ა) ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ყველა პროკურორის დატვირთვის სრული მონაცემი იყოფა ამ პროკურორთა რაოდენობაზე და გამოითვლება ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორის დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელი. მაგალითად, თუ 2019 წელს ყველა რაიონული პროკურატურის პროკურორთა დატვირთვის სრული მონაცემი იყო 81044, ხოლო პროკურორთა რაოდენობა შეადგენდა 162-ს, მაშინ ქვეყნის მასშტაბით რაიონული პროკურატურის პროკურორის დატვირთვის საშუალო არითმეტიკული შეადგენს 81044:162=500, რაც წარმოადგენს პროკურორის დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელს. ინდივიდუალური პროკურორის დატვირთვის გამოთვლის მიზნით საერთო საშუალო მაჩვენებელს (მაგ.: 500) დარდება რაიონული პროკურატურის პროკურორის დატვირთვის მონაცემი.

თავი III

პროკურორთა დატვირთვის საბოლოო ქულის გამოთვ