მუხლი 42. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცედურები
თავი IV — სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს პროკურატურა უგზავნის საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მასზე სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით.
2. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა.
3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
თავი V. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემა (გადმოცემ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცედურები 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს იპროკუსტიციის სრამინისტუროა უგზავნის საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მასზე სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით. 2. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. 3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს იპროკუსტიციის სრამინისტუროის მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. თავი V. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემა (გადმოცემა)
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №2კ-532აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
…დარღვევით მოპოვებული კომპიუტერული მონაცემები და შემდგომ მათზე ჩატარებული ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მართებულად მიუთითა, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო…
…შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. 8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ…
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 42, №3541, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.001.004.175 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112594/muxli-42/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია