მუხლი 4🔗

პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება როგორც ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. პროკურორთა დატვირთვის გამოთვლისას გაითვალისწინება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის სპეციფიკა. შესაბამისად, ერთმანეთს დარდება მხოლოდ ერთი ტიპის სტრუქტურული დანაყოფები. კერძოდ, რაიონული პროკურატურის პროკურორის მონაცემები დარდება მხოლოდ რაიონული პროკურატურების პროკურორთა მონაცემებს, საოლქო პროკურატურის პროკურორის მონაცემები დარდება მხოლოდ საოლქო და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების პროკურორთა მონაცემებ