2. იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა ტოლია ან მეტია შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულაზე, საბოლოო ქულად მიიჩნევა საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა.

3. თუ საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა ნაკლებია შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამის ქულაზე, მაშინ საბოლოო ქულის გამოთვლისას საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამის ქულას ემატება 1-დან 4 ქულამდე.

ძალიან დატვირთული

30 ქულა

დატვირთული

25 ქულა

საშუალოზე მეტად დატვირთული

20 ქულა

საშუალოდ დატვირთული

15 ქულა

საშუალოზე ნაკლებად დატვირთული

10 ქულა

ნაკლებად დატვირთული

5 ქულა

4. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორის დატვირთვა ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში არის ძალიან დატვირთული და ამასთან, სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში პროკურორის დატვირთვა არის ძალიან დატვირთული ან დატვირთული, პროკურორს კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაზე დაემატება ბონუსი 5 ქულა (100 ქულის ფარგლებში).

თავი IV

საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორების დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგ