დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. თავდაცვის საკითხთა განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) განახორციელოს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უსაფრთხოების არსებული გარემოს შეფასება, საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყნის თავდაცვის, სამხედრო და სამხედრო-პოლი-ტიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) განახორციელოს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანალიზი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში;
ზ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი;
თ) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, ხოლო საჭიროების შემთხევევაში მათი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ი) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტები და განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი;
ლ) მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტები თავდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილოს სამხედრო ძალებში შემავალი უწყებების მიმართვები და წერილები და წარადგინოს რეკომენდაციები;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობის ორგანიზებაში.
2. სამხედრო ტექნიკურ საკითხთა განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) განახორციელოს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანალიზი;
გ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაცია;
დ) განახორციელოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ე) განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათშორისი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული ექსპერტთა თუ მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი;
თ) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, ხოლო საჭიროების შემთხევევაში მათი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტები და განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი;
ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილოს სამხედრო ძალებში შემავალი უწყებების მიმართვები და წერილები და წარადგინოს რეკომენდაციები;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათა შორის თანამშრომლობის ორგანიზებაში
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 6. ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 7. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 8. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 3, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-3-2/