ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
გ) საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი წლიური ანგარიშის მომზადება;
დ) ბიუროსთან დაკავშირებული, მათ შორის, ინსტიტუციური განვითარების საკითხების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) ბიუროს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება, განზოგადება და კორუფციული რისკების ანალიზი;
ვ) ბიუროში შემოსული ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადება;
ზ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების მეთოდოლოგიის მომზადება, კვლევების ჩატარება, შედეგების განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
თ) ეროვნული და საერთაშორისო კორუფციული საფრთხეების გავლენების შეფასება და ანალიზი;
ი) საჯარო სექტორში ანტიკორუფციულ გარემოზე გარე ფაქტორების გავლენის შეფასება;
კ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
ლ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ