1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.
3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.
51. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით.
6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.
8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.
9. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №954
- 02.07.2025 კანონი №923
- 01.08.2014 კანონი №2634
- 05.05.2011 კანონი №4631
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 83. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ 1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. 2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს. 3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. 5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის გადაცემის თაოღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. 651. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობსხ, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედე 5 ბის ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით. 6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. 7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას. 8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე ბრალდების მხარეები ვალდებული ა მრიასნ მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები. 9. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვარლდებულებაპსთან დაკავშირებს, ული მტკიცებულება ბრალდების მხარევემ უნდა გადასცეს წამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილოის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტკით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(53)
- საქმე №2კ-560აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2025
…მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა ( საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ ( საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). 13.1. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერში…
- საქმე №2კ-1091აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
…მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა ( საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ ( საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება (მათ შორის, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის…
- საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
…რა დროსაც კლინიკის თანამშრომლებს მოატანინეს ხელთათმანები, რომლებიც პოლიციელებმა ჩაიცვეს. ამასთან, კატეგორიულად განმარტა, რომ ამოღებული ნივთები ამოღებისთანავე დაილუქა. 10.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ…
- საქმე №2კ-458აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
…გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის დაცვის მხარისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გადაცემის შესახებ. ვინაიდან,12.3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე არ დაუყენებია მოთხოვნა შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ (2023 წლის 2 იანვრამდე/2 იანვარს სისხლის…
- საქმე №2კ-908აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
…მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა ( საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ ( საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა, მათ შორის,…
- საქმე №2კ-909აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2024
- საქმე №2კ-852აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №2კ-992აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2023
- საქმე №2კ-520აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2023
- საქმე №2კ-615აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2023
- საქმე №2კ-1235აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №2კ-1314აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №2კ-1135აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2023
- საქმე №2კ-1114აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №2კ-1150აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №23აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2022
- საქმე №2კ-229აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2022
- საქმე №2კ-553აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.07.2022
- საქმე №2კ-442აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2022
- საქმე №2კ-747აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2022
- საქმე №2კ-810აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №2კ-545აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2021
- საქმე №2კ-408აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.11.2021
- საქმე №2კ-229აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №2კ-197აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2021
- საქმე №ბს-1041(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
- საქმე №2კ-96აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2017
- საქმე №2კ-622აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2017
- საქმე №2კ-664აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2017
- საქმე №2კ-1068აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-484აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-259აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №190100118002540525 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.02.2020
- საქმე №330100118002724279 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №110100118002271746 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330100117001994440 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №330100118002662936 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №330100117001896355 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №330100116001347069 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.11.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 53-დან.