განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
110100119002861049
ინსტანცია
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100119002861049

საქმე №1/ბ-604-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - ვ------- ნ------ის

ადვოკატის - ნ--- ფ------ის

მსჯავრდებულის - გ------- ფ--------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის გ------- ფ--------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ.პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თერჯოლა, სოფელი ძ-----;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ფ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ გ------- ფ--------ეს სახის არეში ხელი დაარტყა ე-–------ ც---–---ემ. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ------- ფ--------ემ შურისძიების მოტივით განიზრახა ე-–------ ც---–---ის განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით მან ხელის დარტყმით ძირს წააქცია ე-–------ ც---–---ე, რის შემდეგაც ეზოში განთავსებული მაგიდიდან აიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით, აღნიშნული დანა ორჯერ დაარტყა წაქცეულ ე-–------ ც---–---ეს მუცლის არეში, რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით ე-–------ ც---–---ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. ადგილზე მყოფი ვ------- ღ--------ის აქტიური ჩარევის შედეგად გ------- ფ--------ემ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხოლო ე-–------ ც---–---ე გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შედეგად გადარჩა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ფ--------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ გ------- ფ--------ეს სახის არეში ხელი დაარტყა ე-–------ ც---–---ემ. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ------- ფ--------ემ, ე-–------ ც---–---ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახვით ცივი იარაღი - დანა ერთხელ დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით ე-–------ ც---–---ეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით გ------- ფ--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 14 იანვრიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები

 

3.1 აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში, გ------- ფ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ------- ფ--------ის სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა გ------- ფ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლოში არსებითად გამოკვლეული მტკიცებულეებით, დაზალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო, ტრასოლოგიური დაბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ გ------- ფ--------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. რაც შეეხება თვით მსჯავრდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, არ არის სარწმუნო და აღნიშნული ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

 

3.2. აპელანტი - მსჯავრდებული გ------- ფ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მისი ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლზე, ვინაიდან მას არ ჰქონია დაზარალებულის არც მოკვლის და არც სხეულის მძიმედ დაზიანების განზრახვა. დედის მისამართით გინებამ და სახეში სილის გაწვნამ იგი ჩააგდო აფექტის მდგომარეობაში, რის გამოც დაკარგა თავზე კონტროლი. მისი ქმედება გამოწვეული იყო დაზარალებულის მაპროვოცირებელი ქმედებით.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

მსჯავრდებულ გ------- ფ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ--- ფ------ეს, რომლებიც დაეთანხმნენ მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ფ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ, სასამართლოში გამოკვლეულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ე-–------ ც---–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სოფელ ძევრში, მეუღლის მშობლების სახლში. სუფრაზე იყვნენ - მეუღლე თ----- ღ--------ე, სიმამრი - ვ------- ღ--------ე, სიდედრი - ი---- ფ--------ე, გ--- ღ--------ე, გ--- ღ--------ე, გ------- ფ--------ე და სხვა სტუმრები. სუფრის მსვლელობის დროს, ვინაიდან დათვრა, გავიდა გარეთ, სადაც, ასევე, იმყოფებოდა გ------- ფ--------ე, რომელიც წვავდა მწვადს და უთხრა, რომ უნდა წასულიყო, ვინაიდან მეტი აღარ შეეძლო. აღნიშნულზე, შეკამათდა გ-------სთან, რა დროსაც შეაგინა მას კეთილების მისამართით და გაარტყა ხელი. გაღიზიანებულმა გ-------მ, მოუქნია დანა, რომელიც მოხვდა მუცლის არეში, დაიხია უკან და წაიქცა. ცდილობდა წამოდგომას, მაგრამ ვერ ადგა. დაინახა, რომ მისი სიმამრი ვ.ღ--------ე ეძიძგილავებოდა გ-------ს, აჩერებდა და მიჰყავდა სახლის მიმართულებით, ეუბნებოდა გაჩერდიო. დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს, გ------- ცდილობდა თუ არა მისთვის დანის მეორედ დარტყმას. შემთხვევის დროს მას ეცვა სპორტული შარვალი, სვიტერი და ტყავის ქურთუკი. ტანსაცმელს, შემთხვევამდეც ჰქონდა დაზიანებები, გახევისა და გასერვის სახით. გ-------სთან ყოველთვის მეგობრული და კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ვ------- ღ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 იანვარს ჰქონდა შვილის დაბადების დღე და ჰყავდა სტუმრები, მათ შორის ქალიშვილი თ----- ღ--------ე და მისი ქმ---- ე-–------ ც---–---ე. ე-–------ იყო თამადა. რამდენიმე ხანში, როდესაც ე-–------მ ორი ბოთლი ღვინო დალია, თქვა, რომ მეტი აღარ შეეძლო და გავიდა გარეთ, უნდა წასულიყო სახლში. ამ დროს, გ------- ფ--------ე გარეთ იყო, მწვადს წვავდა. წასვლის გამო, გ-------სა და ე-–------ს შორის მოხდა შელაპარაკება, „თუ არ შეგეძლო, რას დგებოდი თამადად“, უთხრა გ-------მ. აღნიშნულზე, ე-–------მ კეთილების მისამართით შეაგინა გ-------ს და ხელი გაარტყა სახეში. განერვიულებულმა გ-------მ, დანა დაარტყა ე-–------ს მუცლის არეში. მეორედაც მოიქნია დანა გ-------მ, თუმცა მივარდა, გაარტყა სახეში და დანა გააგდებინა ხელიდან. გ------- გაიქცა სახლიდან. ძირს დაგდებული დანა აიღო, გაისვა ფეხზე და დადო მაგიდაზე. მას შემდეგ რაც დაჭრილი ე-–------ ც---–---ე წაიყვანა სასწრაფომ, გ------- ფ--------ე დაბრუნდა სახლში და ჩაბარდა პოლიციას. მოწმის განმარტებით, მან, მხოლოდ ერთი დარტყმის ფაქტი დაინახა.

 

მოწმის სახით დაკითხულ თ----- ღ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სტუმრად მამასთან სახლში და აღნიშნავდნენ ძმის, გ--- ღ--------ის დაბადების დღეს. სუფრაზე ყოფნის დროს, მისი მეუღლე - ე-–------ ც---–---ე, რომელიც იყო თამადა, გახდა ცუდად და გავიდა გარეთ, სადაც იმყოფებოდა გ------- ფ--------ე, რომელიც წვავდა მწვადს. ე-–------მ უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო და უნდა წასულიყო. გ-------მ უთხრა, რომ სირცხვილი იყო სტუმრებთან, შესულიყო და კიდევ დაელია ერთ ჭიქა ღვინო. აღნიშნულზე, გ------- და ე-–------ შეკამათდნენ, რა დროსაც ე-–------მ შეაგინა გ-------ს და სახეში გაარტყა. დაინახა, რომ გ-------მ დანა მოიქნია ე-–------ს მიმართულებით, რომელიც მას მოხვდა მარცხენა გვერდზე და წაიქცა. როდესაც გ-------მ დანა მოიქნია ე-–------ს მიმართულებით და სისხლი წამოუვიდა, ვ.ღ--------ემ გააჩერა გ------- და ეს უკანასკნელი წავიდა სახლიდან. მოწმის განმარტებით, გ------- მას შემდეგ დაბრუნდა სახლში, როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე. გ-------ს და ე-–------ს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში. მას არ დაუნახავს, მეორედ მოუქნია თუ არა გ-------მ დანა ე-–------ს.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ--- ღ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, სტუმრებთან, მათ შორის სიძე ე-–------ ც---–---ესთან ერთად და აღნიშნავდნენ მის დაბადების დღეს. თვითონ არ სვამდა, ვინაიდან იღებდა წამლებს. დედამისი გახდა ცუდად, რის გამოც დისშვილთან ერთად წავიდა სასწრაფოს დასახვედრად. როდესაც უკან დაბრუნდა, ე-–------ ც---–---ე იწვა მიწაზე და წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციის მისვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. მოწმის განმარტებით, ე-–------ს და გ-------ს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და რაიმე უთანხმოება მათ შორის არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------- ჯ--------ს განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ექსპერტ გ------- ქ---------ესთან ერთად გამოცხადდა თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც, ხელოვნური განათების პირობებში, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები - მოწითალო ფერის ლაქები, მუთაქა, გადასაფარებელი, პერანგი, დანა. ასევე, მოახდინეს ფოტოგადაღება. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- გ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, მასზედ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში მცხოვრები ვ.ღ--------ე ითხოვდა დახმარებას, სახლში მომხდარი დაჭრის გამო. თანამშრომლებთან, ე----- პ--------ესთან და ა---------– ბ-----–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ვ.ღ--------ე, რომელმაც განუმარტა, რომ შელაპარაკების დროს, შვილმა გ------- ფ--------ემ მუცლის არეში დაჭრა სიძე ე-–------ ც---–---ე. ე-–------ ც---–---ე იწვა მიწაზე, მას მუცელზე დაფარებული ჰქონდა ადიელა, რომელიც სისხლიანი იყო. ვ.ღ--------ის განმარტებით, დაჭრის შემდეგ გ.ფ--------ე გაიქცა სახლიდან. რამდენიმე ხანში, სასწრაფოს მიერ წაყვანილი იქნა ე.ც---–---ე. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში კი ადგილზე მივიდა გ------- ფ--------ე, რომელმაც აღიარა, რომ შელაპარაკების დროს, ე-–------ ც---–---ეს მუცლის არეში დაარტყა დანა. აღნიშნულის გამო, ა---------– ბ-----–---–ის მიერ, ადგილზე, დაკავებული იქნა გ.ფ--------ე, რომელსაც განემარტა უფლებები და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ასევე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც დაილუქა ადგილზე, ხელი მოაწერეს და გადაეცა გამომძიებელს. ასევე, ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ე----- პ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლად. 2019 წლის 15 იანვარს, თერჯოლის რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 14 იანვარს შესული შეტყობინების საფუძველზე, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები - სისხლის ლაქები, გადასაფარებელი, მუთაქა, პერანგი და დანა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და გაკეთდა ხელის მოწერები. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს ადგილზე შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმი. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა თ--------–-----ის მედდა და მისგან ამოიღო ე.ც---–---ის ტანსაცმელი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ბ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო გ.ფ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი დ საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები. შეადგინა გ.ფ--------ის დაკავების ოქმი და გამოკითხა ბრალდებულის სახით. ამოიღო გ.ფ--------ის ტანსაცმელი და შეადგინა ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო გ.ფ--------ეს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცის ე.ც---–---ისა და გ.ფ--------ის მიმართ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, მსჯავრდებულმა გ------- ფ--------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ჰყავდათ სტუმრები და ე-–------ ც---–---ე იყო თამადა. რამდენიმე ხანში გავიდა გარეთ, მწვადის შესაწვავად. რამდენიმე ხანში, ასევე, გარეთ გავიდა ე-–------ ც---–---ე, რომელმაც უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო და უნდა წასულიყო სახლში. მის კითხვაზე, თუ არ შეეძლო რას დგებოდა თამადად, ე-–------მ მას უწოდა ლაწირაკი, შეაგინა და ხელი გაარტყა სახეში. გარტყმის დროს დაიხია უკან, რა დროსაც მოიქნია მისკენ დანიანი ხელი, რომელიც ე-–------ს მოხვდა მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ დანა დააგდო ძირს და გაიქცა. სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ე-–------ სასწრაფომ წაიყვანა და პოლიცია მივიდა. დაბრუნებული ჩაბარდა პოლიციას. მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა ე-–------ ც---–---ეს და დანის 2 ჯერ დარტყმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როდესაც ე-–------ს დანა დაარტყა, დაახლოებით 2 ან 3 ჭიქა ჰქონდა დალეული. პროკურორის მიერ, ბრალდებულ გ.ფ--------ის თანხმობით გამოქვეყნებული იქნა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 33-35) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „სიტყვიერი კამათის დროს, ე-–------მ მითხრა, რომ გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთო და ადგა სუფრიდან და გავიდა გარეთ, მეც გავყევი ე-–------ს. როდესაც გავედით მე და ე-–------ ც---–---ე ეზოში, ჩვენ კვლავ შევკამათდით ერთმანეთთან სიტყვიერად, მან შემაგინა და მარცხენა გაშლილი ხელი დამარტყა ერთჯერ სახეში, მარჯვენა მხარეს. დარტყმის შემდეგ მე წავიქეცი, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია და რაიმე სახის დაზიანება არ მიმიღია. როდესაც წამოვდექი, მეც დავარტყი ე-–------ს ხელი სახის არეში და ისიც წაიქცა. ამ დროს, მე, ეზოში, იქვე არსებული ხის მაგიდიდან ავიღე მომწვანო ფერის ტარიანი პურის საჭრელი დანა და წაქცეულ ე-–------ ც---–---ეს დავარტყი მუცლის არეში ორჯერ. დანის დარტყმის შემდეგ ე-–------მ დაიყვირა რომ „დანა დამარტყა და მომეშველეთო“, როდესაც მე და ე-–------ ეზოში ვჩხუბობდით იქ იყვნენ ე-–------ს მეუღლე თ-----ი და ჩემი მამინაცვალი ვ------- ღ--------ე, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს გაშველებას. მე დანა, მას შემდეგ, რაც ე-–------ს დავარტყი ორჯერ მუცლის არეში, ვ-------მა წამართვა ხელიდან. მე შემეშინდა და გავედი სახლის უკანა მხარეს სიბნელეში დასამალად“. პროკურორის შეკითხვაზე, გ------- ფ--------ემ განაცხადა, რომ გამოძიებაში მისცა ჩვენება, თუმცა ანერვიულებული იყო და რას იძახდა არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმე ი---- ფ--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და აღარ მოითხოვა მოწმეების ჯ----– გ-------–ის, გ--------- ჩ-----ის, ი--- ტ--–----ის, ლ-------- ა----–--ის, მ---- ც---–---ის, გ--- ღ--------ის, ლ---- ს-----------ის, ლ--–- ა-–------ის, ა---- ც---–---ის, ე-–----- კ----------ის, გ------- ქ---------ის, ე-–--- ჟ-------ს, მ------ ნ-----–--ის და კ------- თ----------ის დაკითხვა.

 

მოწმე ჯ----– გ-------–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სტუმრად ვ------- ღ--------ის ოჯახში, სადაც ასევე, იმყოფებოდნენ სტუმრები, მათ შორის ე-–------ ც---–---ე. სუფრაზე ყოფნის დროს, მიირთმევდნენ ღვინოს. სუფრაზე ყოფნის დროს, ე-–------ ც---–---ე და გ------- ფ--------ე გავიდნენ გარეთ, ასევე, გარეთ გავიდნენ თ----- ღ--------ე და ვ------- ღ--------ე. მათი გასვლიდან რამდენიმე ხანში, შემოესმა ყვირილის და ჩხუბის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა, ნახა, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს და მოსდიოდა სისხლი. თ-----მა და ვ-------მა უთხრეს, რომ გ------- ფ--------ემ დაჭრა ე-–------ ც---–---ე. მას პირადად არ დაუნახავს გ-------ს მიერ ე-–------ს დაჭრის ფაქტი.

 

მოწმე გ--------- ჩ-----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სტუმრად ვ------- ღ--------ის ოჯახში, სადაც, ასევე, იმყოფებოდნენ სტუმრები, მათ შორის ე-–------ ც---–---ე. სუფრაზე ყოფნის დროს, მიირთმევდნენ ღვინოს. სუფრაზე ყოფნის დროს, ე-–------ ც---–---ე და გ------- ფ--------ე გავიდნენ გარეთ, ასევე, გარეთ გავიდნენ თ----- ღ--------ე და ვ------- ღ--------ე. მათი გასვლიდან რამდენიმე ხანში, შემოესმა ყვირილის და ჩხუბის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა, ნახა, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს და მოსდიოდა სისხლი. თ-----მა და ვ-------მა უთხრეს, რომ გ------- ფ--------ემ დაჭრა ე-–------ ც---–---ე. მას პირადად არ დაუნახავს გ-------ს მიერ ე-–------ს დაჭრის ფაქტი.

 

მოწმე ი--- ტ--–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს სტუმრად წავიდა დასთან, ი---- ფ--------ესთან, რომელსაც ჰქონდა შვილის, გ--- ღ--------ის დაბადების დღე. სუფრაზე ყოფნის დროს, მამაკაცები მიირთმევდნენ სასმელს. სუფრაზე ყოფნის დროს, გ------- ფ--------ე და ე-–------ ც---–---ე გავიდნენ გარეთ, ასევე, გარეთ გავიდნენ თ----- და ვ------- ღ--------ეებიც. მათ გასვლიდან რამდენიმე ხანში გაიგონა ქალის კივილის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა ე-–------ ც---–---ე, რომელიც იწვა მიწაზე და სისხლი მოსდიოდა მუცლიდან. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, ვ------- ღ--------ემ უპასუხა, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.

 

მოწმე მ---- ც---–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს მამასთან ე-–------ ც---–---ესთან და დედინაცვალ თ----- ღ--------ესთან ერთად სტუმრად წავიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თ----- ღ--------ის მშობლების სახლში, გ--- ღ--------ის დაბადების დღის აღსანიშნავად. სუფრაზე მამაკაცები მიირთმევდნენ სასმელს. სუფრიდან გავიდა მამამისი ე-–------ ც---–---ე და გ------- ფ--------ე, ასევე, რამდენიმე ხანში გავიდნენ ვ------- და თ----- ღ--------ეებიც. მათი გასვლიდან რამდენიმე ხანში, შემოესმა ხმაური და როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა, რომ მამამისი ე-–------ ც---–---ე იწვა მიწაზე, მუცლიდან მოსდიოდა სისხლი. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, ვ------- ღ--------ემ უპასუხა, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.

 

მოწმე გ--- ღ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ჰყავდათ სტუმრები და აღნიშნავდნენ ძმის - გ--- ღ--------ის დაბადების დღეს. სუფრაზე ყოფნის დროს დედამისი ი---- ფ--------ე გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო. სასწრაფოს დასახვედრად, გ--- ღ--------ესთან და ა---- ც---–---ესთან ერთად წავიდა სასწრაფოს დასახვედრად. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ნახეს, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს მიწაზე და მუცლიდან სდიოდა სისხლი. იქ მყოფი ხალხისგან გაიგო, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.

 

მოწმე ა---- ც---–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს მამასთან ე-–------ ც---–---ესთან და დედინაცვალ თ----- ღ--------ესთან ერთად სტუმრად წავიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თ----- ღ--------ის მშობლების სახლში, გ--- ღ--------ის დაბადების დღის აღსანიშნავად. სუფრაზე მამაკაცები მიირთმევდნენ სასმელს. სუფრაზე ყოფნის დროს ი---- ფ--------ე გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო. სასწრაფოს დასახვედრად, გ--- და გ--- ღ--------ეებთან ერთად წავიდა სასწრაფოს დასახვედრად. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ნახეს, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს მიწაზე და მუცლიდან სდიოდა სისხლი. იქ მყოფი ხალხისგან გაიგო, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.

 

მოწმე ლ-------- ა----–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის მუშაობს შპს „თ--------–-----ში“ ექთნის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 22:50 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი ე-–------ ც---–---ე, რომელიც იყო დაჭრილი მუცლის არეში. ე.ც---–---ეს გაეწია შესაბამისი დახმარება და გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. მან გახადა ტანსაცმელი ე.ც---–---ეს და წარუდგინა გამომძიებელს.

 

მოწმე ლ---- ს-----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს შპს „თ--------–-----ის“ საავადმყოფოში, ქირურგის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიყვანილი იქნა პაციენტი ე-–------ ც---–---ე, რომელისაც აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობა მუცლის არეში, ზომით დაახლოებით 5-7 სანტიმეტრი. მან ჩაუტარა ოპერაცია ე.ც---–---ეს და დაესვა დიაგნოზი მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა.

 

მოწმე გ------- ქ---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად. 2019 წლის 14 იანვარს მეწყვილე ექსპერტ გ------- ჯ--------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ხელოვნური განათების პირობებში, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, მუთაქა, საწოლის გადასაფარებელი, ხაკისფერი პერანგი და მომწვანო ტარიანი დანა. ამოღებული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებად საექსპერტო სამსახურის სპეციალურ პაკეტებში. ასევე, მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.

 

2019 წლის 15 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა მკვლელობის მცდელობის ფაქტი, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში და წარმოადგენს გ--- ღ--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს..... ჭიშკრიდან სამოც მეტრში, ეზოში, არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მის გვერდით ჩრდილოეთ მხარეს მიწაზე არის დაჩითული ტექსტური ქსოვილი (საწოლის გადასაფარებელი) და მოთეთრო ფერის ყვავილების ჩანართებით „მუთაქა“. საწოლის გადასაფარებელზე და მუთაქაზე აღენიშნება მუქი ფერის ლაქები. გ--- ღ--------ის განმარტებით, აღნიშნული ლაქა არის მისი სიძის - ე-–------ ც---–---ის სისხლი და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე დანის გამოყენებით დაჭრა მისმა ნახევრად ძმამ - გ------- ფ--------ემ. საწოლის გადასაფარებელი და მუთაქა არის მისივე განმარტებით, მათი ოჯახის საკუთრება და დაჭრის შემდეგ გამოიტანეს სახლიდან და მასზე დააწვინეს სასწრაფო დახმარების მისვლამდე ე-–------ ც---–---ე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქიდან ნიმუში და დაილუქა NFCD1291495 პაკეტში. საწოლის გადასაფარებელი ამოღებული იქნა და დაილუქა FCI454284 პაკეტში. მუთაქა ამოღებული იქნა და დაილუქა FCI450174 პაკეტში..... სახლის შესასვლელი კარიდან დასავლეთ მხარეს დგას ხის თარო, რომლის ზედაპირზე დევს სხვადასხვა ზომის ქვაბები, დანა და ღია ხაკისფერი გრძელმკლავიანი პერანგი. გ--- ღ--------ემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მომწვანო ფერის ტარიანი დანით დაჭრა ე-–------ ც---–---ე მისმა ნახევარ ძმამ - გ------- ფ--------ემ. დანის ტარი არის 12,5 სმ, ბასრი პირი 20,5 სმ, ბასრი პირის ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ბასრი პირის ზედაპირზე დანას ერთ მხარეს აქვს წარწერა „KING gary“, მის ქვემოთ პარალელურად წარწერა „Kitchen knife”. დანა ამოღებული იქნა და დაილუქა FCI 450177 პაკეტში. გ--- ღ--------ის განმარტებით, პერანგი არის მამამისის - ვ------- ღ--------ის. პერანგს აღენიშნება სხვადასხვა ადგილზე მუქი ფერის ლაქები. პერანგი ამოღებული იქნა და დაილუქა FCI450176 პაკეტში.

 

2019 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ თერჯოლის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გ------- ფ--------ისგან, ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულებითი ღონისძიების გარეშე, ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი, კერძოდ: მონაცრისფრო ფერის ნაქსოვი სვიტერი, რომელსაც საყელოსთან აქვს თასმა - შესაკრავი და მოყავისფრო - მონაცრისფრო ჩანართებით სპორტული შარვალი, რომელსაც გააჩნია წინა ორი და უკანა მარჯვენა ჯიბე. შარვალს აქვს ლათინური ასოებით წარწერა „ZARA“ და თასმა - შესაკრავი. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა თერჯოლის რაიონული სამმართველოს 33/12 ლუქის ბეჭდით.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, გ------- ფ--------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა - 0,74 პრომილე.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 15.01.2019წ 09:31-09:40სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- ფ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარჯვენა მტევნის მე-2 და მე-3 თითების ძირითადი ფალანგების ნების ძვალთან შესახსრების უკანა ზედაპირებზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით თითო ნაჭდევი შესაბამისად ზომებით: 1,3X0,8სმ და 1,2X1,0სმ. მარჯვენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2,5X0,3სმ. მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 1,8X0,1სმ. მარცხენა მტევნის მე-2 თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,3X0,2სმ. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 1,3X0,6სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შპს „თ--------–-----ის“ საავადმყოფოს ექთან ლ-------- ა----–--ისგან ამოღებული იქნა ე-–------ ც---–---ის ტანსაცმელი, კერძოდ: სპორტული მოშავო ფერის შარვალი, რომელზედაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები; მონაცისფრო ფერის ერთი წყვილი წინდა; მოყავისფრო ფერის ტყავის ქურთუკი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, არის გაჭრილი. ასევე, ტყავის ქურთუკი დაზიანებულია უკანა მხარეს და მარცხენა მკლავზე ქურთუკი სხვადასხვა ადგილზე დასვრილია მუქი ფერის ლაქებით; მონაცისფრო ფერის, შავი ზოლებით გაწყობილი სვიტერი. სვიტერს წინა მხარის შუა ნაწილში აღენიშნება ორ ადგილას დაზიანება, არის გაჭრილი. სვიტერზე დაზიანებულ ადგილებს შორის მანძილი არის თორმეტი სანტიმეტრი. სვიტერი სხვადასხვა ადგილას დასვრილია ლაქებით, მუქი ფერის. ამოღებული ნივთები მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა 33/12 ლუქის ბეჭდით.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „იმერმედი“-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი თ--------–-----ი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N181-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N196 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 21.01.19წ)) - მონაცემებისა: მოქ. ე-–------ ც---–---ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.01.19წ-ს 22:45სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 19.01.19წ-ს 19:00სთ-ზე დიაგნოზით: მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა წვრილი ნაწლავის გაკერვა, ლაპარატომია. დრენირება. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გია გობრონიძემ. მანვე განმარტა, რომ დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა კერძოდ მითითებულია, რომ დაზიანება განვითარებულია რაიმე „მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად“, სინამდვილეში კი და უნდა ეწეროს „მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად“.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით წარმოადგენს ცივ იარაღს. 2. ,,ე-–------ ც---–---ის’’ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ქურთუკი, ჯემპრი, შარვალი, ერთი წყვილი წინდა) არსებული ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, ქურთუკს და ჯემპრს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით და ჯემპრს ასევე, აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, რღვევით განვითარებული დაზიანებები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნინო ოსაძემ.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

- პაკეტში წარწერით: ,,...დანა მომწვანო ფერის ტარით...’’ მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომელიც ეკუთვნის ე-–------ ც---–---ეს (ობ>N28; პაკეტში, წარწერით: ,,ე-–------ ც---–---ის სისხლის ნიმუში...’’). დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- პაკეტში წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქა აღებული ბალახთან მიწის ზედაპირიდან...’’ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) პაკეტში, წარწერით : ,,...დაჩითული ტექსტურის ქსოვილის საწოლის გადასაფარებელი...’’ მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ.N5,6) და პაკეტში, წარწერით: ,,...ღია ხაკისფერი პერანგი...’’ მოთავსებულ პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7,N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N4-8-ის გენეტიკური პროფილი და ე-–------ ც---–---ის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,...მოთეთრო ფერის ყვავილების ჩანართებით მუთაქა...’’ მოთავსებულ მუთაქის შალითაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) სისხლს არ წარმოადგენს. მუთაქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში წარწერით ,,...გ------- ფ--------ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N11-16) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებული ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1720,20ა,20ბ,20გ) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ფ--------ეს (ობ.N29);

 

- პაკეტში, წარწერით: ,,...ე-–------ ც---–---ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ქურთუკზე წინდაზე (ობ.N27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე-–------ ც---–---ეს (ობ.N28). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულებების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ე-–------ ც---–---ე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით დაჭრა მუცლის არეში გ------- ფ--------ემ.

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ დასტურდება გ------- ფ--------ის განზრახი ქმედება მიმართული ე. ც---–---ის სიცოცხლის მოსპობისაკენ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმ----სად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმ----სად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახი მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა. ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება გ------- ფ--------ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ე. ც---–---ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ასევე, საქმეზე დაკითხულ დაზარალებულ ე-–------ ც---–---ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, გ-------მ დანა დაარტყა მუცლის არეში, იგი წაბარბაცდა უკანა მხარეს და დაეცა. ცდილობდა ადგომას, თუმცა ვერ დგებოდა. დაინახა, რომ ვ------- ღ--------ე ეძიძგილავებოდა გ-------ს. მას არ დაუნახავს გ------- კიდევ ცდილობდა თუ არა მისთვის დანის დარტყმას. მის ტანსაცმელზე შემთხვევამდეც არსებობდა დაზიანებები გახევისა და დასერვის სახით. მოწმე ვ------- ღ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ-------მ მოიქნია დანა და დაარტყა ე-–------ს, რა დროსაც ე-–------ წაიქცა. გ-------მ მეორედაც მოიქნია დანა, მაგრამ ის მივარდა და წაართვა დანა. მან მხოლოდ ერთი დარტყმის ფაქტი დაინახა. მოწმე თ----- ღ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ-------მ დანა მოიქნია ე-–------ს მიმართულებით, რომელიც მას მოხვდა მარცხენა მხარეს და დაეცა ძირს. მეორედ მოუქნია თუ არა გ-------მ დანა ე-–------ს, არ დაუნახავს. საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი მოწმეების ჩვენებებით კი დასტურდება, რომ ისინი უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეები არ არიან, თუმცა ვ------- და თ----- ღ--------ეებისგან იციან, რომ გ------- ფ--------ემ დანით დაჭრა ე-–------ ც---–---ე.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს ე-–------ ც---–---ის სხეულზე არსებულ დაზიანებაზე, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ე-–------ ც---–---ეს დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა წვრილი ნაწლავის გაკერვა, ლაპარატომია. დრენირება. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც ე. ც---–---ის ჯემპრს აღენიშნებოდა ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით. აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა თვით დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მის ტანსაცმელს, მათ შორის ჯემპრს, აღნიშნული დაზიანებები, როგორც ხევის, ასევე ჭრის სახით ჰქონდა შემთხვევამდეც. პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული „ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით“ წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ფ--------ემ ერთხელ დაარტყა დანა ე-–------ ც---–---ეს მუცლის არეში.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გ. ფ--------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას და არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს.

სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გოირგი ფ--------ემ დანაშაული ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 121-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან იგი არსებით წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ფ--------ის მიერ დანაშაულის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენას, არ წარმოუდგენია. მართალია, დადგენილია, რომ დაზარალებულმა შეაგინა გ------- ფ--------ეს და ხელი გაარტყა სახეში, თუმცა ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია თუ არა მსჯავრდებულის აფექტის მდგომარეობამდე მიყვანა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო ინსტანციაში წარმოუდგენია დაცვის მხარეს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გ------- ფ--------ის ქმდებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, რის გამოც ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. გასაჩივრებული განაჩენი გ------- ფ--------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ------- ფ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------- ფ--------ის მიმართ საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

გ------- ფ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

მსჯავარდებულ გ------- ფ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 იანვრიდან;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა; დანა; გ------- ფ--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ე-–------ ც---–---ისგან აღებული სისხლის ნიმუში; ვ------- ღ--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საწოლის გადასაფარებელი; მუთაქა და პერანგი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

გ------- ფ--------ისგან ამოღებული სვიტერი და სპორტული შარვალი - დაუბრუნდეს გ------- ფ--------ეს ან მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ლ-------- ა----–--ისგან ამოღებული ე-–------ ც---–---ის ტანსაცმელი (სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ტყავის ქურთუკი და სვიტერი) - დაუბრუნდეს ე-–------ ც---–---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და სსიპ 112-ის დეპარტამენტიდან მიღებული ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინე იმერლიშვილი