სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) თავისი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში;
გ) ახორციელებს ქვეყანის მასშტაბით სამართალდარღვევათა მონიტორინგს, რისთვისაც გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, სპეციალური სამსახურებიდან, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროდან, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიდან;
დ) ამზადებს პრეზიდენტის საინფორმაციო და ანალიტიკურ მასალებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ე) ახორციელებს სახელმწიფო უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ვ) აკონტროლებს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ დავალებათა შესრულებას სამართალდამცვისა და სპეციალური სამსახურების მიერ;
ზ) სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურებიდან გამოითხოვს შესაბამისი უწყებების რეფორმის კონცეფციებს. ატარებს ანალიზსა და მოსმენებს ფუნქციათა დუბლირებისა და კომპეტენციის აღრევის გამოსარიცხად;
თ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთათვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
ი) განიხილავს საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს მთავრობაში წარმოდგენილ, ქვეყნის უშიშროებასთან, სამართალდაცვის ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) განიხილავს და პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად ამზადებს სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების წერილებსა და მიმართვებს