განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
330100118002414983
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/1------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნუ-------------ე,დაცვის მხარე

 

ადვოკატი თე------–---–ი,ბრალდებული: ვა-–-------–--–-----ი,დაბადების თარიღი: 0----------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------

განათლება: უმაღლესი,ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრაციის ადგილი: თბილისი,----------------------------------------------------

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი,----------------------------------------------------

სისხლის სამართლის საქმე 0------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 20 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, წ----–------ ქუჩაზე, მაღაზია ,,ფ------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვა-–-------–--–-----მა გე-–----------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გე-–----------მ მიიღო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი შრომის უნარის მყარი დაკარგვა 10%-დან 30%-მდე ნიშნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა გე-–----------მ განაცხადა, რომ ღამის საათებში იმყოფებოდა კუთვნილი ა/მანქანით, იგი ცდილობდა ა/მანქანებს შორის ჩაეყენებინა მისი ა/მანქანა, რა დროსაც მან შეიტყო გინების ხმა, მას მისთვის უცნობი ქალბატონი აგინებდა. მან ქალბატონს ანალოგიურად უწმაწური სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც მასთან მივიდა ვა-–-------–--–-----ი, რომელმაც დაახლოებით სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და თვალში. იგი გახდა ცუდად, მას იქვე მყოფმა ადამიანებმა აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. დარტყმის შედეგად მან მიიღო თვალის არეში დაზიანება, კერძოდ თვალის ბროლი ჰქონდა ჩამოშლილი. მან გაიკეთა ოპერაცია, რომელიც 4 300 ლარის ოდენობის ღირებულების იყო. იმკურნალა ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ უშედეგოდ, მას მხედველობის გაორება აღენიშნება.

 

მოწმე გო---–-----–---–მა განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა ირ-------------ს (ბრალდებულის დედა) თხოვნით. მან გე-–----------ს 50 ლარი მისცა, ასევე ბრალდებულის დედამ მისცა თანხა. გე-–----------ს განუცხადა თუ რაიმე სახის დახმარება ესაჭიროებოდა აღმოუჩენდა. გე-–---------- მათ დაემშვიდობა და ა/მანქანით წავიდა.

 

გარდა აღნიშნულისა, ვა-–-------–--–-----ის მიერ ჩადენილი ქმედება ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეების ირ-------------ს, ფე------------------ას, ეკ------–--–---–-ს ჩვენებები, ოქმი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შესახებ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები), რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული ვა-–-------–--–-----ი დაზარალებულზე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მომენტში იმყოფებოდა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ვინაიდან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას. დაცვის მხარეს არ წარუდგენია რაიმე ისეთი წონადი და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაცვის მხარის პოზიციის მართებულობაში დაარწმუნებდა, მაგალითად ექსპერტიზის დასკვნა. მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომ ბრალდებული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი დედის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად საკმარისი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვა-–-------–--–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ვა-–-------–--–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-.ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვა-–-------–--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა-–-------–--–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ვა-–-------–--–-----მა არ აღიარა დანაშაული, (მისი მოსაზრებით იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), იგი თავიდანვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან არ უარყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომ სწორედ მისი ქმედების (სახის არეში დარტყმების) შედეგად მიიღო დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშულის ჩადენისათვის, სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ბრალდებულს ჩაეთვალოს პირობითად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვა-–-------–--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვა-–-------–--–-----ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე-დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე