თავი IV — სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა
შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოში გადააგზავნოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია შესაბამისი დანაშაულის გამოძიებასთან ან პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით;
ბ) პირი არ ექვემდებარება საქართველოში ექსტრადირებას მისი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის გამო;
გ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას;
დ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
- 20.07.2018 კანონი №3156
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის პირობები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იპროკუსტიციის სრამინისტუროა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოში გადააგზავნოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია შესაბამისი დანაშაულის გამოძიებასთან ან პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით; ბ) პირი არ ექვემდებარება საქართველოში ექსტრადირებას მისი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის გამო; გ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას; დ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.