ტექნოლოგიური განვითარებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის ხელშესაწყობად მისი ტექნოლოგიური განვითარება;
ბ) ბიუროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა;
გ) ბიუროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარება და წინადადებების შემუშავება;
დ) კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
ე) კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ბიუროს საქმიანობისთვის საჭირო პროგრამების შექმნა, განვითარება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
თ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ