2. მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) ტრენინგზე დროულად გამოცხადება;
ბ) ტრენინგის ქცევის ნორმების დაცვა (მაგ.: ტრენინგკოორდინატორის დროულად ინფორმირება, ტრენინგის დღის წესრიგის დაცვა, ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგზე გამოთქმული მოსაზრებების პატივისცემა და ა.შ.);
გ) ტრენინგზე აქტიურობა/ჩართულობა (კითხვების დასმა ტრენინგის თემის ირგვლივ, დაინტერესება და მიმღებლობა ტრენინგზე განხილული საკითხების მიმართ, პრაქტიკულ სავარჯიშოებში ჩართულობა და ა.შ. აღნიშნულს აფასებს ტრენერი და ტრენინგკოორდინატორი).
3. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ქულით (იხ. ცხრილი №1). საბოლოოდ, მსმენელის ქცევის და ტრენინგის პროცესში ჩართულობის ქულა გამოითვლება სამივე კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით.
ცხრილი №1
მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა
შესაფასებელი კომპონენტი
მაქსიმალური ქულა
ტრენინგზე დროულად გამოცხადება
20
ტრენინგის ქცევის ნორმების დაცვა
40
ტრენინგზე აქტიურობა/ჩართულობა
40
პროკურორის ტრენინგებში მსმენელად მონაწილეობა
გავლილი ტრენინგების რაოდენობა
მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა
თითოეული ტრენინგის დროს მიღებული შეფასება (ქულა)
თითოეული ტრენინგის დროს მიღებული შეფასება (წერილობით)
5 ტრენინგი
70 ქულა
90 ქულა
პროკურორის ტრენინგებში ტრენერად მონაწილეო