1. სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.
2. საგარეო-პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
3. საგარეო-პოლიტიკურ სფეროში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია.
4. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროპულ გაერთიანებებში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი.
5. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით წინადადებების შემუშავება და ანალიზი.
6. ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პროცესების ანალიზი.
7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა.
8. ევროპის გაერთიანებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ) კოორდინაციის გაწევა.
9. ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგის განხორციელება.
10. საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
- მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 2, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-2-3/