განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
030100119002899176
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100119002899176

№1/86-2019

განაჩენი

საქართველოსსახელით

10 ივნისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ----–-- კ--------,ბრალდებული: ზ------- ყ-------,მამის სახელი: გ----,დაბადებული: 2----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ფ-----,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლობა: მქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, გ------- ქუჩა N3--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათალისწინებული შედეგი.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზ------- ყ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდებულ ზ------- ყ-------ს სისხლის სამართლის №045270219001 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათალისწინებული შედეგი.

ზ------- ყ-------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 24 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------- ყ-------მ ქ. ფოთში, გ--------–-- ქუჩა N3--–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თ----- ჩ-------- რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------- ყ-------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ზ------- ყ-------ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2.1. დაზარალებულმა თ----- ჩ---------, რომელიც არის ბრალდებულ ზ------- ყ-------ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის, ზ------- ყ-------ს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.

 

(იხ. 10.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. მოწმე შ--–-- ზ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 27 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ზ----- კ-----------ნ ერთად. ღამის საათებში, გადაადგილდებოდა ქ. ფოთი, ა----–-----–-- ქუჩაზე, რა დროსაც პოლიციის მანქანა შეაჩერა მოქალაქემ, რომელიც იყო ანერვიულებული და ტიროდა, განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. მოქალაქე აღმოჩნდა თ----- ჩ--------, რომელმაც მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს, რომ ამავე საღამოს მისი მეუღლე ზ------- ყ------- მიდიოდა თბილისში, პრობაციის ბიუროში გამოსაცხადებლად. პოლიციის თანამშრომლებმა თ----- ჩ-------- მისცეს ტელეფონის ნომერი, რა ნომერზეც მას უნდა გაეკეთებინა განცხადება შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დაზარალებულის მითითებით წავიდნენ ფოთის ავტოსადგურში, სადაც არ დახვდათ შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი ზ------- ყ-------. პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ თ----- კატეგორიულად თხოვდა, რომ დაეკავებინათ ზ------- ყ-------. მათი მისვლის შემდეგ, ცოტა ხანში, ავტოსადგურში გამოჩნდა შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი - ზ------- ყ-------, რომელიც თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ ფ-----ს საქალაქო სამმართველოში. მოწმემ განმარტა, რომ გამომძიებელმა შეტყობინების შემდეგ დაიწყო გამოძიება, მათ გამომძიებელთან წარადგინეს დაზარალებული თ----- ჩ--------, რომელიც გამოიკითხა, შედგა შემაკავებელი ორდერი და დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ მოხდა ზ------- ყ-------ს ბრალდებულის სახით დაკავება, რომელმაც აღნიშნა, რომ მოუვიდა შელაპარაკება თ-----სთან.

როგორც მოწმე შ--–-- ზ---------მ განმარტა, დაზარალებული იყო ატირებული, სახის არეში განიცდიდა ტკივილს და ამბობდა ზ------მა რამდენჯერმე დამარტყაო. მათ შორის კონფლიქტის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია, თვალები და სახე გაწითლებული ჰქონდა, თუმცა სისხლი არ სდიოდა და ასახელებდა შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს.

(იხ. 06.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. მოწმე ზ----- კ-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 27 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას უბნის ინსპექტორ გამომძიებელ შ--–-- ზ---------სთან ერთად. ღამის საათებში, გადაადგილდებოდა ქ.ფოთი, ა----–-----–-- ქუჩაზე, რა დროსაც პოლიციის მანქანა შეაჩერა მოქალაქემ, რომელიც იყო ანერვიულებული და ტიროდა. მან განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაჟინებით ითხოვდა მეუღლის დაკავებას. მოქალაქე აღმოჩნდა თ----- ჩ--------, რომელმაც მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს, რომ ამავე საღამოს მისი მეუღლე ზ------- ყ------- მიდიოდა თბილისში, პრობაციის ბიუროში გამოსაცხადებლად. პოლიციის თანამშრომლებმა თ----- ჩ-------- მისცეს ტელეფონის ნომერი, რა ნომერზეც მას უნდა გაეკეთებინა განცხადება შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დაზარალებულის მითითებით წავიდნენ ფ-----ს ავტოსადგურში, სადაც მანქანაში ჩაისვეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი ზ------- ყ-------. ზ----- კ-------მ განმარტა, რომ გამომძიებელმა შეტყობინების შემდეგ დაიწყო გამოძიება, მათ გამომძიებელთან წარადგინეს დაზარალებული თ----- ჩ--------, რომელიც გამოიკითხა, შედგა შემაკავებელი ორდერი და დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ მოხდა ზ------- ყ-------ს ბრალდებულის სახით დაკავება, ფ-----ს საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. შემდეგ მეწყვილე უბნის ინსპექტორ გამომძიებელ შ--–-- ზ---------სთან ერთად გადაიყვანა ზ------- ყ------- დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმემ აგრეთვე მიუთითა, რომ დაზარალებულს ტანსაცმელზე რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოახდენდნენ ტანსაცმლის ამოღებას ნივთმტკიცების სახით.

(იხ. 06.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. მოწმე ო---- ს------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 26-27 თებერვალს იყო მორიგე გამომძიებელი და იმყოფებოდა ფ-----ს საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ღამის საათებში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც დაიწყო გამოძიება. ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ზ----- კ-------მ და შ--–-- ზ---------მ სამმართველოში მიიყვანეს დაზარალებული თ----- ჩ--------. ზ------- ყ-------ს და თ----- ჩ--------ს წამოყვანა მოხდა ფ-----ს ავტოსადგურიდან პოლიციის მანქანის მეშვეობით, საიდანაც ზ------- ყ------- მისი ნებით წამოვიდა. მოწმემ აღნიშნა, რომ თ----- მათ თხოვდა სასწრაფოდ დაეკავებინათ ზ------- ყ-------, ვინაიდან ეშინოდა და ამბობდა, ფიზიკური შერაცხყოფა მომაყენაო. გამომძიებელ ო---- ს------ს მიერ გამოიკითხა დაზარალებული თ----- ჩ-------- და დაზარალებულის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულის გამოკითხვის დროს ზ------- ყ------- იმყოფებოდა ფ-----ს საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მოხდა ზ------- ყ-------ს ბრალდებულის სახით დაკავება, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, ადგილზე გააცნო შემაკავებელი ორდერი, რაზედაც მოაწერა ხელი და შემდეგ მოხდა ზ------- ყ-------ს გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციის თანამშრომლების - ზ----- კ-------ს და შ--–-- ზ---------ს მიერ. აღნიშნული ფაქტის მეორე დღეს გამომძიებლის მითითებით დაზარალებული თ----- ჩ-------- გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. მოწმე ო---- ს------მ განმარტა, რომ თ-----ს ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და სახეზე ეტყობოდა სიწითლე. დაზარალებულს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა არ ეტყობოდა, მას არ აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუნი და არც ტანსაცმელზე აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები.

(იხ. 06.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. მოწმე ა---- ც--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ------- ყ------- არის მისი უახლოესი მეგობარი. მოწმის განმარტებით, თ----- და ზ------- ქორწინებაში არ იმყოფებიან, როგორც მისთვის ცნობილია დროებით ცხოვრობდნენ ერთად. 2019 წლის 26 თებერვალს სტუმრად მივიდა თავისი მეგობრის ზ------- ყ-------ს სახლში, სადაც იმყოფებოდა ზ------- ყ------- და თ----- ჩ--------. თ----- ელოდებოდა თავის მეგობარ თ------ს და შემდეგ ერთად უნდა ექეიფად. სუფრასთან დაახლოებით საათნახევარი ისხდნენ, სადაც თ-----ს მეგობარმა თ------მ, ზ------- მიმართა „სიხარულოთი“, ამაზე თ----- ძალიან გაბრაზდა, იეჭვიანა და ზ------- უთხრა, ჩავალაგებ და წავალ სახლშიო, რაზედაც ზ------- დაეთანხმა, გააღო კარი და თ-----ს უთხრა, თუ სახლში წასვლა გინდა წადიო. თ----- იყო ნასვამი და ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება. ზ-------ს მხრიდან თ-----ს მიმართ ხელის დარტყმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც ადრე სმენია მათ შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ. ისინი სუფრაზე ყოფნის დროს, ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ თ-----ს რაიმე ინტერესი არ ჰქონია ზ-------ს მიმართ, თვლის, რომ უბრალოდ ნასვამი იყო და ამავე დროს ეჭვიანობის გამო გაბრაზებულმა გააკეთა ასეთი განცხადება, სხვა შემთხვევაში თ----- ასე არ მოიქცეოდა.

(იხ. 06.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. მოწმე თ------ ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- ჩ-------- არის მისი უახლოესი მეგობარი, თ----- და ზ------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, უყვართ ერთმანეთი და ერთად ცხოვრობენ. 2019 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი დღე არ ახსოვს, ქ.ფოთში სტუმრად მივიდა თ----- ჩ-----------, სახლში დახვდა თ-----, თ-----ს მეუღლე ზ------- და ზ-------ს მეგობარი, რომლის სახელიც არ ახსოვს. აღნიშნა, რომ ქეიფობდნენ, რამოდენიმე ჭიქა დალიეს, რა დროსაც თ-----მ იეჭვიანა თავის მეუღლე ზ------ზე და მასზე. ზ------- და თ-----ს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ზ------მა თ-----ს ხელზე ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა. მათ შორის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ აღნიშნა, თ----- ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან ზ------მა ის სახლიდან გამოაგდო და თ-----სთან ერთად წამოვიდა ზ-------ს სახლიდან. გარეთ გამოსვლის შემდეგ, თ-----მ დაინახა პატრულის მანქანა და მისკენ გაემართა, მას არ უნდოდა სიტუაციის გართულება და ბათუმში წავიდა დასთან. ამის შემდეგ, ის დაიბარეს შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოში მოწმის სახით გამოსაკითხად, სხვა გარემოებები ამ საქმის ირგვლივ მისთვის ცნობილი არ არის.

(იხ. 22.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. ექსპერტმა შ----- თ-------მ სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ო---- ს------ს მომართვის საფუძველზე, ჩაატარა ექსპერტიზა მოქალაქე თ----- ჩ--------ს სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. 2019 წლის 27 თებერვალს პირადად ჰქონდა გასაუბრება თ----- ჩ-----------. ანამნეზის შეკრების დროს შესამოწმებელმა პირმა განუმარტა, რომ 2019 წლის 26 თებერვალს ქ. ფოთში, გ--------–-- ქუჩა N3--–- ღამის საათებში, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მეუღლესთან ერთად, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლემ სახის მიდამოში დაარტყა ხელი. დაზარალებულს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. მას აღენიშნებოდა ხელის მარცხენა მტევანზე დაზიანებები-ნაკაწრები, რაზედაც განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ დაზიანებები კატამ მიაყენა. ტანსაცმლის დაუფარავ ადგილებში ზედა მხარეს აღენიშნებოდა ნაჭდევები, რომლებიც ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითიებულ დროს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001701019 დასკვნით, თ----- ჩ--------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

(იხ. 22.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში, რაც დაასაბუთა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ამავე დროს პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს მიერ შეიზღუდა მტკიცებულების სახით წარმოედგინა დაზარალებულის ჩვენება, ვინაიდან სასამართლომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თ----- ჩ--------- უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არ განუმარტა, რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება.

 

3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ ზ------- ყ-------ს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1. თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პროკურორის პოზიციაზე, რომლითაც თვლის, რომ სასამართლოს მიერ შეიზღუდა მტკიცებულების სახით წარმოედგინა დაზარალებულის ჩვენება და განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 20-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავი არის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა თ----- ჩ---------, რომელიც ბრალდების მოწმეა, განაცხადა, რომ ბრალდებულ ზ------ ყ-------სთან ახლო ნათესაური კავშირის გამო, უარს აცხადებს მის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე და იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებას.

საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლო სხდომაზე მოწმის დაკითხვის წესს, კერძოდ: დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს, რა უფლება-მოვალეობები აქვს მას, რა საქმეზეა იგი გამოძახებული, რომ იგი ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.

აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია მოწმის დაკითხვის დაწყებამდე სასამართლოს უფლებამოსილება, ხოლო დაკითხვის დაწყების შემდეგი პროცესი რეგულირებულია საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლით.

საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი ადგენს სასამართლო პროცესის შეჯიბრობითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს, ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არცერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულ ნორმებზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ შექმნილ ვითარებაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაედგინა დასაკითხ პირს ჰქონდა თუ არა კანონით მინიჭებული ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაირღვეოდა საპროცესო კანონმდებლობის ერთერთი ფუნდამენტური - სასამართლო პროცესის შეჯიბრობითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ეს მხარის კომპეტენციაა, მხარემ უნდა განსაზღვროს დასაკითხი პირის მიერ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული უფლება, ვინაიდან ამ უფლების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც ბრალდების ფუნქციას წარმოადგენს და სასამართლო ვერ შეასრულებს ამ ფუნქციას.

ამრიგად, პროკურორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ შეიზღუდა მტკიცებულების სახით წარმოედგინა დაზარალებულის ჩვენება, უსაფუძვლოა.

 

4.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ ზ------- ყ-------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

4.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ: ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში ზ------- ყ-------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა: დაზარალებულ თ----- ჩ--------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: შ--–-- ზ---------ს, ზ----- კ-------ს და ო---- ს------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები და ექსპერტ შ----- თ-------- სასამართლოში მიცემული ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თ----- ჩ--------ს მიმართ, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას თ----- ჩ--------- ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლემ ზ------- ყ-------მ მას დაარტყა ხელი სახის მიდამოში.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, თ----- ჩ--------ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს დაზარალებულის და მოწმის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობა, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება.

საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის დროს და ადგილზე სავარაუდო კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ ბრალდებული ზ------- ყ-------, დაზარალებული თ----- ჩ-------- და მათთან სახლში სტუმრად მყოფი მეგობრები - თ------ ქ-------- და ა---- ც--------, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტეს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებულ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, როგორც მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

გამოკითხვის წესი და ზოგადად გამოკითხვის საჭიროების საფუძვლები, რეგულირდება საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ იპირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

შესაბამისად, გამოკითხვის ოქმი და ამ ოქმში პირის მიერ მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია, თუ პროცესის რომელ სტადიამდე ინარჩუნებს გამოკითხვის ოქმი, როგორც ცალკე დოკუმენტი, მტკიცებულების ძალას.

საპროცესო კანონმდებლობა იცნობს სისხლის სამართლის პროცესის სამ ძირითად სტადიას, კერძოდ: ბრალდებულის პირველი წარდგენა, წინასასამართლო სხდომის ეტაპი და არსებითი განხილვა.

შესაბამისად, სამივე ეტაპზე განისაზღვრება მტკიცებულებათა სტანდარტები, კერძოდ:

დასაბუთებული ვარაუდი, ესე იგი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი);

საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ესე იგი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილი);

ალბათობის მაღალი ხარისხი, ესე იგი წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელოს ტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქნება გამამტყუნებელი განაჩენი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილი);

გონივრულ ეჭვს მიღმა, ესე იგი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 13-ე ნაწილი).

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დასაბუთებული ვარაუდის და ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტის პირობებში, ესე იგი პირველი წარდგენის და წინასასამართლო ეტაპებზე, სასამართლო შეზღუდულია უშუალოდ გამოიკვლიოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხვის წესით მოისმინოს გამოკითხული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

ამრიგად, გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებად ითვლება წინასასამართლო სხდომის ეტაპის ჩათვლით, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის პროცესში.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპზე გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებით ბუნებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 20-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ემუხლით დადგენილი წესით

ამრიგად, იმისათვის, რომ პირი არსებით განხილვაზე დაიკითხოს მოწმის სახით, უნდა არსებობდეს მისი გამოკითხვის ოქმი, რაც მხარეებმა უნდა გადასცენ ერთმანეთს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში პირი მოწმის სახით ვერ დაიკითხება (გარდა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა).

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, გამოკითხვის ოქმი, წინასასამართლო ეტაპის შემდეგ, ის სავალდებულო პროცესუალური დოკუმენტია, რომელიც მხარეს უფლებას აძლევს გამოკითხული პირი დაკითხოს საქმის არსებით განხილვაზე, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმი, როგორც ინფორმაციის შემცველი ცალკე პროცესუალური მტკიცებულებითი დოკუმენტი, ამ ეტაპის შემდეგ მტკიცებულებად არ გამოიყენება, მასში ასახული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ან უარმყოფელი, ვინაიდან მისი მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა გამოკითხული პირის დაკითხვა საქმის არსებით განხილვაზე.

აქედან გამომდინარე ბრალდების მხარის პოზიცია - საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც ამ პირის დაკითხვა ან მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა არ განხორციელებულა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, წინააღმდეგობაშია საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ ნორმებთან და მას სასამართლო არ იზიარებს.

 

4.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია სხვა ირიბი მტკიცებულებები, როგორიცაა გამომძიებელ ო---- ს------ს, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების შ--–-- ზ---------ს და ზ----- კ-------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებმაც თ----- ჩ--------საგან შეიტყვეს, რომ დაზიანება მისმა მეუღლემ ზ------- ყ-------მ მიაყენა. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველ წყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.

მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- ყ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

5.2. ოჯახური დანაშაულის დროს სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის N°527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც/იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაN561აპ-15 საქმეზე/.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს(Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზ------- ყ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათალისწინებული შედეგი, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზ------- ყ------- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული ზ------- ყ------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ზ------- ყ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 3000 ლარის ოდენობით გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.

გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება და ყადაღა მოეხსნას ე------ ნ-------ს (პირადი ნომერი 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ფოთში, ე-–----- ქ. N8/3--–- (საკადასტრო კოდი: 0------------------), 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

3. გამართლებულ ზ------- ყ-------სგანემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე