განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001481245
საქმე №1ბ/766-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ნინო სანდოძე
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ------------–ის
გამართლებულის: მ----------------ს
ადვოკატების: მ--–--------------ს და მ---–-----------–---ის
თარჯიმნის: ზ---------------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლ------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულის მ--------------–--------------- მიმართ. მ---------------- დაბადებულია 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №------------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–-----------------------–--
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ---------------მა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებაში - ჯგუფურად და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება.
მ----------------ს აღნიშნული ქმედება ბრალდების წარდგენის შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციაში დაუდგენელი პირების მიერ განზრახ იქნა მოკლული საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ფედერაციაში ბიზნესსაქმიანობით დაკავებული ბ----------–----. ვინაიდან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნდათ, რომ ბ----------–----ს მკვლელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ბიზნესმენ ვ---------–---ს, გადაწყვიტეს მისი მოკვლა და მკვლელობა შეუკვეთეს გამოძიებით დაუდგენელ პირებს.
ვ---------–---ის მოკვლის მიზნით ბ----------–----ს ოჯახის წევრების მიერ დაქირავებული ორი პირი 2016 წლის მარტის დასაწყისში შემოვიდა საქართველოში და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაუკავშირდა გარდაცვლილი ბ----------–----ს საქართველოში მცხოვრებ დისშვილს - მ---------------ს. შეთანხმებისამებრ, ამ უკანასკნელმა ვ---------–---ის მკვლელობის ჩასადენად გაუწია მათ მატერიალური და ინტელექტუალური დახმარება, კერძოდ, აჩვენა ვ---------–---ის საცხოვრებელი სახლი და დაეხმარა საავტომობილო გზების შესწავლაში. გარდა ამისა, მ---------------- პერიოდულად თავადაც აკვირდებოდა ვ---------–---ის გადაადგილების მარშრუტს, რის შესახებაც ინფორმაციას აწვდიდა ზემოხსენებულ პირებს. ამასთანავე, 2016 წლის მარტის დასაწყისში მ---------------მა რუსეთის ფედერაციიდან ნათესავების მიერ გადმოგზავნილი ფული - 1700 აშშ დოლარი ვ---------–---ის მკვლელობის განსახორციელებლად საჭირო ხარჯებისთვის გადასცა საქართველოში ჩამოსულ ვ---------–---ის მოსაკლავად დაქირავებულ ორ პიროვნებას.
გადაცემული თანხით ზემოაღნიშნულმა დაუდგენელმა ორმა პირმა 2016 წლის 6 მარტს ქ. თბილისში შეიძინა ,,OPEL VECTRA-ს” მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Q--------, რომლითაც გადაადგილდებოდნენ მათი სამიზნის - ვ---------–---ის ზუსტი მარშრუტის დადგენის და დანაშაულის ჩასადენად შესაბამისი დროის და ადგილის განსაზღვრის მიზნით. საბოლოოდ დაადგინეს მსხვერპლის სამოძრაო მარშრუტი და 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე ზემოაღნიშნული ,,OPEL VECTRA-ს” მოდელის ავტომანქანით მოკვლის მიზნით გაჰყვნენ ვ---------–---ს, რომელიც ,,L--------------- მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით T-------------- მოძრაობდა ქ. თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი აღმაშენებლის ქუჩის გავლით ანჩაბაძის ქუჩაზე. როდესაც ვ---------–---ი გადავიდა ავტომანქანიდან ანჩაბაძის ქუჩაზე განთავსებული ავტოსახელოსნოს წინ არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სხვა მოქალაქეებიც, ზემოაღნიშნულმა ორმა პირმა ვ---------–---ის მიმართულებით მრავლობითი გასროლა განახორციელა ისეთი საშუალებით - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ვ---------–---ი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე ადგილზე გარდაიცვალა ავტოსახელოსნოს ტერიტორიაზე მყოფი პირებიდან ერთ-ერთი - ა---–-----------, ხოლო იქვე მყოფმა მ----–---------------მა მიიღო არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით:
მ---------------- საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლ------------–მა.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა მ----------------ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებების, ბრალდებულის საუბრების ფარული ჩანაწერების და დოკუმენტაციის ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ---------------მა ჩაიდინა შეკვეთითა და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარება, რის გამოც მ---------------- ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელი დაენიშნოს შესამაბისი მუხლით გათალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მ----------------ს ადვოკატებმა მ--–--------------მ და მ---–-----------–---მა. შესაგებელში მ----------------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი მიიჩნიეს დასაბუთებულად და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ ლ------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი გამართლებულ მ----------------ს მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს, რომელთა ურთიერთშეჯერებით ნათელია, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით სასამართლოს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ----------------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა----–---------------მა განაცხადა, რომ ვ---------–---ი იყო მისი დისშვილი. იგი როსტოვში მუშაობდა და თავისი ბიზნესი ჰქონდა. შვილისთვის ქორწილი უნდა გადაეხადა და ამიტომ საქართველოში ჩამოვიდა. მკვლელობიდან დაახლოებით 5-10 წუთში მოწმეს როსტოვიდან დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ ვ-----ს ესროლეს. ვ-----ის დედასთან, ანუ მის დასთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილას. ვ---------–---ი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ა---–----------- ძალიან ცუდად იყო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სოფელში ამბობდნენ, რომ მომხდარი მკვლელობა ბ---ს (იგულისხმება ბ----------–----) ოჯახის მხრიდან იყო გაკეთებული, რადგან ამ უკანასკნელის მკვლელობას მისი დედა, მეუღლე და და ვ---------–---ს აბრალებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ვ---------–---თან ჰქონდა საუბარი ამ თემაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ბ---ს დედას უთხრა, რომ მისი უნდანაშაულობის დასამტკიცებლად შეეძლო ყურანზე დაფიცება, რაზეც უპასუხეს, რომ ყურანი ჩვეულებრივი წიგნი იყო და მისი არ სჯეროდათ. მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით იცის, რომ მკვლელი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით იყო. სოფელში ამბობენ, რომ კილერებს სწორედ მ---------------- აკვალიანებდა, მანქანაშიც იყო და ტელეფონზეც უსაუბრია მათთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ-----------------მა განაცხადა, რომ მ---------------თან მეგობრობდა, მკვლელობის დღეს შეხვდა და წავიდნენ დიღომში. მ---------------მა გამოართვა მობილური ტელეფონი და აკრიფა ნომერი, რომელიც იწყებოდა 596-ით. მის კითხვაზე, თუ რა ნომერი იყო, უპასუხა, რომ ბიძაშვილ გ---------ს ურეკავდა. შემდეგ მოწმეს მამამისმა დაურეკა და უთხრა, რომ სოფელში მკვლელობა მოხდა, რამაც მათზე ცუდად იმოქმედა. სიტუაციის გარკვევის მიზნით დაურეკეს ბ------------–---ს, რომელმაც დაადასტურა მომხდარი. მოგვივანებით ის და მ---------------- მივიდნენ მკვლელობის ადგილას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ხ----–--–----–---მა განაცხადა, რომ გარდაცვლილი ვ---------–---ი იყო მისი ნათესავი, ცხოვრობდა ფ-------–-–ი, რუსეთში ჰქონდა ბიზნესი. საქართველოში ბოლოს როდის ჩამოვიდა, არ იცის. ვ---------–---ის მკვლელობის დროს იმყოფებოდა სახლში, გაიგონა სროლის ხმები და უთხრეს, რომ მკვლელობა მოხდა. მ---------------ს იცნობს ბავშვობიდან და უშუალოდ მკვლელობის დღეს ნახა მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე შეგროვილ ხალხში მ-----------------თან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ი-–---------–---მა განაცხადა, რომ ა---–----------- არის მისი დეიდაშვილი, ვ---------–---ი კი - დისშვილის მეუღლე. ვ-----ი ბიზნესმენი იყო და რუსეთში ცხოვრობდა. შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა და ჩამოვიდა საქართველოში ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით. მოწმემ დაახლოებით 1830 საათზე გაიგო მომხდარი მკვლელობის შესახებ. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. უთხრეს, რომ ,,ოპელის“‘ ფირმის ავტომანქანით მყოფმა პირებმა ესროლეს. ამბობდნენ, რომ ბიზნესმენ ბ----------–----ს მკვლელობის გამო მოკლეს ვ---------–---ი, რადგან მას აბრალებდნენ ბ----------–----ს მკვლელობას. მ---------------ს არ იცნობს და არ უნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ზ-----------–---მა განაცხადა, რომ ვ---------–---ს იცნობდა. მისი მკვლელობის დღე უნივერსიტეტში იმყოფებოდა და მოგვიანებით გაიგო მომხდარის შესახებ. დაახლოებით 2200 საათზე მივიდა ვ---------–---ის სახლში. იქ იმყოფებოდა ასევე მ----------------, რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია, რადგან სოფელში საუბრობდნენ, რომ სწორედ გარდაცვლილმა ვ---------–---მა მოკლა მისი ბიძა. მ----------------ს ნათესავები იქ არ იყვნენ. მ-------ი თეთრი ფერის მობილური ტელეფონით თამაშობდა, თუმცა ფოტოს იღებდა თუ არა, არ იცის, არ დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ჯ---------------მა განაცხადა, რომ იცნობს თანასოფლელ ვ---------–---ს და მ---------------ს. 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 1500-1600 საათისთვის მოძრაობდა რუსთავის გზატკეცილით ფონიჭალის მიმართულებით. გზაში, ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში, შეხვდა ნაცნობი ბ--------------–----, ასევე დაინახა გ-------------–---ი. ისინი შემთხვევის ადგილის მიმართულებით მიდიოდნენ, თუმცა მისთვის უცნობია, კონკრეტულად სად მიდიოდნენ. მისალმების შემდეგ გასცდა მათ და დაახლოებით 20 წუთში უკან დაბრუნებისას უკვე ნახა, რომ მკვლელობა მომხდარი იყო და ხალხი იყო შეკრებილი. მოწმემ განმარტა, რომ გ---------ის და ბ-------ს ნახვისას შემთხვევის ადგილზე სროლები არ ყოფილა, ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიგებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ფ-------–-–ი, გიგანტის დასახლებაში, ა----–-----------ის დაწესებულებაში, სადაც ავტომანქანებს შლიან და ყიდიან ნაწილებს. 2016 წლის 13 აპრილს სამსახურში მისულს დახვდა შ--------------------–- და ა----–-----------ი. შემდეგ მივიდა ა---–-----------, ასევე იყვნენ სხვა პირები, რომლებიც ელოდებოდნენ ავტომანქანების შეკეთებას. ტერიტორიაზე შევიდა ,,ლექსუსის“ ფირმის ჯიპი რუსული ნომრებით. მოწმე ა---–----------თან და ელექტრიკ მ----–---------------თან ერთად იჯდა დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით. მოულოდნელად ატყდა სროლა, თუმცა ვინ ისროდა, არ დაუნახავს. ესროდნენ ჯიპში მჯდომ პიროვნებას, თუმცა ვერ იხსენებს, ეს უკანასკნელი ავტომანქანაში იჯდა და თუ გადმოსული იყო. თავად დაიმალნენ ავტომანქანების ქვეშ. სროლების შედეგად მ----–---------------ი ხელში დაიჭრა, ა---–----------- კი გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ----–---------------მა განაცხადა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:00- 17:00 საათზე იმყოფებოდა სამსახურში -ავტოსახელოსნოში. მის გარდა იქ იმყოფებოდა ა---–-----------, გ------–---, შ--------------------–- და ორი ბიჭი. სახელოსნოში შევიდა ავტომანქანა რუსეთის სახელმწიფოს ნომრებით. დაახლოებით 3-4 წუთში დაიწყო სროლები. ვაგონიდან ასხლეტილი ტყვია მოხვდა მუცელში, უკანა მხრიდან დაუზიანდა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ სროლების შემდეგ დაიმალნენ ავტომანქანებში. შეშინებულმა და დაჭრილმა ვერ დაინახა თავდამსხმელი. შესაბამისად, არ იცის, რამდენი იყვნენ. რადგან თვითონ არ იყო მძიმედ დაჭრილი, შეეცადა, ა---–----------ს დახმარებოდა. მას ფერი აღარ ჰქონდა, მუცელი დაუსივდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. შემდეგ ნახა, რომ ავტომანქანის წინ კიდევ ერთი პიროვნება იყო მკვდარი. რატომ ისროლეს, ან ვის ესროლეს, არ იცის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შ--------------------–-მ განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს იყო სამსახურში, ფ-------–-–ი და ავტომანქანის ძრავს არემონტებდა. სამსახურში ასევე იმყოფებოდნენ გ--, ელექტრიკოსი მ----–---------------ი და ა---–-----------. შესული იყო საპირფარეშოში და სროლებს ვერ შეესწრო. გარეთ გამოსულმა კი ნახა, რომ სროლები დამთავრებული იყო, გარდაცვლილი იყო ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით მისული მამაკაცი და ა---–-----------, ხოლო ელექტრიკოსი იყო დაჭრილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა----–-----------მა განაცხადა, რომ ვ---------–---ი და ა---–----------- არიან მისი ნათესავები, მ---------------- კი - თანასოფლელი. 2016 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში - ფ-------–-–ი, გიგანტის დასახლებაში, სადაც ავტომანქანებს არემონტებდნენ. ტერიტორიაზე იმყოფებოდა გ--, შ--------------------–-, ა---–----------- და კლიენტები. დღის მეორე ნახევარში ლილოში წავიდა, გზად დაურეკა გ--მ და უთხრა მომხდარის შესახებ. მოწმე დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, უთხრეს, რომ მსროლელი არ დაუნახავთ, თუმცა შენიშნეს ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც ხალხისკენ ისროლეს ავტომატით. მოწმემ განმარტა, რომ ვ---------–---ს რუსეთში მწვანილის ბიზნესი ჰქონდა. მკვლელობამდე დაახლოებით 3-4-ჯერ იყო მისული მათ სახელოსნოში, ჩაის სვამდნენ და საუბრობდნენ შვილის ქორწილის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ მას აუხსნეს, როგორი ავტომანქანით იყო მსროლელი, რის შემდეგაც აღიდგინა, რომ რამდენიმე დღით ადრე ნახა სამსახურთან მდებარე გზაზე იგივე ავტომანქანა. სოფელში ფიქრობენ, რომ ბ----------–---- მოაკვლევინა ვ---------–---მა. შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოაკვლევინეს ბ----------–----ს ნათესავებმა და ახლობლებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ---------------–---მ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 აპრილს მეგობარ დ---------------სთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ფ-------–-–ი, სატვირთო მანქანების მომსახურების ცენტრში, რა დროსაც ქუჩის მხრიდან სახელოსნოს ეზოში შევიდა შავი ფერის,,ლექსუსის“ ფირმის ჯიპი რუსული ნომრით, რომელიც იმავე ტერიტორიაზე მანამდეც ჰყავდა ნანახი. აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოვიდა შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი და შემოუარა თავის ავტომანქანას. სწორედ ამ დროს მოადგა მწვანე ფერის ,,ოპელ ვექტრა“, რომელშიც იჯდა მინიმუმ 2 ადამიანი. მწვანე მანქანიდან გადმოსულმა კაცმა ავტომანქანის საბარგულთან გადმოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაიწყო სროლა, ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით მისული კაცი გაიქცა თავისი მანქანისკენ და დაეცა, რის შემდეგაც მსროლელი მათკენაც მიბრუნდა და იარაღი გადაატარა. იქ მყოფი ადამიანების ნაწილი ოთახში შეიმალა, ზოგი ავტომანქანას მიეფარა. ამასობაში გაისმა უკვე სხვა იარაღით ერთჯერადი გასროლის ხმა, რის შემდგომ მსროლელები ჩასხდნენ ავტომანქანაში და გაიქცნენ. მოწმემ განმარტა, რომ თავდაპირველად სროლები განხორციელდა არა სათითაოდ, არამედ ავტომატურად, რის შემდეგაც განხორციელდა ერთჯერადი გასროლა და ეს უკანასკნელი სავარაუდოდ - პისტოლეტით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ფ---–-----------მა განაცხადა, რომ ვ---------–---ი, აბილი სამედოვი და მ---------------- არიან თანასოფლელები. 2016 წლის 13 აპრილს შეესწრო მკვლელობას, კერძოდ ,,ორი ძმის“ მარკეტთან შევიდა ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანა რუსეთის სახელმწიფო ნომრებით, რომელსაც მისდევდა ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G--------. ისინი მიდიოდნენ სატვირთო ავტომანქანების ავტონაწილების ტერიტორიაზე. ორ წუთში გაიგონა დაახლოებით 20 გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა ,,მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღის 5-6 გასროლის ხმა. მოწმემ დაადასტურა, რომ განსხვავებული იარაღის ხმები გაიგო. მალევე ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა გამობრუნდა ტერიტორიიდან და გავიდა რუსთავი-თბილისის გზაზე. ავტომანქანაში მძღოლის გარდა უკანა სავარძელზე იჯდა მგზავრი, რომელიც არ არის მ----------------. მოწმემ გაარჩია უკან მჯდომი - შავგვრემანი ბიჭი შავი მაისურით. ადგილზე მ---------------- ან მისი ნათესავი არავინ უნახავს. რა მოხდა და რატომ მოხდა, არ იცის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ---------------მა განაცხადა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 4-5 საათის შუალედში დაურეკა ნათესავმა რა---------------მა და სთხოვა სოფელ ნ-------–--ში გზის პირზე თეთრ ტაქსში მყოფი 2 სტუმრის წამოყვანა. მოწმემ დავალება შეასრულა და ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანით ჩამოიყვანა ფერმიდან 300-400 მეტრის მოშორებით, საიდანაც 2-3 კილომეტრში აზერბაიჯანის საზღვარია. ერთ-ერთმა მათგანმა მობილური ტელეფონი სთხოვა, რამდენიმე მეტრით მოშორდა და დარეკა, ვის დაურეკა და რა ისაუბრა, არ იცის. როცა მობილური დაუბრუნა, რ------ მივიდა მათთან ფეხით, რის შემდეგაც მოწმე წამოვიდა. სტუმრები დაახლოებით იყვნენ 32-35 და 40-43 წლის, ერთი იყო მელოტი, მეორე - ცოტა შავგვრემანი. მოწმემ განმარტა, რომ ვ---------–---ის მკვლელობასთან დაკავშირებით არაფერი იცის. იმ ორ პირს რამე კავშირი თუ აქვს ამ მკვლელობასთან, არ იცის. ტაქსის ნომერიც არ იცის, მ---------------ს არ იცნობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შ------------–--–---მა განაცხადა, რომ 2016 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა ვახტანგისში ფერმაში მწყემსებთან. ფერმაში ყოფნის პერიოდში, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში დაურეკა ე-––-------------მა მ--------ს ნომრით, მ-------- და ე-––---- ქორწილში თუ ქელეხში იყვნენ ერთად. იკითხეს სად იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ ფერმაში იმყოფებოდა. მოწმემ განმარტა, რომ აზერბაიჯანის საზღვარი არის ფერმიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა------------–----მ განმარტა, რომ მისი შვილის - ბ----------–----ს მკვლელობამდე ვ---------–---ის ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. შვილის მკვლელობა მათთვის არასდროს დაუბრალებია და ამის გამო კონფლიქტი არ ჰქონია. დასაფლავებაზე ვ---------–---ის ოჯახი იყო, ორმოცზეც დაპატიჟა. ვ---------–---ის მკვლელობისას მათთან ვერ მივიდა, რადგან მისი შვილიშვილი დააკავეს. დღეს ოჯახები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. გასვენებაზე ვ---------–---ისთვის არაფერი დაუბრალებია, საფლავის ქვა შეუკვეთეს ორმოცის შემდეგ. შვილიშვილი მ---------------- ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან. მ-------ს დედამისი მ----- უგზავნიდა თანხას. 2016 წლის ზაფხულში ტაქსის მძღოლს დააბარა ფ------–- ვ--–----სათვის გადასაცემად, რომ თუ მის შვილიშვილს რამე დაემართებოდა, თავადაც სამაგიეროს გადაუხდიდა. აღნიშნული იმის გამო გააკეთა, რადგან ფ------–- ვ--–---ს მისთვის ჰქონდა დაბარებული მსგავსი შინაარსის შეტყობინება. თუმცა მას არასდროს უთქვამს, რომ ვ---------–---ი მან მოაკვლევინა. მოწმემ განმარტა, რომ მისი დები და ძმა იყვნენ წასული ვ---------–---ის სამძიმარზე, მ-------იც იყო მისული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ---------–----მ განმარტა, რომ ბ----------–---- იყო მისი ძმა. ის 2015 წელს მოკლეს. თანასოფლელ ვ---------–---ს იცნობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან. ვ-----ს ბ----------–----ს მკვლელობაში წვლილი არ მიუძღვის და ასეთი ეჭვი არასდროს ჰქონია. ბ------ს და ვ-----ს ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ვ-----ი რატომ ხვდებოდა ბ-------ს ოჯახის წევრებს და რატომ უხსნიდა, რომ ბ-------ს მკვლელობა მისი ბრალი არ იყო, არ იცის. მ---------------- მისი შვილია, რომელსაც ფულს უგზავნიდა და ახლაც უგზავნის პირადი ხარჯისთვის - თვეში საშუალოდ 200-300 აშშ დოლარს. ბ-------ს მკვლელობის შემდეგ კი 500, 1000 ან 1500 აშშ დოლარიც გამოუგზავნა, რადგან ოჯახს სჭირდებოდა. ასევე შვილის სწავლის ფულს იხდიდა. ფ-----------–------ს დაახლოებით 3-4 თვეა იცნობს. მასთან რაიმე ურთიერთობა არ აქვს. ბ----------–----ს შესაძლო მკვლელები რუსეთში დაკავებულები არიან. ვ---------–---ის მკვლელობასთან დაკავშირებით არაფერი იცის, რადგან საქართველოში არ ცხოვრობს. მის მკვლელობაში რაიმე წვლილი არ მიუძღვის და არავისთვის არაფერი დაუვალებია. სიტყვები - ,,მე გავარკვიე, ვინ შეუკვეთა ბ-------ს მკვლელობა, საქართველოში ხშირად ჩამოდის ხოლმე, ახლაც ცოტახანში ჩამოვა“ თავის შვილისთვის არ უთქვამს. შვილისთვის არანაირი დავალება არ მიუცია ვ---------–---ის მკვლელობასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ე-–-------------მა განმარტა, რომ 14 აპრილს, დაახლოებით 0800 საათზე მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იკითხეს შვილიშვილი - მ----------------. მას ხელბორკილები დაადეს და ისე წაიყვანეს. დაკავების მიზეზი არ იცოდა, თუმცა ახლა იცის - ვ---------–---ის მკვლელობას ედავებიან. მოწმემ განმარტა, რომ ბ----------–----ს გარდაცვალებისას მივიდა სამძიმარზე სახლში, შემდეგ მ----------------ც მივიდა. სოფელში თუ ვინმე მოკვდება, მთელი სოფელი უსამძიმრებს. მ-------ის ხელში ტელეფონი არ უნახავს. გარდაცვლილები ბ------- ვ--–---- და ვ---------–---ი მეგობრები იყვნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ს---------–--------მა განმარტა, რომ 14 აპრილს, 08:00 საათზე მისი სახლიდან ექვსმა პოლიციელმა ხელბორკილებით წაიყვანა მისი შვილიშვილი მ----------------. მათგან მხოლოდ ერთს ეცვა ფორმა. მოწმემ განმარტა, რომ ვ---------–---სა და ბ------ ვ--–---ს ერთმანეთში პრობლემები არ ჰქონდათ. ბ----------–----ს მკვლელობისას ვ---------–---ის ოჯახიც იყო მისული და საფლავზე არავის დაუფიცებია სამაგიეროს გადახდით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ნ--------–-----------ამ განმარტა, რომ მ---------------- მისი მეზობელია. 2016 წლის 13 აპრილს მეზობლებმა ქუჩაში გაიგეს, რომ ვ---------–---ი მოკლეს. მთელი სოფელი მკვლელობის ადგილას წავიდა, გზები გადაკეტილი იყო, ვინ მოკლა და რა მოხდა, არავინ იცოდა. მეორე დღეს, 14 აპრილს, დაახლოებით 08:00-08:30 საათებში ბრალდებულის ბიძის - ე-----ს სახლიდან პოლიციელებმა ხელბორკილით გამოიყვანეს მ----------------, რაც ყველას გაუკვირდა და ყველანი წავიდნენ ფონიჭალის პოლიციაში. შემდეგ ამბობდნენ, რომ ვ---------–---მა მოკლა ბ----------–----, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია, რადგან ბ-------ს და ვ-----ის ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბ----------–----ს დასაფლავებაზე ვ---------–---ის ოჯახიც იყო, ვ---------–---ის დასაფლავებაზე ასევე იყო ბ----------–----ს ოჯახი. იცის, რომ ბ----------–----ს მკვლელობისთვის 2 პირია დაპატიმრებული, რის შემდეგაც ვ-----ს აღარ აბრალებდნენ მკვლელობაში რაიმე სახით მონაწილეობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ-------------–---მა განმარტა, რომ ბ------- მამამისი იყო. 13 აპრილს, დაახლოებით 23:00-00:00 საათზე პოლიციელებმა წაიყვანეს ფონიჭალის განყოფილებაში, 24 საათით დააკავეს, აწამეს, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. 14 აპრილს, 08:00-09:00 საათზე პოლიციამ მ-------ის სახელი და გვარი იკითხა და მის მოსაყვანად წავიდნენ. 10:00 საათზე უკვე ესმოდა მამიდაშვილ მ-------ის ცემის და წამების ხმა. 11:00-12:00 საათზე ერთმანეთს შეახვედრეს და უთხრეს, რომ მ-------ი ,,აღიარებდა’’ დანაშაულს და ურჩევდნენ, მასაც ეღიარებინა და 4-5 წელში გამოვიდოდა. ვინმე ლ-------- ხშირად შედიოდა მ-------ის ოთახში, მასაც ეუბნებოდა დაებრალებინა, თუმცა მან არ დაიბრალა დანაშაულის ჩადენა და 24 საათში გაუშვეს. მოწმის ოჯახს ვ---------–---ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, ვ-----ი ბ----------–----ს გარდაცვალების შემდეგ როსტოვშიც ნახა და ესალმებოდა ჩვეულებრივ. უთხრა, რომ მის ოჯახს ვ---------–---ზე ეჭვი არ ჰქონდა. მან თავიდანვე იცოდა, ვინ მოკლა მამამისი და მკვლელები დააკავეს. მათი აღიარების ამსახველი ვიდეო ჩაწერილი აქვს. მოწმემ განმარტა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში მივიდა ფ-------------–-----ა და მკვლელობის გამოსაძიებლად 1 მილიონი რუბლი აიღო, თუმცა შემდეგ ოჯახმა გაიგო, რომ ფ-------- ვ---------–---ის არაოფიციალური ცოლი იყო. ვ-----ის მკვლელობის დღეს დილიდან მ-------თან ერთად იყო, მკვლელობის ადგილზეც გაიარა, მკვლელობა მომხდარი იყო თუ არა, არ იცის. მან არ აღიარა მკვლელობაში მონაწილეობა მიუხედავად ცემისა, ხოლო მ-------მა ვერ გაუძლო ცემას და აღიარებინეს არჩადენილი დანაშაული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ე---–--------მა განმარტა, რომ 13 თუ 14 აპრილს ბებიამ გააღვიძა, პოლიციის 6-7 თანამშრომელი იყო მისული. უთხრეს, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით მიჰყავდათ. პოლიციელების განმარტებით, მათ ყველაფერი იცოდნენ, რადგან მისმა ბიძაშვილმა უკვე ყველაფერი აღიარა. პოლიციის შენობასთან მანქანაში ალოდინეს, 2 საათში შეიყვანეს, თუმცა თქვეს, რომ აღარ სჭირდებოდათ და ისევ ავტომანქანაში ჩასვეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი გაუშვეს. იქვე გაარკვია, რომ მ-------ი და გ---------ი დაკითხვაზე იყვნენ. ეს უკანასკნელი გარეთ ჰაერზე გამოიყვანეს, რადგან ცუდად იყო. ჰკითხა, რა ხდებოდა. გ---------მა უთხრა, რომ სცემდნენ. მოწმემ დარეკა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე, ადვოკატთან და გენ. ისპექციაში. საღამოს გ-------------–---ი გამოუშვეს პოლიციის შენობიდან. გ-------------–---ს ტუჩი ჰქონდა სისხლიანი, შუბლზე აღენიშნებოდა დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ი-–-------------–მა განმარტა, რომ რ--------------–---–ს მიჰყიდა ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სთხოვა მისი ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანის გაყიდვაში დახმარება. მოწმემ წაიყვანა აღნიშნული ავტომანქანა და მალევე მიუყვანა რ--------------–---–ს ეროვნებით აზერბაიჯანელი კლიენტი. მ---------------- არასდროს უნახავს. პიროვნება, ვინც ოპელი იყიდა, ბრალდებული არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ--------------–---–მა განმარტა, რომ ,,ოპელის“ ფირმის მწვანე ფერის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Q-------- გაყიდა 2016 წლის 6 მარტს ი-–-------------–ის დახმარებით. მყიდველი 30 წლამდე ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო, რომელმაც იმავე დღეს დაურეკა და უთხრა, რომ ავტომანქანა გაფუჭდა სანაპიროზე, რის გამოც თავად მივიდა და გაუკეთა. ავტომანქანა არ გადაუფორმებია. მ---------------ს არ იცნობს და არასდროს უნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უ------–------მ განმარტა, რომ ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Q-------- იყო მისი სიმამრის - რ--------------–---–ის საკუთრებაში. 2016 წლის მარტში მანქანა გაიყიდა და მყიდველი ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო, საუბრობდა რუსულად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე კ---------------–---მ განმარტა, რომ არის დეტექტივ-გამომძიებელი. მოცემულ საქმეზე შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ფ-------–-–ი, გიგანტის დასახლებაში, მაღაზია ,,ორი ძმასთან“ მდებარე ავტოსახელოსნოს ეზოში. გამომძიებელმა პ--------------მ დაიწყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება ექსპერტ-კრიმინალისტებითან ერთად, ხოლო რამდენიმე გამომძიებელი წავიდა ფონიჭალის განყოფილებაში, რათა დაეკითხათ მოწმეები. მოწმე მივიდა საავადმყოფოში, სადაც მიიყვანეს ერთ-ერთი დაზარალებული, შემდეგ კი - პროზექტურაში, სადაც გადაყვანილი იყო მიცვალებული. მან დაკითხა გარდაცვლილის მეუღლე - ფ-------- უ----–------, რომელმაც წარუდგინა განცხადებების ასლები. განცხადებები ვ---------–---ს თავის ხელით ჰქონდა დაწერილი და შეტანილი როსტოვის პოლიციის განყოფილებაში. ის უთითებდა კონკრეტულ პირებს, ვინც შესაძლოა, გარეული ყოფილიყო მის მკვლელობაში ან დაზიანებაში, თუ ასეთს ექნებოდა ადგილი. კერძოდ მითითებული იყო ბ----------–----ს მეუღლე, და, შვილი - მ------, ასევე დედა - ა--------- და სხვები. დაინიშნა დაქტილოსკოპიური და სამედიცინო ექსპერტიზები, დასაკითხად დაბარებულნი იქნენ ოჯახის ახლობლები, მათ შორის მ----------------. ბრალდებულს გაესაუბრა ლ------------–-------–---–-, რაც ჩაწერილი იქნა ფარული აუდიო-ვიდეო საშუალებით. ვიდეოში ბრალდებული საუბრობს ისეთ დეტალებზე, რომელიც მხოლოდ მას და მკვლელს უნდა სცოდნოდა. გასაუბრების მერე ის დაკითხა გამომძიებელმა ნ---------------–-–---–მა. მიღებული ჩვენების და ჩანაწერის საფუძველზე კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება აბასოვის დაკავების შესახებ. მ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მას ჰქონდა გარკვეული თანხა, რომელსაც დედა უგზავნიდა რუსეთიდან, რაც დადასტურდა საბანკო ამონაწერით. ფარულ ჩანაწერში მ---------------მა განმარტა, რომ მკვლელი უკავშირდებოდა, მკვლელობის დღესაც დაუკავშირდა და უთხრა - ,,აგერ უკან ვაზივარ, მივყვები ვ---------–---ის მანქანას“, მკვლელობის შემდეგ კი ნომერი გაითიშა. იგივე ნომერი უკავშირდებოდა ვინმე მ-------ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მ-------- კი, თავის მხრივ, უკავშირდებოდა მწყემსს საქართველოში - რა---------------ს და სთხოვდა ორი პიროვნების საზღვარზე გადაყვანას. მოწმემ განმარტა, რომ ფ------–- ვ--–---მა უთხრა, რომ მკვლელები სავარაუდოდ შემოსულები იყვნენ რუსეთის ფედერაციიდან ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით ხახვით დატვირთული ავტომანქანებით. შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ 27 თებერვალს ნადვილად შემოვიდა საქართველოში ორი სატვირთო მანქანა ფ------–- ვ--–----ს მიერ მითითებულ პიროვნების სახელით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ექსპერტიზა და შედგა ფოტორობოტი, ვერ მოხერხდა მკვლელობის შემსრულებლების ვინაობის დადგენა. ავტომანქანაზე მ----------------ს კვალი არ ამოსულა. მოწმემ განმარტა, რომ მ---------------მა თავდაპირველად აღიარა და შემდეგ უარყო დანაშაულში მონაწილეობა. სამართლებრივი დახმარების შესახებ დავალებები გაგზავნეს როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მათ შორის იმ ნომრების მონაცემებთან დაკავშირებით, რომლითაც მ---------------- და სავარაუდო მკვლელი უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ პასუხი არ მიღებულა. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია, რაზე საუბრობდნენ სავარაუდო მკვლელები და მ----------------, მას არ აქვს სხვა ინფორმაცია გარდა იმისა, რაც თვითონ მ---------------მა განცხადა.
მოწმე ჯ-----------–-------ს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით 2013 წლამდე ჰქონდა მწვანილების ბიზნესი მეწყვილე ბ------ ვ--–---თან ერთად. კარგი ურთიერთობა ჰქონდა ასევე ვ---------–---თან. 2016 წლის 8 აპრილს ვ---------–---ი საქართველოში ჩავიდა კუთვნილი ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით, ხოლო 2016 წლის 13 აპრილს კი მას ვლადიკავკაზში შეატყობინეს, რომ თბილისში, ფ-------–-–ი გიგანტის დასახლებაში მოკლეს ვ---------–---ი და ა---–-----------. იმავე დღეს ადგილზე მისვლისას გაიგო, რომ ვ---------–---ს უცხო მამაკაცებმა მწვანე ფერის ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მათვე გადაატარეს ავტომატის ჯერი იქ მყოფ ადამიანებს, რა დროსაც ტყვია მოხვდა ა---–----------ს. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია თავდამსხმელების ვინაობა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ვ---------–---ის მკვლელობა შეკვეთილია ბ----------–----ს ოჯახის წევრების მიერ, რადგან 2015 წელს ბ----------–----ს მკვლელობის შემდეგ მის ოჯახს ვ---------–---ზე ჰქონდა ეჭვი. აღნიშნულის გამო ბ----------–----ს ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ აუცილებლად იძიებდნენ შურს და მოკლავდნენ ვ---------–---ს, რის გამოც ეს უკანასკნელი იყო შეშინებული და რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოში შეიტანა განცხადება, სადაც უთითებდა, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა ბ----------–----ს ოჯახის წევრების მიერ. ვ---------–---ის მისამართით მუქარას ახორციელებდა ბ----------–----ს დედა - ა------------–----, ცოლი - გ---–---------–--ვა და და - მ---------–----.
მოწმე რ-----------------ს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით დაახლოებით 3 თვის წინ იმყოფებოდა სოფელ სადახლოში, ნათესავის ოჯახში ქორწილში, სადაც გაიცნო სოფელ სადახლოში მაცხოვრებელი ვინმე ,,მ-------ა“. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ შესაძლებელი იყო, მისი დახმარება დასჭირვებოდა. მართლაც, 13 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე დაურეკა მ--------მ მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- მის მიერ მიცემულ ნომერზე 5-------- და სთხოვა, რომ ჩასულიყო გ---------ს რაიონში სოფელ ნ-------–--ში, სადაც დახვდებოდა მისი ორი მეგობარი და მიეყვანა ვახტანგისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრამდე. მან უპასუხა, რომ პირადად არ ეცალა და გაგზავნიდა ბიძაშვილ მ---------------ს. ასევე ჩააწერინა ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონის ნომერი 5--------. შემდეგ დაურეკა მ---------------ს და სთხოვა, ჩასულიყო სოფელ ვახტანგისის ტერიტორიაზე არსებულ საზღვართან. დაახლოებით 20 წუთში მ-----მა თავისი ავტომანქანით ჩაიყვანა ორი მამაკაცი ვახატანგისში, აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 500 მეტრში, სადაც დახვდა რ-----------------, მიესალმა და მიუთითა საზღვრისკენ. ერთ-ერთი მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა მ-------ს. მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, შორიდან დაინახა, რომ ორივე პიროვნება საზღვართან ახლოს იჯდა და სიგარეტს ეწეოდნენ. დაახლოებით 30 წუთში მ--------მ მადლობა გადაუხადა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრამდე მეგობრების მიყვანისათვის. მანვე უთხრა, რომ მეგობრები მშვიდობით გადავიდნენ აზერბაიჯანის საზღვარზე ნაცნობი მესაზღვრეების დახმარებით.
მოწმე გ---–-----–------------ს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით 2016 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა სახლში. დღის მეორე ნახევარში ვლადიკავკაზიდან დაურეკა დედამ და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ვ---------–---ის დაჭრის ამბავი. აღნიშნულის გასაგებად მივიდა დასახლებაში. გზაზე დაინახა ბევრი ხალხი და პოლიციელები. უთხრეს, რომ ვ---------–---ს ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა. საღამოს, დაახლოებით 21:00-21:30 საათისთვის მივიდა ვ--–---ების ოჯახში, იქ იმყოფებოდა თანასოფლელი მ----------------ც, ხელში ეჭირა თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც დაბლა ჰქონდა დაწეული და უჩვეულოდ ატრიალებდა, თითქოს ათამაშებდა.
მოწმე ბ------------–----ს გამოძებისათვის მიცემული ჩვენებით 2016 წლის 13 აპრილს მამამ დაურეკა კრასნოდარიდან და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ფ-------–-–ი ვ---------–---ის მოკვლის ამბავი. მაშინვე წავიდა დასახლებაში, სადაც ბევრი ხალხი იყო შეგროვილი. დაინახა, რომ ვ---------–---ი თავის ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანის წინა მხარეს მიწაზე ეგდო. ამ დროს მობილურ ტელეფონში შევიდა მ-----------------ის ნომრიდან ზარი, თუმცა მანსურის ნაცვლად დაელაპარაკა მ---------------- და ჰკითხამ, მართალი იყო თუ არა ვ---------–---ის მკვლელობა. უპასუხა, რომ მართალი იყო და გაუთიშა ტელეფონი. რამდენიმე წუთში ისევ დაურეკა მ---------------მა უკვე თავისი ტელეფონით და ჰკითხა, მართლა მოკლეს თუ არა ვ---------–---ი, რაზეც მოწმე გაბრაზდა და უპასუხა, რომ ასეთ თემაზე არ ხუმრობდნენ და კვლავ გაუთიშა ტელეფონი. მოწმე განმარტავს, რომ ავტოსახელოსნოსთან მ---------------- არ დაუნახავს. 2016 წლის 13 აპრილს, ღამით ნახა ვ---------–---ის სახლში, სადაც ის იდგა ვ---------–---ის სახლის შიგნითა ეზოში აბანოსთან, ხელში ეჭირა თავისი თეთრი ფერის მობილური ტელეფონი და ხელში ათამაშებდა.
მოწმე ლ------------–-------–---–-ს დეპონირებული ჩვენების თანახმად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მ-----ანყოფილების უფროსად. მის მიერ მოპოვებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ვ---------–---ის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მ---------------ს უნდა ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია და თავადაც უნდა ყოფილიყო ჩართული დანაშაულში. შესაბამისად, დაიგეგმა და განხორციელდა მ----------------ს მიყვანა და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებით მათ შორის შემდგარი საუბრის ჩაწერა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ---------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2016 წლის 13 აპრილს თავის მეგობარ მ-----------------თან ერთად წავიდა ,,თეგეტა“ მოტორსის დიღმის ფილიალში ავტომანქანისათვის ზეთის შესაცვლელად, რა დროსაც მანსურს ტელეფონზე დაურეკა მამამისმა და ჰკითხა, სოფელში მართლა მოხდა თუ არა მკვლელობა. გარკვევის მიზნით დაურეკეს ნაცნობებს, ერთ-ერთმა ახლობელმა დაუდასტურა აღნიშნული ფაქტი. მკვლელობის ადგილზე ნახეს შეკრებილი თანასოფლელები. მეორე დღეს - 14 აპრილს, დილის 08:00-09:00 საათებში მასთან მივიდნენ უბნის პოლიციელები და უთხრეს, რომ 10-15 წუთით დაკითხვის მიზნით წაიყვანდნენ. დაადეს ხელბორკილები, უთხრეს, რომ ასეთი წესი იყო. ფონიჭალის პოლიციაში 10-15 კაცი დაესია, აგინებდნენ, ურტყამდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მან ვიღაც მოკლა. ის უხსნიდა, რომ არ ყოფილა ფ-------–-–ი მკვლელობის დროს, ხან ბორკილებით ურტყამდნენ, ხან ცელოფანს აცვამდნენ თავზე, ხან ტყეში წაყვანით ემუქრებოდნენ. მიიყვანეს სასტუმროში, სადაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე - ლ----მა სურათი გადაუღო. 12 საათზე მიიყვანეს ვაჟა-ფშაველაზე მდებარე მოდულის შენობაში, გაშვების პირობით დააზეპირებინეს ტექსტი და ვიდეო კამერით გადაუღეს. მას არ უნდოდა გადაღება, მაგრამ ცემა-ტყეპით წააკითხეს. ერთი და იგივე ვიდეო ორჯერ გადაუღეს. მოწმემ განმარტა, რომ მას არც მანქანა უყიდია, არც გასაკეთებლად წაუყვანია და არც ფული გადაუხდია ვინმესთვის მანქანის საყიდლად, არც ორ ქუდიან კაცს შეხვდრია. დაკითხვაში არასწორი ინფორმაცია წერია, რაც მას არ დაუწერია. მისი დაკითხვისას ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ კითხულობს პოლიციელების მიერ დაწერილ ჩვენებას, რის შინაარსაც კატეგორიულად არ ეთანხმება. ქაღალდები რომ არ გამოჩენილიყო, პოლიციელებმა ყუთები დაალაგეს ერთმანეთზე. მართალია, დედამისი უგზავნიდა ფულს, თუმცა აღნიშნული თანხა მას პირადი ხარჯებისთვის ჰქონდა, ასევე იხდიდა სწავლის საფასურს - 3500 ლარს. 13 აპრილს მოკლულის ოჯახში მივიდა. თეთრი ტელეფონი ნამდვილად ჰქონდა, რომელიც შემდეგ ჩააბარა პოლიციელებს, თუმცა მის ტელეფონს ვიდეო გადაღების ფუნქციაც კი არ გააჩნია. მის ოჯახს მოკლულის ოჯახთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ერთმანეთის ქორწილებშიც დადიოდნენ. ფ-----------–------ს შესახებ რუსეთში გაიგო, რომ პოლიციელი იყო და ის ნახა ქვემო ფონიჭალის პოლიციის ეზოში, თუმცა მასთან არ უსაუბრია. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ - 10,11,12,13 და 14 აპრილს უცნობს არავის დაურეკავს მისთვის. არავის დახმარებია მკვლელობაში, არც გარდაცვლილის სახლი უჩვენებია ვინმესთვის, არც მანქანა. ბ----------–---- 2015 წელს როსტოვში ჩაცხრილეს მანქანაში, თუმცა მისთვის უცნობია მიზეზი. მან არ დაადასტურა ის ფაქტი, თითქოს დედამისმა დაურეკა და უთხრა, რომ ქურდული სამყაროს წევრებისგან გაიგო, თუ ვინ შეუკვეთა მისი ძმის მკვლელობა. ასევე 13 აპრილს უცხო ნომრიდან მისთვის არავის დაურეკავს. ვერ იხსენებს, ვინ ურეკავდა ნომერიდან, რომლიც 7 მარტს ჩაირთო და 13 აპრილს მკვლელობამდე 15 წუთით ადრე გაითიშა, საიდანაც ამ პერიოდში მასთან 72-ჯერ არის დარეკილი. არ ახსოვს, ვის ესაუბრებოდა და რატომ ურეკავდნენ იმავე ნომერს რუსეთიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სხვა წერილობით მტკიცებულებებთან ერთად ასევე გამოკვლეული იქნა ლ------------–-------–---–-სა და მ----------------ს შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და 2016 წლის 14 აპრილს მ----------------ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.
2016 წლის 16 აპრილის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე შესრულებული შენიშვნის თანახმად, მ----------------ს მიერ მიცემული ჩვენება მოპოვებულია შანტაჟით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით.
2016 წლის 23 მაისის სს ,,ლიბერთი ბანკის“ წერილისა და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად მ----------------ს მიერ მიღებული იქნა სწრაფი ფულადი გზავნილები სხვადასხვა ოდენობით.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, გარდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებისა, შეთანხმდნენ ბრალდების მხარის უმეტეს მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, გამართლებულის მიმართ არ გამოიკვეთა ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გარკვეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული გამართლებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ ფ------–- ვ--–----ს, შ--------------ის, ფ-------- უ--------ს და ჯ-------------------ს ჩვენებებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც თითქოსდა დასტურდება, რომ მ---------------მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადაგან:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ფ------–- ვ--–---მა განაცხადა, რომ ვ---------–---ი მისი ძმა იყო, ცხოვრობდა რუსეთში და პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. ბოლოს შვილის ქორწილის გამო ჩამოვიდა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბ------ ვ--–---თან. როსტოვში იმყოფებოდა და 13 აპრილს ბ--------------–----სგან გაიგო მომხდარის შესახებ. გაარკვია, რომ ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ნაპოვნი. ბ----------–---- 2015 წლის დეკემბერში, როსტოვში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შესაძლო მკვლელებად დაასახელეს ორი პიროვნება - მ---------------- და ა--------------ი, თუმცა მათ ყურანზე დაიფიცეს, რომ არაფერ შუაში იყვნენ. ბ----------–----ს ოჯახის წევრებმა ეჭვი მიიტანეს ვ---------–---ზე. ეს უკანასკნელი კი ამბობდა, რომ ასევე ყურანზე დაიფიცებდა, რომ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. ვ---------–---მა როსტოვში გ-------------–---იც ნახა და უთხრა, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. მოწმემ განმარტა, რომ შ--------------მა გადასცა ა---------ს სიტყვები, რომ თუ მის შვილიშვილებს რაიმე დაემართებოდა, მისი შვილი - ო------–- აღარ იცოცხლებდა. აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადა. მოწმემ განმარტა, რომ ვიდეო, სადაც ვ----- და ფ------–- ვ--–---ების დედა ტირის სახლში, ვარაუდობს, რომ მ----------------ს მიერაა გადაღებული ფარულად. ვიდეოში ხან იატაკი ჩანს, ხან ჭერი და ხან დედის ტირილი. მ---------------- რომ ხელში ტელეფონს ათამაშებდა, ბევრმა დაინახა, თუმცა ვერ იფიქრეს, რომ ვიდეოს იღებდა. კადრები პირველივე დღესაა გადაღებული, სანამ მიცვალებული მიასვენეს. ბ----------–----ს მკვლელობის შემდეგ ოჯახებს ურთიერთობა არ ჰქონდათ, რადგან ყველგან იძახდნენ, რომ ბ------- ვ---------–---ის მოკლული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ჯ--------------------მ განაცხადა, რომ ვ---------–---ი იყო მისი მეუღლე, ის რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოდიოდა 3-5 თვეში ერთხელ. ბოლოს 2016 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და 13 აპრილს მოკლეს. მოწმემ განმარტა, რომ ვ---------–---ი 13 აპრილს მარტო გავიდა სახლიდან, შუადღის 1600-1700 საათების შუალედში დაურეკა. 17:00 საათზე კი შვილისგან გაიგო, რომ ვ-----ს ავტომატით ესროლეს. საქართველოში იმყოფებოდნენ, როდესაც რუსეთის ქალაქ როსტოვში ბ----------–---- მანქანაში ჩაცხრილეს. რუსეთში სასამართლოში ვ---------–---მა ფიცი დადო, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა მკვლელობასთან, თუმცა გარდაცვლილის ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ ვ---------–---ის ხელი ერია ბ-------ს მკვლელობაში. მოწმემ განმარტა, რომ ბ----------–---- მ----------------ს ბიძა იყო და მათი თანასოფლელი, მაგრამ ურთიერთობა არ ჰქონდათ. მ-------ი ვ---------–---ის გარდაცვალების დღეს მივიდა მათთან და ვ---------–---ის დედას უღებდა მობილურით ვიდეოს, მანამდე არასდროს მისულა მათთან. ამიტომ ეჭვი აქვს, რომ მ-------ის ხელი ერია ვ----- ა-–----ს მკვლელობაში. გარდა ამისა, სოფელში ბევრმა თქვა, რომ მ---------------- ვ----- ფალიევს უთვალთვალებდა. აღნიშნული მოწმეს თავად არ დაუნახავს, თუმცა უთხრეს. მოწმეს გაგონილი ჰქონდა ბ-------ს ახლობლების ნათქვამი, რომ სანამ შურს არ იძიებდნენ, საფლავის ქვას არ დადგამდნენ. მართლაც ვ---------–---ის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს საფლავის ქვის დადგმა.
მოწმე ფ-------------–-----ას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით ის ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო კომიტეტში. 2016 წლის 19 იანვარს დაქორწინდა ვ---------–---ზე, რომელიც დაკავებული იყო მწვანილის ბიზნესით დონის-როსტოვის საკოლმეურნეო ბაზარში. აღნიშნულ ბაზარს აკონტროლებდა საქართველოდან ჩასული 5 აზერბაიჯანელი, თუმცა ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო ვ---------–---ი. აღნიშნულ ბაზარზე ასევე ვაჭრობდა ვ---------–---ის თანასოფლელი საქართველოდან ბ----------–----, რომელსაც 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეექმნა გარკვეული პრობლემები ადგილობრივ, როსტოვის დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელ ვინმე ,,ალიკასთან“ - ა--–--------------–---თან. ბ----------–---- როსტოვში აღარ დაბრუნებულა და ბაზარს აღარ გაკარებია. 2015 წლის 8 დეკემბერს ბ------- მის კუთვნილ ავტომანქანაში ტრასაზე მოძრაობისას დაუდგენელმა პირებმა ჩაცხრილეს. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები მკვლელობაში ვ---------–---ს ადანაშაულებდნენ, მეუღლე - გ---–-----, ვაჟიშვილები - გ------------------------–------ მამის მკვლელობის გამო სასტიკად იმუქრებოდნენ ანგარიშსწორებით. ამბობდნენ, რომ აუცილებლად იძიებდნენ შურს. ვ---------–---ს სულ უფრო მეტად ეშინოდა, ამბობდა, რომ მასთან მოდიოდა ხმები, რომ ბ. ვ--–----ს ოჯახის წევრები რაღაცას აპირებდნენ. სწორედ ამიტომ 2016 წლის თებერვალში ვ---------–---მა განცხადება შეიტანა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო კომიტეტში, სადაც კონკრეტულად მიუთითა, რომ თუ მასზე განხორციელდებოდა რაიმე სახის თავდასხმა - დააზიანებდნენ ან მოკლავენდნენ, დაედანაშაულებინათ ბ----------–----ს ოჯახის წევრები, კერძოდ: მეუღლე - გ---–-----, შვილები - გ------------------------–------, და მ---------–---- და ამ უკანასკნელის შვილი მ----------------. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 7 აპრილს ვ---------–---ი გაემგზავრა საქართველოში თავისი შავი ფერის ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით, თუმცა სატელეფონო კავშირი ჰქონდა ყოველდღიურად. ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას, 10-11 აპრილს უთხრა, რომ გრძნობდა საფრთხის მოახლოებას, ბ----------–----ს ოჯახის წევრები ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ და აპირებენ მის განადგურებას. ვ---------–---მა იცოდა, რომ გ---–---------–--ვა იყო საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც უთხრა: ,,ან ჩემამდე ჩამოვიდა, ან ჩემს შემდეგ, მაგრამ ნამდვილად აქ არის, თავის შვილებთან გ------------------------–-----თან და და - მ---------–----ს შვილთან მ---------------თან ერთად, რაღაცას გეგმავს“. ბოლოს ესაუბრა 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 1645 საათზე, რა დროსაც უთხრა, რომ მოგვიანებით შეეხმიანებოდა. დაახლოებით 1 საათში მეუღლის მეგობარ - ა-------–-------სგან შეიტყო, რომ ვ---------–---ი მოკლეს, რის გამოც თავადაც ჩამოვიდა საქართველოში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შ--------------მა განაცხადა, რომ აგვისტოში მასთან, როგორც კლიენტი (ვაჭრობს და ტაქსაობს) მივიდა ბ----------–----ს დედა ა------------–---- და უთხრა, რომ მან მოკლა ვ---------–---ი. ამასთან, დააფიცა, გადაეცა ამ უკანასკნელის ძმა - ფ------–-სათვის, რომ თუ მის შვილიშვილებს რაიმე დაემართებოდა, ფ------–-ს შვილი აღარ იცოცხლებდა. მისი მონაყოლი ფ------–-მ ტელეფონით ჩაიწერა, თუმცა მან არ იცოდა, რომ საუბარს იწერდა. შემდეგ ფ------–- არიგებდა, როგორ ესაუბრა პოლიციაში, თუმცა მას არ განუცხადებია პოლიციაში ა---------ს დანაბარები მუქარის შესახებ, რადგან ჩარევა არ ჩათვალა საჭიროდ. ა--------ს უთხრა, რომ გადასცა დანაბარები. ამასთან უთხრა, რომ ფ------–-მ მისი ხმა ჩაიწერა. მოწმემ განმარტა, რომ მას არ სურდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფ------–-მ მოასმენინა ჩაწერილი საუბარი, იძულებული გახდა, მისულიყო ფონიჭალის განყოფილებაში.
პალატა მოცემულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ინფორმაციის გაანალიზებას და შეფასებას მოახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მ----------------ს ბრალდების დასადასტურებლად საჭირო/საკმარის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ფ------–- ვ--–----ს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ბ------ ვ--–----ს ოჯახის წევრებმა გასვენებაში დაიფიცეს, რომ შურს იძიებდნენ და გარდაცვლილის საფლავს ქვას მანადე არ დაადებდნენ, სანამ ბ----------–----ს მკვლელს არ მოკლავდნენ. მოწმის ინფორმაციით სწორედ ვ---------–---ის მოკვლის შემდეგ დაიწყეს საფლავის მოპირკეთება და ქვის დადგმა ბ-------ს ვ--–----ს ოჯახის წევრებმა, რის გამოც და სხვადასხვა პირებიდან მოპოვებული ინფორმაციებიდან გამომდინარე მოწმე დარწმუნებულია, რომ ვ---------–---ის მკვლელობა განხორციელდა ბ----------–----ს ოჯახის წევრების შეკვეთით. ფ------- ვ--–---მა აჩვენა, რომ კონკრეტულმა პირმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ---------------მა მ----- ვ--–---თან ერთად მკვლელებისთვის ბინა დაიქირავა ქ. თბილისში, ფ-------–-–ი, კერძოდ ა-–----- დასახლებაში არსებულ ერთ-ერთი კორპისის მე-2 სართულზე. ამ მისამართზე ცხოვრობდა 2 პიროვნება, რომლებმაც მოგვიანებით მოკლეს ვ---------–---ი. ამასთან, მისივე ინფორმაციით, მკვლელობის სისრულეში მოყვანისათვის ფულით, ა/მანქანით და ტერიტორიის შესწავლით დახმარება მკვლელებს გაუწია მ---------------მა. აღნიშნულის თაობაზე მას ინფორმაცია მიაწოდა პირმა, რომელიც ორივე ოჯახის ნათესავია. ამიტომ მისი ვინაობის დასახლება საფრთხის შემცველია, რის გამოც ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. ასევე, სოფელში მაცხოვრებელი ხალხისგან იცის, თუ როგორ უთვალთვალებდა მ---------------- ვ---------–---ს და დაჰყვებოდა 2 სხვა პირს, რომლებმაც შემდეგ მოკლეს ვ---------–---ი.
მითითებული მოწმის ჩვენების შეფასებისას პალატა, უპირველის ყოვლისა, ყურადღებას მიაქცვეს იმ გარემოებას, რომ ფ------–- ვ--–---- ვ----- ა-–----ს მკვლელობის საქმეში გამართლებულის მონაწილეობას (დამხმარის სახით) აცხადებს/ახდენს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის წყარო პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ დაასახელა. მართალია, მოწმე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ გამართლებული ბინის დაქირავების, მანქანის შეძენის, ფულით და ტერიტორიის შესწავლის თვალსაზრისით დახმარებას უწევდა ვ---------–---ის მკვლელებს, მაგრამ მოწმე აღნიშნავს, რომ ის უშუალოდ არ არის თვითმხილველი იმისა, თუ კონკრეტულად რა მოქმედება განახორციელა მკვლელების დასახმარებლად მ---------------მა. უფრო მეტიც, მოწმე თავის ჩვენებაში არც კი ასახელებს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელთა ვინაობებს (ის მხოლოდ უთითებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია ვინც მიაწოდა, იმათ ვინობას ვერ დაასახელებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ სიცოცხლეს დაემუქრებათ საფრთხე). შესაბამისად, ცხადია, რომ მოცემულ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა მისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირების (პირველწყაროს) დაკითხვის გზით პალატას არ გააჩნია.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი არცერთი პირი მოწმის სახით დაკითხვისას არ უთითებს, რომ იგი გახდა უშუალოდ თვითხილველი იმისა, რომ გამართლებულმა რაიმე სახის დახმარება (ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) აღმოუჩინა ვ---------–---ის მკვლელებს. მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნას მიღებული ის გარემოება, რომ მოწმე არის აწ გარდავლილის ძმა (შესაბამისად, საქმის ბედით დაინტერესებული პირი, რომელსაც მკვლელობამდე გააჩნდა გარკვეული ინფორმაცია, რომ ბ----------–----ს ოჯახის წევრები მის ძმას ადანაშულებდნენ რუსეთის ფედერაციაში მომხდარ ბ----------–----ს მკვლელობაში). ჩვენების ერთ ეპიზოდში უთითებს იმასაც, რომ დახმარება მკვლელებს, მისი ინფორმაციით, აღმოუჩინა არა მარტო გამართლებულმა, არამედ ბ----------–----ს შვილმა მ----- ვ--–---მა (თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ ბრალდების მხარის მიერ ბრალდება წარდგენილი არ ყოფილა), რომელმაც თითქოსდა მ---------------თან ერთად მკვლელებისთვის დაიქირავა ბინა.
გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებით ნათელია ისიც, რომ ფ------–- ვ--–----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიწოდებული ინფორმაცია (გამართლეულის მიერ წარდგენილი ბრალდების ნაწილში მონაწილეობასთან მიმართებით) წარმოადგენს სხვა პირების მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ ფ--–----- ვ--–----ს ჩვენება წარმოადგენს საქმის ბედით დაინტერესებული პირის ირიბ ჩვენებას.
პალატა სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება).
პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გაანალიზებითა და გამართლებულის ბრალეულობასთან მიმართებით სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და ასევე იმის გათალისწინებით, რომ ფ------–- ვ--–----ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სხვა ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც არ არის ირიბი მტკიცებულებები/ჩვენებები (რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას), მივიდა დასკვნამდე, რომ ფ------–- ვ--–----ს ჩვენების ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებას (განაგონს), პალატის მიერ არ/ვერ იქნება მიჩნეული უტყუარი კატეგორიის მქონე ისეთ მტკიცებულებად, რომლითაც ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება ობიექტური პირისთვის საკმარისობის თვალსაზრისით უტყუარად იქნებოდა დადგენილი.
პალატა შ--------------ას და ფ-------------–-----ას ჩვენებებში მითითებული ინფორმაციის გაანალიზებისას ყურაღებას მიაქცევს იმას, რომ აღნიშნული მოწმეები განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებისას მკაფიო ფორმით უთითებენ მხოლოდამხოლოდ იმას, რომ ბ----------–----ს ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ ვ---------–---ზე, რომ ამ უკანასკნელმა მოაკვლევინა ბ----------–----, რის გამოც მათ ოჯახებს შორის იყო დაძაბული ურთიერთიობა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი ყველა გზით შეეცდებოდნენ, დაედგინათ, თუ ვინ მოკლა გარდაცვლილი და მოაკვლევინებდნენ მას.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე გამართლებულს ედავება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკლელობაში თანამონაწილეობას - დამხმარის როლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლში მოცემულია დანაშაულის თანამონაწილეობის სახეები, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას“. ამ განმარტების გაანალიზება კი ცხადყოფს, რომ კანონში დამხმარე განმარტებულია ზოგადად მისი სპეციფიკისა და სახეების მიუხედავად, რადგან დანაშაულის ჩადენაში დახმარება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავისებურია (სხვადასხვაგვარ ქმედებაში შეიძლება გამოიხატოს). ამასთან, აუცილებელია, რომ დახმარება მიზეზობრივ კავშირში იყოს ერთიან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან (რა თქმა უნდა, ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით). კონკრეტული პირის მიერ კი დახმარების გაწევა შესაძლებელია, გამოიხატოს ფიზიკურ ან ფსიქიკურ დახმარებაში. ფიზიკური დახმარება შესაძლებელია, გამოიხატოს დანაშაულის ჩადენის გზაზე ფიზიკური დაბრკოლების მოხსნაში, მორგებული გასაღების დამზადებაში და ამსრულებლისათვის მის გადაცემაში და ა.შ., ხოლო ფსიქიკური გულისხმობს ამსრულებელისთვის რჩევა-დარიგების მიცემას, რაიმეს დაპირებას, პირი ასეთ შემთხვევაში ამსრულებელს განუმტკიცებს დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებას. საგულისხმოა ისიც, რომ დამხმარეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს (იცოდე) ის ფაქტი/გარემოება, რომ ის კონკრეტულ პირს/ამსრულებელს თავისი თავისუფალი ნებით დახმარებას უწევს დანაშულებრივი ქმედების ჩადენაში.
მოცემულ შემთხვევაში შ--------------ის და ფ-------------–-----ას ჩვენებების გაანალიზებისას არ იკვეთება არათუ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების გამართლებულის მიერ ჩადენის ფაქტი, არამედ ჩვენებებში ასახული ინფორმაციის შეფასება ცხადყოფს, რომ უტყუარად არ არის დადგენილი თუნდაც ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გამართლებულს რაიმე ფორმით შემხებლობა ჰქონდა დამნაშავეებთან (მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქმეზე არ არის დადგენილი, თუ ვინ განახორციელა ვ---------–---ის მკვლელობა)., ამ გარემოებათა გაანალიზება კი ცხადყოფს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები გამართებულების მიმართ წარდგენილი ბარდლდების დამადასტურებელ მტკიცებულებების კონტექსტში პალატის მიერ ვერ იქნება განხილული.
რაც შეეხება ხ------------------ს ჩვენების იმ ნაწილს (რომელზედაც აპელანტი აპელირებს), რომ მ---------------მა მოულოდნელად გაყიდა ა/მანქანა, რომელიც გამოიყენა მკვლელობაში დახმარების გაწევის მიზნით და ბრალდების მხარის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ მ---------------ს მკვლელობის დაგეგმვისა და მომზადებისთვის რუსეთის ფედერაციიდან მისმა ნათესავებმა გამოუგზავნეს ფულადი თანხები, პალატა უთითებს შემდეგს: მოწმის მიერ გაცხადებული პოზიცია არ არის გამყარებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, მ----------------ს ანგარიშზე გადარიცხული ფულად თანხებთან მიმართებით ნათელია ხმოლოდ ის, რომ მ----------------ს ანგარიშზე დროის სხვადასხვა პერიოდში (პერიოდულად) გადარიცხული იქნა გარკვეული ოდენობის თანხები, თუმცა ვინ მოახდინა აღნიშნული თანხების გახარჯვა, რა მიზნით იქნა ისინი გახარჯული, მათ შორის გადაეცა თუ არა აღინშნული თანხები დამნაშავე პირებს, ან გაიხარჯა თუ არა ისინი გამართლებული მიერ მკვლელობაში დამნაშავეებზე დახმარების მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ა.შ. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშედეგების შედეგად დადგენილი არ არის.
პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებს მ----------------ს ანგარიშზე გადმორიცხული თანხების ინტესივობა, კერძოდ ის, რომ სწორედ ვ---------–---ის მკვლელობის წინა პერიოდში, დაახლოებით ერთთვიან მონაკვეთში მ---------------მა 5000-მდე აშშ დოლარი მიიღო მაშინ, როდესაც მანამდე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტაბილურად ერიცხებოდა თვეში 100 აშშ დოლარამდე. ასევე თანხების ასეთი ინტენსიური გადმორიცხვები შეწყდა ვ---------–---ის მკვლელობისთანავე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს ვარაუდის საფუძველზე, რომ მ---------------- მართლაც ეხმარებოდა მკვლელებს დაგეგმილი დანაშაულის მომზადებაში, თუმცა, როგორც აღინიშნა, აღნიშნული ვარაუდი ვერ იქნა გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ გადმორიცხული თანხები, ასევე ა/მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა მ---------------მა გადასცა ვ---------–---ის მკვლელებს. გასათვალისწინებელია, რომ დაცვის მხარის განცხადებით გამართლებულს არანაირი დახმარება არ გაუწევია დამანაშავეებისთვის, მათ შორის ფულადი (უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეჭვის გამომარიცხავად არ არის დადგენილი ისიც, რომ გამართლებულს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა დამაშავე პირებთან). ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტები აღნიშნულ გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე, რაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დადგენის თვალსაზრისით, კანონმდების მიერ იმპერატიულად დადგენილი მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, არ შეიძლება გადაწყდეს გამართლებულის საწინააღმდეგოდ.
ვარაუდებზე დაფუძნებულ არგუმენტებს წარმოადგენს ასევე ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის მარტის დასაწყისიდან 2016 წლის 13 აპრილის ჩათვლით გამართლებულს თითქოსდა სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ვ---------–---ის მკვლელებთან. დადგენილია, რომ მ----------------ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მითითებულ პერიოდში დაფიქსირებული იქნა სატელეფონო კავშირები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არ არის იდენტიფიცირებული ის პირები, რომლებთანაც მ---------------ს ჰქონდა ასეთი კომუნიკაცია. ამიტომ მხოლოდ კომუნიკაციის ფაქტის არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირები, ვისგანაც გამართლებული იღებდა ზარებს ან ვისაც ურეკავდა, იყვნენ დამნაშავე პირ(ებ)ი, რომლებმაც განახორციელეს ვ---------–---ის მკვლელობა. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ თუნდაც დადგენილი ყოფილიყო დამნაშავე პირებთან მ----------------ს სატელეფონო კავშირი, არ არის დადგენილი სატელეფონო კუმუნიკაციის შინაარსობრივი მხარე, რომლითაც ობიექტური პირი დადასტურებულად მიიჩნევდა გამართლებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში დაფიქსირებულ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, რაც განზრახ მკვლელობაში დამხმარედ გამოავლენდა მას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის არგუმენტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების ეტაპზე გამართლებულის ჩვენებით და საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში განხორციელებული ჩანაწერით დასტურდება, რომ ბრალდებული აღიარებდა წარდგენილ ბრალდებას. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ბრალდებულის ჩვენება არ არის გასაზიარებელი სასამართლო სხდომაზე გამართლებულის მიერ დაფიქსირებული პოზიციის და საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის გათალისწინებით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგ--, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლოში საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო - ავიდეო ჩანაწერის მოსმენაზე (დემოსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
რაც შეეხება მ----------------საგან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს მიღებულ ინფორმაციას, პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი მიუთითებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ერთ-ერთ საფუძველზე, კერძოდ, ვარაუდზე იმის შესახებ, რომ პირს, ვის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, წარმოადგენს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფ პირს ან იგი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საგამოძიებო ორგანო ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომ სწორედ მ---------------- წარმოადგენდა დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფ პირს. ამიტომ, ბუნებრივია, არსებობდა მისგან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გზით საქმის გახსნისათვის საჭირო ინფორმაციის მიღების ინტერესი. თუმცა ამისათვის საგამოძიებო ორგანოს, ზემოთ მოყვანილი მუხლის ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რომ დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი მ---------------- აპირებდა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემას ან მიღებას და ამისათვის გეგმავდა მესამე პირთან პირად შეხვედრას ან სატელეფონო კომუნიკაციას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა, საგამოძიებო ორგანოს ეზრუნა ინფორმაციის მიღებისა თუ გაცემის ნებისმიერ ფორმაზე განეხორციელებინა ფარული საგამოძიებო მოქმედება - მათ შორის შეხვედრის ფარული აუდი-ვიდეო ჩაწერა. მოცემულ შემთხვევაში მოხდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა იმ შეხვედრისა, რომელიც გაიმართა მ---------------სა და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დექტექტივების სამმართველოს ოპერატიულ მუშაკს ლ------------–-------–---–ს შორის. შეხვედრა შედგა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი #55-ში მდებარე ვაკე-საბურთალოს პლოციის სამმართველოს მეორე განყოფილების შენობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფ პირთან კომუნიკაციაში მყოფ პირად - მისაღები ინფორმაციის წყაროდ ან გადასაცემი ინფორმაციის ადრესატად არ მოიაზრებს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელს. დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ მ----------------საგან ინფორმაციის ამგვარი გზით მიღება შეუსაბამოა კანონთან. კითხვას ბადებს ის გარემოებაც, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გადაუდებელი წესით, ე.ი. წინასწარ ცნობილი იყო, რომ მ---------------- ლ------------–-------–-–--ან გულწრფელად აღიარებდა დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში სახეზე არ იყო ფარული საგამოძიებო მოქმედების არათუ გადაუდებლად, არამედ საერთოდ მისი ჩატარების საფუძველი, ვინაიდან, თუკი გამოსაკითხი პირი თანხმობას აცხადებს ჩვენების მიცემაზე, პირველ რიგში, მას უნდა განემარტოს, რომ თანხმობა ნებაყოფლობითია. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი უნდა დაფიქსირდეს წერილობით და შედგეს გამოკითხვის(სსსკ-ის 113-ე მუხლი) ოქმი. ტექნიკური საშუალების (აუდი-ვიდეო ჩაწერის) გამოყენების შემთხვევაში კი გამოსაკითხ პირს წინასწარ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
როგორც აღინიშნა, მ---------------მა გამოძიებას მისცა აღიარებითი ჩვენება, რომლის შინაარსიც შემდგომში უარყო. ჩნდება კითხვა: თუკი საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ მ---------------- თავდაპირველად აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, რა საჭიროებას წარმოადგენდა მასთან ფარული საგამოძოებო მოქმედების ჩატარება. ამით საგამოძიებო ორგანომ ხელოვნურად ,,შექმნა“ დამატებითი მტკიცებულება.
ამდენად, მართალია, მ----------------სა და ლ------------–-------–---–-ს შორის შეხვედრისას მოპოვებული ინფორმაცია საქმეზე დამაგრებული იქნა, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, თუმცა იგი თავისი არსით პრაქტიკულად წარმოადგენს პირის გამოკითხვის ოქმს და სასამართლოს სხდომაზე მ----------------ს დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ამ ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი, რომელშიც მითითებულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციაზე.
ამდენად, პალატა თვლის, რომ წინასწარ გამოძოებაში მოპოვებული მტკიცებულებების - მ----------------ს აღიარებითი ჩვენების და მისი ლ------------–-------–---–თან შეხვედრის ფარული აუდი-ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე მისი მსჯავრდებით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა.
ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცულია პირის თვითინკრიმაციისაგან დაცვის პრიველეგ--. საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, რომ მ---------------მა უარი განაცხადა ამ უფლებაზე. საქმეზე ბრენანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2001 წ) ევროსასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ მართალია დაკავებულს ჰქონდა კონსულტაცია ადვოკატთან, თუმცა ამ კონსულტაციას ესწრებოდა პოლიციის ოფიცერი, რაც დაკავებულის ღიად საუბრის და სათანადო კონსულტაციის მიღების საშუალებას არ აძლევდა. ევროსასამართლომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა ისეთ ვითარებაშიც, როცა დაკავებულს მიეცა საშუალება კონსულტაცია გაევლო ადვოკატთან, თუმცა ამის შემდეგ იგი არ დაასწრეს დაკითხვის პროცესს. ლ------------–-------–---–თან შეხვედრის ფარული აუდი-ვიდეო ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს, რომ მ---------------ს არ განემარტა, რომ შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, ჩვენება მისცეს ადვოკატის მონაწილეობით.
აშკარაა, რომ ფარულ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაშიც ის დაფუძნებულია ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
მოცემული ნორმის შეფასება ცხადყოფს, რომ გამამტყუნებელი განაჩენული უნდა ეფუძნებოდეს არა ცალკე აღებულ ერთ მტკიცებულებას, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობას. უფრო მეტიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ საქმეზე ვერ შეიკრიბა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ----------------ს ბრალეულობას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში. ნათელია, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ეფუძნება მხოლოდ ეჭვებს და ვარაუდებს, რომელიც კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს მ----------------ს სასარგებლოდ და იგი უნდა გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ----------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლითს მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ---------------მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ---------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გამართლებულმა საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლითს მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი გამართლებულ მ----------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლ------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი გამართლებულ მ----------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;
მ---------------- საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გამართლებულ მ---------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთმტკიცება:
მ----------------ს 2016 წლის 14 აპრილის მოწმის სახით მიცემული ჩვენების ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, განთავსებული 1 ცალ DVD დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
მ----------------სგან ამოღებული ,,სიმენსის“ მოდელის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
მ----------------საგან ამოღებული ,,cromax-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი სიმბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ლ------------–-------–---–-ს და მ----------------ს შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი 1 DVD დისკზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
მ----------------სგან აღებული სუნის ნიმუში, მ----------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. რაც შეეხება მოცემულ საქმეზე მითითებულ სხვა ნივთიერ მტკიცებულებებს, აღნიშნული ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
ნ. სანდოძე