განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002476160
საქმე #1-489/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ფ-------------–----ის
ბრალდებულის - ლ--------–--ის
ადვოკატის - პ------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170180218002 საქმე :
ბრალდებულ ლ--------–--ის მიმართ
მამის სახელი: თ------
დაბადებული: 24.07.19-- წელი
პირადი ნომერი: 61---------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-----------–----–---------------------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ--------–--ე მეღლესთან - ხ---- კ--------სთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად 2007 წლიდან ცხოვრობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, თამარ მეფის ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ერთად თანაცხოვრების ბოლო წლებში, ხ---- კ-------- ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს ფსიქოლოგიურად ძალადობდა ლ--------–--ეზე და მის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებს.
2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხ---- კ-------- იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც უმიზეზოდ აუხირდა ლ--------–--ეს და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დაუწყო ფსიქოლოგიური ძალადობა. შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი დამოკიდებულებით და აგრესიით ლ--------–--ეს ჯერ აიძულებდა გარკვეული მოქმედების შესრულებას, ხოლო შემდეგ მის მიმართ გააგრძელა ფიზიკური ხასიათის ძალადობრივი ქმედება და რამდენიმე წუთის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ხ---- კ--------ს მხრიდან არაერთგზის განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ძალადობის და მძიმე შეურაცხყოფის გამო სულიერად აღელვებულმა ლ--------–--ემ, დანის გამოყენებით, ხ---- კ--------ს გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
2. ბრალდებულმა ლ--------–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულ-- ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების - ე-------–-----------------------------------–---------------------------------------–-----–---–-------------------------------------------------------------------------------------------–------------------–---------------------–----------------------------------------------–-----------------–-------------------–-–---------–----------------------------------–--–-ს ჩვენებები;
- 2018 წლის 18 თებერვალს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ო--------–---------------------------ში,სადაც ნაპოვნი იქნა სამზარეულოს დანა, სისხლის მაგვარი ლაქები;
- 2007 წლის 27 სექტემბერს გაცემული ლ-- მქელაძისა და ხ---- კ--------ს ქორწინების მოწმობა; ანრი კ--------ს და ლიზი კ--------ს დაბადების მოწმობები;
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 14 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №001701418 დასკვნა, რომლის თანახმად, ხ---- კ--------ს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, გულმკერდის კუნთის, ნეკნთაშუა არტერიის, პლევრის, დიაფრაგმის, ელენთის, პანკრეასისა და მახვილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, ჰემოთორაქსი, ჰემოპერიტონიუმი. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გავა-წელის არეში ხერხემლის პროექციაში. არსებული დაზიანებები განვითარებულ-- რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 28 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №001357518 დასკვნა, რომლის მიხედვით ლ--------–--ეს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 12 აპრილის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №002328818 დასკვნა, რომლის თანახმად, ლ--------–--ის პიჯაკზე აღმოჩენილ მუქი ყავისფერი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ხ---- კ--------ს მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება; ლ--------–--ის პიჯაკზე აღმოჩენილ მოთეთრო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ხ---- კ--------ს მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები;
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 აპრილის ამბოლატორიული სასამართლო-ფისიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №002528218 დასკვნა, რომლის თანახმად, ლ--------–--ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადების დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლ-- ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს; ხ---- კ--------სთვის დანით დაზიანებების მიყენების დროს ლ--------–--ე იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 22 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №003350818 დასკვნა, რომლის თანახმად, სამზარეულო ოთახიდან ამოღებული ხის სახელურიანი დანის პირზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ---- კ--------ს. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ლ--------–--ის გენეტიკური პროფილი - იდენტურია; ლ--------–--ის საცხოვრებელი სახლის ოთახის იატაკიდან აღებული, ასევე მისაღები ოთახის მაგიდის გადასაფარებლის წინა ნაწილიდან აოღებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და ფანჯრის გარეთა მხრიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რაც ხ---- კ--------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია; ლ--------–--ისგან ამოღებულ ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ---- კ--------ს; ხ---- კ--------ს ტანსაცმელზე აღმოჩენილი მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ასევე ეკუთვნის ხ---- კ--------ს.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლ--ნად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ--------–--ის ბრალდების დადასტურება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილ-- საქმის სამართლ--ნი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლ--ნი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლ--ნი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელ--.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულ-- და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
18. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ--------–--ემ ჩაიდინა ხ---- კ--------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში - დანაშაული, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
19. ლ--------–--ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
20. ლ--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლ--ნობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლ--ნი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
23. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
25. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
26. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
27. სსკ-ის 121-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
28. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--------–--ეს, რომელიც უმუშევარია, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, მათგან ორი - მცირეწლოვანი, მიზანშეუწონელ-- დაენიშნოს სასჯელის სახედ ჯარიმა, ვინაიდან რთული მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს მის გადახდას და მძიმე ტვირთად იქცევა ისედაც უკიდურესად შეჭირვებული ოჯახისთვის. ასევე ვერ იქნება მის მიმართ გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე, როგორიცაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ვინაიდან ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის ორი შვილი. იმავე გარემოებებიდან გამომდინარე, ზედმეტად მკაცრი სასჯელ-- მის მიმართ შინაპატიმრობაც. ამდენად, სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, მინიმალური - 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ლ--------–--ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი შვილი, რომლებზე ზრუნვაც მთლ--ნად მას უწევს, დანიშნული სასჯელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
29. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ--------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ლ-- თ------ს ასული მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი