საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.04.2022
საქმის ნომერი
2კ-332აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120004022702

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №332აპ-22 ქ. თბილისი

შ. ლ. 332აპ-22 12 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით;

1.2. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ლ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2.1. 2020 წლის 11 სექტემბერს, დილის საათებში, თ–ში, ფ..... ..-ში, კორპუსი №.., ბინა №..-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ლ. შ–ამ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალისადმი მესაკუთრული დამოკიდებულებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. თ–ზე. კერძოდ, დანით დაზიანება მიაყენა ჯერ კისრის, შემდეგ კი - მარჯვენა ხელის მტევნის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2020 წლის 11 სექტემბერს, დილის საათებში, თ–ში, ფ.... ..-ში, კორპუსი №.., ბინა №..-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ლ. შ–ა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალისადმი მესაკუთრული დამოკიდებულებით, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. თ–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით ლ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ლ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ლ. შ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილობრივ დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ. შ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩააეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ–ს ადვოკატმა ი. თ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. შ–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ლ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ. შ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ლ. შ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილობრივ დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ. შ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 სექტემბრიდან.

6. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა ანალიზით არ დადგინდა ლ. შ–ს მიერ დანაშაულების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ–ს ადვოკატმა ი. თ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. შ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება ირიბ ჩვენებებს და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს. მოწმეთა ჩვენებების ნაწილი მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის დაზარალებულისაგან გახდა ცნობილი, თუმცა მათი მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს. შესაბამისად, მოწმეების - მ. ი–ისა და ა. მ–ს ჩვენებების ნაწილი, რომელიც ეხება მათ მიერ უშუალოდ ნანახს (შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული) პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი საქმეზე №97აპ-20).

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ლ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანაშაულების ჩადენა.

12. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის - გამოკითხვისას ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების - გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე