სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში პროკურორის დატვირთვის გამოთვლის მიზნით განისაზღვრება ის შიდა საშუალო მაჩვენებელი, რომელიც საქმეთა აბსოლუტურად თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში ექნებოდა თითოეულ პროკურორს. ამ მაჩვენებლის დასადგენად გამოითვლება დანაყოფის პროკურორთა ქმედებების საშუალო არითმეტიკული და განისაზღვრება მისი პროცენტული წილი მთელ რიცხვთან მიმართებით. შემდეგ გამოითვლება თითოეული პროკურორის ინდივიდუალური დატვირთვის პროცენტული წილი მთელ რიცხვთან მიმართებით. მიღებული შედეგი დარდება საშუალო მაჩვენებლის პროცენტულ წილს.

თავი II

ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში პროკურორის დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია