1. გამოძიების სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე.
2. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
თავი XV
საგამოძიებო მოქმედებე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 110. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა 1. გამოძიების სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე. 2. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თავი XV. საგამოძიებო მოქმედებები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №2კ-542აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2024
…ზარალის ოდენობის სისწორესა და ნამდვილობას. 22. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას რ. კ–ს მიერ შედგენილი დასკვნის კანონის მოთხოვნათა დარღვევით საქმეზე დამაგრების შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ რ. კ–ს დასკვნა არის 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულება - „სხვა დოკუმენტი“, რომელიც შედგა შპს „....იტისა“ და მისი…
…“...” ჩატარებული დოკუმენტური რევიზიის 15.05.06წ. აქტი წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად გამოძიების პროცესში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეფასებულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საამისოდ…
…მასალები (ოპერატიული დეპარტამენტის მეოთხე განყოფილების თანამშრომლების მიერ 2004 წლის 11 მაისს ჩატარებული მატერიალური ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 5505 ლარის მატერიალურ ფასეულობათა ზედმეტობა და 6090 ლარის დანაკლისი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა იმ მტკიცებულებებს, რომელთა შეფასებაც უნდა მომხდარიყო სისხლის სამართლის საპროცესო…
საქმე №2კ-12-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2000
…შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა ეთანხმება განჩინებას იმაში, რომ ა-ოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1994 წლისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევებით. სახელდობრ, იმ დროს მოქმედი სსსკ 110-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში _ 10 დღეში _ არ მიღებულა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან არაღძვრის თაობაზე. ამასთანავე, მას შემდეგ,…
…და არა მოსამართლის ინიციატივით. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა მიერ ასეთი შუამდგომლობის დაყენების ფაქტი. რაც შეეხება საქმის წარმოების ცალკე გამოყოფის საკითხს,სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 110, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-110/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია