1. პროკურორი/გამომძიებლი კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის მიხედვით ექცევა შეფასების ერთ-ერთ კატეგორიაში:
ა) 0-დან 65-ქულამდე – დაბალი შეფასება;
ბ) 65-დან 75-ქულამდე – საშუალოზე დაბალი შეფასება;
გ) 75-დან 85-ქულამდე -საშუალო შეფასება;
დ) 85-ქულიდან 90-ქულამდე – მაღალი შეფასება;
ე) 90-დან 100-ქულამდე – უმაღლესი შეფასება.
2. შეფასების სისტემა განსაზღვრავს „კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს“ და „კომპეტენციის კრიტიკულ ზღვარს“.
3. პროკურორი/გამომძიებელი ვერ აკმაყოფილებს „კომპეტენციის კრიტიკულ ზღვარს“, თუ მის მიერ შეფასების შედეგად მიღებული „კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა“ ნაკლებია 65 ქულაზე.
4. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ვერ აკმაყოფილებს „კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს“, თუ მის მიერ შეფასების შედეგად მიღებული „კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა“ არის 65-დან 75 ქულამდე.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
დანართი №1
საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და ქულის გამოთვლის წესი
მოცემული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება პროკურორის მიერ შედგენილი, შეფასების სისტემით გათვალისწინებული, შემთხვევით შერჩეული, როგორც წესი, თითოეული კატეგორიის 15 დოკუმენტი. თითოეული დოკუმენტი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ შესწავლილ იქნა პროკურორის მიერ შედგენილი 15 დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელთაგან 10 შეფასდა 95 ქულით, ხოლო 5 – 80 ქულით, პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (10x95+5x80):15=90. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება ამ კომპონენტში იქნება 90 ქულა).
დადგენილება პირის ბრალდების შესახებ
ქულა
მუხლის დისპოზიცია მითითებულია სწორად
15
ბრალდების ფორმულირება გადმოცემულია სრულყოფილად (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ხერხი, იარაღი, საშუალება, შედეგი, ზიანი და ა.შ.) და კვალიფიკაცია მითითებულია სწორად (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
45
მტკიცებულებები მითითებულია საჭირო მოცულობით და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით
20
დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია
5
დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია
15
შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ
[1]
ქულა
ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები მითითებულია საჭირო მოცულობით და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით
5
პროგრამულად მონიშნული ყველა საფუძველი დასაბუთებულია და შეესაბამება ერთმანეთს
5
დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძველი
(მტკიცებულებები მიმოხილულია საჭირო მოცულობით)
15
დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური (საპროცესო) საფუძველი, მათ შორის მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. გირაოს შემთხვევაში დასაბუთებულია მოთხოვნილი თანხის ოდენობა. პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში დასაბუთებულია, რომ პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
50
შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად
5
დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია
5
დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია
15
დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ
ქულა
მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ.
10
გამოძიებით დადგენილი გარემოებები გადმოცემულია სრულყოფილად და იძლევა საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დროისათვის პროკურორის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას
15
მტკიცებულებები მიმოხილულია საჭირო მოცულობით
(გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული)
20
მსჯელობა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია და გადაწყვეტილება მიღებულია სისხლის სამართლის კოდექსის სწორ ნორმაზე მითითებით
25
მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს
5
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად
(პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი), ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი და ა.შ.)
5
დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია
5
დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია
15
დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ
ქულა
მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ.
5
მითითებულია პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერა, დანაშაულის კვალიფიკაცია და დისპოზიცია
25
მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მიმოხილულია საჭირო მოცულობით
(გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული)
20
მსჯელობა დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულია; მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს
20
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად
(პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირი, ვისაც უნდა ეცნობის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი) და ა.შ.)
10
დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია
5
დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია
15
დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ
ქულა
მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ
5
მითითებულია მუხლის დისპოზიცია, ბრალდების ფორმულირება და დანაშაულის კვალიფიკაცია
25
მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მიმოხილულია საჭირო მოცულობით (გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული)
20
მსჯელობა დევნის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია; მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს
20
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად
(პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირი, ვისაც უნდა ეცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი) და ა.შ)
10
დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია
5
დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია
15
[1] აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთების ხარისხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის გამოყენება.
დანართი №2
სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და ქულის გამოთვლის წესი
თითოეული მიმართულება, ასევე თითოეული მიმართულებით განხორციელებული აქტივობა ფასდება მაქსიმუმ 100-100 ქულით. თითოეული მიმართულების საბოლოო შეფასება გამოითვლება ამ მიმართულების თითოეულ აქტივობაში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ განხორციელდა 2 პირდაპირი დაკითხვის (მიმართულება) მონიტორინგი, რომელთაგან ერთი აქტივობა შეფასდა 70 ქულით, ხოლო მეორე აქტივობა – 80 ქულით, პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (70+80):2=75. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება აღნიშნულ მიმართულებაში (პირდაპირი დაკითხვა) იქნება 75 ქულა).
სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის საბოლოო ქულა გამოითვლება თითოეულ მიმართულებაში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ შეფასება განხორციელდა 3 მიმართულებაში, რომელთაგან პირდაპირი დაკითხვა შეფასდა 80 ქულით, ჯვარედინი დაკითხვა შეფასდა 90 ქულით, ხოლო დასკვნითი სიტყვა – 80 ქულით, საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (80+90+80):3=83.33. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება აღნიშნულ კომპონენტში (სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი) იქნება 83.33 ქულა).
ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა
ქულა
პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს
5
პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია; ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია); პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან
5
პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს; საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს
5
პროკურორი კარგად იცნობს საქმის მასალებს
15
პროკურორი კარგად ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას
(ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძვლებს, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას, მოთხოვნილი გირაოს თანხის ოდენობას, პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში ასაბუთებს, რომ ის ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა)
50
პროკურორი კარგად ასაბუთებს წინასასამართლო სხდომის კონკრეტული ვადის აუცილებლობას
5
პროკურორი არგუმენტირებულად პასუხობს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, დაფიქსირებულ პოზიციას და მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს
15
წინასასამართლო სხდომა
ქულა
პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს
5
პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია; ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია); პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან.
5
პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს; საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს
5
პროკურორი კარგად იცნობს საქმის მასალებს
15
პროკურორი კარგად ასაბუთებს შუამდგომლობას მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, შუამდგომლობას დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ და სხვა შუამდგომლობებს
45
პროკურორი არგუმენტირებულად პასუხობს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, დაფიქსირებულ პოზიციას და მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს
15
პროკურორი კარგად ასაბუთებს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას/აღკვეთის ღონისძიების შეცვლის აუცილებლობას
10
შესავალი სიტყვა
ქულა
პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს
5
პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან
5
პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს
10
შესავალი სიტყვა სტრუქტურულად გამართულია
20
შესავალ სიტყვაში პროკურორმა გასაგებად გადმოსცა ფაქტები და მომხდარის მისეული ვერსია
25
მიმოიხილა მტკიცებულებები, რომელთა წარდგენასაც პროცესზე აპირებს
25
მიანიჭა კვალიფიკაცია მის მიერ გადმოცემულ ქმედებას
10
პირდაპირი დაკითხვა
ქულა
პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს
5
პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან
5
პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს
5
პირდაპირი დაკითხვა ორგანიზებულია და კითხვები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული
20
პროკურორი სვამს მარტივ, გასაგებ და საქმესთან კავშირში მყოფ კითხვებს
15
პროკურორი სვამს არამიმანიშნებელ კითხვებს
10
პროკურორი სწორად განსაზღვრავს ხელახალი პირდაპირი დაკითხვის საჭიროებას და ჯდება მის ფარგლებში
10
მოწმე/დაზარალებული ინფორმირებულია სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემის წესებისა და გარემოებების შესახებ
10
ბრალდების მოწმის ჯვარედინი დაკითხვისას პროკურორი სწორად იყენებს შუამდგომლობას კითხვის განრიდების შესახებ (პროტესტს) და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს გაცემული პასუხის დაუშვებლად ცნობას
10
კითხვის განრიდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე (პროტესტი) პროკურორის პოზიცია არგუმენტირებულია
10
ჯვარედინი დაკითხვა
ქულა
პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს
5
პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან
5
პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს
5
ჯვარედინი დაკითხვა ორგანიზებულია და კითხვები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული
25
პროკურორი ტაქტიკურად კარგად წარმართავს ჯვარედინ დაკითხვას
15
პროკურორი სვამს მარტივ, გასაგებ და საქმესთან კავშირში მყოფ კითხვებს
15
სწორად განსაზღვრავს ხელახალი ჯვარედინი დაკითხვის საჭიროებას და ჯდება მის ფარგლებში
10
დაცვის მხარის მიერ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვისას სწორად შუამდგომლობს კითხვის განრიდების შესახებ (აყენებს პროტესტს)
10
კითხვის განრიდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას (პროტესტს) პასუხობს არგუმენტირებულად
10
დასკვნითი სიტყვა
ქულა
პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს
5
პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან
5
პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს
10
დასკვნითი სიტყვა სტრუქტურულად გამართულია
20
დასკვნით სიტყვაში პროკურორმა სრულყოფილად მიმოიხილა პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები
25
დასკვნითი სიტყვა არგუმენტირებულია, ფაქტები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, პროკურორმა გააბათილა დაცვის მხარის ვერსია და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლა რეპლიკით
25
კვალიფიკაცია მიანიჭა მის მიერ გადმოცემულ ქმედებას, მოითხოვა პირის დამნაშავედ ცნობა
(დამამძიმებელი გარემოებების, სასჯელის სახეზე და მისი გამოანგარიშების წესზე მითითებით)
10
დანართი №3
პროკურორთა დატვირთ