2. ტრენერის ცოდნა და უნარები (იხ. ცხრილი №2) ფასდება მსმენელებისა და  შესაბამისი სამმართველოს მიერ  მაქსიმუმ 100-100 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ორგანიზებულობა – ცენტრთან თანამშრომლობა, სასწავლო მასალის დროულად მიწოდება, სასწავლო დროის რაციონალურად განაწილება და დღის წესრიგის დაცვა;

ბ) პუნქტუალურობა – ტრენინგზე დროულად გამოცხადება, ცვლილებებთან დაკავშირებით ცენტრის წარმომადგენლის დროულად ინფორმირება;

გ) კომპეტენტურობა – საკითხის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

დ) ჯგუფის მართვის უნარი – ინტერაქციულობა, მონაწილეთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა და ინდივიდუალური მიდგომა;

ე) დამაჯერებლობა – გადმოცემის უნარი და არავერბალური კომუნიკაცია;

ვ) კეთილგანწყობა – მსმენელებთან კოლეგიალური და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა, სასწავლო გარემოს შექმნა.

3. მსმენელებისა და სამმართველოს წარმომადგენლის შეფასება გამოითვლება ექვსივე კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით, ხოლო ტრენერის ცოდნისა და უნარების შეფასების საბოლოო ქულა გამოითვლება მსმენელებისა და სამმართველოს წარმომადგენლის ქულათა საშუალო არითმეტიკულით (იხ. ცხრილი №2).

ცხრილი №2

შესაფასებელი კრიტერიუმები

მაქსიმალური ქულა

კომპეტენტურობა

30

ორგანიზებულობა

20

ჯგუფის მართვის უნარი

20

დამაჯერებლობა

10

პუნქტუალურობა

10

კეთილგანწყობა

10

პროკურორის ტრენინგებში (ტრენერად) მონაწილეობა

ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა

ჩატარებული ტრენინგების საათების რაოდენობა

მსმენელებისა და ცენტრის წარმომადგენლის მიერ ტრენერის ცოდნისა და უნარების შეფასება (ქულა)

2 ტრენინგი

7 საათი

70 ქულა

დანართი №6

გამომძიებლის დატვირთ