2. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების და სამმართველოების პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია არსებითად დაეყრდნობა იმავე ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის ალგორითმები. ცალკეული დეპარტამენტის და სამმართველოს პროკურორთა ქმედებების რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით.

3. პროკურორთა დატვირთვა ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით გამოითვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ დეპარტამენტებში/სამმართველოებში:

ა) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

დ) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  დეპარტამენტი;

ე) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების შემთხვევაში, რომლებიც სამმართველოებად არის დაყოფილი, დეპარტამენტის ერთი სამმართველოს პროკურორი სხვა სამმართველოს პროკურორს არ დარდება და პროკურორის დატვირთვის მაჩვენებელი გამოითვლება თითოეული სამმართველოს დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით.

5. პროკურორთა დატვირთვა არ გამოითვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ სტრუქტურულ დანაყოფებში:

ა) გენერალური ინსპექცია;

ბ) საგამოძიებო ნაწილი;

გ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო;

ე) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

თ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;

ი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.

დანართი №4

ხელმძღვანელის შეფასება

პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები

მიღებული ქულა

0-2 (დაბალი)

3-4 (საშუალოზე

დაბალი)

5-6 (საშუალო)

7-8 (მაღალი)

9-10 (უმაღლესი)

დისციპლინა

გარეგნული იერსახე (ე.წ. დრესკოდი)

პასუხისმგებლობის გრძნობა

ორგანიზებულობა

დროის მენეჯმენტი

სამუშაოს შესრულების ხარისხი

კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტაციის უნარი

კომუნიკაციის უნარი[1]

გუნდური მუშაობის უნარი

აზრის გადმოცემის უნარი

პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები

(აღნიშნულ დანართს ავსებენ იმ სტუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები ახორციელებენ საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას)

მიღებული ქულა

0-დან 65-მდე

დაბალი

65-დან 75-მდე

საშუალოზე

დაბალი

75-დან 85-მდე

საშუალო

85-დან 90-მდე

მაღალი

90-დან 100-მდე

უმაღლესი

გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი

სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი

პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები

(აღნიშნულ დანართს ავსებენ იმ სტუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები არ ახორციელებენ საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას)

მიღებული ქულა

0-დან 65-მდე

დაბალი

65-დან 75-მდე

საშუალოზე

დაბალი

75-დან 85-მდე

საშუალო

85-დან 90-მდე

მაღალი

90-დან 100-მდე

უმაღლესი

პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი

პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები

(აღნიშნულ დანართს ავსებენ იმ სტრუქტურული დანაყოფების (გენერალური ინსპექცია, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო) ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები საპროცესო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერასთან ერთად ახორციელებენ დეპარტამენტის/სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საქმიანობას სხვა მიმართულებებში)

მიღებული ქულა

0-დან 65-მდე

(დაბალი)

65-დან 75-მდე

(საშუალოზე

დაბალი)

75-დან 85-მდე

(საშუალო)

85-დან 90-მდე

(მაღალი)

90-დან 100-მდე

(უმაღლესი)

გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი სხვა მიმართულებებში

ხელმძღვანელის შეფასება

ზოგადი უნარ-ჩვევები

პროფესიული უნარ-ჩვევები

ორივე შეფასების შედეგი

(ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების საშუალო არითმეტიკული)

80

90

85

[1] იგულისხმება კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პოლიციასთან, პროცესის მონაწილეებთან, მოქალაქეებთან, სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან და ყველა იმ პირთან, ვისთანაც პროკურორს აქვს საქმიანი ურთიერთობა.

დანართი №5

თავი I

პროკურორის ტრენინგებში მსმენელად მონაწილეო