1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც შეიცავს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა.
3. თუ პირის ექსტრადიცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ხორციელდება, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია.
5. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.
6. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ.
საქართველოს 2013 წლის
30
მაისის
კანონი №
671
– ვებგვერდი, 24.0
6
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
თავი IV. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
- 20.07.2018 კანონი №3156
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ექსტრადიციაისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა 1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც შეიცავს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა. 3. თუ პირის ექსტრადიცია გამარტივებული პროცედურისთ გამოყენებით ხორციელდება, საქართვე,ლოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდაწყ შეიცავდეს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციღას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შექსახებ გადაწყვეტრილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის საზმინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან, უცხო ს თქახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაფუძგან გამოითხოვლონ დამატებითი ინფორმაცია. 25. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას. 36. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას უნდა აცნობოს ექსტრადიციაისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. თავი IV. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა