახის წევრი, რომელიც იმყოფება მხოლოდ მისი მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ.
6.6. მიუთითა რა აღნიშნულზე, შემდგომში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა: „გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ბრალდებულების მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება იქნება შეუფერებლად მკაცრი ღონისძიება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლოს შეფასებით დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო, სასჯელის სახედ განსაზღვრული უნდა იქნას ჯარიმა. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ამ შემთხვევაში დ-------- შ--------ას დანაშაულში მისი როლის და თანამდებობრივი იერარქიის გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო გ---- ე------ეს ერთი მხრივ დანაშაულებრივ სქემაში მისი როლის და მეორე მხრივ სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი პირთა სოციალური მდგომარეობის და ასაკის გათვალისწინებით, არის პროპორციული და უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას. ძირითად სასჯელთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულებს 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალოთ დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალოთ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება)“.
6.7. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ მსჯელობას, და სასჯელის დამძიმების მოთხოვნით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თაობაზე აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 296-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე. ამავე დროს, მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების შესრულებას, რამდენადაც მისი დანიშვნისას გათვალისწინებული არ არის ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული გარემოებები. პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების ეს მოსაზრება ატარებს ზოგად ხასიათს და გამყარებული არ არის თუნდაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, უკვე გამოკვლეული რაიმე მტკიცებულებით. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმსუბუქესთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----- ჩ-------ის და გ--- მ-----–---–ის, ასევე ს----–-–------------------------------------------–-–---------------------------------------–-----------------–----– სააგენტოში და გ-------–-----------–--–- გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის ე-–------- გ------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დ-------- შ--------ას და გ---- ე------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ-------- შ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2016 წლის 16 მარტიდან - 2016 წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალოს დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).
დ-------- შ--------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 18 მარტის, განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გ---- ე------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2016 წლის 16 მარტიდან - 2016 წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალოს დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).
გ---- ე------ეს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკი და ექსპერტიზის დასკვნას დართული თაბახის ფურცელი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გ---- ე------ის და დ-------- შ--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები სიმბარათებთან ერთად - დაუბრუნდეთ მსჯავრდებულებს.
ა(ა)იპ ,,ს-----ს მ---–---–- ა---–------------ს ც-------ს“ შენობის პირველ სართულზე არსებული ფართის ჩხრეკისას ამოღებული ოპერატიული ღონისძიებისთვის გამოყოფილი ფულადი თანხა 15 000 ლარი - დაუბრუნდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი