1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოორდინაცია გაუწიოს შესაბამისი უწყებების საქმიანობას. დეპარტამენტი მონაწილეობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები