1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
თავი XVII
კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და სახსრების ხარჯვა
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2023 ორგანული კანონი №3885
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროკურატურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/12/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება