1. სახელმწიფოში ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია.
2. ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მილსადენთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში მონაწილეობა.
3. სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების მონიტორინგის განხორციელება.
4. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე განსახილველად ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მილსადენთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მომზადება.
5. ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა.
6. ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადების უზრუნველყოფა.
7. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ცალკეული საკონტროლო დავალებების შესრულება