ხარისხის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის ხელშესაწყობად შიდა სტანდარტების შემუშავება;
ბ) ბიუროს თანამშრომლებისთვის განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ბიუროში დისციპლინური სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის კვლევა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ე) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული წესის შემუშავება;
ვ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
ზ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ