შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) ხელს უწყობს საქართველოში არსებული შიდა კონფლიქტების მოწესრიგებას, რისთვისაც მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავების პროცესში;
ბ) ახორციელებს კონფლიქტების მოწესრიგების კონცეპტუალური გეგმებისა და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის;
გ) მონაწილეობს შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში;
დ) ურთიერთობა აქვს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას;
ე) პერიოდულად ამზადებს ანალიზს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ