განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
330100118002396934
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან- ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორების - ზ------ ყ---–--–---–ის, ი-–----------ს,ბრალდებულ - დ----- ს---–-–---–ის,ადვოკატების - გ---–- გ----–-–---–ის, ლ---- კ-------ის

 

მონაწილეობით ნაწილობრივ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ს---–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ქ. თ---–----------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თ---–-------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

2018 წლის 15 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით სტაჟიორ-პროკურორ ზ------ ყ---–--–---–ის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმე N1/1----18 (N------------) ბრალდებულ დ----- ს---–-–---–ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გაუერთიანდა სისხლის სამართლის საქმე N1/1----18 (N------------) ბრალდებულ დ----- ს---–-–---–ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა N1/1----18 და საქმე გაგრძელდა ერთ წარმოებად.

 

2017 წლის 8 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლო საოქმო განჩინების თანახმად ბრალდებულების დ----- ს---–-–---–ის და დ----- მ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის N1/1----18 (საქმე N------------) საქმიდან საქართველოს სსსკ-ის 93-94-ე და 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ----- მ------–--ის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით და გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ს---–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, ასევე განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევ დ----- ს---–-–---–ი საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, კ----------------ში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ამფეტამინს - 0,00032 გრამის და მეტამფეტამინს (მარილი) – 0,00002 გრამისა და 0,000025 გრამის ოდენობით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის N-------- განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2018 წლის 17 მარტს 0930 საათიდან 1040 საათამდე შუალედში.

 

ასევე, საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევ დ----- ს---–-–---–ს 2017 წლის 22 დეკემბერს 2205 საათიდან 2220 საათამდე შუალედში, თბილისი, კ-------ას და ჭ-----–--ის ქუჩების კვეთაზე, პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული მჩვლეტავ-მჭრელი დანა, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ დ----- ს---–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ე------ემ განმარტა, რომ ის არის თბილისის, ძ---–-------–--------------------–--ის კ--------–----------–-–იის თანამშრომელი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, კ-------ას ქუჩა N-- ში, ქონდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღება პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–-- მ---–---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის მარტში ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში, ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება დ----- ს---–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე. 2018 წლის 17 მარტს სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, მივიდა დ----- ს---–-–---–ის სახლში, მდებარე - თბილისში, კ-------ას N--–- და ჩაატარეს დ----- ს---–-–---–ის სახლის ჩხრეკა. ჩხრეკისას იქ იმყოფებოდა თარჯიმანი, რომელმაც უთარგმნა განჩინების შინაარსი, თუმცა დ----- ს---–-–---–მა განაცხადა, რომ არ საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას. ბინაში იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, კერძოდ: დ----- ს----–---–ი, ს-------- ა---–--ე, გ------- შ-----–ია, დ----- მ------–--ე და კიდევ ერთი მამაკაცი, აღნიშნულ პირებს გამომძიებლებმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. დ----- მ------–--ეს აღმოაჩნდა ე.წ. საინექციო შპრიცი. რაც შეეხება თავად დ----- ს---–-–---–ის ბინის ჩხრეკას, ამოღებული იქნა შპრიცები, 4 პლასტმასის ბოთლი, ერთი სათლი, ერთი ქვაბი, ჭიქა. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისად, ძ---–-------–--------------------–--ის ლუქებით, ლუქზე დ----- ს---–-–---–მა და პროცესის მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. ადგილზევე დააკავეს დ----- ს---–-–---–ი და გადაიყვანეს განყოფილებაში. გამომძიებელმა განმარტა, რომ არ დებს გარიგებებს, რომლის თანახმადაც თუ არ აღიარებს პირი დანაშაულს, სხვას დაიჭერს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- დ------–---–-ა განმარტა, რომ ის არის თ---–---------------------------------------------–---–- ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 მარტს მონაწილეობა მიიღო თბილისში კ-------ას ქუჩა N--–- მდებარე დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, სადაც იმყოფებოდა 5-7 პირი, რომელთა პირადი ჩხრეკაც ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. ზ---- დ------–---–-ა და ი-–-- მ---–---–---–მა უშუალოდ ჩაატარეს ბინის ჩხრეკა და ამოიღეს ბინის მარცხენა მხარეს მდებარე საწოლის ლეიბის ქვეშ მოთავსებული საინექციო ,,შპრიცი“, რომელშიც ესხა მოყვითალო ფერის სითხე, ასევე ოთახიდან ამიღეს ცარიელი შპრიცი, ხოლო სამზარეულოდან 2 ქვაბი და სათლი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- ნ-------ამ განმარტა, რომ ის არის ძ---–-------–--------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ-------ას ქუჩა N-- ში მდებარე დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, დ----- ს---–-–---–ს სახლში იმყოფებოდა და კარიც მან გააღო, მასთან ასევე იყვნენ მეგობრები. კ---- ნ-------ამ ერთ-ერთი მეგობარი საეჭვოდ მიიჩნია, რის გამოც ყველა იქ მყოფ პირს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ასევე „შპრიცები“ და ქვაბები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–------ ღ-------–--მ განმარტა, რომ ის არის შსს ძ---–-------–--------------------–--ის კ--------–----------–-–იის თანამშრომელი. 2018 წლის 13 მარტს ლ---- ე------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ----- ს---–-–---–ი სახლში - კ-------ას N-- ში უნდა ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. შესაბამისად 18 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე აღნიშნულ მისამართზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, სადაც იმყოფებოდა ბრალდებული და მისი მეგობრები, მათ შორის დ----- მ------–--ე, რომელმაც თავად წარადგინა „შპრიცი“, რომელშიც მისივე განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება. სახლიდან ამოიღეს „შპრიცები“ და ბოთლები, რომლებიც ადგილზე დაილუქა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ღ----ამ განმარტა, რომ ის არის ძ---–-------–--------------------–--ის უბნის ინსპექტორი და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დ----- ს---–-–---–ის ბინაში ჩხრეკა ჩაუტარა დ----- მ------–--ეს, რომელსაც მარცხენა ფეხის წინდაში მოთავსებული ქონდა საინექციო შპრიცი, რაც დალუქა. მოწმემ განმარტა, რომ სახლში შესვლისას იქ იმყოფებოდა 6 პირი. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა შპრიცი, ქვაბები, რომელშიც იყო წიწვები, ამოღებული ნივთები დ----- ს---–-–---–ის განაცხადებით ეკუთვნოდა მას. ბრალდებული დააკავეს სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- დ----------მა განმარტა, რომ ის არის ძ---–-------–--------------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა დ----- ბ----–----ის ჩხრეკა, რომელსაც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–---–მა განმარტა, რომ ის არის ძ---–-------–--------------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. 2018 წლის 17 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში კ-------ას N-- ში მდებარე დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში ოპერატიულმა ჯგუფმა, რომლის წევრიც თავადაც იყო ჩაატარეს ჩხრეკა, ა----------–---–მა უშუალოდ მონაწილეობა მიიღო იქ მყოფ ს-------- ა---–--ის პირად ჩხრეკაში, მას კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა, თუმცა სახლის ჩხრეკისას, რომელშიც მას მონაწილოება არ მიუღია იცის, რომ ამოღებული იქნა საინექციო შპრიცი სითხით, ბოთლები, ქვაბები მათში მოთავსებული წიწვებით, ასევე ერთ-ერთი იქ მყოფი პირისგან ამოიღეს საინექციო შპრიცი. მოწმემ განმარტა, რომ სახლში სავარაუდოდ 5-6 კაცი იყო მისული, ჩხრეკის შემდეგ კი დააკავეს დ----- ს---–-–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ნ-----–--–---–მა განმარტა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოპერატიული ჯგუფი დაახლოებით 5-6 კაცის შემადგენლობით მივიდა თბილისში, კ-------ას N-- ში მდებარე დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის ჩასატარებლად. ბინაში გარდა ბრალდებულისა ასევე იმყოფებოდნენ მისი დაახლოებით 6 მეგობარი, რომელთაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ასევე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, გ------- ნ-----–--–---–მა პირადი ჩხრეკა ჩაუტარა - დ----- ს----–---–ს, მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოაჩნდა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს დ----- მ------–--ეს წინდაში აღმოაჩნდა საინექციო შპრიცი, გარდა ამისა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საძინებელი ოთახიდან ლეიბის ქვემოდან ამოღებული იყო შპრიცი, სამზარეულოდან ქვაბები და ბოთლები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---- ქ------–---–----–-----ემ, განმარტა, რომ ის არის ძ---–-------–--------------------–--ის ინსპექტორ გამომძიებელი. 2018 წლის 13 მარტს განყოფილებაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დ----- ს---–-–---–ის მიერ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 17 მარტს დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო ,,შპრიცები“, წიწვები და სხვადასხვა სახის ნივთები. მის მიერ დაიკითხნენ მოწმეები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- თ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ს----------–----–-------–-------–-----------------–ოს დეტექტივის განყოფილებაში. 2018 წლის 27 აპრილამდე კი მუშაობდა ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად, სადაც 2018 წლის 13 აპრილს დაიწყო გამოძიება დ----- ს---–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა არაერთი მოწმე, დაინიშნა ექსპერტიზები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- ნ-–-----ემ განმარტა, რომ ის არის ძ---–-------–--------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა პოლიციის თანამშრომელი - გ------- ნ-----–--–---–ი, რომელმაც დ----- ს---–-–---–ი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკვისას პირადი ჩხრეკა ჩაუტარა იქ მყოფ დ----- ს----–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ------–---–მა განმარტა, რომ ის არის გამომძიებელი და მოცემულ საქმეზე დაკითხა 3 მოწმე: კ---- ნ-------ა, დ----- ბ----–----ი და გ------- შ-----–ია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- გ-------–--ემ განმარტა, რომ ის არის თარჯიმანი და მონაწილეობა მიიღო დ----- ს---–-–---–ის ბინის ჩხრეკისას და დაკითხვისას, რადგან ის რუსულ ენაზე საუბრობდა, თუმცა მანვე განაცხადა, რომ ესმოდა ქართული, შეეძლო წერა-კითხვა და უარს ამბობდა თარჯიმნის მომსახურებაზე. მოწმემ განმარტა, რომ სახლში შესვლისას იქ დახვდათ დ----- ს---–-–---–ი, ერთი გოგონა და ერთი ბიჭი, სულ სამი ადამიანი. დ----- ს---–-–---–ის კუთვნილი საწოლის ლეიბიდან ამოიღეს შპრიცი და მასში მოთავსებული სითხე, სამზარეულოდან კი ნახარშები მოთავსებული სათლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- მ------–--ემ განმარტა, რომ ახალგაზრდობაში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო, შემდეგ დაანება თავი, თუმცა მას შემდეგ რაც იპოვა ნარკოტიკული საშუალება გადაწყვიტა მოეხმარა, რისთვისაც ქუჩაში გაცნობილი ბიჭთან ერთად მისივე რჩევით დაახლოებით 0900 საათზე მივიდა თბილისში, კ-------ას N--–-, დ----- ს---–-–---–ის სახლში, რომელთანაც არ მეგობრობდა, ამ უკანასკნელის გარდა სახლში იმყოფებოდა კიდევ 2 ბიჭი, კიდევ ვიღაცეებს ეძინათ. აღნიშნულ მისამართზე ყოფნისას დაახლოებით ნახევარი საათში მივიდნენ პოლიციელები და დაიწყეს ჩხრეკა, რა დროსაც დ----- მ------–--ემ საკუთარი ნებით ამოიღო წინდაში შენახული ნაპოვნი 2 გრამიან შპრიცი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკი. პოლიციელებმა გაჩხრიკეს სახლიც და მაგიდაზე დააწყვეს - შპრიცები, ბოთლები და წიწვები, ვის ეკუთვნის მისთვის უცნობია, თუმცა სახლის მეპატრონე დ----- ს---–-–---–ი ამბობდა, რომ ამოღებული ნივთები მისი იყო, იქ მყოფი ბიჭები კი მისი სტუმრები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- შ-----–იამ განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს დ----- მ------–--ესთან ერთად სტუმრად მივიდა დ----- ს---–-–---–ის სახლში, სადაც დახვდა მისთვის უცნობი რამდენიმე პირი. მათი მისვლის შემდეგ მალევე მივიდნენ 8 ან მეტი პოლიციელი და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს. შემდეგ დაინახა, რომ ერთ-ერთი პირისგან ამოღებულ ნივთს დებდნენ პაკეტში, მოგვიანებით გაიგო ეს იყო დ----- მ------–--ის. პოლიციელებმა ასევე დალუქეს ნივთები, თუმცა მისთვის უცნობია მათი კუთვნილება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-------- ა---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კლუბში, საიდანაც გამთენიისას დ-----ს ს----–---–თან და დ----- ბ----–----თან ერთად წავიდა დ----- ს---–-–---–ის სახლში, ეს უკანასკნელი მალევე ავიდა სახლში. ს-------- ა---–--ეს და დ----- ს----–---–ს ეძინათ, როცა სახლში შევიდა დაახლოებით პოლიციის 8 თანამშრომელი. ჩაატარეს ბინის ჩხრეკა და ამოღებული დალუქული ნივთების ლუქებზე მოაწერეს ხელი. მოწმემ განმარტა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ორი შპრიცი, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბის ქვემოდან, ერთი ტუმბოდან, ასევე სამზარეულოდან ამოიღეს წიწვები და რაღაც ნივთები. შპრიცები ამოიღეს დ----- ს---–-–---–ის ოთახიდან, რა დროსაც მანვე განმარტა, რომ ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა. დ----- მ------–--ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად წინდიდან ასევე ამოღებული იქნა შპრიცი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ს----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს მეგობრებთან დ----- ბ----–----თან, ს-------- ა---–--ესთან და დ----- ს---–-–---–თან ერთად იმყოფებოდა რ---------–ზე ბარში, დაახლოებით 0500 საათზე ავიდნენ დ----- ს---–-–---–ის სახლში, სადაც დაიძინა, რადგან იყო ნასვამი. როდესაც გაიღვიძა სახლში მათ გარდა იყო პოლიციის სავარაუდოდ 7-8 თანამშრომელი, 2 მისთვის უცნობი პირი. პოლიციელებმა ბინაში მყოფ ყველა პირს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შედეგად ერთ-ერთი მისთვის უცნობი მამაკაცისგან ამოიღეს ნივთი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად სამზარეულოდან ამოიღეს: ბოთლები, ქვაბები, წიწვოვანი რაღაცეები, მათი კუთვნილება მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------იამ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------–----------------------------------------------------------–----------------------------------------–--------------------–----–----–-------------------------------------------------------------–--ის მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 18 მარტის გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთჯერადი გამოყენების 3,0 მლ. სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ღია მოყვითალო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 0,7მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მეტამფეტამინს (მარილი), რაოდენობით - 0,0004 გრამს და ფსიქოტროპულ ნივთიერება ეფედრინს, რაოდენობით - 0,0023 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ლ------ემ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------–----------------------------------------------------------–----------------------------------------–--------------------–----–----–-------------------------------------------------------------–--ის ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული 2 დასკვნა. 2018 წლის 18 მარტის დასკვნის თანახმად: დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული - 12 მლ. ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 1,0 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ამფეტამინს - 0,00032 გრამის ოდენობით.

- 1 მლ. ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული 0,04 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი)- 0,00002 გრამის ოდენობით.

 

ასევე 2018 წლის 26 მარტს გაცემული დასკვნის თანახმად:

დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:

- 3 მლ. ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 1,3 მლ. უფერო გამჭვირვალე სითხე წარმოადგენს მარილმჟავას, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას.

- 20 მლ. ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული უფერო სითხის წვეთები არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

- 500 მლ. უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის ბოთლში (ცისფერი ხრახრიანი ხუფით და ეტიკეტით: „Coca-Cola”) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 9,0 მლ. მოყვითალო ფერის სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

- 1,0 ლ-ანი პოლიმერული მასალის ბოთლში (ვარდისფერი ხრახნიანი ხუფით და ეტიკეტით: „ბერკა ლიმონათი“) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 200,0 მლ. მოყავისფრო-მოწითალო ფერის სითხე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს 0,02542 გრამის ოდენობით.

- პოლიმერული მასალის ბოთლში (წითელი ხრახნიანი ხუფით) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 470,0 მლ. ყვითელი ფერის სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

- პოლიმერული მასალის ბოთლში (ცისფერი ხრახნიანი ხუფით) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 310,0 მლ. მოყვითალო ფერის სითხე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს 0,16647 გრამის ოდენობით.

- თეთრი ფერის მომინანქრებულ ქვაბში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, წონით - 2175,98 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს - 0,15526 გრამის ოდენობით.

- მომინანქრებული ცარიელი ჭიქის შიდა კედლებზე არსებული მოშავო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს: ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000025 გრამის ოდენობით; ფსიქოტროპული ნივთიერება - ეფედრინს 0,000209 გრამის ოდენობით.

- ვერცხლისფერი მეტალის სათლში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, წონით - 1315,69 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს 0, 28527 გრამის ოდენობით.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტში ფსიქოტროპული ნივთიერება-ეფედრინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,632629 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- ს---–-–---–მა არ აღიარა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, დ-----------------------------–---------------------------ში. 2018 წლის 17 მარტს იმყოფებოდა რ---------–ზე მდებარე ღამის კლუბში, სადაც მეგობარ დ----- ს----–---–ს მისი თხოვნით ათხოვა სახლის გასაღები, თავად კი დაახლოებით 0500 საათისთვის გავიდა საქმეებზე (ნახა დედა), ხოლო დ----- ს----–---–ი და სხვები დატოვა სახლში. დაახლოებით 0800 საათისთვის მეგობარ გ------- ტ-------ესთან ერთად დაბრუნდა ვერაზე, დაურეკა დ----- ბ----–----ს და თხოვა გასაღების დაბრუნება, რადგან ეს უკანასკნელი რაღაც დროით მის სახლში ცხოვრობდა, თუმცა სხვაგან გადადიოდა. დ----- ბ----–----მა უთხრა, რომ საღამომდე მის სახლში გაჩერდებოდა, რაზეც დ----- ს---–-–---–ი დათანხმდა და უთხრა, რომ შემდეგ მიაკითხავდა გასაღების გამოსართმევად. დ----- ს----–---–თან ერთად იმყოფებოდა ს-------- ა---–--ე, რ---- და ზ----- ბ----–----ი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ბინაში ბოლოს იმყოფებოდა მომხდარ ფაქტამდე 3 დღით ადრე. ტელეფონზე საუბრისას დ----- ბ----–----მა უთხრა, რომ დ----- ს----–---–ს ეძინა. სწორედ ავტომანქანაში ყოფნისას მოვიდა მასთან პოლიცია თარჯიმანთან ერთად და უთხრეს, რომ ქონდათ სახლის ჩხრეკის ორდერი. მას არ გაუწევია წინააღმდეგობა რადგან იცოდა, რომ სახლში არ ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს, შესაბამისად პოლიციელებთან ერთად ავიდნენ სახლში. სახლში სადაც ასევე იმყოფებოდა დ----- მ------–--ე, გ------- შ-----–ია და ერთი უცხო პირი, კარი დ----- ბ----–----მა გააღო. ბრალდებულმა განმარტა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები, რაზეც მან პროტესტი გამოთქვა, თუმცა პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ მისი ინტერესი ქონდათ, ესე იყო საჭირო და თუ საკუთარ თავზე აღებდა დანაშაულს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტს არ მისცემდნენ, ამასთან კანონში მალე შევიდოდა ცვლილება ნარკოტიკთან დაკავშირებით და არ უნდა ენერვიულა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქმეს ისე წაიყვანდნენ, რომ იქ მყოფ რვავე პირს დააკავებდნენ. მომხდარს აბრალებს წინა დღეებში მასსა და პოლიციის უფროსის აგენტ - დ----- ა--------–---ს შორის მომხდარ კონფლიქტს, რადგან პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ ციხეში უნდა მჯდარიყო. ბრალდებულმა განმარტა, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიციის თანამშრომლებს კითხა აღიარების შემთხვევაში მის მეგობრებს შეექმნებოდათ თუ არა რაიმე საფრთხე, რაზეც უპასუხეს, რომ მხოლოდ დაკითხავდნენ. ი-–-- მ---–---–---–მა თარჯიმანთან ერთად მიუტანა და წაუკითხა ჩვენება, რომლითაც ადასტურებდა სახლში ,,წამლის“ დამზადების ფაქტს, შემდგომში მოსახმარებლად. მანვე უთხრა, რომ პროკურორ თ------ მ------ასთან მოლაპარაკებული იყო, შეეძლო მასთან დალაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ 1 წელს მისცემდნენ. ბრალდებულმა უთხრა, რომ სჯეროდა მათი, ჩამოართვა ხელი და მეგობრების გადასარჩენად მოაწერა ხელი. ბრალდებულმა განმარტა, რომ დ----- მ------–--ეს წინდაში ქონდა შპრიცი, გარდა ამისა როგორც ამბობდნენ ლოგინის ქვეშ იპოვეს შპრიცი, ასევე ამოღებული იქნა ქვაბები, თუმცა მის საცხოვრებელ სახლში აღნიშნული ქვაბები არც მანამდე უნახავს და არც ჩხრეკისას, ერთადერთი რაც დაინახა იყო საწოლიდან ამოღებული შპრიცი, თუმცა მისთვის უცნობია ვისი იყო ნარკოტიკული საშუალებები, რადგან იქ მყოფი ყველა პირი მოიხმარდა. შემდეგ პოლიციის უფროსმა დაარიგა რა და როგორ უნდა ეთქვა, ასევე უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება ძალაში იყო, დაახლოებით ერთ საათში მიუტანეს ოქმი, თუმცა უარი თქვა, რადგან სხვა პირობები შესთავაზეს, კერძოდ სთავაზობდნენ 2 წელსა და 6 თვეს, რადგან იცოდა, რომ იმ დროისთვის მის მეგობრებს პრობლემები აღარ შეექმნებოდათ უარი თქვა შეთანხმებაზე და გამოთქვა პროტესტი, ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. ჩხრეკას თავადაც ესწრებოდა და თარჯიმანიც, რა დროსაც მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, ის არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს და პირიქით მეგობრებს ურჩევდა თავი დაენებებინათ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევია 2013 წელს, ნარკოლოგიური შემოწმებისას არც მაშინ დაუდგინდა მოხმარება, უბრალოდ სარფიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 2016 წელს აკრძალულ საგნის გამო დაუმატეს წლები.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2018 წლის 13 მარტის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---- ე------ის პატაკის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით დ----- ს---–-–---–ი მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს თვითონ, მდებარე თბილისში, კ----------------ში უკანონოდ ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

2018 წლის17 მარიტს ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისის, კ-------ას N--–- მდებარე დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში არსებული მისაღებ ოთახში კედლის მარცხენა მხარეს განთავსებულ საწოლის ლეიბის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 12 მილიგრამიანი შპრიცი, იმავე ოთახში საწერი მაგიდის ზედა უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, ასევე სამზარეულოში არსებული მაგიდის ზედაპირიდანა ამოღებული იქნა 1 ცალი 3 მილიგრამიანი შპრიცი, შიგ მოთავსებული სითხით, 1 ცალი 12 გრამიანი შპრიცი და 1 ცალი ,,კოკა-კოლას“ 0,5 ლიტრიანი ბოთლი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მკვრივი მარილით, ასევე სამზარეულოდ ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი მასში მოთავსებული მომწვანო ფერის წიწვებითა და ჯამით, ასევე 1 ცალი სათლი, მასში არსებული მომწვანო ფერის წიწვებით, ასევე 3 ცალი 1 ლიტრიანი ტევადობის ბოთლი, შავი ფერის სითხით. შენიშვნის გრაფაში ბრალდებულ დ----- ს---–-–---–ის მიერ გაკეთებულია წარწერა: ,,შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს“, ასევე ,,ოქმის შინაარს გავეცანი პირადად, ჩემთვის გასაგებ ენაზე“.

 

საქართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 17 მარტის დასკვნების თანახმად: დ----- მ------–--ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების ჯგუფი.

დ----- ს---–-–---–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ამასთან ლაბორატორიული გამოკვლევით არ დაუდგინდა ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.

 

2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----- ს---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 14 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----- ს---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირელი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2016 წლის 13 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----- ს---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა 2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და მსჯავრდებულ დ----- ს---–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ქ“ ქვეპუნქტზე.

 

2016 წლის 13 სექტემბრის თბილსის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----- ს---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის დადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ცნობა N0719845 თანახმად დ----- ს---–-–---–ი 2017 წლის 22 აგვისტოს გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან სასჯელის მოხდით.

 

2018 წლის 20 მარტის სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად დ----- ს---–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში, 2017 წლის 29 აგვისტოდან და შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი 4 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გაუგრძელდა 6 თვის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ დ----- ს---–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ჩვენებები, შეტყობინება, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, ცივი იარაღი - დანა, 2013 წლის 24 მაისის, 2015 წლის 14 აპრილის და 2016 წლის 13 სექტემბრის თბილსის საქალაქო სასამართლოს და 2015 წლის 1 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენები და საქმის სხვა მასალები, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა დ----- ს---–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ამ ნაწილში ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

2018 წლის 17 მარტს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, თბილისში, კ-------ას N--–- მდებარე დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლიდან საწოლის ლეიბის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 12 მილიგრამიანი შპრიცი, იმავე ოთახში საწერი მაგიდის ზედა უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, სამზარეულოში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 3 მილიგრამიანი შპრიცი, შიგ მოთავსებული სითხით, ასევე 1 ცალი 12 გრამიანი შპრიცი და 1 ცალი ,,კოკა-კოლას“ 0,5 ლიტრიანი ბოთლი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მკვრივი მარილით, ასევე სამზარეულოდ ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი მასში მოთავსებული მომწვანო ფერის წიწვებითა და ჯამით, ასევე 1 ცალი სათლი, მასში არსებული მომწვანო ფერის წიწვებით, ასევე 3 ცალი 1 ლიტრიანი ტევადობის ბოთლი, შავი ფერის სითხით.

 

მნიშვნელოვანია ჩხრეკის ოქმზე ბრალდებულის მიერ შენიშვნის გრაფაში გაკეთებული წარწერა: ,,შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს“, ასევე ,,ოქმის შინაარს გავეცანი პირადად, ჩემთვის გასაგებ ენაზე“.

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონით დაცვით ჩატარება დაადასტურა არა მხოლოდ უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებმა, არაერთმა გამომძიებელმა, რომლებმაც თავის მხრივ პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებს და შესაბამისად შეესწრნენ ბინის ჩხრეკას.

 

გარდა ამისა მოწმე დ----- მ------–--ემ დაადასტურა თბილისში, კ-------ას N--–- ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციელებმა ამოიღეს და მაგიდაზე დააწყვეს - შპრიცები, ბოთლები და წიწვები, ვის ეკუთვნის მისთვის უცნობია, თუმცა სახლის მეპატრონე დ----- ს---–-–---–ი ამბობდა, რომ ამოღებული ნივთები იყო მისი, ხოლო იქ მყოფი პირები კი იყვნენ მისი სტუმრები.

 

ს-------- ა---–--ემ თავის მხრივ დაადასტურა, რომ 2018 წლის 17 მარტს დაახლოებით პოლიციის 8 თანამშრომელმა დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს: ორი შპრიცი, მათ შორის ერთ-ერთი საწოლის ლეიბის ქვემოდან, ერთი ტუმბოდან, ასევე სამზარეულოდან წიწვები და რაღაც ნივთები. შპრიცები ამოიღეს დ----- ს---–-–---–ის ოთახიდან, რა დროსაც ბრალდებულმა განმარტა, რომ ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა.

 

ასევე, ჩხრეკისას თარჯიმნად მოწვეულმა ნ---- გ-------–--ემ განმარტა, რომ დ----- ს---–-–---–ი დახვდათ სახლში, ამ უკანასკნელის კუთვნილი საწოლის ლეიბიდან ამოიღეს შპრიცი და მასში მოთავსებული სითხე, სამზარეულოდან კი ამოიღეს სათლში მოთავსებული ნახარშები.

 

გარდა ამისა ს----------–----–--------------------------–----------------------------------------------------------–----------------------------------------–--------------------–----–----–-------------------------------------------------------------–--ის 2018 წლის 18 მარტის დასკვნის თანახმად: დ----- ს---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული - 12 მლ. ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 1,0 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ამფეტამინს - 0,00032 გრამის ოდენობით. 1 მლ. ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული 0,04 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,00002 გრამის ოდენობით.

 

2018 წლის 26 მარტს გაცემული დასკვნის თანახმად კი მომინანქრებული ცარიელი ჭიქის შიდა კედლებზე არსებული მოშავო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს: ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000025 გრამის ოდენობით.

 

სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს, რომელთა ერთობლიობა ადასტურებს, რომ დ----- ს---–-–---–ს ნამდვილად ჰქონდა სახლში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები.

 

შესაბამისად მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამოღებულ ნივთებზე არ მოხდა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ----- ს---–-–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია - არ შეუძენია და შეუნახავს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ამფეტამინი და მეტამფეტამინი (მარილი), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი (მარილი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ ბრალდებულის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკულ საშუალება 0,00032 გრამი ამფეტამინი - და 0,00002 გრამი და 0,000025 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) მიეკუთვნება დიდი ოდენობას.

 

შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ----- ს---–-–---–ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეკუთვნოდა მისი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომ მან თავად აიყვანა საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები, მას შემდეგ რაც მას ჩხრეკის ორდერი უჩვენეს, დანაშაული კი აღიარა მეგობრების გადასარჩენად. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის აღნიშნული ჩვენება არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებიდან და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რადგან დ----- ს---–-–---–ი დაკავებული იქნა სწორედ შემთხვევის ადგილას, ამასთან ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ ხელმოწერილი ბინის ჩხრეკის ოქმი მას ეთარგმნა მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, მის მიერ შეტანილი იქნა შენიშვნა: ,,ოქმის შინაარს გავეცანი პირადად, ჩემთვის გასაგებ ენაზე“, ასევე ,,შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს“, აღნიშნულით კი გამორიცხავს ვარაუდს მის მიმართ დარღვეული რაიმე უფლების შესახებ, ამასთან სასამართლო სხდომაზე არცერთ მოწმეს, მათ შორის მის მეგობრებს არ დაუდასტურებიათ მის მიმართ რაიმე სახის იძულება ან/და გარიგებაში შესვლის ფაქტი.

 

შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ბრალდება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული პირების - გამომძიებლების ჩვენებებს, რადგან აღნიშნული გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მათ შორის ბრალდებულის მეგობრების, ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ექსპერტის დასკვნით, რომელთა შინაარსიც შესაბამისობაშია გამომძიებლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან.

 

დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ, რომ გამოძიებას ქონდა დ----- ს---–-–---–ის დაპატიმრების ინტერესი, რაც აღიარებითი ჩვენებით გაუადვილა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მეგობრების დაპატიმრების საფრთხე თავიდან აცილებულიყო, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით ყოველგვარ ეჭვის გარეშე დადასტურდა ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და საცხოვრებელ სახლში შენახვის ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.

 

სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა ქმედება ჩადენილი არაერთგზის.

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ 2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----- ს---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ს---–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე, ასევე განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე ნარკოტიკული საშუალების სახეობისა და ოდენობის გათვალისწინებით ბრალდებულს სასჯელის ზომად განაჩენთა ერთობლიობით უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირებს 5, 15 და 20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას იმავე კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ს---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----- ს---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----- ს---–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ს---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

2. გაუქმდეს დ----- ს---–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

3. დ----- ს---–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტიდან;

4. დ----- ს---–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

5. ცივი იარაღი - დანა, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; დ----- ს---–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 12 მგ. საინექციო შპრიცი შიგთავსით და 1 მგ. ინსულინის შპრიცი შიგთავსით, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ფაილის შიგთავსი, 20 მგ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, პოლიმერული მასალის 500 მლ. ცისფერხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის 1 ლიტრის ტევადობის ვადრისფერხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის წითელხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის ცისფერხრახნიანი ხუფის მქონე ბოთლი შიგთავსით, თეთრი ფერის მომინანქრებული ქვაბი შიგთავსით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი