ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს;
ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით შეიმუშავებს გადაუდებელ ორგანიზაციულ ღონისძიებებს;
გ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ეროვნული უშიშროების საბჭოზე განსახილველად ამზადებს შესაბამის საკითხებს;
დ) ამზადებს მოხსენებებს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ე) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ვ) განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღებულ ინფორმაციებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისთვის მოსახსენებლად ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა ორგანიზაციულმეთოდოლოგიური უზრუნველყოფას;
თ) საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემოწმებისა და ანალიზის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ამზადებს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად სათანადო დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ი) ამზადებს და მართავს შეხვედრებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
კ) წარუდგენს ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა შესახებ მეცნიერული კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს;
ლ) ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ახორციელებს დროებითი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საქმიანობის მონიტორინგსა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენას;
მ) რეგულარულად აწვდის ხელმძღვანელობას ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობისა და ამ მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 8. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 5. სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 6. ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 7. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
- მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 8, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-8/