1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ვ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის გადაწყვეტილებით, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
7. დეპარტამენტში შეიძლება დაინიშნონ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებული ძალების კადრში დატოვებით.
8. დეპარტამენტში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეთათვის დაწესებული ყველა დანამატი, შეღავათი და კომპენსაცია