1. აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა.
2. აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა.
3. აპარატის ადმინისტრაციულ სართულზე მუშაობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.
4. აპარატის თანამშრომელთა სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა.
5. აპარატში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
6. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება.
7. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადება.
8. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
9. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია.
10. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სახელზე შემოსული კორესპონდენციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის მოხსენება, რეზოლუციების, ბრძანებების მომზადება, კლასიფიცირება, შემსრულებლებისათვის მიწოდება დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.
11. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება.
12. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის გასაცემი ნებართვის მომზა-დების უზრუნველყოფა.
13. აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა, აპარატის თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა.
14. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ დანიშნული თათბირების მომზადება და ჩატარების უზრუნველყოფა.
15. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აპარატის თანამშრომელთა სახელფასო და სამივლინებო თანხებით უზრუნველყოფა.
16. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უშუალო გადაწყვეტილებით აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა.
17. აპარატში საკადრო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
18. აპარატის სამეურნეო საქმიანობის წარმოება
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 2, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-2-5/