ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) აანალიზებს სხვადასხვა სფეროში არსებულ სიტუაციას და ამზადებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ სისტემაში კორუფციის დონის შემცირებისა და კორუფციული მექანიზმების მოშლის მიზნით;
ბ) უშუალოდ მონაწილეობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთობლივად ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებაში;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფების (კომისიების) შექმნის თაობაზე, რომლებიც შეიმუშავებენ ანტიკორუფციული ხასიათის კონცეპტუალურ დოკუმენტებს (როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხასიათის) და კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
დ) აწარმოებს პერმანენტულ მონიტორინგს შესაბამისი უწყებების მიერ გაწეულ საქმიანობაზე საქართველოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს მათი შესრულების კონკრეტულ გეგმას;
ე) მოიპოვებს ინფორმაციას კორუფციასთან მებრძოლი სახელმწიფო უწყებებიდან, აანალიზებს მათ საქმიანობას, ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და ამზადებს რეკომენდაციებს მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის;
ვ) მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ანტიკორუფციული პროპაგანდის თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ანტიკორუფციული საქმიანობის კუთხით