1. დადგენილებები:
ა) პირის/იურიდიული პირის ბრალდების შესახებ;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების/შეწყვეტის შესახებ;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;
დ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
ე) შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განახლების შესახებ;
ვ) შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ;
ზ) დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;
თ) დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ;
ი) პიროვნების დაზუსტების შესახებ;
კ) საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ;
ლ) დაკავების/პატიმრობის ადგილიდან პირის დროებით გამოყვანის შესახებ;
მ) ძებნის გამოცხადების შესახებ;
ნ) პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ;
ო) სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ;
პ) საჩივრის/შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, საჩივრის უარყოფის/შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ჟ) განრიდების პროცესის დაწყების/განრიდების პროცესის შეწყვეტის შესახებ;
რ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების შესახებ;
ს) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ;
ტ) სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის/გაერთიანების შესახებ;
უ) ბრალდებულის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ;
ფ) კვალიფიკაციის შეცვლის/ბრალის ახალი ფორმულირების შესახებ;
ქ) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების/ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოების შესახებ;
ღ) დაზარალებულისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ;
ყ) პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. შუამდგომლობები:
ა) აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ;
ბ) დათვალიერების ჩატარების შესახებ;
გ) ჩხრეკის/ამოღების ჩატარების/ნიმუშის აღების შესახებ;
დ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის/ამოღების/დათვალიერების/ნიმუშის აღების კანონიერად ცნობის შესახებ;
ე) ინფორმაციის გადაცემის თაობაზე დაცვის მხარის უფლებების შეზღუდვის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ;
ზ) საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შესახებ;
თ) ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;
ი) ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ;
კ) ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ლ) შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ;
მ) გირაოს თანხის შემცირების შესახებ;
ნ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის/ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
ო) შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გადასინჯვა/ძალაში დატოვების შესახებ;
პ) ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
ჟ) განრიდების მიზნით საქმის პროკურორისთვის დაბრუნების შესახებ;
რ) ბრალდებულისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ;
ს) დაკავების შესახებ;
ტ) მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ;
უ) სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ვადის აღდგენაზე;
ფ) ბრალდებულის დაკავებისას პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ;
ქ) პირადი ჩხრეკის ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ;
ღ) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონიერად ცნობის შესახებ;
ყ) ქონებაზე ყადაღის დადების/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერად ცნობის შესახებ;
შ) ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების/მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის/ შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ;
ჩ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შესახებ;
ც) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;
ძ) მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ;
წ) პირის იძულებით მიყვანის შესახებ;
ჭ) გვამის ექსჰუმაციის შესახებ;
ხ) ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ;
ჯ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
ჰ) არსებითი განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის შესახებ;
ჰ1) წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების/შემცირების შესახებ;
ჰ2) წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ;
ჰ3) ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ;
ჰ4) საქმეთა გაერთიანების შესახებ;
ჰ5) დამატებითი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე;
ჰ6) მოწმის დისტანციური დაკითხვის შესახებ.
3. საჩივრები:
ა) წინასასამართლო სხდომაზე დევნის შეწყვეტის/მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილებაზე;
ბ) სააპელაციო/საკასაციო განაჩენზე;
გ) აღკვეთის ღონისძიების განჩინებაზე;
დ) იძულებითი ღონისძიების განჩინებაზე;
ე) მოსამართლის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე.
4. განაჩენები:
ა) საქალაქო (რაიონული) სასამართლოს განაჩენი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს განაჩენი;
გ) საკასაციო სასამართლოს განაჩენი.
5. სხვა დოკუმენტები:
ა) მითითება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ;
ბ) ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;
გ) სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა;
დ) განრიდების შესაძლო დაწყების/დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმ