1. პროკურატურა უზრუნველყოფს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარებას.
2. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება:
ა) პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით დანიშვნის მსურველი კანდიდატისთვის, რომელსაც ჩაბარებული არ აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის.
3. პროკურორების/პროკურატურის გამომძიებლების შესაბამისობის გამოცდა ტარდება მათთვის, ვინც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების სისტემით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
4. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით.
5. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება დასტურდება სერტიფიკატით.
6. გამოცდების ჩატარების წესს და პროგრამას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2023 ორგანული კანონი №3885
წინა რედაქცია (13.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები 1. პროკურატურა უზრუნველყოფს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარებას. 2. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება: ა) პროკურორის/, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით დანიშვნის მსურველ სტაჟირების და კონკურსის კანდიდატისთათვის, რომელთსაც არ აქვთ ჩაბარებული არ აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის. 3. პროკურორების/პროკურატურის გამომძიებლების შესაბამისობის გამოცდა ტარდება მათთვის, ვინც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების სისტემით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. 4. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. 5. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება დასტურდება სერტიფიკატით. 6. გამოცდების ჩატარების წესს და პროგრამას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.