1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის ხელშეწყობა, რეკომენდაციების შემუშავება და ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზება და მისი განხორციელების კოორდინაცია. დეპარტამენტი ასევე მონაწილეობს ევროპის გაერთიანებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობში (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ); აგრეთვე ახორციელებს საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა იმ პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 8. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
- მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 1, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-1-3/