ანტიკორუფციული განათლების ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ბიუროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით სასწავლო პროგრამების/ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) ანტიკორუფციული განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელება და შესაბამისი კვლევების ჩატარება;
დ) საჯარო სამსახურში ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვის სპეციალიზებული მოდელების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ექსპერტებთან კომუნიკაციის ფარგლებში ერთობლივი პროექტების მომზადება და ეროვნულ სასწავლო მოდულებში ინტეგრირება;
ვ) სტაჟირების პროგრამების დანერგვა;
ზ) ცენტრის (დეპარტამენტის) საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
თ) ცენტრის (დეპარტამენტის) დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ