პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ამოცანებია:

ა) ბიუროს საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხელშეწყობა;

ბ) ბიუროში პერსონალური მონაცემების დამუშავების საუკეთესო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვა;

გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა გაწევა;

დ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე ბიუროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;

ე) საქმიანობის ანგარიშის მომზადება;

ვ) ბიუროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემ