1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, განახორციელოს ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენების შეფასება, ანალიზი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები, რისთვისაც იგი:
ა) ახორციელებს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უსაფრთხოების არსებული გარემოს შეფასებას, საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის თავდაცვის, სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანალიზს;
ე) ახორციელებს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე, ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე, ქვეყანაში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას და მონიტორინგს;
ზ) ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული ექსპერტთა თუ მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
ი) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მონაწილეობას იღებს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში;
კ) ახორციელებს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ლ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში, მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;
მ) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს და ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლს;
ო) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს თავდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო ძალებში შემავალი უწყებების მიმართვებსა და წერილებს და წარადგენს რეკომენდაციებს;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათა შორის თანამშრომლობის ორგანიზებაში
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 5. სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 6. ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 7. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 8. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
- მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 2, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-2-2/