1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აპარატის საქმიანობის უზრუნველყოფა დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სამართალდაცვის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის სფეროში. ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და შიდა კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავება.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები