განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივნი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ლ-–----------–------–-–-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- ვ--–------ის ძე ფ---–---–---, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------ში
ადვოკატი - დ------–--–---–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ქ. თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2--- წლის 6 ივლისს, ს------–---------–--ის №--ე პ-------–----- დ-–-------–--აში მოხდა ი-----–- ფ---–---–---ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
აღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი-----–- ფ---–---–---ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2--- წლის 6 ივლისს, გაცემულ იქნა №1---- განჩინება მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ, №--ე პ-------–----- დ-–-------–--აში ი-----–- ფ---–---–---ს დაკითხვის შესახებ.
2--- წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ--------–-----ე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა №--ე პ-------–----- დ-–-------–--აში, რათა 2--- წლის 6 ივლისს, გაცემული №1---- განჩინების საფუძველზე მოეხდინა მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს დაკითხვა, თუმცა ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
აღნიშნულის შემდგომ, 2--- წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ი-----–- ფ---–---–---ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე.
ზემოხსენებული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2--- წლის 26 ივლისს მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა №1---- განჩინება მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი-----–- ფ---–---–---მ კვლავ უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2--- წლის 27 ივლისს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გ------- კ-------–---–ის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს №--ე პ-------–----- დ-–-------–--აში დაკითხვის შესახებ.
გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა №--ე პ-------–----- დ-–-------–--აში, რათა მომხდარიყო მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ი-----–- ფ---–---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნდებდა ობიექტურ პირს ი-----–- ფ---–---–---ს ბრალეულობაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2--- წლის 25 ივნისს, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილში დაიწყო გამოძიება სს №0----------- საქმეზე, მოწმე ი-----–- მ----–--ეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბ--- კ-----–---მა და პროკურორმა დ----- გ---------ემ განმარტეს, რომ ი-----–- ფ---–---–---მ სამჯერ განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ადვოკატის არყოლისა თუ ბრალდების მხარის მიმართ დაუსაბუთებელი აცილების გაცხადების მოტივით, ამასთან ი-----–- ფ---–---–---ს ქცევა იყო პროვოკაციული და ამ უკანასკნელს ჰქონდა მცდელობა ნებისმიერი ხერხით თავი აერიდებინა ჩვენების მიცემისათვის. მოწმეებმა: ბ--- კ-----–---მა და დ----- გ---------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული ს----------ო და საპროცესო მოქმედებების სისწორე, კერძოდ:
გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2--- წლის 6 ივლისს 13:15-13:27 საათებში, №- პ-------–----- დ-–-------–--აში, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის უფროს გამომძიებელს ბ--- კ-----–---ს ი-----–- ფ---–---–---მ უარი განუცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოკითხვის ოქმში გააკეთა შემდეგი შენიშვნა: „მივიჩნევ, რომ ბ--- კ-----–---ის ვიზიტი არის ზეწოლის მოხდენის მცდელობა ჩემზე როგორც ე.წ. „ც------ის“ საქმის მოწმეზე, არ ვეთანხმები არანაირ შემოთავაზებას და უარს ვაცხადებ ამის გამო ჩვენების მიცემაზე.“
მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, 2--- წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორმა დ----- გ---------ემ და ითხოვა განჩინების გაცემა ი-----–- ფ---–---–---ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობაში ინფორმაციის გამოთხოვის - ი-----–- ფ---–---–---ს მოწმის სახით დაკითხვის მიზანშეწონილობა დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით: ი-----–- მ----–--ის განცხადებით (რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას), 2--- წლის 24 ივნისს, ტელეკომპანია „რ----------“-ის მეშვეობით გავრცელებული, მსჯავრდებულ ი-----–- ფ---–---–---ს მიმართვა, რომლის თანახმად, ი-----–- მ----–--ე არის საქართველოს სახელმწიფო ს---------ის ს--------–-- თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების ს---------ში შემუშავებული გეგმის შესაბამისად გ------- მ----–--ეს მოუწყო პროვოკაცია, არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს, ი-----–- მ----–--ის როგორც მოწმის დისკრედიტაციას და წარმოადგენს ჩვენების შეცვლის მიზნით, მასზე ზემოქმედების მცდელობას, რითაც ასევე შეილახა მისი ღირსება და ჯანმრთელობასაც მიადგა გარკვეული ზიანი. ი-----–- მ----–--ემ განცხადებით მოითხოვა ი-----–- ფ---–---–---ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და ცალკეული პირების დაკითხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ--–-----ის 2--- წლის 6 ივლისის განჩინებით, ზ/აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორი დ----- გ---------ე, სს №0----------- საქმეზე, 2--- წლის 6 ივლისს 19:50 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ვ--–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2--- წლის 7 ივლისს 14:00 საათზე ჩანიშნულია მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. აღნიშნულზე ადვოკატმა მ----–------–---–მა განაცხადა, რომ მას პოზიცია შეთანხმებული ჰქონდა დასაცავ პირთან ი-----–- ფ---–---–---სთან, რომლის განმარტებითაც, დაკითხვაში მონაწილეობისას ი------–---–--ას არ სჭირდებოდა ადვოკატის დახმარება.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორი დ----- გ---------ე, სს №0----------- საქმეზე, 2--- წლის 7 ივლისს 13:57 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ვ--–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ი------–---–--ამ უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი №- პ-------–----- დ-–-------–--აში დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულზე ადვოკატმა მ----–------–---–მა განაცხადა, რომ 2--- წლის 7 ივლისს, დილის საათებში შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ი------–---–--ას და შეათანხმა პოზიცია, რომლის თანახმადაც, ი------–---–--ა დაკითხვისას არ საჭიროებს ადვოკატის დახმარებას.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, 2--- წლის 7 ივლისს 16:09 საათზე, №- პ-------–----- დ-–-------–--აში გაიხსნა გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსამართლე ვ--–-----ე, სხდომის მდივანი ვ----------, პროკურორი დ-----------ე, გამომძიებელი ბ-------–---ი და მოწმე ი------–---–--ა. აღნიშნულ სხდომაზე ი------–---–--ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ორ გარემოებაზე მითითებით: 1. ოთხი დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია დაკითხვაში მონაწილეობა (აღნიშნულის დასადასტურებლად ი------–---–--ა უთითებს სამედიცინო ცნობაზე, რომლის საფუძველზეც არ მოხდა მისი ბადრაგირება სასამართლოში) და 2. დაკითხვის პროცესში საჭიროებს ადვოკატის მონაწილეობას.
აღსანიშნავია, 2--- წლის 7 ივლისის სხდომის ოქმში დაფიქსირებული ი------–---–--ას შემდეგი განმარტებები:
· „მე ვარ ცუდად, მეოთხე დღეა ვშიმშილობ, აქ ვერ ვხედავ ჩემს უფლებადამცველ ადვოკატს...“
· პროკურორის განმარტებაზე, რომ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა საქმეზე უნდა დაკითხულიყო მოწმე მიაწოდეს მის ადვოკატს, ი------–---–--ას პასუხი: „მე გუშინ არ მიმიღია, არ ვიცოდი რა თემაზე უნდა დავკითხულიყავი...“
· მოსამართლის განმარტებაზე, რომ მოწმის უარმა ს----------ო ორგანოს მიერ გამოკითხვაზე განაპირობა მისი მოსამართლის წინაშე დაკითხვის აუცილებლობა, ი------–---–--ას პასუხი: „ხოდა, ხომ უნდა მითხრათ, რომ მოდიხართ ბატონო მოსამართლევ, უწყება მაინც ხომ უნდა გამომიგზავნოთ, რატომ მოხვედით აქ და რატომ არ დამიბარეთ საქალაქო სასამართლოში...“ „დაგიბარეს საქალაქო სასამართლოში და მოიტანეს ცნობა, რომ თქვენი გადაადგილება შეუძლებელია“ (მოსამართლე).
· პროკურორის მიერ 2--- წლის 6 და 7 ივლისს შედგენილ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია ადვოკატ მ--–---- ვ--–------–---–ის განმარტება, რომ მას დასაცავ პირთან ი------–---–--ასთან შეთანხმებული აქვს პოზიცია და ი------–---–--ა არ საჭიროებს ადვოკატის დახმარებას დაკითხვისას, ი------–---–--ას განცხადება: „საიდან მოიტანეთ... ტყუილია აბსოლუტურად... ტყუილია, მსგავსი რამე არ ყოფილა, დღეს მქონდა კომუნიკაცია, ადვოკატი იყო დილიდან შემოსული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით... რატომ ხართ ვალდებული ამ ცნობებს დაეყრდნოთ ვერ გავიგე, მ--–---- ვ--–------–---–ი დაკითხეთ, მაგის ხელმოწერაა ამ ოქმის ქვეშ, თუ რა არის... რა გავაკეთო, ჩავირტყა პასტა თვალში, ეგ გინდათ, რომ გავაკეთო? რომ ვეღარ დამკითხოთ, გეუბნებით ცუდადა ვარ, აზროვნების მხრივაც მიჭირს, მეოთხე დღეა არც საჭმელი მიჭამია, წყალს ვსვამ მარტო, ეს გავაკეთო გინდათ, რომ ვეღარ დამკითხოთ, ცუდად ვარ-მეთქი ...ვიღაცის მოტანილი ცნობაა, თურმე მე არ ვსაჭიროებ ადვოკატს, საიდან მოიტანეთ ეს... ჯერ რაღაცა მოიტანეს მსგავსი არაფერი ყოფილა გეუბნებით რომ არა, მე გეუბნებით, მ--–---- ვ--–------–---–ი არა.... ადვოკატსაც ვსაჭიროებ და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ვსაჭიროებ... მე ვითხოვ ადვოკატს, ადვოკატის გარეშე არც სამედიცინო შემოწმებას არ გავივლი, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება, მყავდეს ჩემი ადვოკატი, ჩემი უფლებადამცველი.“
· მოსამართლის განმარტებაზე, რომ პროკურორი დაუკავშირდება მის ადვოკატს მ----–------–---–ს, ი------–---–--ას პასუხი: „ვინ არის ჩემი ადოკატი... ვ--–------–---–ი არ იქნება ამ საქმეში ჩემი ადვოკატი...დამაკავშირეთ ჩემს ოჯახთან მე, ადვოკატს ვეტყვი ვინც უნდა მოვიდეს და მოვა ის ადვოკატი.“ აღნიშნულ საკითხზე მოსამართლის განმარტება - „კი ბატონო, მოგცემთ საშუალებას კომუნიკაციის, რომ ადვოკატთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეთ, დაურეკეთ თქვენს ოჯახს, ვისაც გნებავთ... დაუკავშირდით თქვენს ოჯახს და ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ შუამდგომლობის განხილვა.“
სხდომის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნულის შემდეგ, 16:28 საათზე სხდომაზე გამოცხადდა შესვენება 18:06 საათამდე, ი------–---–--ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
№- დ-–-------–--ის მთავარი ექიმის ო----------ის 0---------წ სამედიცინო ცნობის თანახმად, 0---------წ დაახლოებით 16:40 საათზე, გამოძახებული იქნა ამავე დ-–-------–--ის სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ინახულა ი------–---–--ა, რომელიც იქ მყოფი პირების დახმარებით ცდილობდა იატაკიდან ადგომას. ი------–---–--ას გადმოცემით, მას აღენიშნებოდა ხანმოკლე გონების კარგვა, დაახლოებით 3-5წმ, გონებაზე მოსვლის შემდეგ კი ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი მარცხენა თხემის არეში. ო----------ის მიერ შეთავაზებულ სამედიცინო დახმარებაზე ი------–---–--ამ განაცხადა უარი და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა გაუწია დახმარება და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შესთავაზა სტაციონარში გადაყვანა, რაზეც ი------–---–--ამ კატეგორიული უარი განაცხადა. ამჟამად პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის და პირღებინების შეგრძნება, ზოგადი საერთო სისუსტე, სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს.
18:10 საათზე სასამართლო სხდომა დასრულდა, ვინაიდან ი------–---–--ას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი დაკითხვის შესაძლებლობას (პროკურორ დ-----------ის განმარტებით, „ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, რომ მისცეს ჩვენება, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქალაქო სასამართლოს და ავიღებთ შესაბამის ნებართვას, რათა მოსამართლის წინაშე მოხდეს ი-----–- ფ---–---–---ს დაკითხვა).
მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, 2--- წლის 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართ ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორმა დ----- გ---------ემ და ითხოვა განჩინების გაცემა ი-----–- ფ---–---–---ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობაში ინფორმაციის გამოთხოვის - ი-----–- ფ---–---–---ს მოწმის სახით დაკითხვის მიზანშეწონილობა დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით: ი-----–- მ----–--ის განცხადებით (რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას), 2--- წლის 24 ივნისს, ტელეკომპანია „რ----------“-ის მეშვეობით გავრცელებული, მსჯავრდებულ ი-----–- ფ---–---–---ს მიმართვა, რომლის თანახმად, ი-----–- მ----–--ე არის საქართველოს სახელმწიფო ს---------ის ს--------–-- თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების ს---------ში შემუშავებული გეგმის შესაბამისად გ------- მ----–--ეს მოუწყო პროვოკაცია, არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს, ი-----–- მ----–--ის როგორც მოწმის დისკრედიტაციას და წარმოადგენს ჩვენების შეცვლის მიზნით, მასზე ზემოქმედების მცდელობას, რითაც ასევე შეილახა მისი ღირსება და ჯანმრთელობასაც მიადგა გარკვეული ზიანი. ი-----–- მ----–--ემ განცხადებით მოითხოვა ი-----–- ფ---–---–---ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და ცალკეული პირების დაკითხვა. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ 2--- წლის 6 ივლისს ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე, ხოლო 7 ივლისს სასამართლო სხდომა შეწყდა მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გ---------–---–ის 2--- წლის 26 ივლისის განჩინებით, ზ/აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორი დ----- გ---------ე, სს №0----------- საქმეზე, 2--- წლის 26 ივლისს 21:14 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ვ--–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2--- წლის 27 ივლისს 12:00 საათზე ჩანიშნულია მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ადვოკატმა მ----–------–---–მა განაცხადა, რომ 2--- წლის 27 ივლისს, დილის საათებში შეხვდებოდა მის დასაცავ პირს ი-----–- ფ---–---–---ს და დააზუსტებდა მასთან პოზიციას დაკითხვაში ადვოკატის მონაწილეობის შესახებ.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორი დ----- გ---------ე, სს №0----------- საქმეზე, 2--- წლის 27 ივლისს 11:53 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ვ--–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ ვინაიდან ი------–---–--ა უარს აცხადებდა სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმის №- პ-------–----- დ-–-------–--აში დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულზე მ----–------–---–მა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ი------–---–--ას შეხვდა 2--- წლის 27 ივლისს დილის საათებში და შეათანხმა პოზიცია, რომლის თანახმადაც, ი------–---–--ას დაკითხვას №- პ-------–----- დ-–-------–--აში დაესწრება ადვოკატი ე-- ქ------–---–ი.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის პროკურორი დ----- გ---------ე, სს №0----------- საქმეზე, 2--- წლის 27 ივლისს 12:10 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა ადვოკატ ე-- ქ------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ ვინაიდან ი------–---–--ა უარს აცხადებდა სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმის №- პ-------–----- დ-–-------–--აში დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულზე ადვოკატმა ე-- ქ------–---–მა განაცხადა, რომ იგი დაკითხვის წარმოებისას დაიცავდა ი------–---–--ას ინტერესებს და პოზიციის შესათანხმებლად 1 საათის განმავლობაში შევიდოდა №- პ-------–----- დ-–-------–--აში დასაცავ პირთან.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, 2--- წლის 27 ივლისს 13:23 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიხსნა სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსამართლე გ---------–---–ი, სხდომის მდივანი გ--–------, პროკურორი დ-----------ე და გამომძიებელი ბ-------–---ი. ვინაიდან სამედიცინო ცნობიდან გამომდინარე, ი------–---–--ა არ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ი-----–- ფ---–---–---ს მოწმის სახით დაკითხვის მიზნით სხდომა გაგრძელდეს №- პ-------–----- დ-–-------–--აში, რის გამოც 13:33 საათზე გამოცხადდა შესვენება.
სხდომის ოქმის ხსენებულ მონაკვეთში აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები:
· პროკურორმა განმარტა, რომ სხდომის თარიღი და დრო - 2--- წლის 27 ივლისი 12:00 საათი აცნობა ადვოკატ მ--–---- ვ--–------–---–ს. მოსამართლის კითხვაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება ხსენებული ადვოკატის ორდერი, პროკურორი პასუხობს, რომ 7 ივლისის დაკითხვასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარები გააკეთა მ----–------–---–მა, „აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის იყო ზუსტად ის ადვოკატი, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში... ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ვ--–------–---–ს დ მან განგვიმარტა, რომ ფ---–---–---ს დაკითხვაში მონაწილეობას სხვა ადვოკატი მიიღებდა თუ გადაწყდებოდა მოწმის პ-------–----- დ-–-------–--აში დაკითხვა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დავუკავშირდით იმ ადვოკატს - ე-- ქ------–---–ს და ის ახლა პ-------–----- დ-–-------–--აში იმყოფება და ათანხმებს პოზიციას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, მისცემს თუ არა ჩვენებას.“ მოსამართლის შეკითხვაზე, იქნება თუ არ მოწმე პ-------–----- დ-–-------–--აში დაკითხვის დროს უზრუნველყოფილი ადვოკატით, პროკურორი პასუხობს - „კი, რა თქმა უნდა!“
15:10 საათზე სასამართლო სხდომა გრძელდება №- პ-------–----- დ-–-------–--აში მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს მონაწილეობით.
მოსამართლე მოწმე ი------–---–--ას უმარტავს, რომ პროკურორის შუამდგომლობა მისი მოწმედ დაკითხვის თაობაზე სასამართლოში შესულია 2--- წლის 26 ივლისს 17:53 საათზე, რაც დაკმაყოფილდა იმავე დღეს შესაბამისი განჩინებით. მოსამართლემ გააცნო ასევე შუამდგომლობის შინაარსი და გააფრთხილა მოწმე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, ცრუ ჩვენებისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე განუმარტა უფლება არ მისცეს საკუთარი თავის და ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენება.
აღნიშნულ სხდომაზე ი------–---–--ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ორ გარემოებაზე მითითებით: 1. უარს აცხადებს არა ზოგადად ჩვენების მიცემაზე, არამედ ჩვენების მიცემაზე კონკრეტულად პროკურორ დ-----------ისა და გამომძიებელ ბ-------–---ისათვის, ვინაიდან მის მიერ ხსენებული პირები მხილებულნი არიან დანაშაულის ჩადენაში (2--- წლის 7 ივლისს №- პ-------–----- დ-–-------–--აში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით), რის თაობაზეც გ-------–---- ი-----–--ში მიმდინარეობს გამოძიება ს---------ებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და 2. დაკითხვის პროცესში საჭიროებს ადვოკატის მონაწილეობას.
აღსანიშნავია, 2--- წლის 27 ივლისის სხდომის ოქმში დაფიქსირებული ი------–---–--ას შემდეგი განმარტებები:
· „მოვიდნენ სხვა პროკურორები, მე პრობლემა არ გამაჩნია საერთოდ დაკითხვის, ამ ორ პიროვნებასთან არანაირი ნდობა არ გამაჩნია... გამოიცვლებიან პროკურორები, დავუკავშირდები ოჯახს, მოვა ადვოკატი, მე გამოვცხადდები საქალაქო სასამართლოში თუ დროზე მომიტანენ ხოლმე ან უწყებას ან განჩინებას და რამეს მაინც ჩამაბარებენ და მორიგე არ მეტყვის რომ ან ვიღაცამ დარე-- და რაღაც პროცესი მაქვს და არ ვიცი ვისთან ტარდება. როგორც კი ეს ყველაფერი იქნება დაცული, მზად ვარ სასამართლოს მივცე ჩვენება“
· “მე კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ვაფიქსირებ, ოქმისთვის ვაფიქსირებ, რომ მე არ ვაცხადებ უარს ჩვენების მიცემაზე, მე ვაცხადებ უარს პოტენციური დამნაშავეების, სისხლის სამართლის საქმის პროკურორ გ---------ის, პროკურორ კ-----–---ის კითხვებზე უარს ვაცხადებ რომ ვუპასუხო... ეს ხალხი უნდა იყოს თანამდებობიდან გადაყენებული, სანამ გამოძიება არ დამთავრდება.“
15:45 საათზე სხდომა დასრულდა მოსამართლის განმარტებით: მოწმე გაფრთხილებული იქნა პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა უარი განაცხადა ხელისმოწერასა და ფიცის დადებაზე; მანვე განაცხადა ისიც, რომ „მე არ ვაცხადებ ჩვენებაზე უარს და მივცემ ჩვენებას, მაგრამ არ მივცემ ამ პროკურორს, ამ კონკრეტულ პროკურორს და ამ კონკრეტულ გამომძიებელს ჩვენებას. იგი უარს აცხადებს დღეს ჩვენების მიცემაზე.“ საქართველოს მთავარი პ----------------ის გ-------–----ი ი-----–იის პროკურორ გ---------ის 2--- წლის 11 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ვინაიდან ი------–---–--ა მიუთითებდა, რომ 2--- წლის 7 ივლისს №- პ-------–----- დ-–-------–--აში გამართულ სასამართლო პროცესზე იგი გაურკვეველ ვითარებაში დაეცა და მიიღო სხეულის დაზიანება, მომხდართან დაკავშირებით კი აქვს ორი ვერსია: ან ფიზიკურად გაუსწორდნენ ან შიმშილობის გამო გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე დაკარგა გონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად, მოსამართლე ბ---------–---–ის წარმოებაში არსებულ, გ------- მ----–--ის ბრალდების სს საქმეზე ი-----–- ფ---–---–--- დაიკითხა დაცვის მხარის მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–- კ---–-–---–მა დაადასტურა ი-----–- ფ---–---–---ს ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული ს----------ო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის:
· სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, 2--- წლის 27 სექტემბერს 13:04 საათზე, ქ.თბილისის პ----------------ის ს----------ო ნაწილის უფროსი გამომძიებელი ი-----–- კ---–-–---–ი მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ვ--–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ 2--- წლის 27 სექტემბერს გეგმავს საპროცესო მოქმედების ჩატარებას ი-----–- ფ---–---–---სთან. აღნიშნულზე მ--–---- ვ--–------–---–მა განაცხადა, რომ ის ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესებს იცავს მხოლოდ ე.წ. „კ--------ის“ საქმეზე და უარი განაცხადა ი-----–- ფ---–---–---სთან 2--- წლის 27 სექტემბერს ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობაზე.
· პროკურორ ლ---------–--ის მიერ გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გამომძიებელმა ი-----–-–---–მა 2--- წლის 27 სექტემბერს გააცნო ი-----–- ფ---–---–---ს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, რის თაობაზეც გამომძიებელმა გააკეთა შესაბამისი შენიშვნა.
· 2--- წლის 27 სექტემბერს №- პ-------–----- დ-–-------–--აში გამოცხადებულ პროკურორ ლ---------–--ესა და გამომძიებელ ი-----–-–---–ს ბრალდებულმა ი-----–- ფ---–---–---მ უარი განუცხადა სს №------------ საქმის მასალების ჩაბარებაზე, რის გამოც გამომძიებელმა ი-----–-–---–მა განცხადებით მიმართა №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის დირექტორს ზ---------–---–ს და ითხოვა ბრალდებულისათვის გადაეცათ №------------ საქმის მასალები 278 ფურცლად, 1 ცალი DVD დისკი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ 4 ფურცლად და ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 2 ფურცლად.
· 2--- წლის 26 ოქტომბერს №- პ-------–----- დ-–-------–--აში გამოცხადებულ პროკურორ ლ---------–--ესა და გამომძიებელ ი-----–-–---–თან შეხვედრაზე ბრალდებულმა ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა, რის გამოც გამომძიებელმა ი-----–-–---–მა განცხადებით მიმართა №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის დირექტორს ზ---------–---–ს და ითხოვა ბრალდებულისათვის გადაეცათ №------------ საქმის მასალები 332 ფურცლად, 15 ცალი კომპიუტერული დისკი, ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 3 ფურცლად და სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა 5 ფურცლად. აღნიშნულიის თაობაზე სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაზე გაკეთებული შენიშვნის სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის სოციალურმა მუშაკმა ქ------- მ--–--ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის სოციალური განყოფილების სოციალურმა მუშაკმა ქ------- მ--–--ემ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გ------- ბ----–---–მა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა ა---- ო–----–---–მა დაადასტურეს 2--- წლის 27 სექტემბრით დათარიღებული ოქმის სისწორე, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულმა ი-----–- ფ---–---–---მ უარი განაცხადა სს საქმის მასალების (278 ფურცლად), პირის ბრალდების შესახებ დადგენილების (4 ფურცლად), შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმის (2 ფურცლად) და 1 ცალი კომპიუტერული დისკის ჩაბარებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–- კ---–-–---–მა და №- დ-–-------–--ის თანამშრომელმა, მთავარმა ინსპექტორმა გ------- თ----ემ დაადასტურეს 2--- წლის 28 სექტემბრის ოქმის სისწორე, რომლის თანახმად, პროკურორმა ლ---------–--ემ და გამომძიებელმა ი-----–-–---–მა №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის ს----------ო ოთახში სრულად გადასცეს ბრალდებულ ი-----–- ფ---–---–---ს სს №------------ საქმის მასალები და დატოვეს ოთახი, სადაც დარჩა ბრალდებული სს საქმის მასალებთან ერთად.
ბრალდებულ ი-----–- ფ---–---–---ს ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხვაზე მისი უარი განპირობებული იყო არა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ინტერესით (რასაც მისივე განმარტებით, ადასტურებს იმავე საკითხთან დაკავშირებით, გ------–--ის ბრალდების სს საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის ფაქტი), არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით 2--- წლის 7 ივლისს (რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო ცნობით), აგრეთვე მისი უფლებების დარღვევით, ვინაიდან არ მიეცა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა (არ ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით და არ მიეცა გონივრული დრო ადვოკატის ასაყვანად) და ბრალდების მხარის წარმომადგენლებისადმი (გამომძიებლისა და პროკურორის) უნდობლობით (ი------–---–--ას განმარტებით, უარი განაცხადა ჩვენება მიეცა იმ პირებისათვის, რომელთაც ამხელდა მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში).
საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ გამოკითხვას ბრალდების მხარე ატარებს, გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ ის შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.
საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი წესი. დაკითხვის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.
საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
„პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დ-–-------–--აში (მაგ: №- პ-------–-----ი დ-–-------–--ა) სასჯელის მოსახდელად მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს უფლება 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· ი------–---–--ამ 2--- წლის 6 ივლისს 13:27 საათზე უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რის შემდეგაც იმავე დღეს, 17:55 საათზე (იხ. მოსამართლის განჩინება) პროკურორმა დ-----------ემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა მოსამართლე ვ--–-----ის განჩინებით და სხდომის თარიღად განისაზღვრა 2--- წლის 7 ივლისი 14:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორ დ-----------ის №1---------- მიმართვით (რომელიც სასამართლო განხილვისას ცნობის სახით წარმოადგინა თავად ბრალდებულმა ი------–---–--ამ) 2--- წლის 7 ივლისს ეცნობა №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის დირექტორს, ი-----–- ფ---–---–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენის მიზნით.
· 2--- წლის 26 ივლისს 17:53 საათზე (იხ. მოსამართლის განჩინება) პროკურორმა დ-----------ემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა მოსამართლე გ---------–---–ის განჩინებით და სხდომის თარიღად განისაზღვრა 2--- წლის 27 ივლისი 12:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლის თანაშემწის ვ-----------–ის №1---- მიმართვით (რომელიც სასამართლო განხილვისას ცნობის სახით წარმოადგინა თავად ბრალდებულმა ი------–---–--ამ) 2--- წლის 27 ივლისს ეცნობა №- პ-------–-----ი დ-–-------–--ის დირექტორს, ი-----–- ფ---–---–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენის მიზნით.
· ადვოკატებს: მ----–------–---–სა და ე--------–---–ს სს საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად და ი-----–- ფ---–---–---ს ინტერესების დასაცავად ორდერი არ წარუდგენიათ.
ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:
Ø ი-----–- ფ---–---–--- მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის თაობაზე ინფორმირებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით;
Ø ი-----–- ფ---–---–---ს არ მიეცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობისა და დაცვის მოსამზადებლად;
აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სასამართლოს აძლევს ის გარემოება, რომ საჯარო ს---------ში დადგენილი სამუშაო საათების გათვალისწინებით, 2--- წლის 7 ივლისს პატიმრობაში მყოფ ი-----–- ფ---–---–---ს განკარგულებაში იყო დაახლოებით 4 საათი, ხოლო 27 ივლისს - მხოლოდ 2 საათი ადვოკატის ასაყვანად, ამასთან არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ი-----–- ფ---–---–---, როგორც სს საქმეზე მსჯავრდებული პირი სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იყო დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დ-–-------–--აში და ჩვეულებრივი მოწმისაგან (თავისუფლებაში მყოფი პირისაგან) განსხვავებით შეზღუდული ჰქონდა კომუნიკაცია გარესამყაროსთან, მას 1 თვის განმავლობაში ჰქონდა მხოლოდ 3 სატელეფონო საუბრის უფლება, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, ჰქონდა თუ არა 2--- წლის 7 და 27 ივლისს ი-----–- ფ---–---–---ს შესაძლებლობა ესარგებლა სატელეფონო საუბრის უფლებით (ხომ არ ჰქონდა მას უკვე გამოყენებული სამივე სატელეფონო საუბრის უფლება) და დადებით შემთხვევაში, მისთვის განსაზღვრულ, არაგონივრულად მცირე დროში ხომ არ ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან ან ადვოკატთან.
Ø 2--- წლის 6, 7, 26 და 27 ივლისის ადვოკატებთან სატელეფონო გასაუბრების ოქმები წარმოადგენს ი-----–- ფ---–---–---ს დაცვის უფლების თეორიულ და არა პრაქტიკულ, არა ეფექტიან უზრუნველყოფას (აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე მ----–------–---–ის მზაობის მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, თუმცა 2--- წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა განცხადებით, რომლის თანახმად სს №------------ საქმეზე პროკურორ დ-----------ის მიერ 2--- წლის 6, 7, 26 და 27 ივლისს შედგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება).
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატ მ----–------–---–ს დაცვის უფლების განსახორციელებლად შესაბამისი ორდერი არ წარუდგენია და გამოძიებას არც თავად ი------–---–--ას პოზიცია გაურკვევია აღნიშნულ საკითხზე, 2--- წლის 6 და 7 ივლისს, პროკურორმა სასამართლო სხდომის თარიღი შეატყობინა სწორედ მ----–------–---–ს და ნდობის საფუძველზე, სარწმუნოდ მიიჩნია მხოლოდ ამ უკანასკნელის განმარტება, რომ ი------–---–--ა მოწმის სახით დაკითხვისას არ საჭიროებდა მის მონაწილეობას. 2--- წლის 7 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე სატელეფონო გასაუბრების ოქმების გამოქვეყნების შემდეგ, ი-----–- ფ---–---–--- ითხოვდა დაკითხვის პროცესში მისი ინტერესების დასაცავად ადვოკატის მონაწილეობას, ამასთან კატეგორიულად განმარტავდა, რომ მ----–------–---–ი არ არის მისი ადვოკატი - „საიდან მოიტანეთ... ტყუილია აბსოლუტურად... ტყუილია, მსგავსი რამე არ ყოფილა, დღეს მქონდა კომუნიკაცია, ადვოკატი იყო დილიდან შემოსული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით... რატომ ხართ ვალდებული ამ ცნობებს დაეყრდნოთ ვერ გავიგე, მ--–---- ვ--–------–---–ი დაკითხეთ, მაგის ხელმოწერაა ამ ოქმის ქვეშ, თუ რა არის... ვიღაცის მოტანილი ცნობაა, თურმე მე არ ვსაჭიროებ ადვოკატს, საიდან მოიტანეთ ეს... ჯერ რაღაცა მოიტანეს მსგავსი არაფერი ყოფილა გეუბნებით რომ არა, მე გეუბნებით, მ--–---- ვ--–------–---–ი არა.... მე ვითხოვ ადვოკატს, ადვოკატის გარეშე არც სამედიცინო შემოწმებას არ გავივლი, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება, მყავდეს ჩემი ადვოკატი, ჩემი უფლებადამცველი... ვ--–------–---–ი არ იქნება ამ საქმეში ჩემი ადვოკატი... დამაკავშირეთ ჩემს ოჯახთან მე, ადვოკატს ვეტყვი ვინც უნდა მოვიდეს და მოვა ის ადვოკატი.“ მიუხედავად 2--- წლის 7 ივლისის სხდომაზე განვითარებული მოვლენებისა, იმ პირობებში, როდესაც კვლავ არ იყო წარმოდგენილი არცერთი ადვოკატის ორდერი, 2--- წლის 26-27 ივლისს პროკურორმა სასამართლო სხდომის თარიღი კვლავ შეატყობინა ადვოკატებს: მ----–------–---–სა და ე--------–---–ს, რომელთაგან მ----–------–---–მა განაცხადა, რომ ი------–---–--ას დაკითხვაში მონაწილეობას მიიღებდა არ თავად, არამედ ე--------–---–ი, ე--------–---–მა კი განმარტა, რომ პოზიციების შესათანხმებლად შევიდოდა ი------–---–--ასთან. 2--- წლის 27 ივლისს გამართულ სხდომაზე ი------–---–--ა კვლავ ითხოვდა მის დაკითხვას ყველა პროცესუალური ნორმის დაცვით, მათ შორის, ადვოკატის მონაწილეობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ იმოქმედა რა ადვოკატისადმი ნდობისა და მისი სატელევიზიო კომენტარების საფუძველზე და არა ი------–---–--ას განმარტებისა (ი------–---–--ა აცხადებდა, რომ მ----–------–---–ი არ იყო მისი ადვოკატი და ეს უკანასკნელი ვერ მიიღებდა მის ნაცვლად გადაწყვეტილებას დაკითხვის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის მიზანშეწონილობის თაობაზე) და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის დაცვით (ადვოკატის გარეშე დაკითხვის თაობაზე სარწმუნოდ მიიჩნია იმ პირის პოზიცია, რომელსაც სს საქმეში მონაწილეობის მისაღებად არ ჰქონდა წარდგენილი ორდერი), ვერ იქნა მიღებული ყველა შესაძლო, გონივრული ზომა ი-----–- ფ---–---–---ს ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად და შესაბამისად, თავიდან ვერ იქნა აცილებული ბრალდებულის აპელირება მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარისავე განმარტებით, მოწმე სხვადასხვა „პროვოკაციული ქმედებებით“ მიზანმიმართულად ცდილობდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას.
Ø გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირების მიუკერძოებლობა
2--- წლის 27 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ი-----–- ფ---–---–---ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი არგუმენტი იყო გამომძიებლისა და პროკურორის მიმართ უნდობლობა, ვინაიდან 2--- წლის 7 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პ----------------ის გ-------–---- ი-----–--ში დაწყებული იყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიების დაწყებას კი საფუძვლად დაედო ი------–---–--ას განცხადება ცალკეული პირების, მათ შორის, გამომძიებლისა და პროკურორის მიერ მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რის გამოც ხსენებული პირები გამოიკითხნენ მოწმის სახით (იხ. 11.08.2---წ პროკურორის დადგენილება).
მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მოწმის უფლებას აცილება განუცხადოს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე გამომძიებელსა თუ პროკურორს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სს №0----------- საქმეზე (მოწმე ი-----–- მ----–--ეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე), გამოძიების დაწყების საფუძვლად მითითებული ი------–--ის განცხადებისა და მოწმე ი------–---–--ას მოსამართლის წინაშე დაკითხვის შუამდგომლობის დასაბუთებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ი-----–- ფ---–---–--- წარმოადგენდა არა უბრალოდ მოწმეს, რომელიც ფლობდა სს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, არამედ ი------–--ე პირდაპირ მიუთითებდა მასზე, როგორც შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირზე, შესაბამისად, ი-----–- ფ---–---–---სათვის საპროცესო კანონმდებლობითა თუ კონვენციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა პირდაპირ კავშირში იყო მისი სამართლებრივი მდგომარეობის (სტატუსის) გაუარესებასთან, რაც თავის მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
გამოძიების ეფექტიანობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, კერძოდ, „იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ. ეფექტიანი გამოძიება განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა, რათა აღიკვეთოს უკანონო ფარული გარიგებების ნებისმიერი გამოვლინება ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.“
Ø ი-----–- ფ---–---–---ს ბრალდებულად ცნობისას და შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი თანახმად:
1. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.
2. ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;
ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;
გ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა, ან ილაპარაკოს ამ ენაზე.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მიუთითებს კონკრეტულად სამართლიან სასამართლო განხილვაზე, ეს უკანასკნელი გამოიყენება არამარტო თვით განხილვასთან მიმართებით, არამედ იმ ეტაპების მიმართაც, რომლებიც წინ უსწრებენ და თან სდევენ სასამართლო განხილვას. სისხლის სამართლებრივ საქმეებთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მოქმედების სფეროში ხვდება წინა სასამართლო ეტაპზე ხელისუფლების ეროვნული კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული გამოძიების პროცესი (Imbroscia v.Switzerland).
მე-6 მუხლი, განსაკუთრებით, მისი მე-3 პუნქტი - შეიძლება ვრცელდებოდეს სასამართლო განხილვამდე არსებულ სამართალწარმოებაზე იმდენად, რამდენადაც სასამართლო განხილვის სამართლიანობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს იმის გამო, რომ მე-6 მუხლის დებულებები თავიდანვე არ იქნა შესრულებული“ (სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ (Salduz v. Turkey), განაცხადი №o. 36391/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება).
„ის, თუ როგორ უნდა გავრცელდეს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი გამოძიების ეტაპზე, სამართალწარმოების სპეციფიკურ მახასიათებლებსა და საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული. მომენტი, რომლიდანაც მე-6 მუხლი ამოქმედდება, ასევე საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული, რადგანაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მე-6 მუხლში მოცემული „ბრალდების“ ცნების განმარტებისას „ფორმალურ“ განსაზღვრებას „შინაარსობრივ“ დატვირთვას ამჯობინებს გამომდინარე იქიდან, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამართლიანი განხილვის უფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (იხ. შაბელნიკი უკრაინის წინააღმდეგ (Shabelnik v. Ukraine), განაცხადი №o. 16404/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება). „სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოებაში, კონვენციის მე-6 მუხლი ამოქმედდება იმ მომენტიდან, როგორც კი პირს „ბრალდება“ წარედგინება. ეს შეიძლება მოხდეს პირის სასამართლოს წინაშე წარდგენამდე, მაგალითად, დაკავებისას, როდესაც პირს ოფიციალურად ეცნობება, რომ ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნება მიცემული, ან გამოძიების დაწყებისას. ბრალდება, მე-6 მუხლის მიზნებისთვის, შეიძლება ნიშნავდეს „პირისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიცემულ ოფიციალურ შეტყობინებას, რომ არსებობს ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე“. ბრალის წარდგენად ჩაითვლება ის შემთხვევაც, როცა „პირის მდგომარეობა არსებითად დამძიმდა“ (ალექსანდრ ზაიჩენკო რუსეთის წინააღმდეგ (Aleksandr Zaichenko v. Russia), განაცხადი №o. 39660/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება).
საქმეზე გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ (Gradinger v. Austra), განაცხადი №o. 15963/90, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა მიჩნეული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება უნდა გავრცელდეს (გადაწყვეტილების პუნქტები 35-36).
პრეცედენტული სამართლის განვითარების ადრეულ ეტაპზე სასამართლომ განსაზღვრა ის დრო, როდესაც იწყება შესაბამისი ვადის ათვლა. სასამართლოს მიხედვით, „ბრალდება” უნდა იყოს საწყისი წერტილი, ვინაიდან „სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ბრალდების საფუძვლიანობის განსაზღვრა”. ამის შემდეგ სასამართლო მიუთითებს „ბრალდების” ავტონომიურ ცნებაზე: „ისე როგორც ეს სიტყვა არის გაგებული კონვენციის მნიშვნელობით”. ეკლეს (Eckle) საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ ათვლის მომენტი შეიძლება წინ უსწრებდეს სასამართლო განხილვას და იყოს „დაკავების თარიღი, დღე, როდესაც პირს ოფიციალურად ეცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ან წინასწარი გამოძიების დაწყების თარიღი”. ამ საქმეში სასამართლომ პირველად ჩამოაყალიბა „ბრალდების” ცნება: „[ის] შეიძლება განისაზღვროს როგორც „ოფიციალური შეტყობინება, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაეცა პირს და შეიცავს მტკიცებას, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული,“ ეს არის განსაზღვრება, რომელიც ასევე შეესაბამება ტესტს, „არსებითი ზეგავლენა განიცადა თუ არა [ეჭვმიტანილის] მდგომარეობამ“ (ეკლე (Eckle) გერმანიის წინააღმდეგ). სასამართლოს მითითება დევერის (Deweer) საქმეზე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს დეფინიცია მიზნად ისახავდა არა მხოლოდ „გონივრული ვადის” ათვლის წერტილის, არამედ მთლიანად მე-6 მუხლის მოქმედების დასაწყისის განსაზღვრას.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ბრალდება” პირისთვის წარდგენილად ჩაითვლება, inter alia, როდესაც მის საქმეზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება და თუმცა არ არის დაკავებული, განმცხადებელს ოფიციალურად ეცნობა გამოძიების დაწყების შესახებ ან ამ ფაქტმა დაიწყო მასზე ზეგავლენის მოხდენა. ვადის ათვლის წერტილად ჩაითვალა, აგრეთვე, პოლიციის მიერ პირის პირველად დაკითხვა (მარტინსი (Martins) და გარსია ალვესი (Garcia Alves) პორტუგალიის წინააღმდეგ) და ჩხრე-- (დიამანტიდისი (Diamantides) საბერძნეთის წინააღმდეგ; ქიომე (Coeme) ბელგიის წინააღმდეგ).
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური უფლება - დამცველის არჩევის, აგრეთვე დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროისა და შესაძლებლობის უფლება გარანტირებულია ამავე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზეც და არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ზოგადი უფლების მსგავსი. დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროის არსებობის უფლების მიზანია დაცვის ჯეროვანი მომზადება და „დაჩქარებული სასამართლო განხილვის” თავიდან აცილება (კროხერი (Krocher) და მიოლერი (Moller) შვეიცარიის წინააღმდეგ).
სამი მთავარი ელემენტი ქმნის დაცვის უფლების ბირთვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: პირადად დაცვის უფლება, არჩეული დამცველის მომსახურებით სარგებლობის უფლება და სახელმწიფოს მიერ დამცველის დანიშვნის უფლება. პირველი ორი ასპექტი სრულიად შეუზღუდავია, ხოლო მესამე დამოკიდებულია გარკვეული პირობების არსებობაზე.
დაცვის უფლების მიზანი კომპლექსურია და მასში გამოყოფენ ოთხ განსხვავებულ ასპექტს:
ა. ტექნიკური ასპექტი - დამცველი უზრუნველყოფს ბრალდებულს იმ ტექნიკური უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას სჭირდება სისხლის საპროცესო სამართალში, მათ შორის კონსტიტუციით ან საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებებით სრულად სარგებლობისთვის. დამცველის დახმარება არის ის გასაღები, რომელიც აღებს დაცვის ყველა უფლებისა და შესაძლებლობის კარს. სისხლის სამართალწარმოებაში აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება - გადამჭრელი ზომების მიუღებლობას მოსდევს გარკვეული უფლებების დაკარგვა, მცდარ გადაწყვეტილებას კი შეუქცევადი ზიანის გამოწვევა შეუძლია. სამართლისა და პრაქტიკის კარგი ცოდნაა საჭირო ამგვარი გადაწყვეტილებების შედეგების შეფასებისთვის. ასეთი შეფასების გაკეთება, ჩვეულებრივ, გაუჭირდება ბრალდებულს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დამცველის დახმარება არც ერთ შემთხვევაში არ არის ზედმეტი. ერთ-ერთი ასპექტი, რომლის იგნორირება დაუშვებელია, არის დამცველის შესაძლებლობა, ზედამხედველობა გაუწიოს და აკონტროლოს ხელისუფლების ორგანოთა ქმედებები. მისი უნარები არის საჭირო იმის გასარკვევად, ბრალდებულს სწორად ეპყრობიან თუ არა და რამდენად სრულდება საპროცესო ნორმები. სხვა სიტყვებით, მიზანს წარმოადგენს ბრალდებულის უზრუნველყოფა მაქსიმალური შესაძლებლობით სამართალწარმოების მისთვის სასურველი შედეგით დასრულებისთვის.
ბ. ფსიქოლოგიური ასპექტი - იმ პირობებშიც კი, თუკი სახეზეა შედარებით მარტივი საქმეები, რომლებიც არ საჭიროებენ იურიდიული საკითხების ღრმა ცოდნას ან/და ბრალდებული თავად იურისტია (სისხლის საპროცესო სამართლის სპეციალისტიც კი, რომელსაც არ სჭირდება ტექნიკური დახმარება), ამ შემთხვევაშიც კი ბრალდებულს აქვს პროფესიული დახმარების მიღების სრულიად ლეგიტიმური ინტერესი. ის დგას ობიექტურობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც გამოწვეულია საკუთარი საქმის მიმართ გადამეტებული ინტერესით. შეიძლება თვით ყველაზე გონიერმა და გაწონასწორებულმა ადამიანმა დაკარგოს რაციონალური ანალიზისა და საკუთარი ქმედების შედეგების შეფასების უნარი, როცა დავაში ემოციურად ჩართული აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ ასპექტს ტექნიკური ასპექტისაგან განსხვავებული ფუნქცია აქვს, ისიც ბრალდებულისთვის მაქსიმალურად სასურველი შედეგით სამართალწარმოების დასრულების მიზანს ემსახურება.
გ. ჰუმანიტარული ასპექტი - სისხლის სამართალწარმოებაში მონაწილეობის ფაქტი თავისთავად უმძიმესი სტრესის წყაროა ყველასთვის, უიმედობისა და სასოწარკვეთის განცდა განსაკუთრებით ძლიერია ბრალდებულის დაკავებისა და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს, პირის მიერ დაპატიმრების ფაქტის „იოლად გადატანა” წარმოადგენს გამონაკლისს და არა წესს. სწორედ ამ კუთხით, დამცველის დახმარება ემსახურება ჰუმანიტარულ მიზანს, ბრალდებულს გაუნელოს სასოწარკვეთისა და უიმედობის განცდა.
დ. დაცვის უფლების სტრუქტურული ასპექტი - დაცვის უფლება ბრალდებულს აძლევს საშუალებას, აქტიური ფუნქცია შეასრულოს სამართალწარმოებაში, იყოს სუბიექტის და არა ობიექტის როლში. ბრალდებულის უფლება, დაიცვას თავი პირადად ან დამცველის დახმარებით, უზრუნველყოფს მას შესაძლებლობით, გავლენა მოახდინოს სამართალწარმოების განვითარებაზე. ამ თვალსაზრისით, ის ასევე ბრალდებულის პირადი ღირსების გამოხატულებაა. გრეინჯერის (Granger) საქმეში სასამართლომ განაცხადა, რომ იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა „უპირველესად ემსახურება მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ინტერესებს, რადგანაც საშუალებას აძლევს განმცხადებელს, არსებითი წვლილი შეიტანოს სამართალწარმოების პროცესში”.
ევროსასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დაცვის უფლების მოქმედების სფერო მე-6 მუხლის მოქმედების სფეროს იდენტურია, როდესაც საქმე „სისხლისსამართლებრივ ბრალდებასთან” დაკავშირებულ სამართალწარმოებას ეხება, შესაბამისად, დაცვის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო განხილვით. დამცველის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალწარმოების წინასასამართლო ეტაპზე, როდესაც მტკიცებულებების უმეტესობა განიხილება მხოლოდ გამომძიებლის, პ----------------ის წარმომადგენლის ან გამომძიებელი მოსამართლის მიერ. ხშირად სასამართლო მთლიანად ეყრდნობა გამოძიების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს. ამდენად, დამცველის დახმარებით სარგებლობის უფლება წარმოიქმნება მაშინვე, როდესაც არსებობს ეფექტიანი დახმარების გაწევის შესაძლებლობა.
საქმეში RD პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლომ პირდაპირ მიუთითა: „არსებობს ... ძირითადი აუცილებელი მოთხოვნა რომ „მართლმსაჯულების ინტერესები“ დაკმაყოფილდეს ყველა საქმეში. ეს არის სასამართლოს წინაშე სამართლიანი სამართალწარმოების მოთხოვნა, რომელიც ყველაფერთან ერთად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აკისრებს მთელი სასამართლო განხილვის მანძილზე ბრალდებულისთვის თავის დაცვის რეალისტური შანსის მიცემას”.
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისგან განსხვავებით, რომელიც საუბრობს დაცვის მოსამზადებლად აუცილებელ დროსა და შესაძლებლობებზე, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი „ბრალდებულს ანიჭებს დამცველის დახმარებისა და მხარდაჭერის უფრო ზოგად უფლებას მთელი სამართალწარმოების განმავლობაში”, რადგან კონვენციის გარანტიები უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი” (ქანი (Can) ავსტრიის წინააღმდეგ). ამის შემდეგ კომისიამ განიხილა დამცველის ფუნქციები სისხლის სამართალწარმოებაში: ისინი მოიცავენ არა მხოლოდ სასამართლო განხილვისთვის მომზადებას, არამედ ასევე გამოძიების მსვლელობისას გატარებული ნებისმიერი ღონისძიების კანონიერების კონტროლს, ნებისმიერი სახის მტკიცებულების იდენტიფიცირებასა და წარმოდგენას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ახალი რელევანტური გარემოებების აღმოჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია და მოწმეებს კარგად ახსოვთ ფაქტები, ბრალდებულის დახმარებას მისი პატიმრობის საფუძვლიანობასთან, ხანგრძლივობასა და პირობებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენაში და ზოგადი დახმარების გაწევას ბრალდებულისთვის, რომელიც მისი დაპატიმრების გამო, მოწყვეტილია ჩვეულ გარემოს. ზოგიერთ ამ ფუნქციაში ჩარევას ექნება ადგილი ან მისი შესრულება შეუძლებელი იქნება, თუ დამცველს შეუძლია კლიენტთან ურთიერთობა მხოლოდ სასამართლო მოხელის თანდასწრებით... შესაბამისად, დამცველის ეფექტიანი დახმარების უფლებასთან არსებითად შეუსაბამო იქნება ... ბრალდებულსა და დაცვის ადვოკატს შორის ურთიერთობაზე სასამართლოს ზედამხედველობა (Ibid.).
ევროსასამართლო მუდმივად აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ შემოიფარგლება სასამართლო განხილვის ეტაპით. ის მოიცავს მთელ სამართალწარმოებას „იმდენად, რამდენადაც სასამართლო განხილვის სამართლიანობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება დასაწყისში მისი დაუცველობის გამო” (იმბრიოშა (Imbrioscia) შვეიცარიის წინააღმდეგ, ჯონ მიურეი (John Murray) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ოჯალანი (Ocalan) თურქეთის წინააღმდეგ,) ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო პაქტი ირღვევა, როდესაც პატიმარს უარს ეუბნებიან დამცველის ხელმისაწვდომობაზე და ის აღიარებს დანაშაულს წინასწარი პატიმრობის დროს (იხ. აგრეთვე კონტერისი (Conteris) ურუგვაის წინააღმდეგ). სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან ბრალდებულს უნდა მიეღო რთული გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენდა შემდგომ სამართალწარმოებაზე. სასამართლოს განცხადებით: „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციის მიერ დაკითხვის საწყის ეტაპზე ბრალდებულის პოზიცია შეიძლება ისეთ სამართლებრივ შედეგს უკავშირდებოდეს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დაცვისთვის შემდგომი სამართალწარმოების დროს. ასეთ პირობებში მე-6 მუხლი ჩვეულებრივ მოითხოვს, რომ ბრალდებულს მიეცეს დამცველის დახმარებით სარგებლობის უფლება პოლიციის მიერ დაკითხვის საწყისი სტადიიდან” (Ibid). მაგის (Magee) საქმეში სასამართლომ განაცხადა, რომ „მე-6 მუხლი – განსაკუთრებით მე-3 პუნქტი – შეიძლება რელევანტური იყოს სასამართლოში განსახილველად საქმის გადაცემამდე იმ შემთხვევაში და იმდენად, რამდენადაც სასამართლო განხილვის სამართლიანობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება დასაწყისში მისი დაუცველობის გამო”. ეს შეესაბამება სასამართლოს მიდგომას ჯონ მიურეის (John Murray) და ტეიშერა დი კასტროს (Teixeira de Castro) საქმეებში, რომელიც პოლიციის მიერ დანაშაულის წაქეზებას შეეხებოდა და რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ „ჩარევა და მისი გამოყენება სადავო სისხლის სამართალწარმოებაში ნიშნავდა, რომ განმცხადებელს თავიდანვე უარი ეთქვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე”.
გოდის (Goddi) და არტიკოს (Artico) საქმეებში სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს დამცველის „დახმარებას” და არა მის „დანიშვნას”. უფრო ზოგადად, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონვენციის დანიშნულებაა უფლებების უზრუნველყოფა, რომლებიც არა თეორიული და მოჩვენებითი, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანია”.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი მართლმსაჯულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუშვებელია, რომ სამართლიანი განხილვის უფლება შეზღუდვითად განიმარტოს (რიაკიბ ბირიუკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ryakib Biryukov v. Russia), განაცხადი №o. 14810/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 37). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, მთლიანობაში რამდენად სამართლიანად ჩატარდა სამართალწარმოება ეროვნულ დონეზე (იბრაჰიმი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ibrahim and others v. the United Kingdom), განაცხადები №os. 50541/08, 50571/08, 50573/08 and 40351/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 221). კერძოდ, სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე დაცვის ამა თუ იმ უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს ავტომატურად ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, რამდენად იყო შესაძლებელი საპროცესო დარღვევის სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე გამოსწორება (ჩოპენკო უკრაინის წინააღმდეგ (Chopenko v. Ukraine), განაცხადი №o. 17735/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის დაცვის უფლებებისთვის ის საპროცესო გარანტია, რომელიც არ იქნა უზრუნველყოფილი.
საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის დახმარების გაწევა საზოგადოების ყველა წევრის მოქალაქეობრივი ვალია. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მოწმესა და დაზარალებულს აკისრებს მოვალეობას, მისცენ ს----------ო და სასამართლო ორგანოებს სწორი ჩვენება, მიაწოდონ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი ყველა ფაქტისა და გარემოების შესახებ და ამომწურავი პასუხი გასცენ დასმულ შეკითხვებს. იმ პირებს, რომლებიც შეგნებულად თავს არიდებენ აღნიშნული მოვალეობის შესრულებას, შეუძლიათ სერიოზულად შეუშალონ ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, დამატებითი ობიექტი კი შეიძლება იყოს ადამიანის უფლებები და კანონით დაცული ინტერესი. ჩვენებაზე უარის თქმა გულისხმობს მოწმის ან დაზარალებულის აშკარად გამოხატულ ნებას, არ მისცეს ჩვენება ს----------ო ან სასამართლო ორგანოებს სამისათვის მნიშვენლოვან გარემოებათა შესახებ. ჩვენების მიცემაზე უარის ობიექტური მხარე ხასიათდება როგორც აქტიური მოქმედებით, ისე უმოქმედობით და შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, თუმცა ხსენებული მუხლით პირის ქმედების დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ პირს არ სურდეს ჩვენების მიცემა საპატიო მიზეზის გარეშე.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ფ---–---–---, რომელზეც ი------–--ე პირდაპირ მიუთითებდა როგორც მასზე ზემოქმედების განმახორციელებელ და შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენ პირზე, გამოძიების დაწყებისა და პირველივე დაკითხვის მომენტიდან (რაც უნდა ჩაითვალოს ოფიციალური ორგანოს მიერ ოფიციალურ შეტყობინებად, რომ არსებობს ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე) მოექცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოქმედების სფეროში. აღნიშნული მუხლით (აგრეთვე საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით) გარანტირებული, არჩეული დამცველის დახმარებით სარგებლობის პრაქტიკულად აბსოლუტური უფლების შეზღუდვამ განაპირობა ი-----–- ფ---–---–---ს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც მოწმის სამართლებრივ მდგომარეობაზე (ი-----–- ფ---–---–---ს შესძინა ბრალდებულის სტატუსი) და დაცვის უფლების საწყის ეტაპზე დაუცველობამ წარმოშვა მთლიანად სამართალწარმოების პროცესის სამართლიანობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ი-----–- ფ---–---–---ს განზრახვა შეგნებულად თავი აერიდებინა ჩვენების მიცემისათვის და აღნიშნულით ხელი შეეშალა მართლმსაჯულებისათვის, არამედ სახეზეა ი-----–- ფ---–---–---ს ლეგიტიმური მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვით განხორციელებულიყო მისი მოწმის სახით დაკითხვა, ი-----–- ფ---–---–---ს ქმედებაში მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეშლის ინტერესისა და განზრახვის არარსებობა კი ავტომატურად გამორიცხავს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- ფ---–---–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით, რის გამოც ი-----–- ფ---–---–--- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–- ფ---–---–--- საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
განემარტოს ი-----–- ფ---–---–---ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 2 (ორი) ცალი CD დისკი და 4 (ოთხი) ცალი DVD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია