განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100119003045730
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2677-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 30 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - თ----------–-----–---–ის,ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ-----------–----ის,ბრალდებულ - დ---------–---------------------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

დ---------–---------------------ის (დაბადებული 1----–-–-----------------ს, ი----------–-----------------–-----------–--------------------------------------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული - ირ--------–-----------------–--------–-------------------------------------–-------------–--------–--–--------------–-----------------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“, მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულების ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 07 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------------–--------–---------------------------–------------------------------–--ში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, დ---------–---------------------ის მიერ მეუღლის - ა----------------ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

დ---------–---------------------ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 07 მარტს, 13 საათსა და 55 წუთზე. 2019 წლის 08 მარტს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 მარტის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2019 წლის 08 მარტს, დ---------–---------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება შეიცვალა და მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“, მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის.

 

კერძოდ, დ---------–---------------------ის ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით;

 

მასვე ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა;

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------–---------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 7 მარტს, შუადღის საათებში, ქ--–--------–--–------–-----------------------------------------ში დ---------–---------------------იმ, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს - ა----------------ის, მათი მცირეწლოვანი შვილის - ა-----–-----–---------------------ის თან-დასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სხეუ-ლის სხვადასხვა არეში მიაყენა 18 ჭრილობა, მათ შორის - მუცლის ღრუს ნაკვეთი შემა-ვალი ჭრილობა. ა----------------ისათვის მიყენებული დაზიანებები ერთობლიობაში მიე-კუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს და მისი სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად;

 

აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო დ---------–---------------------ის წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნ-ქტებით გათვალისწინებული ბრალდება;

 

2017 წლიდან 2019 წლის 7 მარტამდე პერიოდში, ქ--–--------–--–------–-----------------------------------------ში, დ---------–---------------------ი თავისი მეუღლის - ა----------------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოი-ხატებოდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მისი ქმედებების და ფულადი თანხის განკარ-გვის კონტროლში, რასაც ეს უკანასკნელი ახორციელებდა გენდერული ნიშნით შეუწყნა-რებლობის მოტივით. კერძოდ, ა----------------ის ექცეოდა, როგორც უუფლებო ადამიანს, რომელსაც, როგორც ქალს, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის და საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების უფლება. ზემოაღნიშნულ ქმედებებს დ---------–---------------------ი ახორ-ციელებდა სისტემატურად, რითაც ა----------------ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას;

 

აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის დ---------–---------------------ის წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა თ----------–-----–---–მა აღნიშნა, რომ სასამართლოში მხარეთა მონაწილე-ობით გამოკვლეული, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტის დასკვნების, სხვა წერილობითი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ---------–---------------------ის მხრიდან ა----------------ის, როგორც ოჯახის წევრის, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ჩადენის ფაქტები, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“, მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სპეციფიკის, ხარისხის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალე-ბულის პოზიციის გათვალისწინებით, (იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, პროკურორის მიერ წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა).

 

დ---------–---------------------იმ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა დაზიანებები, მაგრამ განმარტა, რომ მისი მოკვლა არ სურდა და, ამასთანავე, მისთვის არც 18 ჭრილობა მიუყენებია, (იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა).

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ-----------–----ემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედების სამართლებრივი შეფასება არასწორია, რადგან დ---------–---------------------ის არ სურდა ა----------------ის მოკვლა, რადგან ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას ჰქონდა განზრახვის სისრულეში მოყვანის ობიექტური შესაძლებლობა. ადვოკატის განმარტებით, დ---------–----------------------იმ ა----------------ის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ძლიერი სულიერი აღელ-ვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო თვით დაზარალებულის მოქმედებებით (ქცევით). გამომდინარე აქედან, ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ დ---------–----------------------ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით, (იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, დაცვის მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა).

 

სასამართლომ განიხილა დ---------–---------------------ის ბრალდების საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს და მისი ეს ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111, 19, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე“ და მე-7 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ---------–---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში დ---------–---------------------ის ბრალდების საქმეზე არსებული მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ ა----------------ის და მოწმეთა - გ-----------------–------–-–------–---------------------–---–----------------------–-----–---–-- ჩვენებების, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა, - მხარეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

დაზარალებულ ა----------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურ-დება შემდეგი გარემოებები: დ---------–---------------------ი და ა----------------ი იმყოფე-ბოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ საქარ-თველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად. საქართველოში ცხოვრების პერიოდში, დაახ-ლოებით ორი წლის განმავლობაში ა----------------ი მეუღლის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას, კერძოდ - დ---------–---------------------ი მუდმივად აკონტროლებდა მის ტელეფონზე შემავალ და გამავალ ზარებს, მის ფინანსურ შემოსავალს, მას არ ჰქონდა მეუღლის წინაშე განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება და ასეთი არაერთხელ გახდა მისი შეურაცხყოფის და ცემის მიზეზი, ხოლო ბრალდებული ამ ყველაფერს ამართლებდა იმით, რომ იყო მამაკაცი და ქალთან მიმართებით სარგებ-ლობდა პრივილეგიით. მეუღლის ასეთი ქცევის შედეგად ა----------------ი განიცდიდა მორალურ და ფიზიკურ ტანჯვას, ცდილობდა გამოსავლის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ;

 

2019 წლის 07 მარტს, ა----------------ი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა თ---–--–------–------------ე მდებარე მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მეუღლემ - დ---------–---------------------იმ, იმ მიზეზით, რომ საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა და, ასევე, უარი განუცხადა მობილური ტელეფონის მიცემაზე, ბავშვის თანდასწრებით სცემა მას, დაემუქრა მოკვლით და დანის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ამ დროს ა----------------ი წინააღმდეგობას უწევდა მეუღლეს, სთხოვდა, რომ არ მოეკლა და ცდილობდა მისთვის დანის წართმევას, რა დროსაც ხელის გულებზეც მიიღო დაზიანებები. რამდენიმე ხნის შემდეგ დ---------–---------------------იმ შეწყვიტა ძალადობა და დაჯდა სავარძელში, ხოლო ა----------------ი სთხოვდა მას, რომ მიეცა დანა და გამოეძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ან წასულიყო აფთიაქში წამლის მოსატა-ნად, ამასთან დაპირდა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინებდა, რაზეც დ---------–---------------------იმ თავიდან უარი განაცხადა, თუმცა დაახლოებით ორი საათის შემდეგ მან სახლში დატოვა დანა, ასევე ბავშვს დაუტოვა ა----------------ის მობი-ლური ტელეფონი და წავიდა წამლის შესაძენად, რის შემდეგ ა----------------იმ დახმარე-ბის თხოვნით დარეკა “112-ის“ სამსახურში და დაუკავშირდა თავის ნაცნობებს, მათ შორის - ლ-–------–---ს. დ---------–---------------------ი მალევე დაბრუნდა სახლში, მიიტანა მედიკამენტები და ა----------------ის დაეხმარა ჭრილობების დამუშავებაში, ხოლო რამდე-ნიმე ხნის შემდეგ მათ საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომ-ლები, რომლებმაც, მიუხედავად დ---------–---------------------ის მხრიდან წინააღმდეგო-ბის გაწევისა, შეძლეს ბინაში შესვლა, დააკავეს ეს უკანასკნელი და დაზარალებულის მითითებით ამოიღეს დანა;

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ დ---------–---------------------ის მხრიდან მისი ცემისა და დანის გამოყენების ფაქტს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი - ა-----–-----–---------------------ი, რომელიც მომხდარის გამო იყო შეშინებული, ტიროდა და ცდილობდა დედის დაცვას, (იხ. 2019 წლის 05 სექტემბრის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე გ-----------------–--ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის მარტში იგი მუშაობდა ქ--–--------–----------------–-------–-–---------------------------–--------------------–----------------–-----------–---–----–------------–--------------- თანამდებობაზე. 07 მარტს იგი ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობის მეწყვილესთან - გ---------–------ესთან ერთად, რა დროსაც მათ მიიღეს შეტყობინება თ---–--–------–----------------ში ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტის შესახებ. მითითებულ მისამართზე მისვლისას მისთვის კარის გაღებას ცდილობდა ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, მაგრამ, როგორც მიხვდა, კარის გაღებაში მას ხელს უშლიდნენ. მიაწვა კარს და შეძლო ბინაში შესვლა, სადაც დახვდა ა----------------ი, რომელსაც წელსზემოთ ეცვა მხოლოდ ლიფი და სხეულის სხვადასხვა ადგილიდან მოსდიოდა სისხლი. სახლში ასევე იმყოფებოდა დაზა-რალებულის მეუღლე - დ--------–---------------------ი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომე-ლიც ტიროდა. მოწმის ჩვენებით, თითქმის ყველა ითახი სისხლით იყო მოსვრილი, ხოლო სამზარეულო ოთახის იატაკზე ეგდო დანა, რითაც, დაზარალებულის განმარტებით, მას დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ასევე დაზარალებულის მითითების საფუძველზე, დ---------–---------------------ი მის მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, (იხ. 2019 წლის 23 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

გ-----------------–--ს ჩვენებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები დადასტურებუ-ლია აგრეთვე მოწმე გ---------–------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც არსებითი განხილ-ვის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა ბრალდების მხარის უდავო მტკიცებუ-ლებად, (ტომი N1, ს.ფ. 53-55).

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–------–---მა განმარტა, რომ სამსახურებ-რივი ურთიერთობა აკავშირებს დაზარალებულ ა----------------ისთან, რომელიც არის თარჯიმანი და ეხმარება მას ირანელ კლიენტებთან კომუნიკაციაში. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს მას ა----------------ი დაუკავშირდა მობილური ტელეფონით, რა დროსაც უთხრა, რომ მისმა მეუღლემ დაჭრა იგი და სთხოვა პოლიციაში დარეკვა, ასევე აცნობა ბინის მისამართი, სადაც იმყოფებოდა. მან დარეკა “112-ის“ სამსახურში და შეატ-ყობინა მომხდარის შესახებ, (იხ. 2019 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ---------–----------------------ი დაკავებულ იქნა ბრალდებულად 2019 წლის 07 მარტს, 13 საათსა და 55 წუთზე (ფაქტობრივი დაკავების დრო) ქ--–--------–--–------–----------------------------------------ში, პატრულ-ინსპექტორ გ-----------------–--ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის სავარაუდო ჩადენის გამო, (ტომი N1, ს.ფ. 6-13).

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 20 მაისის N0-------- დასკვნით, ა----------------ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათითა და ექსპერტ კ--------------–-----–---–ის მიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენი-ლია, რომ ა----------------ი სტაციონარში მკურნალობდა 2019 წლის 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, დიაგნოზით: მუცლის ღრუს ნაკვეთი შემავალი ჭრილობა, მლივი ნაწლავის დაზიანებით; გულმკერდის უკანა ზედაპირის ღია ნაკვეთი ჭრილობები; მტევნის ნაკვეთი ჭრილობები; ნაკვეთი ჭრილობები კისრის და მარცხენა მხრის მიდამოში; სხეულზე ექსკო-რიაციები. ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებით დად-გენილ თარიღს. ა----------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მუცლის ღრუში შემავალი ჭრი-ლობა, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო ყველა სხვა ჭრილობა, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალცალკე აღებული, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშ-ლით. ექსკორიაციები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღე-ბული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მტევნების მიდამო-ებში მდებარე ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქ-მედებით, ხოლო ყველა სხვა ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვი-სების მქონე საგნის მოქმედებით. სხეულზე ექსკორიაციები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, (ტომი N1, ს.ფ. 135-200, 306-308; 2019 წლის 02 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ა----------------მა, დ---------–---------------------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელე-ბული ქმედებების შედეგად, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, (ტომი N1, ს.ფ. 239-242).

 

საექსპერტო კვლევის ჩატარების ფაქტი და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ-------------–---–მა, რომელმაც, კერძოდ, განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ ა----------------ის მიმართ განხორციელებული ქმედებები იყო გენდერული ნიშნით დისკრიმინა-ციული. ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა ფიზიკური ძალადობა ქცეული იყო ურთიერ-თობის ფორმად. მოწმის განმარტებით, დაზარალებული წლების განმავლობაში, მეუღ-ლესთან თანაცხოვრების პერიოდში მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მას ჰქონდა საფრთხის შეგრძნება და დაუცველობის განცდა, (2019 წლის 02 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დ---------–---------------------ის მიერ ა----------------ისათვის ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი ასევე დადასტურებულია იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებისა და ექსპერტის დასკვნების ერთობლიობით, რომ-ლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ - შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი ბინის) დათვალიერების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 30-36), ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 89-93), საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღების ოქმებით (ტომი N1, ს.ფ. 124-127, 244-247), ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 15 ივნისის N003817519 დასკვნით (ტომი N1, ს.ფ. 211-216) და გენე-ტიკური (ბიოლოგიური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2019 წლის 15 მაისის N003110419 დასკვნით (ტომი N1, ს.ფ. 221-228).

 

ამდენად, დაზარალებულ ა----------------ის, მოწმეების - გ-----------------–--ს, ლ-–------–---ის და კ--------------–-----–---–ის ჩვენებებით, გ---------–------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამე-დიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებით ერთობლიობაში უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ 2019 წლის 7 მარტს, შუადღის საათებში, ქ--–--------–--–------–-------------------ე საცხოვრებელ კორპუსში მდებარე N-- ბინაში დ---------–---------------------იმ მეუღლეს - ა----------------ის, მათი მცირეწლოვანი შვილის - ა-----–-----–---------------------ის თანდასწრებით, განსაკუთრე-ბული სისასტიკით, ცივი იარაღის - დანის - გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა თვრამეტი ჭრილობა, მათ შორის - სიცოცხლისათვის სახიფათო, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა. კერძოდ, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმითა და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა დაზარალებულისა და ბრალდებუ-ლის გენეტიკური პროფილები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, ხოლო დაზარალებულის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჭრით გამოწვეული თორმეტი დაზიანება. სასამართლო-სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა----------------ის დაზიანებები მიყენებული აქვს მჭრელი ან/და მჩხვლეტავ მჭრელი თვისებების მქონე საგნით და ამ დაზიანებათა მიყენე-ბის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს - 2019 წლის 07 მარტს.

 

ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დ---------–---------------------ის მიერ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლისათვის დაზიანე-ბების მიყენების ფაქტს სადავოდ არც დაცვის მხარე მიიჩნევს და ეს ფაქტი, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ნაწილობრივ ბრალდებულმაც დაადასტურა.

 

სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულისა და მოწმე მ-------------–---–ის ჩვენებებით აგრეთვე დადგენილია, რომ დ---------–----------------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის გამო ა----------------ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებასა და ტანჯვას. ამ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ა----------------მა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საექსპერტო კვლევაში, ამასთან, ექსპერ-ტის დასკვნა ეფუძნება არა მხოლოდ დაზარალებულის განმარტებებს, არამედ - საქმეში არსებულ სხვა მასალებს და საექსპერტო კვლევაც ჩატარდა სხვადასხვა მეთოდების გამო-ყენებით, რომლებიც, ექსპერტის განმარტებით, შინაარსობრივად შეჯამდა და აისახა ექს-პერტიზის დასკვნაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნით დად-გენილ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობის ჩადენისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქ-მედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის - სიკვდილის დადგომა და, ამასთანავე, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა და აღმოცენდეს, მაგა-ლითად, შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკება ნიადაგზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადე-ნილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ - პირს გაცნობიე-რებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას ან, შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდე-ბოდეს მის დადგომას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვა-ნილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხის-მგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია როგორც ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამავე მუხლზე მითითებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლით დადგენილია, რომ პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრე-ბაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამარ-თლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქ-ტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.

 

2019 წლის 07 მარტს დ---------–---------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების - ა----------------ისათვის დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების - სამართ-ლებრივი შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, მიყენებული ჭრილობების რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშა-ულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა და მათი ურთიერთობა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულე-ბების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადას-ტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დ---------–---------------------ის თავდაპირველად ნამდვილად ჰქონდა ა----------------ის მოკვლის განზრახვა, თუმცა სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი განზრახვის სისრულეში მოყვანაზე.

 

კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულ დ---------–----------------------სა და დაზარალებულ ა----------------ის შორის კონფლიქტი გრძელდებოდა დაახ-ლოებით ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულს მომარჯვებული ჰქონდა დანა, ხოლო კონფლიქტის დასრულების შემდეგ იგი გავიდა ბინიდან მედიკამენტების შესაძენად და დაბრუნების შემდეგ დაეხმარა დაზარალებულს ჭრილობების დამუშავე-ბაში. ამდენად, ბრალდებულს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა პოლიციის მისვლამდე სისრულეში მოეყვანა ა----------------ის მოკვლის განზრახვა, მაგრამ მისი მხრიდან არათუ დანის გამოყენების, არამედ რაიმე ფორმით ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია. შესაბამისად, დანაშაულის - განზრახ მკვლელობის - დამთავრებაზე ნებაყოფლო-ბით ხელის აღების გამო დ---------–---------------------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს ფაქ-ტობრივად გამოწვეული შედეგის მიხედვით - სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე“ და მე-7 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ---------–---------------------ი, 2017 წლიდან 2019 წლის 7 მარტამდე, ოჯახის წევრის - ა----------------ის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ახორციე-ლებდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატებოდა მეუღლის შეურაც-ხყოფაში, მისი ქმედებებისა და შემოსავლის განკარგვის კონტროლში და ექცეოდა მას როგორც უუფლებო ადამიანს, რომელსაც, როგორც ქალს, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევისა და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება, რის შედეგად ა----------------ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას;

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილია დ---------–---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სას-ჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სისხლის სამართ-ლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასაჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლო-ბის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსული ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დ---------–---------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დ---------–----------------------ის მიერ დანაშაულები ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას.

 

სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა დ---------–---------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მის მიერ ჩადენილია ძალადობ-რივი ხასიათის დანაშაულები, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები (მას ჰყავს მცირე-წლოვანი შვილი), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (ეჭვიანობა/შურისძიება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული დანაშაულისათვის დ---------–---------------------ის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავი-სუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარ-გლებში, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---------–---------------------ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მის მიერ ჩადენილი ქმედება ამ ნაწილში დაკვალიფიცირ-დეს ამავე კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით;

 

2. დ---------–---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით (დღეის მდგო-მარეობით მოქმედი რედაქციით), მე-7 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

2.1. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

2.2. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

3. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინ-ციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო სასჯელად დ---------–---------------------ის განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

4. დ---------–---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმ-რობა - გაუქმდეს;

 

5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ---------–---------------------ის დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 მარტიდან;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, ანაწმენდები, ა----------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, მსჯავრდებულისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–----------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილე-ბაში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6.2. დ---------–---------------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერებისას ამოღებული პერანგი და მოსაცმელი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6.3. ორი ცალი ელექტრონული დისკი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი