სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი · სსსკ 113
თავი XV — საგამოძიებო მოქმედებები
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე დათანხმების შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში.
9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.
10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება.
11. პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამ პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით.
12. დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ გამოსაკითხ პირს გამოკითხვაზე პირდაპირი და აშკარა თანხმობა არ გამოუხატავს.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 20 მარტის კანონი №5862 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4046 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 113. გამოკითხვის წესი 1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. 3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობისდათანხმების შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. 7. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში. 9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება. 11. პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამ პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. 12. დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ გამოსაკითხ პირს გამოკითხვაზე პირდაპირი და აშკარა თანხმობა არ გამოუხატავს. 13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-1150აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2023
2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20), ხოლო საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის თანახმად ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ.
საქმე №2კ-332აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2022
იმავდროულად, სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის - გამოკითხვისას ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების - გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე.
საქმე №2კ-738აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2022
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტში და საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დანაწესს, ასევე - საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით დაწესებულ პასუხისმგებლობას გამოსაკითხი პირის ან მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისათვის.
საქმე №2კ-595აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2021
ფ–ს დისტანციური გამოკითხვის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ან ნორვეგიის სახელმწიფოს სამართლის წესი ან/და პრაქტიკა, რომელიც პირის მსგავსი წესით გამოკითხვის საშუალებას იძლევა, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-11 ნაწილი. ის ფაქტი, რომ ო. კ–ს კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა და მას მანამდე არ ჰქონია რაიმე სამეწარმეო საქმიანობა, არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ვინაიდან ბანკიდან არ არის ამოღებული ფული, მას არ უცდია 76 492 ევროს ბანკიდან გატანა, არ დგინდება მსჯავრდებულების კავშირი ა.
საქმე №2კ-471აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.11.2021
ბ-ი გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის საფუძველზე და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს ნებაყოფლობით.
საქმე №2კ-45-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2021
საქმე №2კ-464აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2020
საქმე №2კ-4-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2017
საქმე №2კ-329აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2012
საქმე №2კ-318აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2010
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 113, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-113/